აბა რა გეგონა?
იმედია ზეპირ ტესტებს რომ აკეთებენ მათ არ უჯერებ, უმეტესობა ან საერთოდ არაა გარტყმაში ან თუ არის ზედაპირულად
პროცესორის დატვირთვა მაღალ გაფართოებაზე მცირეა და დაბალზე დიდი? რა სისულელეა, თან გამოდიან საკმაოდ სოლიდური მიმომხილველები და ამას ღაღადებენ
პროცესორის დატვირთვას განაპირობებს კადრში არსებული სხვადასხვა ობიექტების(განსაკუთრებით მოძრავი) რაოდენობა + რა რაოდენობით ხდება ამ კარდის და თავისთავად ამ ობიექტების რენდერი
720P-ზე ლოუ პარამეტრებით თუ გავუშვებთ თამაშს და ამ დროს გვაქვს ახალი ტიტანების ქუად ესელაი, თუ თამაშის ძრავი იძლევა საშუალებას ვიდეობარათებს ძალუძს სიტყვაზე 1000+ კადრის რენდერი, მაგ დროს პროცესორმაც ხომ უნდა დაარენდეროს იმ 1000 კადრში არსებული თავის გასაკეთებელი საქმე, ანუ წამში ათასჯერ
ანუ სიტყვაზე 100 კადრის დარენდერებისას პროცესორი თუ იტვირთება 10%-თ, 1000-ს დარენდერებისას ხომ დაიტვირთება 100%-თ
მერე მიადგებიან და ტესტავენ 4K-ზე რომელიც 10-ჯერ მეტ დატვირთვას აძლევს ვიდეოს 720P-სთან შედარებით, შესაბამისად გვაქვს 100 კადრი და პროცესორი იტვირთება 10%-თ(ცოტა მეტით, რადგან დიდ რეზოლუციაზე წესით მეტი ობიექტი აქვს დასარენდერებელი)
ჰმ... თურმე 720P მეტად ტვირთავს პროცესორს ვიდრე 4K ხო? ნწ ნწ
720P კი არა დასარენდერებელ კადრთა რაოდენობა ტვირთავს პროცესორს, დააყენე 4K-ზეც იგივე სიმძლავრის ვიდეო 1000 კადრი რომ მოგცეს და ნახავ პროცესორი თუ არ გაიჭიმება 100%-ზე, ოღონდ 1000 კადრამდე უკვე პიკზე იქნება
მთლად სწორად და გამართულად ვერ დავწერე, მაგრამ რისი თქმა მინდოდა მგონი მიმიხვდებით