Jump to content

Recommended Posts

Posted

გამარჯობა, თქვენი დახმარება მჭირდება მეორე მყარი დისკი უნდა დავაყენო და მიწევს ძალიან ახლოს დაყენება. დიდი ვიდეობარათის გამო გავაუქმე სამონტაჟო ადგილები. ხომ არ გადახურდებიან და დაზიანდებიან ერთმანეთზე მიდგმულები რომ იქნებიან? დიდი კეისის ფული ახლა არ მაქვს.

მალე გამომეხმაურეთ ვისაც ანალოგიურად გაქვთ.

Posted

GAO555,

მე ვამუშავებდი ეგრე მაგრამ არ ქონია არანაირი პრობლემა... 

Posted

GAO555,

მთავარია ერთმანეთზე არ დაედოს(სასურველია არც ვიბრაცია გადადიოდეს ერთიდან მეორეზე თუკი აქვთ) და ტემპერატურა ნორმაში ქონდეთ, დანარჩენი არაა მნიშვნელოვანი  

Posted

ვინჩესტერის ტემპერატურა როგორ უნდა გაიგო?

Posted

წესით არ უნდა დაზიანდეს  მთავარია,  ერთმანეთს არ ეხებოდეს, ზედა ვინჩესტერთან ჰაერის ცირკულაცია რაღაც დოზით შემცირდება მაგრამ არა იმდენად რომ საფრთხე შეუქმნას ვინჩოს მით უმეტეს ამ ცივ თვეებში , წინ შემწოვი ვენტილიატორი თუ გიყენია კიდევ უფრო კარგი ...არ უნდა იყოს პრობლემა

ვინჩესტერის ტემპერატურა როგორ უნდა გაიგო?

მე პირადად aida64 ვიყენებ, ბიოსიდანაც...

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.