Jump to content

Recommended Posts

Posted

ტექნიკური ბაზარი მეხსიერების მწვავე ნაკლებობის წინაშე დადგა.  აღმოჩნდა, რომ ფასებმა დაუჯერებელ სიმაღლეს მიაღწია. მაგრამ  შემდეგი RAM (ოპერატიული მეხსიერება) ან ვიდეო ბარათი ბევრად იაფი იქნება -  დაახლოებით 25%-ით ნაკლები. 

ბაზრის ანალიტიკოსის - DRAMeXchange-ის თქმით, ფასები შემცირდება 15-25$-ით, მომწოდებლებთან საკონტრაქტო მოლაპარაკებები დაწყებულია და იმ დროს, როდესაც ფასები  PC RAM-ზე უცვლელი დარჩა, გრაფიკული მეხსიერების ფასებმა დაწევა დაიწყო DRAM-ის მოთხოვნების შემსუბუქების შესაბამისად. 

წარმოება სწრაფად გადადის ახალ, 1X / 1Y   უფრო მეტი სიმჭიდროვის მქონე ოპერატიული მეხსიერების ტექნოპროცესზე,  აგრეთვე გაჩნდა დამატებითი მოცულობის გამოშვების შესაძლებლობა, SK Hynix-ის ახალი ქარხანა 2019 წლიდან დაიწყებს აქტიურად ამაზე მუშაობას. ეს კი ქმნის ფასების დაცემის წინაპირობას. აგრეთვე, ჩინელი მარეგულირებლები მცირე ხნის წინ შეხვდნენ მეხსიერების მომწოდებლებს, როგორებიცაა Micron და Samsung, რათა გამოეხატათ შეშფოთება მეხსიერების დეფიციტსა და ფასებთან დაკავშირებით, თუმცა რა გავლენა იქონია ამ მოლაპარაკებებმა, ჯერჯერობით უცნობია. 

image.png

ვიდეო მეხსიერების მაღალი ფასები იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ვიდეო ბარათების რაოდენობის ბოლოდროინდელი შემცირებისა, თუმცა კრიპტომაინერებმაც ითამაშეს მნიშვნელოვანი როლი. კრიზისი მინელდა, რადგანაც კრიპტოვალუტების ფასი დაეცა და მოთხოვნის უეცარმა კლებამ გამოიწვია ფასების დაწევა გრაფიკულ მეხსიერებაზე. 

როგორც ჩანს, მეხსიერების მწარმოებლებმა ხელი მოითბეს“ დეფიციტის პერიოდში და შესაძლოა იგი გახდეს ისტორიაში პირველი მიკროსქემების მწარმოებელი, რომლის შემოსავალიც გადააჭარბებს 100 მლრდ-ს წელიწადში. 

 

  • Like 1
  • Thanks 1
  • Upvote 3
Posted

მახსოვს ჩემი ოპერატიულები 250 ლარად ვიყიდე და კიდე ნაკლებად ვჩალიჩობდი შოვნას :D

 

Posted
On 8/21/2018 at 11:15 AM, Fatal Fighter said:

მახსოვს ჩემი ოპერატიულები 250 ლარად ვიყიდე და კიდე ნაკლებად ვჩალიჩობდი შოვნას :D

2 წლის წინანდელ ფასებს ჯერაც ვერ გაუტოლდა ნაცვლად იმისა რომ გაიაფებულიყო, მაგარი ფული ჭრეს მწარმოებლებმა ვითომ მეხსიერების დეფიციტის დროს თითქმის 2 წელიწადი

სსდ-ებზე საკმაოდ სწრაფი ტემპით იკლებს ფასი, სავარაუდოდ შემდეგ წელს საერთოდ დავემშვიდობები ჰდდ-ს

Posted

კი, მაინინგის ბუმმაც თავისი ქნა, მიზეზი მიეცათ მწარმოებლებს და უმატეს და უმატეს ფასებს :)

  • 4 weeks later...
Posted

https://amp.tomshardware.com/news/samsung-slows-memory-chip-production,37824.html

სამსუნგი როგორც მსოფლიოს უდიდესი წამყვანი NAND-ის და DRAM-ის მწარმოებელი, ჩიპების წარმოების პროცესს ანელებს და ამით ხელოვნურად ქმნის დეფიციტს, რითაც ზრდის ბაზარზე მოთხოვნას და ფასების აწევას 2019 წელშიც ვარაუდობენ.

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.