Jump to content

Recommended Posts

Posted

მაქვს gtx 660. ჩვეულებრივ დაუტვირთავ მდგომარეობაში კარტა 38-40 გრადუსზე დგას. თამაშებზე კი მაქსიმალურ ტემპერატურაზე ადის (95 გრადუსამდე). შესაძლოა gpu-ს თერმოგელის ბრალია ან სხვა რამის. რა შეიძლება იყოს მიზეზი?

Posted

კიდევ მაგ ნაგავ კვებაზე ამუშავებ რაც პროფილში გიწერია?

რა ვერსიაა ვიდეო? ფანი რამდენზეა? კვებაც ხურდება?

 

პ.ს
თერმოგელი მაგარი იყო :D 

 

 

  • Upvote 1
Posted

ამ კვებაზე ასეთი რეაქცია რატო აქვს ყველას არ ვიცი :დ ისე ჩემი კარტა oem ვერსიაა მაგრამ ჩვეულებრივი 660-ის დონისაა, ვიდეო მეხსიერების განსხვავებით. ჩვეულებრი 1200 ბრუნზეა მაგრამ ისე msi afterburner-ით დარეგულირებული მაქვს ტემპერატურის ზრდაზე ფანის სიჩქარე. კვებას რაც შეეხება არ ხურდება ნამდვილად.

Posted
2 minutes ago, Uchia said:

ამ კვებაზე ასეთი რეაქცია რატო აქვს ყველას არ ვიცი :დ

გაღმა რომ გავა ეგ ვიდეო შენც იგივე რეაქცია გექნება მას შემდეგ

საწყენად ნუ მიიღებ, რჩევად მიიღე :) 

მე გავყიდე წინა თვეს ეგეთი ვიდეო, 1.5GB-იანი 660 OEM, 760-ს ჩიპზე
თამაშში 65 გრადუსზე იდგა დაახლოებით, სრულ დატვირთვაზე სტრეს ტესტში 72-73
ნუ ჩემტან ციოდა მაგ პერიოდში საკმაოდ, მარა სულ რომ გახიო ეგ კარტა 80 არ უნდა ასცდეს წესით, 95-ზე თუ ადის უკვე მისახედია

Posted

არა პირიქით, არ მწყინს მაგრამ ასეთი ნაგავი რატოა მიკვირს. ან ამან რა უნდა დამართოს ვიდეოკარტას.

Posted

ყველა და ყველაფერი ხარისხიანი ხომ არ იქნება :D

კვების წყაროა, ეგ ამარაგებს და მაგის იმედათაა მთელი სისტემა, მაგან თუ ჩეპე ქნა ყველა დეტალი საფრთხეშია

Posted

რავი არ ეტყობა რო რამე ახურებს, ახლო მომავალში გამოვცვლი. ისე ვიდეოკარტის ტემპერატურის ზრდა რას მივაწერო? (რაზეც თემა გავხსენი)

Posted
1 minute ago, Uchia said:

ისე ვიდეოკარტის ტემპერატურის ზრდა რას მივაწერო? (რაზეც თემა გავხსენი)

მეღადავები თუ რაშია შენი საქმე? :D 

Posted

assaassins creed სინდიკატს ვთამაშობ დაბალ გრაფიკაზე, და კიდე სხვა თამაშებსაც მაგრამ ასასინზე ხურდება ასე უსაშველოდ.

Posted

კვება ბიძია ბაუაბა კვება :D 

გამოცვალე სასწრაფოდ თორე გავა ეგ კარტა გაღმა

Posted

რომელი ფირმებია ყველაზე კარგი? http://geobit.ge/?product=fractal-design-psu-integra-m-650w ეს ახლა ვნახე, ან ამაზე უკეთესს 200 ლარში რას მირჩევთ უფრო უკეთესი ფირმისას. 

Posted
4 hours ago, Uchia said:

რომელი ფირმებია ყველაზე კარგი? http://geobit.ge/?product=fractal-design-psu-integra-m-650w ეს ახლა ვნახე, ან ამაზე უკეთესს 200 ლარში რას მირჩევთ უფრო უკეთესი ფირმისას. 

მაღაზიაში ახალს მაგაზე კარგს ვერაფეს იშოვი, კაი კვებაა ნამდვილად, სიმძლავეც ისეთი აქვს ნებისმიერ ვიდეოს გაქაჩავს

Posted

მოკლედ, კვება გამოვცვალე მარა ჩემი კარტა დაუტვირთავ მდგომარეობაში 35-42 გრადუსამდე თამაშობს. რაშია საქმე, თერმოპასტაა შესაცვლელი თუ ნორმალური ტეპერატურაა?

Posted

ნორმალურია
მთავარია სრულ დატვირთვაზე რამდენს იჭერს, თორე დაუტვირთავზე 30-ზე იდგება თუ 50-ზე არ აქვს დიდი მნიშვნელობა

Posted

დატვირთულზე 95 გრადუსზეც ავიდა სამწუხაროდ. ისე აი ეს თერმო პასტა მაქვს პროცესორისთვის და ვიდეოკარტაზეც მიდის როგორც ოფიციალურ საიტზე ვნახე. რას მირჩევთ გამოვიყენო? http://www.deepcool.com/product/dcoolingaccessory/accessory/Upload/612e3f43ba2e4bb5bd22e825f32d8ac0.jpg

Posted

ქულერი მუშაობს წესივრად?
რადიატორი ჭუჭყით ხომ არაა გაბიდნული?

გაუშვი ფურმარკი  და დადე სურათი შევხედო რა ტემპით იმატებს ტემპერატურა

Posted

არა მტვერს მაქსიმალურად არ ვაკარებ. კარგი გავატარებ ბენჩს და დავდებ სურათს.

ისე მე furmark-ს ვხმარობ. მანდ როგორ გადავიღო სურათი ვერ დავამუღამე ხომ არ იცი?

Posted
4 hours ago, Uchia said:

ისე მე furmark-ს ვხმარობ. მანდ როგორ გადავიღო სურათი ვერ დავამუღამე ხომ არ იცი?

msi afterburner

Posted

პრობლემა მოგვარებულია. შეგიძლიათ თემა დახუროთ.

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.