Gobrona Posted April 12, 2014 Posted April 12, 2014 გაუმარჯოს,მაქვს Sony Vaio,პატარა ზომის,დისკ დისკჩამწერის გარეშე.ინტერნეტში რო შევდივარ პროცესორის ტემპერატურა მაღალზე ადის,და შემდეგ ისევ ეცემა,ძირითადად საიტში რო შევდივარ მაშინ შვება და ძაან უჭირს მუშაობა,სხვა მხვრივ ინტერნეტის გარეშე მშვენივრად მუშაობს.რისი ბრალია?
19gio71 Posted April 12, 2014 Posted April 12, 2014 ძირითადად საიტში რო შევდივარ მაშინ შვება და ძაან უჭირს მუშაობა არა და პირიქით უნდა იყოს ინტერნეტში ყოფნისას რა დატვირთვა უნდა ქონდეს რაიმე ვირუსი იქნება რომელიც როგორც ჩანს ქსელთან დაკავშირების შემდგომ ეშვება ... შეამოწმე მაინც ქულერი გასაწმენდი ხომ არაა
kashmir Posted April 12, 2014 Posted April 12, 2014 დაშლა/გაწმენდა/თერმოპასტის შეცვლა - თუ მაინც გააგრძელა მერე სისტემაც გადააყენე, როგოორც გითხრე, შეიძლება ვირუსიც ტვირთავდეს. მაღალი ტემპერატურა რამდენია?
19gio71 Posted April 12, 2014 Posted April 12, 2014 თერმოპასტის წასმა ხო არ უნდა? შეამოწმე ტემპერატურა გამოაერთე ინტერნეტიდან დატვირთე და ნახე ტემპერატურები მაგრამ შენ როგორც ამბობ ანუ მხოლოდ ინტერნეტში შესვლისას ცხელდებაო ანუ ჩემი აზრით ვირუსი აქტიურდება რედესაც ნეტში შედიხარ და ტვირთავს სისტემას , ესე გააკეთე ნახე ამოცანათა მმართველში ინტერნეტში შესვლისას როგორია პროცესორის დატვირთვა თუ პროცესორი არ იტვირთება მაშინ ქულერის პრობლემა იქნება
Gobrona Posted April 12, 2014 Author Posted April 12, 2014 19gio71 მაგ ტესტსაც ჩავატარებ,მაგრამ ახლა მაინტერესებს გავხსენი და პროცესორზე თეთრი პლასტელინივით სქელი ფენაა აქვს გადაფარებული,ცჰჰვეულებრივად ვადზრობ და ვაწებებ,თერმოპასტის შემცვლელი ხომ არ არის?
19gio71 Posted April 12, 2014 Posted April 12, 2014 თეთრი პლასტელინივით სქელი ფენაა აქვს გადაფარებული, ნოუთბუქი კი მაქვს მაგრამ არასოდეს წამისვამს თერმოპასტა ისე ვწმენდ ხოლმე ქულერს , რავი ვერ გეტყვი რა არის მაგრამ სავარაუდოდ გამხმარი თერმოპასტა ხომ არაა ??? ტერმოპასტის დანიშნულებაა ისაა რომ უმცირესი ღრმულები რომლებიც რადიატორსა და პროცესორს შორის დარჩება შეავსოს და თბოგამტარობა მეტი იყოს და ეგეთმა ლენტმა ეგ საქმე როგორ უნდა შეასრულოს ვერ გეტყვი, რადიატორი კარგად იჯდა პროცესორზე? შეიძლება არ იჯდა მყარად და დროთა განმავლობაში ტერმოპსატა გამკვრივდა სიმხურვალისაგან... თუმცა თავს ვერ დავდებ რომ ეგრეა სხვებიც იტყვიან რაიმეს... რაღამც მოხსენი ქულერი გაწმინდე , ძველი ტერმოპასტის ნარჩენები მოაცალე რადიატორს და პროცს მერე ძალაინ თხლად წაუსვი (პლასტიკური ბარათით ესმევა კარგად თუ გაქვს რაიმე გაუქმებული) თერმოპასტა და მყარად დასვი რადიატორი
Gobrona Posted April 12, 2014 Author Posted April 12, 2014 გამხმარი თერმოპასტა არ არის,სქელი პლასტელინს გავს და ხელს რო ვადებ ცივია!
19gio71 Posted April 12, 2014 Posted April 12, 2014 გამხმარი თერმოპასტა არ არის,სქელი პლასტელინს გავს და ხელს რო ვადებ ცივია! ვერ ვხვდები რაა მე მაინც სიმხურვალისაგან მიღებული რაიმე მასა მგონია , რაცაა მოაცილე და წაუსვი ნორმალური თერმოპასტა, მაგრამ 1 ლარიანები რომ იყიდება ის არ იყიდო გადახედე მაღაზიებს იშოვი რამე ნორმალურს ...
kakha77777 Posted April 13, 2014 Posted April 13, 2014 გამხმარი თერმოპასტა არ არის,სქელი პლასტელინს გავს და ხელს რო ვადებ ცივია! რამდენ გრადუსსზე ადის ტემპერატურა ?
Teraqt Posted April 13, 2014 Posted April 13, 2014 გამხმარი თერმოპასტა არ არის,სქელი პლასტელინს გავს და ხელს რო ვადებ ცივია! ჩემი დის ნოუთბუქი, რომ დავშალე ვიდეო კარტაზე იდო ეგეთი რაღაც. პლასტელინს გავს და წებოვანია ხო თან? Thermal pad ქვია მაგას. ეგ თუ აქვს მაშინ აღარ ჭირდება თერმოპასტის წასმა თუ გამხმარი და მოძველებული არაა. (რამე კარგი თერმო პასტა თუ გაქვს სახლში mx-4, mx-2, arctic silver 5 ... მაშინ ეგ ააცალე და ის წაუსვი თუ არადა ქონდეს ეგ pad ) რადგან დაშლილი გაქვს რადიატორი და fanიც გაუსუფთავე საკაიფოდ. ჩემ მაგალითზე, როდესაც ნოუთბუქის cpuს დაუტვირთავად 40-45C ეჭირა, გასუფთავების შემდეგ 30-33C დგას (მითუმეტეს მე ქულერ მასტერის სტანდარტული თერმო პასტა წავუსვი, ჰიპერ 212 ევოს რაც მოყვა ) აი ესეთი რაღაცაა ხო?
Recommended Posts