Popular Post Power_VANO Posted March 26, 2014 Popular Post Posted March 26, 2014 როგორც იცით, სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს პროცესორის ძველი სიხშირის რეკორდი, 7350 მჰც გაუმჯობესდა და 7999 მჰც დაიდო (დეტალები ამ თემაში: გუშინ კი, საკუთარი ახალი რეკორდიც დავამხე, მივაღწიე 8322.44-ს, რაც ძალიან, ძალიან მაღალი შედეგია არამარტო ქართულ, არამედ მსოფლიო რეალობაშიც. ახალმა რეკორდმა მოგვიტანა მსოფლიო რანგირებაში მე-12 ადგილი პროცესორის სიხშირის მიხედვით და მე-2 ადგილი ინტელის პროცესორებს შორის: http://hwbot.org/benchmark/cpu_frequency/halloffame ახალი რეკორდი HWBot-ზე: http://hwbot.org/submission/2520659_power_vano_cpu_frequency_celeron_lga775_356_8322.44_mhz CPU-Z-ის ვალიდაცია: http://valid.canardpc.com/i4fn4j გამოყენებული ჰარდი: MB: ASUS Maximus Formula (X38 Chipset) - Flashed Rampage Formula BIOS, Unmodded Stock MB, no Vdroop, Vcore, OVP mods CPU: Intel Celeron 356 - Batch: 5634B341 Tube: Kingpin Cooling Dragon F1 TIM: GC Extreme RAM: 1 x Team Xtreem 512 MB, Micron D9GMH GPU: Zotac GeForce 9500 GT PSU 1: Inter-Tech Coba NitoX 750 Watts PSU 2: Codegen 350 Watts - for fans only Thermometer: UEi DT304 Apollo IV და რა თქმა უნდა, თხევადი აზოტი როგორ მოხდა ეს ყველაფერი: FreeUni/AgrUni-ს ოვერქლოქინგ ჩემპის ფინალის შემდეგ საჩვენებელ სესიას ვგეგმავდით. სესიას წინ უძღოდა დიდი მზადების პროცესი, რეპეტიცია (სადაც დაიდო კიდეც 7999 მჰც)... თუმცა, ფინალზე მაზერმა ჩართვაზე უარი განაცხადა. არ ვცადეთ, მაგრამ Gigabyte GA-P35-DS4 უარზე იდგა, საერთოდ არ უშვებდა კვებას მაზერზე. რას ვიზამდით, დავშალეთ ყველაფერი და წამოვიღე სახლში. ტექნიკური ფენით დამუშავების შემდეგ გიგაბაიტი გაცოცხლდა იმის გამო, რომ ექსტრემალური ოვერქლოქინგის სესიის ნახვა ძალიან ბევრს სურდა, გადავწყვიტე, კომპენსაციის მიზნით ჩემი მაზერი, მრავალტანჯული ASUS Maximus Formula გამეყინა და ლაივ ივენთი მომეწყო იუთუბზე, ჩვენი იუზერებისა და დაინტერესებული პირებისათვის. ჩემი მაქსიმუსა საკმაოდ ასაკოვანი მაზერია უკვე, + ერთხელ RMA აქვს გავლილი და ახალი ჩიპსეტიც, რომელიც რემონტისას დაუმონტაჟდა, არც ისე კარგ ფორმაშია და სტანდარტულთან შედარებით დაახლოებით 0.15-0.20 ვოლტი ძაბვით მეტს ითხოვს სტაბილურობისათვის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დიდ შედეგს არ ველოდი, ვფიქრობდი, რომ ახალგაზრდებს ექსტრიმ OC-ს ვაჩვენებდი და თუ შევძლებდი, 8000 მჰც-ს გადავცდებოდი ცოტათი. მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ ASUS Maximus Formula-სა და მისი თაობის ასუსის მაზერებისათვის Windows-ის ოვერქლოქინგის პროგრამას ძაბვების მომატება არ შეუძლია, BIOS-დან მაღალი ძაბვის მიცემა კი Cold Boot Bug-ის რისკს ზრდიდა. თუმცა, ყველაფერი გაცილებით სასიამოვნოდ წარიმართა. Maximus Formula მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა, ძალიან ადვილად ჩატვირთა სისტემა 8000 მჰც-ზე, რამაც საშუალება მომცა მეტისათვის მიმეღწია. აქვე აღსანიშნავია პროცესორის დიდი დამსახურებაც, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო Batch-დანაა და არ აწუხებს Cold Bug და Cold Boot Bug თხევადი აზოტის ტემპერატურაზე. სხვადასხვა ძაბვებისა და სიხშირეების (PLL, FSB Termination, vDIMM, vMCH, PCI-E...) მოსინჯვისა და სტაბილური წერტილების პოვნის შემდეგ შესაძლებელი გახდა 8322 მჰც სიხშირის დადებაც. აქვე შეგიძლიათ უყუროთ ლაივის ჩანაწერს: და იხილოთ გუშინდელი სესიის ამსახველი ფოტოები: 41
kakha77777 Posted March 26, 2014 Posted March 26, 2014 კიდევ ერთხელ წარმატებები ! იმედია სულ მალე მსოფლიო ათეულში იქნები.
kapan_gio Posted March 27, 2014 Posted March 27, 2014 არც ისე სახარბიელოდ ვერკვევი მაგ ყველაფერში(ზოგადი წარმოდგენა მაქვს) . გამოდის რომ პროცესორი ახლა 8.3 GHZ ზე მუშაობს? თუ ?...
kloud Posted March 27, 2014 Posted March 27, 2014 არც ისე სახარბიელოდ ვერკვევი მაგ ყველაფერში(ზოგადი წარმოდგენა მაქვს) . გამოდის რომ პროცესორი ახლა 8.3 GHZ ზე მუშაობს? თუ ?... მაგ სიხშირეზე ამუშავებენ ცოტა ხნით რათა ტესტები გაატარონ და ქულები დააგროვონ, რომ რეიტინგში უკეთეს ადგილზე გადავიდნენ. მასეთ სიხშირეზე სტაბილურად ვერ იმუშავებს კომპიუტერი.
Beka_Tchighladze Posted March 27, 2014 Posted March 27, 2014 მაგ სიხშირეზე ამუშავებენ ცოტა ხნით რათა ტესტები გაატარონ და ქულები დააგროვონ, რომ რეიტინგში უკეთეს ადგილზე გადავიდნენ. მასეთ სიხშირეზე სტაბილურად ვერ იმუშავებს კომპიუტერი. აზოტისს ქარხანა უნდა გახსნა მაშინ 4
Popular Post geomaster1 Posted March 27, 2014 Popular Post Posted March 27, 2014 Грузинскому энтузиасту удалось разогнать Celeron D 356 до 8322 МГц - http://www.overclockers.ru/hardnews/59715/Gruzinskomu_entuziastu_udalos_razognat_Celeron_D_356_do_8322_MGc.html 10
სოსო Posted March 27, 2014 Posted March 27, 2014 ძალიან მაგარი შედეგია იმენნა მსოფლიო აღიარება მოუპოვა ვანოს ვანო დროის ამბავია თორემ ისეთი შედეგია ჩემის აზრით კიდე უნდა ვცადოთ იქნებ ცოტა მეტიც გამოვიდეს რაღაც სასწაული ჩიპია ძველი რეკორდის თემა ჩამოვპინე და ეს ავპინე ისე xtremesystem-ზეც იმსახურებს ეს ამბავი თემას
lomsa Posted March 27, 2014 Posted March 27, 2014 მაგათ ძველი ინფო უწერიათ, ახალიხო დადო რეკორდი 8332 Грузинскому энтузиасту удалось разогнать Celeron D 356 до 8322 МГц - http://www.overclockers.ru/hardnews/59715/Gruzinskomu_entuziastu_udalos_razognat_Celeron_D_356_do_8322_MGc.html ა, ახალიც დაუწერიათ
ANuB1S Posted March 27, 2014 Posted March 27, 2014 კიდევ ერთხელ გილოცავ ვანიჩკა მსოფლიო რეკორდს ვითხოვთ! 2
MaKaSaRa Posted March 27, 2014 Posted March 27, 2014 ნამდვილად სასიხარულო ამბავია. გილოცავ მეგობარო. წარმატებები!
George Posted March 27, 2014 Posted March 27, 2014 მსოფლიო რეკორდამდე ცოტა აკლია ისე, მეტი ალბათ აღარც შეუძლია მაგ პროცესორს, მაქსიმუმამდე იქნება ეგ რეკორდიც ალბათ გამოწურული, უკვე ათეულ გერცებზე მიდის მარტო საუბარი მაქს
agapo Posted March 27, 2014 Posted March 27, 2014 ცოტა უხერხული შეკითხვა უნდა დავსვა, სულ სელერონს რომ იყენებთ სხვებმა რა დააშავეს? სერიოზულად რა არის ამ პროცესორში ასეთი განსაკუთრებული?
lomsa Posted March 27, 2014 Posted March 27, 2014 ცოტა უხერხული შეკითხვა უნდა დავსვა, სულ სელერონს რომ იყენებთ სხვებმა რა დააშავეს? სერიოზულად რა არის ამ პროცესორში ასეთი განსაკუთრებული? პოტენციალი აქ რაზგონის საკაიფო და ის არის განსხვავებლი. ყველა პროციკა ვერ იყინება თან Phenom II amd დან თუ არ ვცდები და FX სერიის პროციკები იყინებიაბ / რაზგონდებიან კარგად. ინტელიდან კიდე სელერონები
სოსო Posted March 27, 2014 Posted March 27, 2014 ცოტა უხერხული შეკითხვა უნდა დავსვა, სულ სელერონს რომ იყენებთ სხვებმა რა დააშავეს? სერიოზულად რა არის ამ პროცესორში ასეთი განსაკუთრებული? 8322.44mhz ! ეგ არის სელერონებში განსაკუთრებული ოღონდ Cedar Mill ბირთვზე უნდა იყოს სხვა პროცესორებს რაც შეეხება ამდ-ს ბულდოზერებია ძალიან მაგარი მაგრამ ნარჩევი ჩიპი გინდა ესეც ნარჩევი უნდა იყოს უბრალოდ ჩვენ მაგრა გაგვიმართლა ესეთი ჩიპი რომ შეგვხვდა, ასე 1000-ში ერთია ასეთი პროცესორი
agapo Posted March 27, 2014 Posted March 27, 2014 მადლობა ამომწურავი პასუხისთვის, წინ პირველი ადგილისკენ
George Posted March 27, 2014 Posted March 27, 2014 ხო ეგრე გამოდის ნამდვილათ, მაზერიც დამოდინგებული ქონდა ბევრს ვინც სერიოზული რეზულტატი დადო მაგ სელერონებზე
Harmony Lines Posted March 27, 2014 Posted March 27, 2014 სერიოზული შედეგია, მითუმეტეს ჩვენსავით პატარა ქვეყნისთვის სადაც მოსახლეობაც მცირერიცხოვანია, ასეთი მოწინავე ადგილები მსოფლიოში საკმაოდ კარგი შედეგია, ყოჩაღ ვანო, მაგარი ხარ...
ოთო Posted March 27, 2014 Posted March 27, 2014 მაზერის მოდინგით ცოტა უფრო მახალი სიხშირის დადება არ გამოვა? ინტელის პროცესორებში რომ პირველები ვიყოთ
westsider Posted March 27, 2014 Posted March 27, 2014 imdenad seriozuli da magari shedegia rom yurebisas suntkva shemekra ramden ishegvzlebia tavis droze es chipi gvkonda zustad mashinac roca 7400 daido titkmis 1ghz daumata vanom namdvilad msofli omashtabis razgoni iyo rac shen keni vano Coba nitrox kide cocxalia?
chinchara Posted March 27, 2014 Posted March 27, 2014 p4 631 მაქვს მე და შეიძლება ამის გასინჯვაც თუ კიდე მოხერხდა იქსტრიმ ოც
urekeli_l Posted March 27, 2014 Posted March 27, 2014 საღოლ Опытные товарищи советуют ему сменить материнскую плату и отполировать крышку процессора.
Power_VANO Posted March 27, 2014 Author Posted March 27, 2014 p4 631 მაქვს მე და შეიძლება ამის გასინჯვაც თუ კიდე მოხერხდა იქსტრიმ ოცრა ბატჩია? მსოფლიო სიხშირის რეკორდისთვის არ გამოდგება 631, თუმცა თავის ძმებში ჰარდვეა ქულები კი მოაქვს.imdenad seriozuli da magari shedegia rom yurebisas suntkva shemekra ramden ishegvzlebia tavis droze es chipi gvkonda zustad mashinac roca 7400 daido titkmis 1ghz daumata vanom namdvilad msofli omashtabis razgoni iyo rac shen keni vano Coba nitrox kide cocxalia?კი, NitroX ცოცხალია და ჯანზეა ისევ მაქსიმუსასაც ამდენი თუ შეეძლო კიდევ არ მეგონა ნამდვილად, მამა მაზერია ძალიან მაზერის მოდინგით ცოტა უფრო მახალი სიხშირის დადება არ გამოვა? ინტელის პროცესორებში რომ პირველები ვიყოთშესაძლოა. სადღაც 2 კვირაში ვცდი ალბათ გაუმჯობესებას და ვნახოთ რა გამოვა, მოვამზადებ მანამდე მაზერს და პროცს.
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now