Jump to content

SAPPHIRE VAPOR-X R9 280X GDDR5 TRI-X OC WITH BOOST


Recommended Posts

Posted

იყიდება AMD-ს ნომერ პირველი პარტნიორი ბრენდის Sapphire-ის ყველაზე თუ არა ერთერთი გამორჩეული, უსერიოზულესი და ძალიან ლამაზი ვიზუალის მქონე ვიდეოკარტა SAPPHIRE VAPOR-X R9 280X 3GB GDDR5 TRI-X OC WITH BOOST, ვიდეოკარტა აბსოლუტურად თავიდან ბოლომდეა დატესტილი და მუშაა, იდეალურ მდგომარეობაში. 

ვიდეოკარტას მეტ ვიზუალურ სილამაზეს და გეიმერულ ელფერს მასზე არსებული ლედ ნათურები სძენს, თუნდაც ვიდეოკარტის თავზე ამოტვიფრული Vapor-X, რომელიც ძალიან ლამაზად ანათებს ლურჯად, იდეალურია მოდინგის მოყვარულთათვის 

გარდა სილამაზისა და ვიზუალისა, ვიდეოკარტა გამოირჩევა მაღალი სიხშირეებით (1000 Mhz სტოკზე და 1100 Mhz ტურბო ბუსტზე) და მძლავრი გაგრილების სისტემით, კერძოდ კი Furmark ში 100 % იან დატვირთვაზე ფანის 65 % იან ბრუნზე 11 წუთის განმავლობაში ტემპერატურა 64 გრადუსს არ გასცდენია, თამაშებში ტემპერატურა კიდევ უფრო ნაკლებია, ხოლოIDLE რეჟიმში ტემპერატურა საერთოდ 28 - 30 გრადუსია და რაც მთავარია ფანები მაღალ ბრუნზე საერთოდ არ ხმაურობენ

რაც შეეხება თამაშებს და Gaming ს, ამ საქმისთვის ეს კარტა რომ მისწრებაა ვფიქრობ ზედმეტი კომენტარი და ახსნა-განმარტება არ სჭირდება, თავისუფლად მიაქვს დღეს არსებული ყველა თამაში მაღალ გრაფიკაზე

ეს ვიდეოკარტა თავისთავად ჯობია ისეთ ვიდეოკარტებს, როგორებიცაა GTX 680, GTX 770, GTX 960, HD7970

ყველაფერს თავი, რომ დავანებოთ ზემოთხსენებული კარტებისგან განსხვავებით (HD7970 ის გარდა) 256 Bit ის ნაცვლად 384 Bit-ი და 2 GB ს ნაცვლად 3 GB მეხსირება აქვს, რომელიც დღეს ერთერთი აუცილებელი წინაპირობაა მაღალ გრაფიკაზე სათამაშოდ. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ახალ დრაივერებზე ვიდეოკარტას წარმადობა კიდევ უფრო ემატება

გარდა ამისა ვიდეოკარტას აქვს რაზგონის ძალიან სერიოზული პოტენციალი

ვიდეოკარტის ასამუშავებლად საჭიროა ნორმალური ბრენდის 650 - 700 ვატიანი კვების ბლოკი

ვიდეოკარტას მოყვება ორიგინალი ყუთი და საინსტალაციო დისკი

ფასი არც მეტი არც ნაკლები 500 ლარი

გაყიდვისას ვიდეოკარტა დეტალურად დაიტესტება მყიდველთან ერთად

P.S იმედია თემაში უაზრო, არაარგუმენტირებული და კონტექსტიდან ამოვარდნილი მოსაზრებები, შედარებები და Versus-ბი არ იქნება 

7a58473c23fc.jpg

91866d5b10f7.jpg

abad8ae4dd9c.jpg

2fda7f7fea00.jpg

c090f4d57672.jpg

a4fb5fae2c8d.jpg

6eab3692686d.jpg

დიდი ალბათობით ახალი თაობის პროცესორებზე უფრო მაღალ შედეგს დადებს

a60a5131c634.jpg

291fe2e97441.jpg

14f0429ab3ce.jpg

28fd1991a533.jpg

Posted

მაგარი ფასია. 500 ლარად ვერ გამოიწერ ამ კარტას და 270ხ-ის დათრევაც გაგიჭირდებათ, 500 ლარის ბიუჯეტით ვინც ეძებს ვიდეოკარტას მათთვის იდეალური ვარიანტია. ერთადერთი მინუსი ამ კარტას და ზოგადად ამდ სერიების ისაა, რომ ბევრ ენერგიას მოიხმარენ nvidea-სთან შედარებით, მაგალითად ენვიდეას ტოპ 1ჩიპიან კარტას თუ 500 ვატი ყოფნის(980ტიაის), amd 390x 700უნდა. ამას არ ჭირდება ნაღდად 700, 750-ად crosfires გააკეთებს. ნორმალურ 500ვატიც ეყოფა, მაგრამ მაინც ვინც იყიდის ვურჩევ 600ვატიანი აიღოს.

Posted

Davidd

გაიხარე შეფასებისთვის, რაც შეეხება ენერგო მოხმარებას, მძლავრი კარტაა და შესაბამისად მეტ დენს მოითხოვს, თუმცა კარგი 650 - 700 კვების ბლოკი საკმარისი იქნება

მათე

გაიხარე მათე

Posted
1 hour ago, მარკო said:

UP

280x-ს ეძებს რაღაც ვერსიებს და არ მგონია ამაზე უარი თქვას :)

კი მივწერე ლინკი ამ თემის და დაელაპარაკე ეგებ მორიგდეთ ფასზე https://forum.ge/?showtopic=34821818&st=0&#entry46642560

Posted

ლამაზი და ამავდროულად საკმაოდ მძლავრი ვერსიაა, უკანა პლატაც რომ ქონდეს მთლად დახატავდა :) 

  • Barca locked this topic

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.