Jump to content

Recommended Posts

Posted

გამარჯობათ ფორუმელნო, თქვენი დახმარება მჭირდება, გუშინ მეგობარს ავუწყე სისტემა 2011 სოკეტზე ყველა ნაწილი ახალი ჩამოვიტანეთ გარდა პროცესორისა, პროცესორი ახლობლისგან ვიყიდეთ და ვიცი 100% ჯანმრთელია, სისტემა გადავამოწმეთ რამებიც ამოვიღე სათითაოდ გავტესტე სლოტებში მაგრამ გამოსახულება არ გამოაქვს, დენიკინის დროინდელ მონიტორზეც მივაერთე იქნებ HDMI-ს ბრალი ყოფილიყო მაგრამ იგივე პრობლემა
ნაწილები სურათზეა, პროცესორია ეს Intel Xeon 2640 ES 2.3GHZ შესაძლებელია ამ სუპერ მუპერ მაზერს ამ პროცესორის მხარდაჭერა არ ჰქონდეს? :(

არადა რისთვისაც გვინდა ზედ გამოჭრილია ეს CPU

4b597b6c77b2.jpg8c3de485f1e6.jpga2ac2b6b17b6.jpgcf06ca9ff1c2.jpg

Posted

არ აქვს მაგ პროცის მხარდაჭერა,  Intel Xeon 2640 V2-ის მხარდაჭერა აქვს, ან მაზერი უნდა გამოცვალო ან პროცი, იქიდან გამომდინარე რო მაგ პროცს ცხოვრებაში ვერ გაყიდი მაზერის გამოცვლა მოწივეს 

Posted

ამ მაზერზე მუშაობდა ჩვეულებრივად ეგ პროცესორი Gigabyte X79 UD-3 სხვა გზა არ იქნება რომ წავიდეს? მე რაც მაქვს ახლა სისტემა ჩემს მაზერსაც არ უწერია ამ პროცის მხარდაჭერა მაგრამ მუშაობს ჩვეულებრივად...

Posted

მ მაზერზე მუშაობდა ჩვეულებრივად ეგ პროცესორი Gigabyte X79 UD-3

მაგ მაზერზე იმუშავებდა, ეგ პროცი ალბათ მერმანასგან იყიდე და მაზერებიც ხო აქ თხოვე რო გაგიცვალოს

Posted

ES პროცესორია და ეგეთი არ უნდა იყიდო, ნებისმიერი პრობლემა შეიძლება შეგხვდეს მასეთთან, ზოგადად აკრძალულია მაგის გაყიდვა. არაა ეგეთები გაყიდვაში არალეგალურად ხვდება ბაზარზე.

Posted

xosito,

ბიოსი ბოლო წერია მაზერზე?  მგონი შეიძლება კარგმა პროგრამისტმა მაგ პროცესორის მიკროკოდიც ჩაწეროსს ბიოსში და აამუშაოს :)

Posted

xosito,

ბიოსი ბოლო წერია მაზერზე?  მგონი შეიძლება კარგმა პროგრამისტმა მაგ პროცესორის მიკროკოდიც ჩაწეროსს ბიოსში და აამუშაოს :)

არამგონია ბიოსის განახლებამ უშველოს, მაგ მაზერს მარტო V2 ზიონების მხარდაჭერა აქ, ანუ აივი ბრიჯზე

Posted

david_888 რავიცი დავით მაგ მაზერის გამოცვლას ისევ პროცესორის გამოცლა გვირჩევნია matusala ისე საკაიფოდ მუშაობდა ეს პროცესორი უბრალოდ არვიცოდი თუ ამ მაზერზე არ წავიდოდა :(

Gogla1990 არვიცი გოგლა ახალი ჩამოვიდა გუშინ გავხსენით და ეს პრობლემა დაგვხვდა ვერ გავიგებ რა ბიოსი წერია, ისე შესაძლებელია განახლებამ უშველოს?

Posted


ისე შესაძლებელია განახლებამ უშველოს?

ნაკლებად, თუმცა უნდა სცადო რა მიდის :)

Posted


მაგ მაზერის გამოცვლას ისევ პროცესორის გამოცლა გვირჩევნია

თუკი გაგიცვლის მაგას რა ჯობია

Posted

ეჰ მაგარი გატეხილში ვართ რა ჯანდაბად გვინდოდა ეს ბლექი და ჭირი ამას ამის მესამედ ფასში მშვენიერი მაზერი მოდიოდა მაგრამ ჭია შეუჩდა :(

Posted

xosito,

ბიოსი ბოლო წერია მაზერზე?  მგონი შეიძლება კარგმა პროგრამისტმა მაგ პროცესორის მიკროკოდიც ჩაწეროსს ბიოსში და აამუშაოს :)

არ უნდა მაგას პროგრამისტობა :)

 

http://www.delidded.com/how-to-update-cpu-microcode-in-award-or-phoenix-bios/

Posted

matusala,

მთლად უკეთესი მაშინ :) 

Posted

დიდი მადლობა ბიჭებო, ერთმა ფორუმელმა შემომთავაზა ბიოსის განახლება და გადაპროგრამება იმედია უშველის

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.