Jump to content

Recommended Posts

Posted

გამარჯობა ყველას!

 

ეხლა რა ხდება:როდესაც კომპიუტერი ირთვება დესკტოპზე ინტერნეტის აიკონი როგორც უნდა იყოს ჩვეულებრივად ჩანს (არც ძახილის ნიშნით და არც წითელი იქსით) მაგრამ ინტერნეტში არც ერთი ბრაუზერი არ შედის,სანამ მოდემს არ დავარესტარტებ და შემდეგ კომპიუტერს.

 

რამდენიმე წუთის შემდეგ კი გაჭირვებით ვახერხებ ინტერნეტში შესვლას,თან გადმოტვირთვის სიჩქარე 600 კილობაიტის ნაცვლად 0-მდე ეცემა

 

  • ნეთვორკ დრაივერი განვაახლე
  • სპიდ ტესტით დავტესტე და ყველაფერი ნორმალურდაა
  • ინტერნეტ პროვაიდერმა რესეტი გაუკეთა ქსელს
  • კაბელები წესრიგშია

იქნებ მირჩიოთ ან მითხრათ რისი ბრალი შეილება იყოს? :blush:

Posted

პირველ რიგში ვირუსებზე დაასკანერე კომპიუტერი.

Posted


ნეთვორკ დრაივერი განვაახლე

ოფ. საიტიდან იწერ?

 

მოდემი ან ქსელის კარტა უბერავს მაშინ

Posted

ოფ. საიტიდან იწერ?

 

მოდემი ან ქსელის კარტა უბერავს მაშინ

კი ოფიციალური საიტიდან გადმოვწერე ბოლო განახლება.

 

როგორ დავტესტო ? ან მოდემი ან ქსელის კარტა

Posted


როგორ დავტესტო ? ან მოდემი ან ქსელის კარტა

გამორიცხვის მეთოდით

Posted

მოდემის ყიდვა შეიძლება თუ ინტერნეტის პროვაიდერმა უნდა გამოცვალოს?

Posted


მოდემის ყიდვა შეიძლება თუ ინტერნეტის პროვაიდერმა უნდა გამოცვალოს?

ეგ პროვაიდერთან უნდა დააზუსტო

 

თუ შენია გამოცვლაც წესით შენი ნებაა :)

 

პ.ს

ჯერ გატესტე, ისე არაფერი იყიდო ტყუილად :)

Posted

ანტივირუსით დავასკანერე მთლიანად მაგრამ არაფერი არ ამოაგდო საგანგაშო და არც არანირი ვირუსი.ვერ გავიგე რა ჭირს

Posted

სხვა კომპიუტერი ან სხვა მოწყობილობებიც ხომ არ არის იგივე ქსელში?

Posted

სხვა კომპიუტერი (მაგ. მეზობლის :) ) რომ შეაერთო შენს ქსელში და გატესტო მოდემს გამორიცხავდი.

დარჩება ან ქსელის ბარათი ან ოპერაციული სისტემა.

Posted

მოდემის ბრალი ყოფილა,კომპის და მოდემის დამაკავშირებელი კაბელი სადაც ერთდებოდა ადგილი შევუცვალე და სხვა შესაერთებელზე შევუერთე,ეხლა წესრიგშია ინტერნეტი.მადლობა დახმარებისთვის.

 

შეგიძლიათ დახუროთ

Posted

ვხურავ

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.