მათე Posted April 10, 2014 Posted April 10, 2014 არსებობს Google ბიძიას თუ მამიდას გამოყენების რამდენიმე საინტერესო ვარიანტი ძებნის გასამარტივებლად და სასურველი რამის სწრაფად საპოვნელად 1. როგორ ვიპოვოთ ზუსტი ფრაზა, ან სიტყვის ფორმა ოპერატორ „“-ს მეშვეობით. ჩასვით სიტყვა ან ფრაზა ბრჭყალებში და გუგლი მოძებნის იმ ვებ-გვერდებს, სადაც ზუსტად ეს ფრაზაა. მაგალითად: „მე გწერთ“ 2. როგორ ვიპოვოთ ციტატა, რომელშიც სიტყვაა გამოტოვებული. დაგავიწყდათ სიტყვა ციტატაში? ჩასვით მთელი ციტატა ბრჭალებში, გამოტოვებული სიტყვის ნაცვლად კი ვარსკვლავი * დაწერეთ. ციტატა დავიწყებულ სიტყვასთან ერთად მოიძებნება. მაგალითი: „იყო არაბეთს * მეფე“ 3. როგორი ვიპოვოთ სასურველი სიტყვა. უბრალოდ ჩამოთვალეთ ყველა სიტყვა ვერტიკალურად, მათ შორის კი სლეში ჩასვით |. მაგალითი: ანანასი | მწყერი | შამპანური 4. როგორ ვიპოვოთ სიტყვა, რომელიმე წინადადებაში გამოიყენეთ ოპერატორი სიტყვით „ ამპერსანდი“ - &. თუკი სიტყვებს ამპერსანდით შეაერთებთ, გუგლი მოძებნის დოკუმენტებს, სადაც ეს სიტყვები ერთ წინადადაებაში გვხვდება. მაგალითი: ილიას ძეგლი & აკაკის 5. როგორ ვიპოვოთ დოკუმენტი, რომელიც კონკრეტულ სიტყვას შეიცავს. სასურველ სიტყვას წინ პლუსი დაურთეთ და არ გაყოთ იგი space-ით. ძებნაში დაურთეთ რამდენიმე აუცილებელი სიტყვა. მაგალითად: ალი და ნინო + ბულვარი 6. როგორ გამოვრიცხოთ სიტყვა ძებნიდან სიტყვას წინ მინუსი დაურთეთ. შეგიძლიათ რამდენიმე სიტყვაც გამორიცხოთ მაგალითი: მუმი ტროლი მულტფილმი -როკი - ლაგუტენკო 7. როგორ ვეძებოთ გარკვეულ საიტზე ამისთვის გამოიყენეთ ოპერატორი site. ამ სიტყვის მერე აუცილებლად დაურთეთ ორწერტილი. მაგალითი: საქართველოს კონსტიტუცია site: consultant(წერტილი)ge 8. როგორ მოვძებნოთ გარკვეული ტიპის დოკუმენტები გამოიყენეთ ოპერატორი mime. შეიყვანეთ ძებნაში mime, ორწერტილი და შემდეგ იმ ტიპის დოკუმენტი, რომელსაც ეძებთ. მაგალითად, pdf ან doc. მაგალითად: განცხადება mime: pdf 9. როგორ მოვიძიოთ ინფორმაცია გარკვეულ ენაზე ოპერატორ lang-ის მეშვეობით. lang- ის მერე დასვით ორწერტილი და დაწერეთ რა ენაზე ეძებთ დოკუმენტებს. მაგალითად ვეფხისტყაოსანი lang:ru წყარო: http://geonews.ge/index.html 6
Gogla1990 Posted April 10, 2014 Posted April 10, 2014 კაი ინფოა დიდად არ გამომიყენებია ისედაც ვაგნებ როგორც წესი ხოლმე (ბრჭყალებს და საიტის დასახელებას კი ვიყენებ ისე)
Shopen Posted April 10, 2014 Posted April 10, 2014 მე დავხურე უფრო სწორად დავმალე 1-2 დაკოპირებული თემა მიუხედავად იმისა რომ წყარო იყო მითითებული ისევ ჯინეტ სივრციდან რაიმეს დაკოპირება არც ისე კარგია
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now