Vako™ Posted October 24, 2013 Posted October 24, 2013 მოკლედ მაქვს ესეთ პრობლემა, ბოლო სამი დღეა კომპი დღეში 1-ხელ ან ორჯერ თავისით იტვირთება. ძირითადად ბრაუზინგის დროს. უცბად კურსორი მაუსის შეშდება, გრძნობა აღარ აქვს რასაც არ უნდა დავაჭირო, მერე კი იტვირთება თავისით და ხელახლა ირთვება. რას შეიძლება დავაბრალო? ვიდეოკარტა 1 კვირაც არაა რაც ვიყიდე. წინა ვიდეოზე არ შვებოდა ასე. ვითომ ამის ბრალია? არადა დღეს ზუსტად 5 საათი ვითამაშე Bioshock: Infinite და არანაირი პრობლემა არ ქონია. წეღან გადაიტვირთა.. ვიცი ბევრი რამე შეიძლება იყოს მიზეზი მაგრამ თქვენი აზრიც მაინტერესებს. მერე რო ჩაირთო კომპი ეს დამიწერა:
ივა Posted October 24, 2013 Posted October 24, 2013 ბლუ სქრინს გიგდებს, ეგ არის ძირითადად ოპერატიული მეხსიერების ან დრაივერების ბრალი ნუ ან რა თქმა უნდა ვიდეო კარტის , რაც უფრო მეტი რამის სტიკი გაქვს ჩადგმული მაზერში მით უფრო დიდი შანსია ასე დაიქრაშოს კომპი, 2 ვარიანტია ამის გამოსასწორებლად (თუ ოპერატიულების ბრალია) თაიმინგის დაწევა-ან ვოლტაჟის აწევა რამზე ყველა დრაივერი განაახლე გაატარე სტრეს ტესტები რამ-ზეც პროცესორზეც და ვიდეო კარტაზეც და მიხვდები რისი ბრალია
daviti-q Posted October 24, 2013 Posted October 24, 2013 ისე მაინც თავის დასაზღვევად გაატარე ვინჩესტერი ტესტზე, (ამ ბოლო დროს ბევრი შემოგვეცალა ხელიდან) ჰარდ დისკ სენტინელი გაატარე...
Vako™ Posted October 24, 2013 Author Posted October 24, 2013 ბლუ სქრინს გიგდებს, ეგ არის ძირითადად ოპერატიული მეხსიერების ან დრაივერების ბრალი ნუ ან რა თქმა უნდა ვიდეო კარტის , რაც უფრო მეტი რამის სტიკი გაქვს ჩადგმული მაზერში მით უფრო დიდი შანსია ასე დაიქრაშოს კომპი, 2 ვარიანტია ამის გამოსასწორებლად (თუ ოპერატიულების ბრალია) თაიმინგის დაწევა-ან ვოლტაჟის აწევა რამზე ყველა დრაივერი განაახლე გაატარე სტრეს ტესტები რამ-ზეც პროცესორზეც და ვიდეო კარტაზეც და მიხვდები რისი ბრალია 3 2-იანი მიყენია უკვე კაი ხანია და მაინცდამაინც ეხლა რატო ეტაკა ეს პრობლემა, იმდღეს პროცესორი დავარაზგონე და შეიძლება ვითომ მაგის ბრალი იყოს? ოღონდ მერე ისევ დავარესეტე ბიოსი
Barca Posted October 25, 2013 Posted October 25, 2013 მოდი ვინდი გადაააყენე და თუ ისევ ქნა მერე ჰარდი დატესტე
Vako™ Posted October 25, 2013 Author Posted October 25, 2013 ეხლა გამახსენდა ისე, ზუსტად ასეთი სიმპტომი ქონდა როცა მესამე 2GB კიტი დავამატე. მერე ადგილი შევუცვალე სლოტებში და ეშველა
daviti-q Posted October 25, 2013 Posted October 25, 2013 კომპის ავარიული გათიშვისას ხშირად ვინტებს ერხევათ და მაინც გადაგეტარებინა სენტინელი... ან კრისტალ დისკ ინფოთი შეამოწმე.
Vako™ Posted October 28, 2013 Author Posted October 28, 2013 კომპის ავარიული გათიშვისას ხშირად ვინტებს ერხევათ და მაინც გადაგეტარებინა სენტინელი... ან კრისტალ დისკ ინფოთი შეამოწმე. რა ტესტი გავატარო? ეს ამომიგდო პროგრამა ჩავრთე თუ არა
George Posted October 28, 2013 Posted October 28, 2013 HD-Tune გადმოწერე და დაბენჩე მერე, შეცდომებზეც შეამოწმე რეებს ამოგიგდებს, მაგარი ჩავარდნები თუ აქვს ესე იგი უჭირს უკვე შენ HDD
Vako™ Posted October 29, 2013 Author Posted October 29, 2013 HD-Tune გადმოწერე და დაბენჩე მერე, შეცდომებზეც შეამოწმე რეებს ამოგიგდებს, მაგარი ჩავარდნები თუ აქვს ესე იგი უჭირს უკვე შენ HDD სად აქვს ჩავარდნები George? აქ რომელი ტესტი გავატარო?
Gogla1990 Posted October 29, 2013 Posted October 29, 2013 Vako™ Health დადე სქრინი, მერე Error Scan გაატარე და ისიც(Speed map გამოაჩინე)
Vako™ Posted October 29, 2013 Author Posted October 29, 2013 Gogla1990, SpeedMap საიდან გამოვაჩინო? მოკლედ ბევრი ვიბოდიალე გუგლში და სხვებსაც ქონიათ ასეთი პრობლემები. ძირითადად ვიდეო დრაივერების პრობლემა ყოფილა და უმეტესობას ვეღარ მოუგვარებია... იმედია ჩემ კარტას არ ჭირს რაღაც თორე გავგიჟდები. ეხლა 6200GT ჩავაყენე და მუშაობს ჩვეულებრივ აღარ დაქრაშულა. ვნახოთ აბა 560-ის გუშინდელ დრაივერს ვიწერ დავაყენებ და ბლომად ტესტებს გავატარებ..
daviti-q Posted October 29, 2013 Posted October 29, 2013 რა ტესტი გავატარო? ეს ამომიგდო პროგრამა ჩავრთე თუ არა ეგ თუ ამოგიგდო მშვენიერია ჯერ არაფერი არ ჭირს ე.ი. არცერთ ვინჩესტერს, პროგრამამ ეგრე ანახა, ნუ სხვებიც გატესტე...
George Posted October 30, 2013 Posted October 30, 2013 http://forums.seagate.com/t5/Desktop-HDD-Desktop-SSHD/What-s-wrong-with-AirFlow-Temp-Failed/m-p/196386 მგონი თვითონ HD Tune ბაგია, კიდე ხშირათ ასეთ ბაგს აგდებს ხოლმე და არც ეგაა საგანგაშო: Uploaded at ImageFra.me ვითომ კაბელიაო დაზიანებული, სინამდვილეში შეიძლება მაზერის ჩასარჭობი იყოს ცოტათი გაცვეთილი, ანუ ხშირი სატა კაბელის ჩარჭობა-ამორჭობით შესარჭობი გაუცვდა ალბათ, მაგრამ არაფერია საგანგაშო, მთავარია ჩავარდნები არ ქონდეს და პერფორმანსი არ დაეცეს
Recommended Posts