Jump to content

Recommended Posts

Posted

კი 6600ს ჯობს საკმაოდ, 6700 ვერ ჩამივარდა ხელში კარგი ვერსია, ამ ვესიასაც კაი ხანი ვუსატკავე, 5ჯერ გამემაზა, ყიდვას ვერ ვასწრებდი :დ მე მქონდა რამდენიმე კარტა გიგაბაიტი და ყველა შეშა იყო, არ რაზგონდებოდა ნორმალურად, მომენტ მე საბენჩაოდ არც მინდა, ვიდი კაი აქვს და 2კზეც მეყოფა.

ისე ვინდოუსის გადაყენება ცადე აბა, მაგარი ტეხავს ესეთი გაურკვევლობა სანამ დიაგნოზს არ დაუსვავ :დ ყველას მოგვსვლია და ცუდი შეგრძნებაა ძაან.

Posted

მაგარი მხეცია, მომილოცავს

პ.ს
მაგ სერიაში Texture Fillrate რატომაა უფრო დიდი ვიდრე Bandwidth ? რამე ახალი თემაა და მე ჩამოვრჩი? წინა სერიებში სულ პირიქით იყო :D 

  • Haha 1
Posted

ჰო, მემორის ამბავში 6800-დან ზემოთ ერთია ყველა ეს მოდელი და ამ მოდელს უეჭველი ალიმიტებს ასე თუ ისე, თუმცა ინფინიტი ქეში რომ აქვს, ამდ-ს ექსლუზიური ფიჩერი, ალბათ აბათილებს, ანუ როგორც წერია პირდაპირ მასე არ ითვლი და თეორაში 1000გბ/წ+ გამტარობას უდრისო თუ რაღაც ეგეთი თქვეს პრეზენტაციაზე თუ ფორუმზე.

მადლობა მოლოცვისთვის გოგლა ❤️ 

Posted
On 11/21/2021 at 4:08 PM, G1ORG1 said:

კი 6600ს ჯობს საკმაოდ, 6700 ვერ ჩამივარდა ხელში კარგი ვერსია, ამ ვესიასაც კაი ხანი ვუსატკავე, 5ჯერ გამემაზა, ყიდვას ვერ ვასწრებდი :დ მე მქონდა რამდენიმე კარტა გიგაბაიტი და ყველა შეშა იყო, არ რაზგონდებოდა ნორმალურად, მომენტ მე საბენჩაოდ არც მინდა, ვიდი კაი აქვს და 2კზეც მეყოფა.

ისე ვინდოუსის გადაყენება ცადე აბა, მაგარი ტეხავს ესეთი გაურკვევლობა სანამ დიაგნოზს არ დაუსვავ :დ ყველას მოგვსვლია და ცუდი შეგრძნებაა ძაან.

99% კვება არ ყოფნის :დ ანუ უნდა ყოფნიდეს, მაგრამ ნუ არ ყოფნის ან უბრალოდ შეუთავსებელია ეს კვება, რათგან მერე დავძებნე და მართლაც პრობლემები ქონია ამ მოდელს 3080 კარტებთან

 

ჩემი გოგოს კვება დავაერთე მხოლოდ ჩემს ვიდეოკარტაზე, ანუ დამოუკიდებელი კვების ბლოკი ქონდა ვიდეოკარტას და სისტემას სხვა.

მოკლედ კარტა ისე იქცეოდა როგორც უნდა იქცეოდეს: რაზგონის დროს თუ რაზგონი არასტაბილური, უბრალოდ ბენჩი იქრაშება ან დრაივერი ჩერდება და ასე შემდეგ, როცა ამ კვებაზე კომპს თიშავს უბრალოდ...

ვინდოუსიც გადავაყენე მაგრამ სულ ტყუილად ასე გამოდის

Posted

ისე კვბა შეუთავსებელი იყოს უცნაურია, მაგრამ რას გაუგებ ამ ახალ ტექნოლოგიებს დდდ 

Posted

სუპერ სტრანნია, მაგრამ ნუ 6800-ს ერეოდა რაზგონზე + 5950-ზე, ესეიგი წუნი არ აქვს

6900 ახლა 400 ვატამდე წერდა ბენჩაობის დროს და ყველა პონტში უნდა ყოფნიდეს ეს

Posted

1995mhzზე ავიდა ამ ბენჩში

 

image_2021-11-25_074954.png

  • Like 1
Posted
On 11/21/2021 at 4:01 PM, Fatal Fighter said:

ვუა ვუა მაგარია გიო

6600XT-ს საკმაოდ ჯობს 3070 თან შენც გიგაბაიტის ვერსია გაქვს :დ არადა ბევრი ემდურის გიგაბაიტს

 

 

ისე, ცოტა პრობლემები შემექმნა ამ კარტაზე მე

რომ მოვიტანე სახლში და დავიწყე ბენჩის გატარება, კომპი გაითიშა, განა გადარესტარტდა, გაითიშა

მეთქი ვაიმე, ახლა რამე ისე თუ დავაერთე ან წყალი მოხდა სადმე აწყობის დროს :xeli:

მაგრამ ეგრევე ვიფიქრე ან კარტაა ბრაკი ან კვება ვერ ერევა

კვება ეს წესით რაზგონზეც უნდა ყოფინდეს, მაგრამ მაგ დროს ყველაზე უმტიკვნეულო გინდა რომ იყოს

მოკლედ საბოლოო აღმოჩნდა რომ MSI Afterburner ატრაკებდა და კონფლიქტში შედის კარტის დრაივერთან

როცა ბენჩებს ვატარებდი, აფტერბიორნერი სულ ჩართული მქონდა და Fire Strike-ს როგორც ტვირთავდა ტესტი რომ დაეწყო, კომპი ეგრევე ითიშებოდა. Time Spy-ში პირველ ტესტს იწყებდა მაგრამ ბოლომდე ვერ ამთავრებდა და იქაც ითიშებოდა

ცივი ოფლი მასხავდა :დ მერე მოვნახე ამდ-ს ფორუმზე ამაზე ტოპიკი, იდენტური პრობლემა ქონდა ყველას და მაინცდამაინც 6900-ზე. ხალხმა კვება შეცვალეს, 1200 და 1300 ვატიანები დააყენეს მაგის გამო, მაგრამ იგივეს აკეთებდა, უბრალოდ კომპს თიშავდა. ზოგმა მაღაზიაში კარტა გამოაცვლევინეს, რათგან ბრაკი ეგონათ, მაგრამ შეცვლილი კარტებიც იგივენაირად იქცეოდნენ ზუსტად. იმ  ტოპიკში 200-მდე გამოხმაურება იყო და პრობლემა მაინც ვერ მოგვარდა როგორც ასეთი. 99% დრაივერის ამბავია და აქამდე ამდ-ს დრაივერებთან არ მქონია პრობლემა, თან ასეთი სერიოზული.

 

ახლა აფტერბიორნერის გარეშე ყველაფერი რიგზეა მაგრამ, 2700-ზე რომ ვაყენებ სიხშირეს, იგივეს აკეთებს კარტა, უბრალოდ რაღაც მომენტში გატარების დროს კომპი ითიშება და ეს არ მომწონს ძალიან, რათგან ეს კარტა ზუსტად ბენჩაობის და რაზგონის გამო ვიყიდე, თან ეს არის XTXH ჩიპზე, სულ 4 თუ 5 ვერსია არის ამ ჩიპზე, სხვებს XTX უყენიათ.

 

მოკლედ ვფიქრობ ახლა რედდიტზე პოსტის დაწერას, იქნება შემომთავაზონ რამე

მომილოცავს შენაძენი, ცხოველი სისტემა გაქვს ❤️ რამდენი ოცნებობს ეგეთზე ვინ მოსთვლის

 

რაც შეეხება შენს პრობლემას, შენს სისტემაზე (Ryzen 9 + 6900XT) რადგან ტოპ პროცესორი და ვიდეო ბარათიც ტოპ ვერსიაა, სრულ დატვირთვაზე კვებაც მეტი სჭირდება.

შენ სისტემას დატვირთვაზე გაშვების დროს როგორც ჩანს აქვს power spike რაც ნორმალური მოვლენაა, ანუ მილიწამების განამვლობაში ითხოვს იმაზე მეტ დენს რაც შენ კვების ბლოკს შეუძლია მიაწოდოს სისტემას, ამიტომაც დატვირთვის დროს კომპს თიშავს სავარაუდოდ ვიდეო დაფა ან პროცესორი გააჩნია რომელს აკლდება კვება (უსაფრთხოების რეჟიმია ეგეთი ჩადებული, როცა ვოლტაჟის მიწოდების პრობლემებია, მილიწამების განამვლობაში პროცესორი ხვდება და თიშავს, რომ არ გამოიწვიოს ფიზიკური დაზიანება, ცეცხლის გაჩენა და ა.შ. ანუ რომ ითიშება კარგია). შესაბამისად კომპის გათიშვა დაკავშირებულია უფრო ტექნიკურ საკითხებთან როგორიცაა კვების, პროცესორის, ვიდეო ბარათის ან დედაპლატის ჯანმრთელობა და ა.შ. პროგრამული ბრალი როცაა, იქ უნდა გაიფრიზოს ან გაჭედოს, თუმცა გათიშვით არ უნდა თიშავდეს სისემას.

აგერ ერთი მაგალითი

როგორც ხედავ აქ ცხრილში 850 ვატიანი კვების ბლოკი ზუსტად საკმარისი იყო Ryzen 9 + 6800XT-სთვის მაგრამ 6900XT-ზე უკვე 1 კილოვატიანი კვებაა საჭირო.

ანუ მოულოდნელი შათდაუნი რომ არ მოხდეს შენს სისტემაზე საჭიროა ძლიერი კვების ბლოკი, თუმცა არა იმიტომ რომ შენს სისტემას სამუშაოდ 1000 ვატს სჭირდება, არამედ დატვირთვაზე გაშვების დროს მილიწამების განამვლობაში კვებაზე მოთხოვნა ცდება 850 ვატს და ადის 900-950-ზე და მერე ისევ უბრუნდება ნორმალურ რეჟიმს, ასე რომ მაგ სისტემას სამუშაოდ სჭირდება 850 ვატზე დაბალი ენერგია, უბრალოდ ხანდახან მილიწამების განმავლობაში ითხოვს 850 ვატზე მეტს.

1000 ვატიანი კვება ან უფრო მეტიანი თუ მოგეპოვება დასატესტად მოსინჯე და ნახავ შედეგს

 

 

აი კიდევ ერთი https://forums.tomshardware.com/threads/6900xt-stuttering.3695773/page-2

https://imgur.com/BrGtiyl

მანდ როგორც ჩანს 20 მილიწამის განმავლობაში 6900 XT 600-620 ვატამდეც კი ადის, ხოლო 6800 XT 400 ვატამდე ადის.

როცა უკვე ტვირთავ შენი კვებიდან თუ 600 ვატს მარტო ვიდეო დაფა წაიღებს სადღაც 250 ვატი რჩება ყველა დანარჩენისთვის და რაც არაა საკმარისი ცხადია.

 

 

  • Thanks 2
Posted
2 hours ago, lasha1616 said:

მომილოცავს შენაძენი, ცხოველი სისტემა გაქვს ❤️

მადლობა ლაშ ❤️

 

და უფრო დიდი მადლობა პოსტისთვის! საღოლ, ყველაფერი რაც დაწერე მართლაც ეგრეა და ძალიან ინფორმატიულია

დღეს ვიყიდე be quiet!-ის 1000 ვატიანი პლატინუმი. პრობლემაც მოგვარდა!

 

არადა მართლა არ მეგონა 850 ასე უცებ არ მეყოფოდა :D

ფაიარ სტრაიკი არ გამიტარებია ჯერ, მაგრამ თაიმ სპაი ასე დადო რაც გავატარე უცებ

 

 

 

hyhyhy.PNG

  • Upvote 2
Posted

ლაშა :thumbsup: 

ფატალ მშვიდობაში, მგონი მორჩი :gigi:

  • Like 1
  • Upvote 1
Posted

980-დან კიდევ ჩამოვქვეითდი

მეტი სადღა? ისმის კითხვა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა დაკოდილი 1060-ც მყოფნის :D 

1060 3gb 13.png

Posted
1 hour ago, Gogla1990 said:

980-დან კიდევ ჩამოვქვეითდი

გაყიდე?

ისეთი ვერსია გქონდა, მაგას დავიტოვებდი როგორც რელიქვიას :დ

Posted
1 minute ago, Fatal Fighter said:

ისეთი ვერსია გქონდა, მაგას დავიტოვებდი როგორც რელიქვიას :დ

შენ phantom-ზე ამბობ როგორც ჩანს, ეგ ზაფხულშივე შემომეყიდა, ვიფიქრე ცოტა იქნებ დაიწიოს ფასები და 1070 დავითრიოთქო, მაგრამ რამოდენიმე თვე დავრჩი უკარტოდ საერთოდ :D 

შემდეგ ისევ 980 დავითრიე იბეიზე როგორც იქნა, Gigabyte G1

დღეს ეგეც გავიმეტე დაკოდილ 1060-ში გასაცვლელად :D 

  • Haha 1
Posted
On 11/21/2021 at 1:47 PM, Fatal Fighter said:

ავადმყოფი რომ  ვარ, ალბათ კი მიხვდით კაი ხანია...

 

6900XT-ზე გადავედი. ჩემს 6800-ში გაცვლა შევთვაზე, არ აწყობდა, მერე ფასზე მოვრიგდით და ჩემი კარტა იმ დღესვე წაიღეს "შახტაზე" :( 

 

adsasdsad.PNG

 

 

 

გილოცავ დიუდ... 💜 ავადმყოფი რატომ? ჩემმა მეგობარმა წავიდა და ტოიოტას ჯიპი იყიდა 8 000$-ად, მე რომ ვიყო გიტარაში გადავიხდიდი მაგდენს საერთოდ არ დამენანება, ან ხმის აპარატურაში, ასე რომ ვისაც რა ფეტიშები აქვს ის უნდა დაიკმაყოფილოს, აბა ცხოვრება ისე უფერულდება, ერთხელ ცხოვრობ და ამ ცხოვრებაში თუ იმ საშუალებას ვერ გამოიყენებ იმისთვის რაც სიამოვნებას განიჭებს ესეიგი, კლიშეების და სტერეოტიპების მსხვერპლი ხარ ადამიანი, ასე რომ keep going man.... 🤟

  • Thanks 1
  • Upvote 2
Posted

აბა რაა, ისე სტერეოტიპები ბავშობიდან გვიყალიბდება, მაგის გარეშე ვერც ვიცხოვრებთ, ელემენტარული კარებს ვერ გავაღებთ ოთახიდან რომ გავიდეთ.

1053 რომ გადავიხადე ვიდეოკარტაში ,99% ჩემს გარშემო გაოცდა და გადაირია, არადა ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავია რატომღაც.

  • Like 1
  • 2 weeks later...
Posted

დავუბრუნდი ისევ ამდ-ს, რატომღაც ამის ფერთა გადმოცემა უფრო მომწონს :D 

 

480 armor 13.png

Posted

უკ(ვ)ეთესია და იმიტომ მოგწონს :D სოფლად მეც ამდ მაქვს და ძველ მონიტორზეც კი ხოშიანი ფერები აქვს

  • Upvote 1
Posted

მწვანეებსაც არ აქვთ ცუდი, უფრო სწორად აღარ რაც Full RGB ჩაამატეს, მაგრამ ამდ მაინც უფრო მხიბლავს :) 

Posted

ბიოსის შეცვლამ ამ ტესტში მისცა მატება აშკარად :)

 

480 armor 13.png

  • Like 1
  • 2 months later...
Posted

Capture 4.PNG

  • Upvote 1
Posted

gchi-17670 - Palit RTX 3050 Dual @ (1977/2000) i7 3930k 3.2 @3.8mhz| photo

Posted

2080s 13.png

  • Upvote 1
Posted

ბებერი სისტემა

firestrike.PNG

  • Upvote 1
Posted

მაიც ცხოველია

 

rtx 2080s firestrike.PNG

  • Upvote 1
Posted

მე ცხელ ჰაერს არ ვაკარებდი და შენ ამოაძრობ სულს ხო ვიცი მაგ პროცს :D 

  • Haha 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.