Senior CG Generalist Posted November 20, 2012 Posted November 20, 2012 გუშინ საღამოს ამომიგდო bsod-ი და გაითიშა კომპი. ჩართვა რომ ვცადე იქამდე მიდიოდა სადაც ვინდოუსის ლოგო ჩნდება ჩართვისას და მანდ იჭედებოდა. ოპერატიულის ბრალი მეგონა, სათითაოდ ამოვიღე რომელიმე ხო არ დაიწვათქო მაგრამ არ უშველა. ახლა მონიტორშიც აღარ გააქვს უკვე სიგნალი, No video signal-ს წერს და გამოსახულება აღარ გამოაქვს. რა შეიძლება იყოს მიზეზი?
kashmir Posted November 20, 2012 Posted November 20, 2012 კარგად გაწმინდე მოდულებიც და სლოტებიც, ჯერ ერთი მოდულით ჩართე მარტო, იცის ხოლმე ოპერებმა ეგრე, როდესაც მტვერი იპარება... თუ ჩაირთო მერე გავარკვიოთ BSoD_ები რისი ბრალია.
Senior CG Generalist Posted November 22, 2012 Author Posted November 22, 2012 ერთ-ერთი ოპერატიულის ბრალი ყოფილა, სათითაოდ ამოვიღე კიდევ ერთხელ და შევამოწმე. 2 ცალი 4GB-იანი და 2 ცალი 2GB-იანი მეყენა. ახლა დამრჩა 10gb მთლიანად. 4-იანების dual channel-ზე მუშაობას ხომ არ შეუშლის ხელს ის დარჩენილი 2-იანი?
Senior CG Generalist Posted November 22, 2012 Author Posted November 22, 2012 ანუ ხო არ ჯობია 8 დავტოვო
Recommended Posts