S.H.A.Q Posted April 20, 2015 Posted April 20, 2015 გამარჯობა ყველას! ეხლა რა ხდება:როდესაც კომპიუტერი ირთვება დესკტოპზე ინტერნეტის აიკონი როგორც უნდა იყოს ჩვეულებრივად ჩანს (არც ძახილის ნიშნით და არც წითელი იქსით) მაგრამ ინტერნეტში არც ერთი ბრაუზერი არ შედის,სანამ მოდემს არ დავარესტარტებ და შემდეგ კომპიუტერს. რამდენიმე წუთის შემდეგ კი გაჭირვებით ვახერხებ ინტერნეტში შესვლას,თან გადმოტვირთვის სიჩქარე 600 კილობაიტის ნაცვლად 0-მდე ეცემა ნეთვორკ დრაივერი განვაახლე სპიდ ტესტით დავტესტე და ყველაფერი ნორმალურდაა ინტერნეტ პროვაიდერმა რესეტი გაუკეთა ქსელს კაბელები წესრიგშია იქნებ მირჩიოთ ან მითხრათ რისი ბრალი შეილება იყოს?
Gogla1990 Posted April 20, 2015 Posted April 20, 2015 ნეთვორკ დრაივერი განვაახლე ოფ. საიტიდან იწერ? მოდემი ან ქსელის კარტა უბერავს მაშინ
S.H.A.Q Posted April 20, 2015 Author Posted April 20, 2015 ოფ. საიტიდან იწერ? მოდემი ან ქსელის კარტა უბერავს მაშინ კი ოფიციალური საიტიდან გადმოვწერე ბოლო განახლება. როგორ დავტესტო ? ან მოდემი ან ქსელის კარტა
Gogla1990 Posted April 20, 2015 Posted April 20, 2015 როგორ დავტესტო ? ან მოდემი ან ქსელის კარტა გამორიცხვის მეთოდით
S.H.A.Q Posted April 20, 2015 Author Posted April 20, 2015 მოდემის ყიდვა შეიძლება თუ ინტერნეტის პროვაიდერმა უნდა გამოცვალოს?
Gogla1990 Posted April 20, 2015 Posted April 20, 2015 მოდემის ყიდვა შეიძლება თუ ინტერნეტის პროვაიდერმა უნდა გამოცვალოს? ეგ პროვაიდერთან უნდა დააზუსტო თუ შენია გამოცვლაც წესით შენი ნებაა პ.ს ჯერ გატესტე, ისე არაფერი იყიდო ტყუილად
S.H.A.Q Posted April 20, 2015 Author Posted April 20, 2015 ანტივირუსით დავასკანერე მთლიანად მაგრამ არაფერი არ ამოაგდო საგანგაშო და არც არანირი ვირუსი.ვერ გავიგე რა ჭირს
Oservice Posted April 21, 2015 Posted April 21, 2015 სხვა კომპიუტერი ან სხვა მოწყობილობებიც ხომ არ არის იგივე ქსელში?
Oservice Posted April 21, 2015 Posted April 21, 2015 სხვა კომპიუტერი (მაგ. მეზობლის ) რომ შეაერთო შენს ქსელში და გატესტო მოდემს გამორიცხავდი. დარჩება ან ქსელის ბარათი ან ოპერაციული სისტემა.
S.H.A.Q Posted April 22, 2015 Author Posted April 22, 2015 მოდემის ბრალი ყოფილა,კომპის და მოდემის დამაკავშირებელი კაბელი სადაც ერთდებოდა ადგილი შევუცვალე და სხვა შესაერთებელზე შევუერთე,ეხლა წესრიგშია ინტერნეტი.მადლობა დახმარებისთვის. შეგიძლიათ დახუროთ
Recommended Posts