Jump to content

Recommended Posts

Posted

                                            1.jpg

საბაზრო შეფასების კუთხით  Microsoft-მა პირველად გაასწრო Google-ს (Alphabet) სამი წლის განმავლობაში, იტყობინება CNBC. დღესდღეობით Microsoft-ი შეფასებულია 753 მლრდ დოლარად, იმ დროს, როდესაც Alphabet-ი  (გუგლის მშობელი კომპანია) ფასდება 739 მლრდ დოლარად. ამის გათვალისწინებით, Microsoft-ი აღმოჩნდა რიგით მესამე მსოფლიოში არსებული ყველაზე ძვირადღირებული კომპანია, Apple-სა და Amazon-ის შემდეგ. თუმცა, დიდი ალბათობით, ეს ვითარება დროებითია. Google და Microsoft-ი მუდმივად იცვლიდნენ პოზიციებს ერთმანეთთან მიმართებაში წლების განმავლობაში. ასეა თუ ისე, დღევანდელი მდგომარება  კარგად აჩვენებს, თუ როგორ  გააუმჯობესა Microsoft-მა თავისი აქციების ფასები ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. 

Microsoft-ის აქციების ღირებულება ორნახევარზე მეტჯერ გაიზარდა მას შემდეგ, რაც ოთხი წლის წინ გენერალური დირექტორის პოსტი დაიკავა Satya Nadella-მ.  მან მოახდინა Microsoft-ის ორიენტირის მიმართვა კროსპლატფორმული ტექნოლოგიების, Cloud-ის, ხელოვნური ინტელექტის, კვანტური გამოთვლებისა და შერეული რეალობის ტექნოლოგიებისაკენ.  Nadella-მ შეამცირა  Microsoft-ის  წარუმატებელი ძალისხმევა Windows Phone-სთან დაკავშირებით. 

იმ დროს, როდესაც  Microsoft-ი საბაზრო ღირებულებით ისევ 923 მილიარდი დოლარით ჩამორჩება Apple-ს,  რომელიც 923 მილიარდ დოლარადაა შეფასებული და Amazon-ს, რომლის საბაზრო ღირებულებაც  782 ილიარდს უტოლდება,  მას გააჩნია მოქმედებებისა და ძალისხმევის ფართო სპექტრი, რომლთაგანაც შემოსავალს იღებს.  Google  თავისი შემოსავლის დაახლოებით 90%-ს სარეკლამო კამპანიისგან იღებს, Apple-ის შემოსავლის 60% iPhone-ზე მოდის. ბოლო კვარტალში, Microsoft-ის შემთხვევაში მონაცემები ასეთია : კორპორაციის შემოსავლის დაახლოებით 35 % მოდის  Windows-ზე, Surface-სა და თამაშებზე, Cloud-ზე დაახლოებით 30%, Office-სა და მწარმოებლურობაზე კი - 30%-ზე მეტი. 

ზოგიერთი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ კომპანიის  Cloud  ბიზნესი გაორმაგდება უახლოეს რამოდენიმე წელიწადში, რათა ხელი შეუწყოს კომპანიას - მიაღწიოს 1 ტრილიონ დოლარ საბაზრო ღირებულებას.  

www.theverge.com

  • Like 1
  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.