Sony სავარაუდო Playstation4-ის გამოშვებას რამდენიმე კვირაში აპირებს, და ჭორები უკვე მიგვითითებენ ახალი კონტროლერის შესახებ, რომელსაც ღონისძიების დიდი ნაწილი დაეთმობა. წყაროების მიხედვით Sony-ს ახალი Playstation 4 კონტროლერი იქნება არჭურვილი სენსორული თრექპედით და არსებულით მოხდება Start, Select და Home ღილაკების შეცვლა.
თრექპედი იგივე ტექნოლოგიით არის აღჭურვილი, როგორც Playstation VITA-ს უკანა სენსორული პანელი. ჭორების თანახმად აღნიშნული თრექპედზე მხარდაჭერილი იქნება ასევე მულტითაჩ ტექნოლოგია. სხვა მხრივ კონტროლერი იქნება მისი წინამორბედის Playstation 3 Dualshock კონტროლერის იდენტური ზომისა, იმ განსხვავებით, რომ წინა მხარეს დატოვებული იქნება დაახლოებით 1.5” დუიმი სივრცე თაჩპედისთვის .
ჭორების თანახმად ახალ კონტროლერზე ასევე იქნება წარმოდგენილი Share - გაზიარების ღილაკი, რომელსაც გეიმერები გამოიყენებენ თამაშების დროს screeshot-ების და ვიდეო gameplay-ს ონლაინში გასაზიარებლად სხვა მოთამაშეებთან. აღნიშნულის უზრუნველსაყოფლად კონსოლი იქნება აღჭურვილი შესაძლებლობით, რომ 15 წუთამდე gameplay-ს ჩაწერა შეძლოს.
კონსოლის კოდური სახელწოდება იქნება Orbis, აღჭურვილი იქნება 8 ბირთვიანი AMD-ს ფირმის პროცესორითა და გრაფიკით, და პოტენციურად მეტად მძლავრი იქნება ვიდრე Xbox 720.
გარდა ამისა არ დაგავიწყდეთ, რომ 20 თებერვალს Sony მართავს Playstation შეხვედრას სათაურით “See the future” სადაც ჩვენი აზრით წარმოდგენილი იქნება ახალი სათამაშო კონსოლი PS4.
წყარო: techradar.com