-
Posts
3169 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
10
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by OpTiMeR
-
rufus-ით დღემდე უპრობლემოდ გადამაქვს ყველანაირი OS და bootable
-
მანდ ველა GPU-ს ზუსტად არ აჩვენებს. GPU-z დააინსტალირე და იქ ნახე
-
windows 10 mobile-ს ნოემბრის ბოლოს აპირებენ ხო?
-
არა 45 ლარად ძალიან კარგია. 40-ს ვიხდი მე და შენ 45-ს თან რამხელა რაზნიცაა. 50 არხი მაქვს, მარტო ქართულები და 1 მბ/წ.
-
Silknet მაქვს 9 ლარიანი ტელევიზია და + თემატური პაკეტი სპორტი, ჯამში 19 ლარი. ინტერნეტიც სილქნეტის მაქვს 20 ლარიანი ოპტიკა 1.2მბ/წ მოაქვს და არასოდეს არ დავარდნია სისწრაფე. არც ტელევიზია მიჭედავს და არც ინტერნეტი. უბრალოდ კაი ხანია აქცია აღარ მქონია სილქნეტზე
-
სიახლეები ტელევიზორების სამყაროდან...
OpTiMeR replied to Barca's topic in Hi-tech & General Technology
ფასს რა მნიშვნელობა აქვს მთავარია კარგი ტელევიზორი იყოს, რაც შეიძლება მაღალი რეალური ჰერცებით... ნუ ფილმები ძირითადად 24 კადრით არის წამში, ერთადერთი ჰობიტი გადაიღეს თუ არ ვცდები 48 კადრით წამში. და არამგონია 1500 ლარიანს 1080p-ზე 60fps კოდირება არ შეეძლოს. როცა ვიდეოს უყურებ სიტყვაზე 1080p-ზე 120-240fps-იანს შეიძლება მაგ დროს დალიმიტდეს ან ისეთი ხარისხი არ ჰქონდეს როგორიც პრემიუმ ტელევიზორებს... თვითონ ფილმის ხარისხსს გააჩნია მოკლედ მაგრამ არამგონია ვერ გაუმკლავდეს 1500 ლარიანი ტელევიზორი ინტერნეტში დადებულ 2 გეგაბაიტიან 2 საათიან ფილმებს რა სისულელეა. ტელევიზორს რო იყიდი ეცადე მოძებნო მაღალი ჰერცების მქონე.. სამსუნგებს ყველაზე რეალურად უწერიათ მოკლედ გამიგრძელდა სიტყვა. სანამ იყიდი აქ დაპოსტე და აგარჩევინებთ -
სიახლეები ტელევიზორების სამყაროდან...
OpTiMeR replied to Barca's topic in Hi-tech & General Technology
ხო რა თქმა უნდა ისეთივე ხარისხი არ ექნება როგორც 4K წყაროდან წამოსულ გამოსახულებას, მაგრამ ვინც უკეთ გააკეთებს და რომელსაც უფრო ნაკლები დანაკარგი ექნება ის იქნება კარგითქო -
Surface
-
სიახლეები ტელევიზორების სამყაროდან...
OpTiMeR replied to Barca's topic in Hi-tech & General Technology
1080p-ს კი იღებენ, მაგრამ თითოეულ ტელევიზორს საკუთარი კონვერტორი აქვს და სკალირებას აკეთებს უფრო მაღალ რეზოლუციაზე ისე რომ ხარისხი არ დაკარგოს გამოსახულებამ. ვინც უკეთ შეძლებს ამას ის კაი ჩიტსაც დაიჭერს -
სიახლეები ტელევიზორების სამყაროდან...
OpTiMeR replied to Barca's topic in Hi-tech & General Technology
ეგ სად წერია განმანათლეთ რა -
სიახლეები ტელევიზორების სამყაროდან...
OpTiMeR replied to Barca's topic in Hi-tech & General Technology
http://www.be.ge/product-143909.html#specifications ამას მართლა აქვს 800 ჰერცი ? -
ახალი წლისთვის მობილური OS-ისთვისაც უნდა იზრუნონ უკვე
-
არა და მეზარება, ახლა clean install ახალი ბილდის, ამდენი პროგრამა მიყენია რა დააყენებს ხელახლა
-
მომილოცავს მომილოცავს
-
bad habit არის მავნე ჩვევა და წიკი კონკრეტულად როგორც ასეთი არ არსებობს როგორც ვიცი
-
კი ბატონო, ეგ მაზერი 1150 სოკეტზეა, რომელსაც ჰასველის არქიტექტურაზე დამზადებული პროცესორები სჭირდება. ყველაზე კარგი რჩევა ის იქნება, რომ გაყიდო ეგ ოპ. მეხსიერებები და ნორმალურები იყიდო. თუნდაც მხოლოდ 4 გეგაბაიტი 2x2 და უკეთეს ვარიანტში 2x4GB და 8 გექნება ჯამში. ორ არხიანიც გამოვა, სწრაფიც იქნება უფრო და მშვენივრად იმუშავებს. 1600 მეგაჰერციანები რო იყიდო კარგი იქნება i3-ს თუ იყიდი, haswell refresh-ის იყიდე, რაღაც პრობლემები რომ ჰქონდა მაგ არქიტექტურას haswell refresh რევიზიაში გამოასწორეს, ნუ ასე ამბობენ.. i3-4370 იყიდე.. http://ark.intel.com/products/77495/Intel-Core-i3-4370-Processor-4M-Cache-3_80-GHz http://www.amazon.com/Intel-Core-i3-4170-Dual-core-Processor/dp/B00VDWJZ7I/ref=sr_1_3?ie=UTF8&qid=1442998335&sr=8-3&keywords=i3-4370
-
საერთოდ როდესაც ოპერატიულ მეხსიერებებს ყიდულობ უნდა გაითვალისწინო: რამდენ არხიანს აკეთებ (Dual Channel-ის შემთხვევაში 2 ცალი მეხსიერების მოდული გჭირდება. Quad Channel-ის კი 4). სიტყვაზე გადაწყვიტე ორ არხიანი გააკეთო უნდა იყიდო ორიცალი ერთი და იგივე მოდელი უმჯობესია, თუ არა და აუცილებლად ერთი სიდიდის, ერთი სიხშირის, ერთი latensy-ს და ერთსა და იგივე ვოლტაჟზე მომუშავე და შენ გაქვს 3 ცალი მეხსირების მოდული, კაცმა არ იცის რა მოდელებია რა სიხშირის და ა.შ აბა ერთი ცალი ჩადე თუ არ ჩაირთვება? არც Dual Channel გამოდის და ფაქტიურად ტყუილად სვავ სამივეს ერთად, არ ჩაირთვება ნორმალურად ან ყველაზე პატარა რა სიხშირისაც არის ყველა იმაზე დადგება, ეგეც იმ შემთხვევაში თუ ვოლტაჟები ემთხვევა ერთმანეთს
-
secure boot-ის გათიშვა ხოარ უნდა? ან პირიქით, secure boot mode-ში UEFI-დან other OS-ზე გადაყვანა უნდა და მაგის მერე მგონი ყველაფერს ხედავს, თუნდაც იმ პროგრამას zero-ზე რო აყენებს ვინჩესტერს და ა.შ
-
თემა ყოველთვის იმსახურებს ჩასწორებებს, გმადლობ რომ შეასწორე მაგრამ ეს განვრცობას უფრო ჰგავს. 1.3 thunderbolt 3-ზე სწრაფი როგორ არის? სხვა პოსტშიც მიწერია რო 1.3 - 4 გიგაბაიტს ატარებს წამში და შემეშალა, მაგრამ thunderbolt 3 - 5-ს ატარებს... 1.3-ს შეუძლია 8K მიიღოს მარტივი გამოსახულებით 4:2:0 გარჩევადობით და ყოველთვის ვერ გამოიყენებ, ტექსტებისთვის არ არის კარგი მაგალითად. ეს thunderbolt 3-ს შეუძლია. და ისევე როგორც შენ განვრცობით შემიძლია მეც განვავრცო, რომ მაში HDMI 2.0-ც არის, რომ მას გამოუშვებენ ორი სახით, რომელშიც ერთი low-end იქნება და PCI-e-ს 1 არხს გამოიყენებენ, რომ ენერგო სიმძლავრის გადატანას უფრო შეამცირებენ მასში. და კიდევ ერთი ის პროტოკოლები რაც შენ ჩამოთვალე ფოტოზეც კარგად ჩანს
-
Memory Bandwidth - არის ის გამომთვლელი, რომელიც ახასიათებს ინფორმაციის წაკითხვის სისწრაფეს მეხსიერების ნახევარგამტარიდან (მაგალითისთვის RAM(random access memory)-დან). დადგენილია მისი ერთეული და ის არის 1 ბაიტი/წამში... აღსანიშნავია, რომ არცერთ სისტემას არ გააჩნია ერთნაირი მუდმივი სისწრაფე. მაგალითისთვის ისევ RAM ავიღოთ. მას არ შეუძლია სხვა და სხვა ინფორმაციის ერთი სისწრაფით წაკითხვა, რაც ბევრ რამეზეა განპირობებული. პროდუქტზე წარმოდგენილი სისწრაფე (bandwidth) არის მისი მაქსიმუმი, რომელსაც ვერ გადააბიჯებს, ეს კი არ ნიშნავს იმას რომ მუდმივად ასეთი ეფექტური იქნება. არსებობს სხვა და სხვა კრიტერიუმები, რომლითაც შესაძლებელია მათი წარმადობა გამოვთვალოთ. ამის შემდეგ შესაძლებელია პროდუქციის კლასიფიკაცია. ბუნებრივია რაც მაღალია რიცხვი მით უფრო მაღალი სისწრაფის იქნება მოწყობილობა. მაგალითისთვის ამ შემთხვევაში Nvidia-ს ვიდეო ბარათები ავიღოთ. GTX 970-ს memory bandwidth არის 224GB/s, ხოლო 980Ti-ს 336.5GB/s, შესაბამისად 112 გეგაბაიტი/წამით უფრო სწრაფია. არსებობს სამი განსხვავებული კონვენცია, რითაც შეგვიძლია გამოვთვალოთ რა მოცულობის ინფორმაციის რა სისწრაფით გადაცემა შეუძლია მოწყობილობას: 1. Bcopy კონვენცია: მარტივი გამომთვლელი ხერხი, რომელიც ანგარიშობს რა სისწრაფით გადაადგილდა კონკრეტული ინფორმაცია მეხსიერების ბლოკიდან სხვა ბლოკში კონკრეტულ დროის შუალედში (მაგ: 10გბ/წამში; 32გბ/2წამში და ა.შ). ანუ თუ ჩვენ მეხსიერების ერთი ბლოკიდან გადავიტანთ 1 მილიონი ბაიტის მოცულობის ინფორმაციას 1 წამში, სისწრაფე იქნება 1მილიონი-ბაიტი/წამში. 1 მილიონი ბაიტი დაახლოებით 0.96 გეგაბაიტია. ძალიან გამოსადეგი კონვენციაა, მაგრამ პრობლემა მაშინ იჩენს თავს, როდესაც საქმე 2 წაკითხვისა და 1 ჩაწერის სისწრაფესთან გვაქვს საქმე. 2. STREAM კონვენცია: ხერხი, რომელიც ინფორმაციის წაკითხვისა და წერის დროს ერთ დროულად ანგარიშობს და არა თანმიმდევრულად. მაგალითად, როდესაც მოწყობილობა 1 მილიონ ბაიტს კითხულობს წამში და პლიუს ამას 1 მილიონ ბაიტს წერს, ნიშნავს, რომ memory bandwidth არის 2 მილიონი-ბაიტი/წამში. ყველაფერი მარტივად სჩანს და დიდი მათემატიკა აქ თავს არ იჩენს. მიუხედავად ამისა, როდესაც საქმე ეხება ოპ. მეხსიერების (RAM) სისწრაფეს, იქ ათასი ფაქტორია გასათვალისწინებელი. ის, რომ მოწყობილობა შედგება უამრავი ბანკისაგან, რომელიც ერთმანეთს არხებით (pipeline) უკავშირდება და ინფორმაცია მასში გადადის ძაბვის დახმარებით, არ მოგცემს საშუალებას ამას მარტივი უწოდო. 3. Hardware კონვენცია: აქ არც თუ ისე ადვილია რაღაცეების წარმოდგენა. კონვენციის თანახმად, წინა ხერხები კი გამოითვლის სისწრაფეებს, მაგრამ გათვალისწინებული არ იქნება სტრუქტურა (მაგ: RAM Hardware). მოწყობილობას კი შეუძლია წამში 1 მილიონი ბაიტის გადაადგილება, მაგრამ სანამ ამ ოპერაციას განახორციელებს უნდა გამოითვალოს ქეში (cache), რასაც შესაძლებელია ბანკებიც დავარქვათ. სიტყვაზე ჩვენი მეხსიერება შედგება 8 მეხსიერების ბანკისაგან, რომლის ტევადობაც არის ნახევარი მილიონი ბაიტი, ჩვენ კი გვინდა ამ 8 ბანკში მოვათავსოთ 1 მილიონი ბაიტი. შესაბამისად ტექნოლოგია სხვა არაფერია თუ არა ის მიღწევები, რომელსაც compute ჰქვია. უნიკალურია ყველა მეხსიერების მოდულის სტრუქტურა და აგებულება, არხების განლაგება თუ სიდიდე. ვიღაც იტყვის რატო ართულებს ყველაფერსო, მაგრამ დამიჯერეთ მარტივად ვერ იტყვი 1 მილიონი გაყავი შუაზე, 500 ათასი ერთ ბანკში გაუშვი 500 ათასი მეორეშიო . რეალურად ინფორმაციის განლაგება ბანკებში სისტემის საქმეა და შესაძლოა მან 1 მილიონი 3 ნაწილად გაყოს 4-დ ან ჯერ ხუთად და შემდეგ ექვსად, მერე კიდევ ერთიდან მეორეში გადაიტანოს და ა.შ. ბენჩმარკი კი საშუალებაა ამ ოპერაციების გამოთვლის სისწრაფის გასაგებად. ასე ხარისხდება ოპ. მეხისიერებები cas latensy-სა თუ ჰერცების მიხედვით... და მხოლოდ ხსენებულებით არ არის მარკეტინგი განპირობებული... გამტარუნარიანობის (bandwidth) გამოთვლები და ნომეკლატურა ნომეკლატურები ტექნოლოგიების მიხედვით შეიძლება დავყოთ. მაგალითად: DDR SDRAM, DDR2 SDRAM, DDR3 SDRAM და მათი გამტარუნარიანობის შემდეგი კრიტერიუმები: Base DRAM clock frequency (ამთვლელის სიხშირე)Number of data transfers per clock: მაგალითად 2. როდესაც ამთვლელის სიხშირეს მისი ორმაგი სისწრაფე შეუძლია განავითაროს. 3, როდესაც სამჯერ გაიზრდება სისწრაფე, მაგრამ DDR, DDR2, DDR3 მეხსიერებებში ვხვდებით მხოლოდ რიცხვ 2-ს...Memory bus (interface) width: მეხსიერების ინტერფეისის სიფართოვე (DDR, DDR2 და DDR3-ს ეს მსგავსი აქვთ და არის 64ბიტი). სწორედ ამას ხშირად ეწოდება "არხი", სადაც გაივლის ინფორმაცია, ბუნებრივია რაც ფართო იქნება სალტე მით მეტი ინფორმაციის გადატანა გახდება შესაძლებელი ერთ არხში.Number of interfaces: თანამედროვე კომპიუტერებში ვხვდებით Dual-Channel არხებს, ან Triple Channel არხებს, ან Quad. ორმაგი არხის შემთხვევაში (Dual-Channel), 64 ბიტიანი ინტერფეისი ორმაგდება და სისწრაფე ორჯერ იმატებს. Dual Channel-ს შეუძლია 128 ბიტიანი სალტე წარმოქმნას, Quad-Channel-ს კი 256 ბიტიანი. ამიტომ არის, რომ ფორუმზეც ხშირად ავღნიშნავთ, ყოველთვის სჯობს შევიძინოთ სიტყვაზე 2-ცალი 4 გეგაბაიტიანი მეხსიერების მოდული და ჯამში 8 გეგაბაიტი გვქონდეს, რომლის ინტერფეისი 128 ბიტი იქნება და არა 1 ცალი (ერთ არხიანი) 8 გეგაბაიტიანი მოდული, რომელსაც 64 ბიტიანი სალტე ექნება...ახლა მაგალითისთვის გამოვთვალოთ, თუ რატომ უწერია ინტელის პროცესორს (i7-4790K), რომ მაქსიმალური ინტერფეისი (ანუ ჩენელი) აქვს 2 (რაც ნიშნავს, რომ შეგვიძლია კარგი წარმადობა მივიღოთ მაქისმუმ 2 არხიანი ოპ. მეხსიერების გამოყენებისას (ამ შემთხვევაში Overclock უგულისყუროდ რჩება, რადგან მისი დახმარებით მეტი სისწრაფის მიღწევაც შეიძლება)) და მათი სისწრაფე შესაძლებელია იყოს 25.6გეგაბაიტი/წამში. მარტივად ახსათქმელად, ამთვლელის სიხშირეს (Base DRAM clock frequency)-ს, ამთვლელის სიხშირის სისწრაფის რაოდენობას (Number of data transfers per clock), მეხსიერების სალტის ინტერფეისს (Memory bus (interface) width) და არხს ცალ-ცალკე დავწერ... ავიღოთ მოდული, რომელიც არის 4 გეგაბაიტიანი (არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში), ხოლო მისი სიხშირეა 1600 მეგაჰერცი (სწორედ 1600 მეგაჰერცის აღქმა შეუძლია i7-4790K-ს არა-OC mode-ში)... 1) 1600 / გავყოთ ორზე (ეს "ორი" არის number of data transfer per clock). = 800 2) 800 მეგაბიტი გადავიყვანოთ ბიტში 3) 800,000,000 x გავამრავლოთ კვლავ ორზე (არ მითხრათ რაღაზე გაყავიო! მეტი სიმარტივისთვის) 4) 1,600,000,000 x გავამრავლოთ 64-ზე (bits per line) = 102,400,000,000 (102.4 მილიარდი ბიტი) 5) 102,400,000,000 x გავამრავლოთ კიდევ 2-ზე (Number of interface) = 204,800,000,000ბიტი/წამში, რომელიც ბაიტებში უნდა გადავიყვანოთ, შემდეგ მეგაბაიტში და მერე გეგა-ში... 800,000,000 clocks per second × 2 lines per clock × 64 bits per line × 2 interfaces = 204,800,000,000 (204.8 მილიარდი ბიტი) 204,800,000,000 : 8=25,600,000,000 ბაიტი 25,600,000,000 : 1024=25,000,000 მეგაბაიტი 25,000,000 : 1024=24,414 გეგაბაიტი. (ამაზე მარტივად აღარ ვიცი როგორ ავხსნა) ესეიგი ინტელის ხსენებულ პროცესორს შეუძლია მაქსიმუმ 2 არხიანი 1600 მეგაჰერციანი მეხსიერების მოდული უზრუნველყოს, ხოლო მოდულმა 24,414 გეგაბაიტი ინფორმაციის წამში გადატანა უზრუნველყოს... აღსანიშნავია, რომ double-data rate თითქმის ყველა მეხსიერების ტიპს ახასიათებს, და ერთ ინტერფეისიანი მოდულები ძალიან ძველი მოდაა. მაგრამ ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ ახლა უკვე ახალ Nvidia-სა და AMD-ს ბარათებში გამოიყენება მეხსიერების ტიპები, რომლებსაც 4 და 6 - 64ბიტიანი ინტერფეისი აქვთ... გმადლობთ ყურადღებისთვის! თემა პირადი ნაშრომია და არ ვდებ თავს, რომ შეცდომები არ მაქვს, ასე რომ იყავით ლმობიერები და თუ რაიმეს არასწორს იპოვით შევასწოროთ... @Optimer
-
გამარჯობა! დღეს ვისაუბრებთ, თანამედროვე ტექნოლოგიაზე, რომელსაც Thunderbolt 3 (USB-c) ჰქვია და თამამად შეიძლება ითქვას ერთ-ერთი დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია... თუ ბრძანდებით პროფესიონალი ბიზნესმენი ან თუნდაც გეიმერი - სულერთია; და გნებავთ გაიუმჯობესოთ/გაიმარტივოთ 4K Workspace, თქვენი თანამედროვე სამყარო ამის საშუალებას მოგცემთ. მივესალმოთ Thunderbolt 3-ს, ინოვაციური USB-c-ს ტიპს, რომელიც ყველაფერს თავად ასრულებს. დღეისობით Intel-ის გამოგონება Thunderbolt 3 არის უსწრაფესი, ყველაზე მრავალმხრივი კავშირი თქვენს დოკთან, მონიტორთან, ან რომელიმე პერიფერალურ ნივთთან. (მილიონობით USB Device-ს ჩათვლით) გამოგონება გახლავთ დამაკავშირებელი პორტის ტიპი, აკავშირებს ორ(2x) 4K ეკრანს, გადააქვს უსწრაფესად სასურველი ფაილი ან არის უსწრაფესი ნოუთბუქის დამტენი. რომლის ერთ-ერთი დიდი პლიუსიც არის ის, რომ აერთიანებს ყველა სხვა ტიპს ერთმანეთთან, მხოლოდ და მხოლოდ იდენტური "ჯეკით". მაგალითად ჩვენი ტელეფონის, ლეპტოპის, მონიტორის ან სხვა პორტი იქნება იდენტური. ხალხს სურდა მაქსიმალური პერფორმანსის მიღება. ერთ პატარა კაბელში გვინდოდა ყოფილიყო გაერთიანებული: დამტენი, ვიდეო სიგნალის გადამცემი, ხმოვანი სიგნალის გადამცემი და ასევე შეძლებოდა data transfer(მარტივად რომ ვთქვათ დოკუმენტის გადატანა, გადაკოპირება, ამ შემთხვევაში მისი სისწრაფე 40Gb/s ~ 5 გეგაბაიტი/წამში) მისი სისწრაფე მის წინამორბედზე 4-ჯერ სწრაფია, (USB 3.1 10Gb/s~1.25 გეგაბაიტი/წამში) და ბუნებრივია აღსანიშნავია DisplayPort 1.2-ს გაუმჯობესებაც, რომელიც მან მოიცვა (მიუხედავად იმისა, რომ DisplayPort 1.3-საც ვხვდებით, Thunderbolt 3 მასზე მინიმუმ 2-ჯერ სწრაფია). კომპიუტერული კონექტორი, რომელიც მოიცავს აფსოლიტურად ყველა თვისებას, რომელიც ზემოთაც ვახსენეთ. (ფოტოზე უკეთ ჩანს) რას ნიშნავს ის მომხმარებლებისათვის? 40 გეგაბიტ/წამ სისწრაფეზე ის ხდება უსწრაფესი თქვენი კომპიუტერისთვის. შესაძლებელი ხდება 4K movie გადავაკოპიროთ 30 წამში. თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ 2x4K მონიტორს/ტელევიზორს, რომელიც 16 მილიონი პიქსელით მეტს მოიცავს ვიდრე HDTV. Full 4K Video Experience დაუკავშირდით 4K მონიტორს 60 ჰერცით. მაღალი რეზოლუცია, მაღალი კონტრასტი, საუკეთესო გამოსახულება - Thunderbolt 3 Best Single-Cable Docking ის თქვენი ნოუთბუქისთვის საუკეთესო დამტენია, up to 100w External Graphics ასევე გამორჩეულია გრაფიკული გამოსახულების გადატანისას, ან თამაშისას. შესაძლებელია notebook-ის 4K მონიტორზე დაკავშირება მინიმალური ხარისხის დანაკარგით Thunderbolt™ Networking ასევე აქვს უსწრაფესი ქსელური კავშირის დამყარების უნარი. სისწრაფე ~ 10GbE. გამოსადეგია პატარა workgroup-ში, სადაც კომპიუტერები ერთმანეთს უკავშირდებიან და მათ შორის ფაილების გაცვლა მიმდინარეობს Technology Features · Thunderbolt™, USB, DisplayPort, and power on USB-C · USB-C connector and cables (small, reversible) · 40 Gbps Thunderbolt™ 3 – double the speed of Thunderbolt 2 · Bi-directional, dual-protocol (PCI Express and DisplayPort) · 4 lanes of PCI Express Gen 3 · 8 lanes of DisplayPort 1.2 (HBR2 and MST) · Supports two 4K displays (4096 x 2160 30bpp @ 60 Hz) · USB 3.1 (10 Gbps) – compatible with existing USB devices and cables · DisplayPort 1.2 – compatible with existing DisplayPort displays, devices, and cables · Connect DVI, HDMI, and VGA displays via adapters · Power (based on USB power delivery) · Up to 100W system charging · 15W to bus-powered devices · Thunderbolt™ Networking · 10Gb Ethernet connection between computers
-
ჩემთანაც არ ირთვება, მაგრამ აბა სცადეთ შეტყობინების გაგზავნა, მიდის ჩვეულებრივად ადრესატთან, ახლაც "ბზრიალებს" მარა მუშაობს
