Popular Post Sgubela Posted January 19, 2012 Popular Post Posted January 19, 2012 პირველ რიგში, ყველას მოგესალმებით, გილოცავთ ნათლისღებას, მრავალს დაესწარით (ჩემი ნათლობის დღეა ) BSEL & VID Mod Guide BSEL & VID Mod კეთდება Intel - ის უმეტესობა პროცესორზე, ყოველ შემთხვევაში 775 სოკეტზე დანამდვილებით ვიცი. AMD - ს მფლობელები ვერ დააყენებთ ამ მოდს. რა არის BSEL Mod? BSEL Mod პროცესორის დაჩქარების ერთ-ერთი საშუალებაა. განსხვავება ტრადიციული დაჩქარებისგან ის არის, რომ ჩვენ არ ვცვლით სიხშირეებს პროგრამულად (ბიოსიდან ან ClockGen, SetFSB - ს მსგავსი პროგრამებიდან). დედაპლატების უმეტესობა პროცესორის ქარხნული სიხშირის, ძაბვის და FSB - ს დასადგენად იყენებს პროცესორის პინებს (რითაც სოკეტს ეხება პროცესორი). BSEL Mod ის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ მოატყუოს დედაპლატას, თითქოს პროცესორი იმაზე მაღალ FSB ზე მუშაობს, ვიდრე ეს სინამდვილეშია. მაგალითად, Pentium Dual Core E2200 (2.2 GHz) - ს აქვს 800 MHz FSB, 200 MHz Bus speed და 11 მამრავლი, რაც პროცესორს აძლევს 2.2 GHz სიხშირეს (200 x 11). ხოდა ჩვენ თუ ამ პროცესორის პინებს ისე შევაერთებთ, როგორც ეს 1066 FSB - ის მქონე პროცესორებს აქვთ, მივიღებთ 266 Bus speed - ს და პროცესორი იმუშავებს 2.926 MHz სიჩქარეზე (266 x 11). რატომ შეიძლება დაგვჭირდეს BSEL Mod? თუ თქვენ გაქვთ ისეთი დედაპლატა, რომელსაც ისედაც კარგად შეუძლია პროცესორის დაჩქარება, მაშინ ეს არ არის თქვენთვის საჭირო. მაგრამ ზოგ დედაპლატას არ აქვს ბიოსში მსგავსი ფუნქციები, სწორედ ასეთი დედაპლატის მფლობელებს დასჭირდება BSEL Mod - ის გაკეთება. როგორ გავაკეთოთ BSEL Mod? პინების ერთმანეთთან დასაკავშირებლად დაგჭირდებათ გამტარი პასტა ან რაიმე გამტარი და დრეკადი მასალა, თუნდაც ალუმინი. დავიწყოთ: თუ გინდათ რომ FSB გაიზარდოს 800 დან 1066 MHz მდე მაშინ უნდა შეაერთოთ შემდეგი პინები: 800 დან 1333 მდე: 1066 დან 1333 მდე: ეცადეთ სხვა პინებს არ წაუსვათ პასტა, თუ წაგესმებათ მაინც არ ინერვიულოთ არაყით მშვენივრად ცილდება (მასალასაც გააჩნია CircuitWriterTM შორდება). VID Mod ძალიან გავს BSEL Mod - ს. უბრალოდ FSB - ს ნაცვლად იზრდება პროცესორის ძაბვა. კეთდება იგივე პრინციპით უბრალოდ ვაერთებთ სხვა პინებს. თუ გინდათ 1.4 ვოლტი: 1.45 ვოლტისთვის (მწვანე ფერით რაც არის იმას ვფარავთ): გაითვალისწინეთ: • ეს მაინც პროცესორის დაჩქარებაა, ამიტომ ჩაუტარეთ ტესტი სტაბილურობაზე • თუ აღარ გინდათ ეს მოდი, უბრალოდ მოაშორეთ გამტარები პროცესორს • რომ მორჩებით, შეიძლება ახალი მოდის წასაკითხათ ბიოსის დარესეტება გახდეს საჭირო (ნაკლებად სავარაუდოა) • ზოგი დედაპლატა პროცესორის სიხშირის წასაკითხად პინების ნაცვლად იყენებს CPUID - ს. ასეთ დედაპლატებზე ეს მოდი არ დაყენდება. • აჯობებს წინასწარ შეამოწმოთ, შეუძლია თუ არა დედაპლატას მომატებულ სიხშირეზე პროცესორის მუშაობა. მოდერს ვთხოვ თუ რამე შეცდომაა ჩამისწოროს. წყარო: Overclock.net 13
სოსო Posted January 19, 2012 Posted January 19, 2012 მშვენიერია წავიდა მიკიპედიაში გასათვალისწინებელია რომ ეს მხოლოდ 775 სოკეტის პროცესორებს არის კიდე მოდი 1333-იანი რომ 1600-იანად გადააქციო http://www.overclockers.com/intel-lga775-pad-modding/
Sgubela Posted February 1, 2012 Author Posted February 1, 2012 მშვენიერია წავიდა მიკიპედიაში წავიდა უკვე? მე ვერ ვიპოვე :xelitavi:
სოსო Posted February 1, 2012 Posted February 1, 2012 წავიდა უკვე? მე ვერ ვიპოვე აქ არის გარეთ არ გამიტანია
kakha77777 Posted March 23, 2014 Posted March 23, 2014 კაი რაღაცაა, მაგრამ ეგ კონტაქტების გადაბმა როგორ უნდა იჩალიჩო, კალით და პაიალნიკით ?
Gogla1990 Posted March 24, 2014 Posted March 24, 2014 მადლობა ავტორს ეს რა მაგარი რამე ყოფილა, ანუ ვისაც რაზგონი უნდა და ლეღვი მაზერი აქვს მაგრად წაადგება
zV1 Posted March 26, 2014 Posted March 26, 2014 მე ვცდიდი მარა 1.4ვ ბევრია თან არც ეს გამტარი პასტა მაქ არაქ ამ ძაბვის მატების ფუნქცია ჩემს დედიკოპლატუნას p.s ისე პროგრამულად არა ბიოსიდან ძაბვის მომატება მოსულა?
kakha77777 Posted March 26, 2014 Posted March 26, 2014 მე ვცდიდი მარა 1.4ვ ბევრია თან არც ეს გამტარი პასტა მაქ არაქ ამ ძაბვის მატების ფუნქცია ჩემს დედიკოპლატუნას p.s ისე პროგრამულად არა ბიოსიდან ძაბვის მომატება მოსულა? თუ არ ვცდები, ასუსის და გიგაბიტის მაზერებს აქვს უტილიტა ვინდოუსიდან სიხშირეების და ძაბვების მომატების.
zV1 Posted March 26, 2014 Posted March 26, 2014 თუ არ ვცდები, ასუსის და გიგაბიტის მაზერებს აქვს უტილიტა ვინდოუსიდან სიხშირეების და ძაბვების მომატების. ჩემი MSI-ა
kakha77777 Posted March 26, 2014 Posted March 26, 2014 ჩემი MSI-ა დაძებნე გუგლში იქნებ არის რამე მასეთი უტილიტა მაგ მაზერებისთვის.
Recommended Posts