Jump to content

Recommended Posts

Posted

სალამი მეგობრებო, თქვენი დახმარება მინდა, რაღაც გაურკვევლობაში ვარ . . . 

ესეიგი რახდება, ეხლახანს ავაწყე კომპი AMD_ზე, ხოდა რო ვთქვა თერმოპასტა იდიალურად წავუსვი მეტქი მოვიტყუები . . . 

ამ სურათზე ჩანს რომ Core Temp ამჟამინდელს აჩვენებს 22 გრადუსს, მინიმალურსაც 22ს და მაქსიმალურს 40_ს. ინტელისგან განსხვავებით Core Temp AMD-ზე ყველა ბირთვის ტემპერატურას არ აჩვენებს, youtube_ზეც ვნახე და ანალოგიური სიტუაციაა ვინც ტესტავს.

AIDA64_ს შემთხვევაში რვავე ბირთვის ტემპერატურა ემთხვევა Core Temp_ს ამჟამინდელ ტემპერატურას მაგრამ საკვირველი CPU_ს გვერდზე რო 77 გრადუსია ესარის :( ამხელა სხვაობას რატო იძლევა ვერ ვხვდები ვერანაირად.

yjmqc.jpg

აქვე მინდა youtube_ს ვიდეო დავდო რომელზეც ანალოგიური შემთხვევაა ოღონდ იმასთან 55 გრადუსს აჩვენებს, ყოველ შემთხვევაში ამით იმის თქმა მინდა რომ იმასთანაც ბირთვების ტემპერატურა აშკარად ძალიან განსხვავდება CPU_ს ტემპერატურასთან.  აი ლინკიც ოღონდ 4:31 წუთიდან ჩართეთ რადროსაც AIDA64_ს უშვებს.


უბრალოდ გადავტვირთე კომპი და შევედი ბიოსში მენახა რამდგომარეობა იყო, ესაც სქრინშოტები

xkufa.jpg

r2p6e.jpg

 

 

 

Posted

:SNEMOTICON13:                        1527 RPM მეცოტავება რატომღაც  

Posted

AMD-ზე ვისაც გაქვთ სისტემა დაეხმარეთ კაცს ნუ დაიზარებთ :)

ვისაც AMD-ზე არ აქვს და იცით რამე ამ საკითხთან მიმართებაში ისინიც ნუ დაიზარებთ :D

Posted

1527 RPM სრულიათ საკმარისია, მე 800ზე მაქვს ფენი.

მგონი ეგ ორივე პროგრამა ურევს, არ  შეიძება 8ვე ბირთვზე 22გრადუსი იყოს, ბიოსი რამდენს აჩვენებს.

Posted

G1ORG1 , გიო ბირთვებისა და თვითონ CPU-ს ტემპერატურას შორის კატასტროფულ სხვაობას აჩვენებს და ეგაა პრობლემა, თორე ბირთვებს შორის ტემპერატურის ზუსტი დამთხვევა მოსული ამბავია 2mevou1.png

Posted

ჩემთან არის ხოლმე ყოველთვის სხვანაირათ :დდდ

 

ბიოსში ნახე რამდენია, ყველაზე სანდოა მაინც.

Posted


ჩემთან არის ხოლმე ყოველთვის სხვანაირათ :დდდ
ამ წუთას ჩემთანაც 5-6 გრადუსია განსხვავება მარა თუ საერთოდ არაფერს ვაკეთებ ზოგჯერ არტყავს ხოლმე ერთნაირებს :)

 

რას ფიქრობ ვითომ პროგრამული მხარეა მხოლოდ თუ სენსორი ურევს?  არამგონია რეალურად ბირთვი 22 იდგეს და პროცი 72-ზე

Posted

ბიოსის სურათი რო მიდევს და მანდ პირველივე CPU TCONTROL +54 ეს მეგონა მე გრადუსი, არაა ? :)

დავგუგლე და ზოგი თავის რარაც ვარაუდებს იძახის . . . . ერთმა თქვა  თუ გინდა პროცესორის ტემპერატურა გაიგო ბირთვებს უნდა შეხედოვო, აი ეს არი ჩემი სქრინ შოტი და ამ სურათის მაგალითზე გეტყვით იმის ნათქვამს.

1. პროცესორის ტემპერატურა თუ გინდა გაიგო ბირთვებს უნდა შეხედო ანუ  16 გრადუსი.
2. TMPIN0 არისო southbridg chipset_ს ტემპერატურაო   ანუ ამ შემთხვევაში 43 გრადუსი
3. TMPIN2 არისო კეისის ტემპერატურა, ამ შემთხვევაში ეს TMPIN2 ემთხვევა AIDA64_ში CPU_ს ტემპერატურას ანუ 68 გრადუსი. კეისს ხელი მივადე და გაყინულია :D

fz232.jpg

 

 

P.S სიმწრის სიცილია ესს : )) ესაც თვითონ იკითხვა, ალბათ მსგავსი პრობლემა ქონდა და გაარკვია მერე, აა მივხვდი რაშიც არი საქმეო და ეს ეწერა მერე რა, რაც მე დავწერე :)

Posted

ქორე ტემპია როგორც ვიცი ყველაზე ზუსტი, ცუდი რომ არ აჩვენებს ბირთვებს. თავარი ბირთვების ტემპერატურაა, ეგ 77 არამგონია წწორი იყოს. ბიოსის სურათი რომ დადე მანდ არ არის ტემპერატურა, სხვაგან იქნება, დაძებენ.

Posted

ეს ვიდეო ვნახე ჩემი მაზერის ოფიციალურ საიტზე და როგორც ხსნის თავიდან ეს საათიაო, ეს მაზერის ინფორმაციაო, ეს პროცესორის ტემპერატურაო ( ზუსტად ეგეთი სურათია ჩემთანაც "ოღონდ" ჩემთან წერია CPU TCONRTOL +54 და ამ ვიდეოში ჩანს -53.

აქაც ყურადრება რო გავამახვილოთ ჩემთან რატო წერია + და ამასტან - ? ნელნელა ისეთ რაღაცეებს ვნახულობ საერთოდ დავიბენი 

Posted

რაც ბიოსში იქნება ისაა შედარებით რეალური.

თუმცა არაა გამორიცხული, თვითონ  ტემპერატურის სენსორი უბერავდეს.

Posted

როგორც წესი, შეგიძლია ყურადღება არ მიაქციო ამდ-ზე CPU-ს ტემპერატურას. core-ს ტემპერატურა არის რეალური.

 

რომ დაწყნარდე :) , ბიოსში Advanced-ში მოძებნე PC health status და მანდ უნდა იყოს რეალური ტემპერატურები

Posted

OgaiB

გუშინ 1 საათამდე ვეძებდი უცხოურ ფორუმებზე ამ პრობლემის ახსნას,  რამოდენიმემ ზუსტად ეგ თქვა რო მთავარი ბირთვების ტემპერატურა არიო.

ეხლა სამსახურში ვარ, რო მივალ ვნახავ მაგასაც, მაგრამ რატომღაც არ მახსოვს რო ეგეთი რამე ყოფილიყო, იმიტო რო ყველა ველი გადავქექე სათითაოდ რამე მსგავსი რო მეპოვა :) ვნახავ მიანც  . . .

მადლობა ყურადღებისთვის :)

Posted

პირადად ჩემი აზრით რაღაც შეცდომა იქნება ან პროგრამის, ან სენსორის, სხვა პროგრამებით სცადე ტემპპერატურის გაგება "Speccy" ეს გამოიყენე აბა არ მგონია რეალურად "ცპუ" მაღალ ტემპერატურაზე იდგეს რადგან ბრუნის სისწრაფესაც თავისით მოუმატებდა და ეგრე არ იქნებოდა. 
350167c53747.jpg

 ეს ჩემია გადაღებულია 128-ზე რა დგას ამიხსენით მაშინ ეხლა ამ შუა ზამთარში?

Posted


 ეს ჩემია გადაღებულია 128-ზე რა დგას ამიხსენით მაშინ ეხლა ამ შუა ზამთარში?


:D  ხოო აი ეგ TMPIN2 რას ნიშნავს გამაგებინა, ვერ დავაზუსტა რაარი ან რაჯიშია საერთოდ. ვარაუდით ვიცი რო კეისის ტემპერატურააო რაც არამგონია.

ხო ნახე ჩეთან TMPIN2_ს გვერდზე რა ტემპერატურაც უწერია, ეგ უწერია აიდა64_ში CPU_ს გასწვრივ, ესეიგი რაღაც მაფიაა რა და ამას ვერ ვხვდები . . . 

შენთან საერთოდ სად არი პროცესორის ტემპერატურა პირველ სურათზე ? :) ბირთვები კი ჩანს მაგრამ CPU ?
Posted


შენთან საერთოდ სად არი პროცესორის ტემპერატურა პირველ სურათზე ?

მიკვირს აიდა საერთოდ რომ არ ანახებს ცპუ-ს ტემპერატურას, მაგრამ სპეცი გადმოვიწერე მანდ მანახა და ეგ მამშვიდებს :)

Posted

daviti-q

ამ TMPIN2_ს გარკვევას ვცდილობ ერთი რა ჭირია : ))
მაგ სპეცის ლინკიც დამიგდე რა თუ არ გეზარება :)

P.S თან როცა ვაწყობდი დარწმუნებული არ ვარ რო თერმოპასტა კარგად წავუსვი და მაგიტომ უფრო მეწვება . . . . :D მაგრამ მაშინ ბირთვებიც ხო უნდა ასულიყო ზევით. მოკლედ ამდენი კაი ხანია არ მიკითხია და მისერჩია :D

Posted

daviti-qLashantee, სენსორი იტყუება თორე 74 კიდე ჰო მარა 128-ზე დადნებოდა რაც გინდა იყოს :D  ასე რომ შეგიძლიათ დამშვიდდეთ :)

  • Upvote 1
Posted

ვისაც ინგლისური კარგად ესმის იქნებ დეტალურად გვითხრათ რას წერს, დაახლოვებით მგონი მეც მივხვდი მაგრამ მაინც . . . 

მგონი ეს პროგრაამა არის AMD_ს პროცესორებისთვის რო ნახო ტემპერატურა :)

http://forums.guru3d.com/showthread.php?t=376926
 

Posted


სენსორი იტყუება თორე 74 კიდე ჰო მარა 128-ზე დადნებოდა რაც გინდა იყოს :D ასე რომ შეგიძლიათ დამშვიდდეთ :)

მე კი ვარ მშვიდად არც მადარდებს რომ დასცხეს ქორ 2 დუოა, მანამ ჩემსას ავაწყობ მშვიდად ვიქნები :)
Posted

ლინქსით დატვირთე აბა და ნახე ტემპერატურების ცვლილება

Posted

თემა იხურება

ასეთი საკითხისთვის არსებობს ცალკე განყოფილება

http://www.overclockers.ge/index.php?/forum/10-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%94%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/

და სპეციალური თემაც

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.