Playstation 4-ის სავარაუდო ღირებულება ცნობილია
დღითიდღე ახლოვდება 20 თებერვალი და მომხმარებლები უკვე ინტერესის ქარცეცხლმა შეიპყრო. საბედნიეროდ, Sony-ს მცირეოდენი გეგმების შესახებ ინფორმაცია ცნობილია: იაპონური გაზეთის Asahi Shimbun-ის მიხედვით, ახალი სისტემის Playstation 4-ის ფასი იქნება 40,000 იენი, რაც წარმოადგენს 428 დოლარის ექვივალენტს. უცნობია საიდან მიიღო ჟურნალმა აღნიშნული ინფორმაციის წყარო, თუმცა იგი ემთხვევა აქამდე არსებულ ვარაუდებსა და ჭორებს კონსოლის ღირებულების თაობაზე, რომლის მიხედვით აღნიშნული მერყეობდა 400$-ის ფარგლებში.
გაზეთში ასევე ნახსენებია სავარაუდო გამოშვების თარიღის შესახებ – 2013 წელი ამერიკის შეერთებული შტატებისა და იაპონიისთვის.
რაც შეეხება კონტროლერს, Asahi Shimbun-ის რეპორტის მიხედვით იგი წინამორბედი, Dual Shock 3-ის ზომის იქნება, თუმცა აღიჭურვება სენსორული თაჩპედით.
ზუსტი ინფორმაცია არ ვიცით, კონკრეტულად რომელი რეგიონისთვის რა ფასად იქნება ხელმისაწვდომი კონსოლი, თუმცა მიახლოებითი 400$ უკვე ზოგად წარმოდგენას გვიქმნის მასთან დაკავშირებით. ისტორიას თუ გადავხედავთ, ყველაზე ძვირადღირებული PS3 Sony-მ ამერიკაში 599$-ად გამოუშვა 2006-ში, ახლა კი ყველაზე დაბალფასიანი მოდელი 269$ ღირს.