lasha331 Posted February 27, 2015 Posted February 27, 2015 გამარჯობათ. მაქვს 2 კომპიუტერი და მინდოდა ვიდეო კარტების გაცვლა. როცა გავცვალე და უკვე ძლიერ ვიდეოკარტიანი კომპიუტერი ჩავრთე მხოლოდ შავი ეკრანი ჩანდა. მერე მეორე კომპიუტერი შევამოწმე და იგივე ჭირდა. შემდეგ ვიდეოკარტები თავიანთ ადგილებზე დავაბრუნე და ისევ იგივე პრობლემა ჭირდა. შემდეგ ჩემი ნათესავი მოვიდა და თავის სახლში გააკეთა როგორღაც. არ მიკითხავს როგორ... თქვენი დახმარება მჭირდება რო გაცვლის მერე ჩაირთოს ორივე კომპიუტერი. წინასწარ დიდი მადლობა
Gogla1990 Posted February 27, 2015 Posted February 27, 2015 lasha331, გაგიმარჯოს სისტემა და ვიდეობარათები უნდა გამოვიცნოთ?
lasha1616 Posted February 27, 2015 Posted February 27, 2015 რაღაც ეგ პრობლემა დრომოჭმულ 775 სოკეტის კომპიუტერებს ახასიათებთ ოპერებზე იჩალიჩე აბა, ჯერ ერთი ჩასვი ან ადგილები შეუცვალე. თუ მაინც არ უშველა ბიოსი გაანულე და მერე ოეპრებზე ახლიდან გააკეთე იგივენაირად. მერე დაწერე ეშველა თუ არა
lasha331 Posted February 27, 2015 Author Posted February 27, 2015 საქმე ისაა, რომ მხოლოდ ორი კომპიუტერი მაქვს, რომელიც მუშაობს და რო შევუცვალო ისევ და რო გამიშავდეს რითი დავწერო...
Gobro Posted March 7, 2015 Posted March 7, 2015 დახურეთ თემა. გავასწორე.. :დ ბარემ ისიც დაწერე როგორ გაასწორე
lasha331 Posted March 7, 2015 Author Posted March 7, 2015 დივაის მენეჯერში ვიდეო კარტაზე disable - გაკეთება დამავიწყდა და მაგიტომ არ მიჰქონდა სხვა კარტა...
Recommended Posts