გამოქვეყნდა CALL OF DUTY: GHOSTS-ის ბოლო დამატების თრეილერი
კომპანია Activision-მა ოფიციალურად დაანონსა Call of Duty: Ghosts-ის ბოლო დამატების რელიზი. დამატება გამოვა სახელწოდებით Nemesis და წარუდგენს მოთამაშეებს ოთხ ახალ რუკას მულტიპლეიერისთვის და ერთ კოოპერატიულ მისიას რეჟიმ Extinction-ისთვის.
ახალ რუკებს შორის თამაშში იქნება მიტოვებული ოქროს მაღარო Goldrush, კანადური წყალქვეშა გემი Subzero, ჩინური სოფელი Dynasy და განახლებული რუკა Showtime Call of Duty 4: Modern Warfare-იდან ადრე ცნობილი როგორც Shipment, რაც შეეხება ახალ მისიას კო-ოპერატიულ რეჟიმში, მოთამაშეებს მოუწევთ შეხვდნენ კრიპტიდების არმიას და შეეცადონ გადაარჩონ სამეცნიერო ცენტრი.
Nemesis-ის რელიზი შედგება 5 აგვისტოს. დამატება პირველად Xbox-ზე გამოვა და შემდეგ დანარჩენ პლათფორმებზე.