Jump to content

Recommended Posts

Posted

მეგობრის თხოვნით ვხსნი თემას, თუ შეგიძლიათ დაგვეხმარეთ :)

მოკლედ ასეთი პრობლემა მაქვს: ხანდახან თამაშის დროს კომპიუტერი რესტარტს აკეთებს და იწერება power surges detected...და ა.შ.
შეიძლება ups იყოს ცუდი და ძაბვის ვარდნის დროს ვერ აწვდიდეს სასურველ ძაბვას კომპიუტერს? 
ან თვითონ კვების ბლოკის ბრალი იყოს?
ბოლო რამდენიმე თვეა რაც დაეწყო ეს პრობლემა, 8 გბ ოპერატიული დავამატე ამ პერიოდში და მე 2 ვინჩესტერი, შეიძლება მაგის ბრალი იყოს?
(ოღონდ ყველა თამაშზე არ შვება, ყველაზე მეტად რომელი თამაშებიც უჭირს იმასთან ხდება ასე(?)).
ან როგორ გავიგო რა ხდება ამ დროს(რას უნდა მივაქციო ყურადღება/რაიმე უტილიტი ხომ არ ჩავრთო და მონიტორინგის პონტში)?
თვითონ კვების ბლოკი არის cooler master 550 w. 
დანარჩენი მონაცემებია: cpu -i 7 3770, ram 16 gb, gpu gtx 660 ...
დავგუგლე და asus anti-surge გამორთეთ ვისაც მსგავსი პრობლემა გაქვთო, მაგრამ სულ არ დავწვა სისტემა რა ვიცი...
კიდევ 1 პრობლემა რაც ამ კომპიუტერის აწყობის დღიდან აქვს, შათ დაუნს რო ვაკეთებ ქულერები არ ითიშება, ეს რის ბრალი იქნება?
დამეხმარეთ ბლიზ 
წინასწარ მადლობა. 
 

 

Posted

ესეთი რაღაც მოხდა , მაგ კომპიუტერზე დაუყენებია ახალი ვიდეო კარტა და კომპიუტერი საერთოდ გაფუჭდაო

მივიტანეო ხელოსანთანო და კვების ბლოკი არისო გაფუჭებულიო და  დედაპლატაც გაფუჭდაო, შეილება გამოეწვია ვიდეო კარტას ეს სიტუაცია ? 

მე მგონია რო კვება იყო გაფუჭებული და ვიდეო კარტამ საერთოდ ბოლო მოუღო

ვიდეო კარტაა ებაიზე ნაყიდი ნახმარი  gtx 770

Posted

ვიდეო ვერ გააფუჭებდა

კვება იყო პრობლემური და ხელოსანთან მიტანის ან გამოცვლის მაგივრად უფრო დიდ დატვირთვაზე რომ გაუშვა შედეგმაც არ დააყოვნა 

  • Thanks 1
Posted
8 hours ago, Gogla1990 said:

ვიდეო ვერ გააფუჭებდა

კვება იყო პრობლემური და ხელოსანთან მიტანის ან გამოცვლის მაგივრად უფრო დიდ დატვირთვაზე რომ გაუშვა შედეგმაც არ დააყოვნა 

მეც ეგ ვიფიქრე, დატვირთვაზე რო გადავიდა გაფუჭდა , ალბათ დედაპლატის კონდესატორებიც მიაყოლა

ისე მაინც გამოსაცვლელი ქონდა კვება,  Gtx770-ს  600w  და მეტი ჭირდება

  • 2 weeks later...
Posted

მოგვარდა პრობლემა

 კვების ბლოკი შეცვალა და მუშაობს ყველაფერი :)

დახურეთ თემა

Posted

ძალიან კარგი

პ.ს
კვება მიიტანა ხელოსანთან?
იქნებ რამე მარტივი ჭირს და ეშველოს, ცოდოა გადასაგდებად :) 

Posted
11 minutes ago, Gogla1990 said:

ძალიან კარგი

პ.ს
კვება მიიტანა ხელოსანთან?
იქნებ რამე მარტივი ჭირს და ეშველოს, ცოდოა გადასაგდებად :) 

არ მიუტანია, მე ურჩიე მიტანაზე და ყიდვა გადაწყვიტა 

მარტო დედაპლატა გააკეთებინა AVENGER-ს , პინები იყო დაღუნულიო და კონდესატორები შეუცვლია 

 

 

Posted

ვხურავ

  • George locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.