Jump to content

OpTiMeR

წევრი
  • Posts

    3169
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    10

Everything posted by OpTiMeR

  1. secure boot-ის გათიშვა ხოარ უნდა? ან პირიქით, secure boot mode-ში UEFI-დან other OS-ზე გადაყვანა უნდა და მაგის მერე მგონი ყველაფერს ხედავს, თუნდაც იმ პროგრამას zero-ზე რო აყენებს ვინჩესტერს და ა.შ
  2. http://steamcommunity.com/app/287680/discussions/0/617328415056795047/ ალბათ ეს უშველის
  3. ანუ ის შემეშალა, რომ მინიმუმ ორჯერ სწრაფიათქო. ეს ფოტო ახლა ვნახე და გავიგე ყველაფერი სწორი ხარ, უბრალოდ რაც წყაროში არ ეწერა ეგ არ დავწერე
  4. თემა ყოველთვის იმსახურებს ჩასწორებებს, გმადლობ რომ შეასწორე მაგრამ ეს განვრცობას უფრო ჰგავს. 1.3 thunderbolt 3-ზე სწრაფი როგორ არის? სხვა პოსტშიც მიწერია რო 1.3 - 4 გიგაბაიტს ატარებს წამში და შემეშალა, მაგრამ thunderbolt 3 - 5-ს ატარებს... 1.3-ს შეუძლია 8K მიიღოს მარტივი გამოსახულებით 4:2:0 გარჩევადობით და ყოველთვის ვერ გამოიყენებ, ტექსტებისთვის არ არის კარგი მაგალითად. ეს thunderbolt 3-ს შეუძლია. და ისევე როგორც შენ განვრცობით შემიძლია მეც განვავრცო, რომ მაში HDMI 2.0-ც არის, რომ მას გამოუშვებენ ორი სახით, რომელშიც ერთი low-end იქნება და PCI-e-ს 1 არხს გამოიყენებენ, რომ ენერგო სიმძლავრის გადატანას უფრო შეამცირებენ მასში. და კიდევ ერთი ის პროტოკოლები რაც შენ ჩამოთვალე ფოტოზეც კარგად ჩანს
  5. უახლოეს 2 წელიწადში არამგონია ეგ მოხდეს დღესაც რო დაიწყონ წარმოება, იმიტომ რომ წარსულში გვაქვს ძველი ტიპის მოწყობილობები, რომლებთანაც შეუთავსებელი იქნება... საფეხბურთო გუნდში დაობათა პროცესს ჰგავს
  6. Memory Bandwidth - არის ის გამომთვლელი, რომელიც ახასიათებს ინფორმაციის წაკითხვის სისწრაფეს მეხსიერების ნახევარგამტარიდან (მაგალითისთვის RAM(random access memory)-დან). დადგენილია მისი ერთეული და ის არის 1 ბაიტი/წამში... აღსანიშნავია, რომ არცერთ სისტემას არ გააჩნია ერთნაირი მუდმივი სისწრაფე. მაგალითისთვის ისევ RAM ავიღოთ. მას არ შეუძლია სხვა და სხვა ინფორმაციის ერთი სისწრაფით წაკითხვა, რაც ბევრ რამეზეა განპირობებული. პროდუქტზე წარმოდგენილი სისწრაფე (bandwidth) არის მისი მაქსიმუმი, რომელსაც ვერ გადააბიჯებს, ეს კი არ ნიშნავს იმას რომ მუდმივად ასეთი ეფექტური იქნება. არსებობს სხვა და სხვა კრიტერიუმები, რომლითაც შესაძლებელია მათი წარმადობა გამოვთვალოთ. ამის შემდეგ შესაძლებელია პროდუქციის კლასიფიკაცია. ბუნებრივია რაც მაღალია რიცხვი მით უფრო მაღალი სისწრაფის იქნება მოწყობილობა. მაგალითისთვის ამ შემთხვევაში Nvidia-ს ვიდეო ბარათები ავიღოთ. GTX 970-ს memory bandwidth არის 224GB/s, ხოლო 980Ti-ს 336.5GB/s, შესაბამისად 112 გეგაბაიტი/წამით უფრო სწრაფია. არსებობს სამი განსხვავებული კონვენცია, რითაც შეგვიძლია გამოვთვალოთ რა მოცულობის ინფორმაციის რა სისწრაფით გადაცემა შეუძლია მოწყობილობას: 1. Bcopy კონვენცია: მარტივი გამომთვლელი ხერხი, რომელიც ანგარიშობს რა სისწრაფით გადაადგილდა კონკრეტული ინფორმაცია მეხსიერების ბლოკიდან სხვა ბლოკში კონკრეტულ დროის შუალედში (მაგ: 10გბ/წამში; 32გბ/2წამში და ა.შ). ანუ თუ ჩვენ მეხსიერების ერთი ბლოკიდან გადავიტანთ 1 მილიონი ბაიტის მოცულობის ინფორმაციას 1 წამში, სისწრაფე იქნება 1მილიონი-ბაიტი/წამში. 1 მილიონი ბაიტი დაახლოებით 0.96 გეგაბაიტია. ძალიან გამოსადეგი კონვენციაა, მაგრამ პრობლემა მაშინ იჩენს თავს, როდესაც საქმე 2 წაკითხვისა და 1 ჩაწერის სისწრაფესთან გვაქვს საქმე. 2. STREAM კონვენცია: ხერხი, რომელიც ინფორმაციის წაკითხვისა და წერის დროს ერთ დროულად ანგარიშობს და არა თანმიმდევრულად. მაგალითად, როდესაც მოწყობილობა 1 მილიონ ბაიტს კითხულობს წამში და პლიუს ამას 1 მილიონ ბაიტს წერს, ნიშნავს, რომ memory bandwidth არის 2 მილიონი-ბაიტი/წამში. ყველაფერი მარტივად სჩანს და დიდი მათემატიკა აქ თავს არ იჩენს. მიუხედავად ამისა, როდესაც საქმე ეხება ოპ. მეხსიერების (RAM) სისწრაფეს, იქ ათასი ფაქტორია გასათვალისწინებელი. ის, რომ მოწყობილობა შედგება უამრავი ბანკისაგან, რომელიც ერთმანეთს არხებით (pipeline) უკავშირდება და ინფორმაცია მასში გადადის ძაბვის დახმარებით, არ მოგცემს საშუალებას ამას მარტივი უწოდო. 3. Hardware კონვენცია: აქ არც თუ ისე ადვილია რაღაცეების წარმოდგენა. კონვენციის თანახმად, წინა ხერხები კი გამოითვლის სისწრაფეებს, მაგრამ გათვალისწინებული არ იქნება სტრუქტურა (მაგ: RAM Hardware). მოწყობილობას კი შეუძლია წამში 1 მილიონი ბაიტის გადაადგილება, მაგრამ სანამ ამ ოპერაციას განახორციელებს უნდა გამოითვალოს ქეში (cache), რასაც შესაძლებელია ბანკებიც დავარქვათ. სიტყვაზე ჩვენი მეხსიერება შედგება 8 მეხსიერების ბანკისაგან, რომლის ტევადობაც არის ნახევარი მილიონი ბაიტი, ჩვენ კი გვინდა ამ 8 ბანკში მოვათავსოთ 1 მილიონი ბაიტი. შესაბამისად ტექნოლოგია სხვა არაფერია თუ არა ის მიღწევები, რომელსაც compute ჰქვია. უნიკალურია ყველა მეხსიერების მოდულის სტრუქტურა და აგებულება, არხების განლაგება თუ სიდიდე. ვიღაც იტყვის რატო ართულებს ყველაფერსო, მაგრამ დამიჯერეთ მარტივად ვერ იტყვი 1 მილიონი გაყავი შუაზე, 500 ათასი ერთ ბანკში გაუშვი 500 ათასი მეორეშიო . რეალურად ინფორმაციის განლაგება ბანკებში სისტემის საქმეა და შესაძლოა მან 1 მილიონი 3 ნაწილად გაყოს 4-დ ან ჯერ ხუთად და შემდეგ ექვსად, მერე კიდევ ერთიდან მეორეში გადაიტანოს და ა.შ. ბენჩმარკი კი საშუალებაა ამ ოპერაციების გამოთვლის სისწრაფის გასაგებად. ასე ხარისხდება ოპ. მეხისიერებები cas latensy-სა თუ ჰერცების მიხედვით... და მხოლოდ ხსენებულებით არ არის მარკეტინგი განპირობებული... გამტარუნარიანობის (bandwidth) გამოთვლები და ნომეკლატურა ნომეკლატურები ტექნოლოგიების მიხედვით შეიძლება დავყოთ. მაგალითად: DDR SDRAM, DDR2 SDRAM, DDR3 SDRAM და მათი გამტარუნარიანობის შემდეგი კრიტერიუმები: Base DRAM clock frequency (ამთვლელის სიხშირე)Number of data transfers per clock: მაგალითად 2. როდესაც ამთვლელის სიხშირეს მისი ორმაგი სისწრაფე შეუძლია განავითაროს. 3, როდესაც სამჯერ გაიზრდება სისწრაფე, მაგრამ DDR, DDR2, DDR3 მეხსიერებებში ვხვდებით მხოლოდ რიცხვ 2-ს...Memory bus (interface) width: მეხსიერების ინტერფეისის სიფართოვე (DDR, DDR2 და DDR3-ს ეს მსგავსი აქვთ და არის 64ბიტი). სწორედ ამას ხშირად ეწოდება "არხი", სადაც გაივლის ინფორმაცია, ბუნებრივია რაც ფართო იქნება სალტე მით მეტი ინფორმაციის გადატანა გახდება შესაძლებელი ერთ არხში.Number of interfaces: თანამედროვე კომპიუტერებში ვხვდებით Dual-Channel არხებს, ან Triple Channel არხებს, ან Quad. ორმაგი არხის შემთხვევაში (Dual-Channel), 64 ბიტიანი ინტერფეისი ორმაგდება და სისწრაფე ორჯერ იმატებს. Dual Channel-ს შეუძლია 128 ბიტიანი სალტე წარმოქმნას, Quad-Channel-ს კი 256 ბიტიანი. ამიტომ არის, რომ ფორუმზეც ხშირად ავღნიშნავთ, ყოველთვის სჯობს შევიძინოთ სიტყვაზე 2-ცალი 4 გეგაბაიტიანი მეხსიერების მოდული და ჯამში 8 გეგაბაიტი გვქონდეს, რომლის ინტერფეისი 128 ბიტი იქნება და არა 1 ცალი (ერთ არხიანი) 8 გეგაბაიტიანი მოდული, რომელსაც 64 ბიტიანი სალტე ექნება...ახლა მაგალითისთვის გამოვთვალოთ, თუ რატომ უწერია ინტელის პროცესორს (i7-4790K), რომ მაქსიმალური ინტერფეისი (ანუ ჩენელი) აქვს 2 (რაც ნიშნავს, რომ შეგვიძლია კარგი წარმადობა მივიღოთ მაქისმუმ 2 არხიანი ოპ. მეხსიერების გამოყენებისას (ამ შემთხვევაში Overclock უგულისყუროდ რჩება, რადგან მისი დახმარებით მეტი სისწრაფის მიღწევაც შეიძლება)) და მათი სისწრაფე შესაძლებელია იყოს 25.6გეგაბაიტი/წამში. მარტივად ახსათქმელად, ამთვლელის სიხშირეს (Base DRAM clock frequency)-ს, ამთვლელის სიხშირის სისწრაფის რაოდენობას (Number of data transfers per clock), მეხსიერების სალტის ინტერფეისს (Memory bus (interface) width) და არხს ცალ-ცალკე დავწერ... ავიღოთ მოდული, რომელიც არის 4 გეგაბაიტიანი (არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში), ხოლო მისი სიხშირეა 1600 მეგაჰერცი (სწორედ 1600 მეგაჰერცის აღქმა შეუძლია i7-4790K-ს არა-OC mode-ში)... 1) 1600 / გავყოთ ორზე (ეს "ორი" არის number of data transfer per clock). = 800 2) 800 მეგაბიტი გადავიყვანოთ ბიტში 3) 800,000,000 x გავამრავლოთ კვლავ ორზე (არ მითხრათ რაღაზე გაყავიო! მეტი სიმარტივისთვის) 4) 1,600,000,000 x გავამრავლოთ 64-ზე (bits per line) = 102,400,000,000 (102.4 მილიარდი ბიტი) 5) 102,400,000,000 x გავამრავლოთ კიდევ 2-ზე (Number of interface) = 204,800,000,000ბიტი/წამში, რომელიც ბაიტებში უნდა გადავიყვანოთ, შემდეგ მეგაბაიტში და მერე გეგა-ში... 800,000,000 clocks per second × 2 lines per clock × 64 bits per line × 2 interfaces = 204,800,000,000 (204.8 მილიარდი ბიტი) 204,800,000,000 : 8=25,600,000,000 ბაიტი 25,600,000,000 : 1024=25,000,000 მეგაბაიტი 25,000,000 : 1024=24,414 გეგაბაიტი. (ამაზე მარტივად აღარ ვიცი როგორ ავხსნა) ესეიგი ინტელის ხსენებულ პროცესორს შეუძლია მაქსიმუმ 2 არხიანი 1600 მეგაჰერციანი მეხსიერების მოდული უზრუნველყოს, ხოლო მოდულმა 24,414 გეგაბაიტი ინფორმაციის წამში გადატანა უზრუნველყოს... აღსანიშნავია, რომ double-data rate თითქმის ყველა მეხსიერების ტიპს ახასიათებს, და ერთ ინტერფეისიანი მოდულები ძალიან ძველი მოდაა. მაგრამ ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ ახლა უკვე ახალ Nvidia-სა და AMD-ს ბარათებში გამოიყენება მეხსიერების ტიპები, რომლებსაც 4 და 6 - 64ბიტიანი ინტერფეისი აქვთ... გმადლობთ ყურადღებისთვის! თემა პირადი ნაშრომია და არ ვდებ თავს, რომ შეცდომები არ მაქვს, ასე რომ იყავით ლმობიერები და თუ რაიმეს არასწორს იპოვით შევასწოროთ... @Optimer
  7. გამარჯობა! დღეს ვისაუბრებთ, თანამედროვე ტექნოლოგიაზე, რომელსაც Thunderbolt 3 (USB-c) ჰქვია და თამამად შეიძლება ითქვას ერთ-ერთი დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია... თუ ბრძანდებით პროფესიონალი ბიზნესმენი ან თუნდაც გეიმერი - სულერთია; და გნებავთ გაიუმჯობესოთ/გაიმარტივოთ 4K Workspace, თქვენი თანამედროვე სამყარო ამის საშუალებას მოგცემთ. მივესალმოთ Thunderbolt 3-ს, ინოვაციური USB-c-ს ტიპს, რომელიც ყველაფერს თავად ასრულებს. დღეისობით Intel-ის გამოგონება Thunderbolt 3 არის უსწრაფესი, ყველაზე მრავალმხრივი კავშირი თქვენს დოკთან, მონიტორთან, ან რომელიმე პერიფერალურ ნივთთან. (მილიონობით USB Device-ს ჩათვლით) გამოგონება გახლავთ დამაკავშირებელი პორტის ტიპი, აკავშირებს ორ(2x) 4K ეკრანს, გადააქვს უსწრაფესად სასურველი ფაილი ან არის უსწრაფესი ნოუთბუქის დამტენი. რომლის ერთ-ერთი დიდი პლიუსიც არის ის, რომ აერთიანებს ყველა სხვა ტიპს ერთმანეთთან, მხოლოდ და მხოლოდ იდენტური "ჯეკით". მაგალითად ჩვენი ტელეფონის, ლეპტოპის, მონიტორის ან სხვა პორტი იქნება იდენტური. ხალხს სურდა მაქსიმალური პერფორმანსის მიღება. ერთ პატარა კაბელში გვინდოდა ყოფილიყო გაერთიანებული: დამტენი, ვიდეო სიგნალის გადამცემი, ხმოვანი სიგნალის გადამცემი და ასევე შეძლებოდა data transfer(მარტივად რომ ვთქვათ დოკუმენტის გადატანა, გადაკოპირება, ამ შემთხვევაში მისი სისწრაფე 40Gb/s ~ 5 გეგაბაიტი/წამში) მისი სისწრაფე მის წინამორბედზე 4-ჯერ სწრაფია, (USB 3.1 10Gb/s~1.25 გეგაბაიტი/წამში) და ბუნებრივია აღსანიშნავია DisplayPort 1.2-ს გაუმჯობესებაც, რომელიც მან მოიცვა (მიუხედავად იმისა, რომ DisplayPort 1.3-საც ვხვდებით, Thunderbolt 3 მასზე მინიმუმ 2-ჯერ სწრაფია). კომპიუტერული კონექტორი, რომელიც მოიცავს აფსოლიტურად ყველა თვისებას, რომელიც ზემოთაც ვახსენეთ. (ფოტოზე უკეთ ჩანს) რას ნიშნავს ის მომხმარებლებისათვის? 40 გეგაბიტ/წამ სისწრაფეზე ის ხდება უსწრაფესი თქვენი კომპიუტერისთვის. შესაძლებელი ხდება 4K movie გადავაკოპიროთ 30 წამში. თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ 2x4K მონიტორს/ტელევიზორს, რომელიც 16 მილიონი პიქსელით მეტს მოიცავს ვიდრე HDTV. Full 4K Video Experience დაუკავშირდით 4K მონიტორს 60 ჰერცით. მაღალი რეზოლუცია, მაღალი კონტრასტი, საუკეთესო გამოსახულება - Thunderbolt 3 Best Single-Cable Docking ის თქვენი ნოუთბუქისთვის საუკეთესო დამტენია, up to 100w External Graphics ასევე გამორჩეულია გრაფიკული გამოსახულების გადატანისას, ან თამაშისას. შესაძლებელია notebook-ის 4K მონიტორზე დაკავშირება მინიმალური ხარისხის დანაკარგით Thunderbolt™ Networking ასევე აქვს უსწრაფესი ქსელური კავშირის დამყარების უნარი. სისწრაფე ~ 10GbE. გამოსადეგია პატარა workgroup-ში, სადაც კომპიუტერები ერთმანეთს უკავშირდებიან და მათ შორის ფაილების გაცვლა მიმდინარეობს Technology Features · Thunderbolt™, USB, DisplayPort, and power on USB-C · USB-C connector and cables (small, reversible) · 40 Gbps Thunderbolt™ 3 – double the speed of Thunderbolt 2 · Bi-directional, dual-protocol (PCI Express and DisplayPort) · 4 lanes of PCI Express Gen 3 · 8 lanes of DisplayPort 1.2 (HBR2 and MST) · Supports two 4K displays (4096 x 2160 30bpp @ 60 Hz) · USB 3.1 (10 Gbps) – compatible with existing USB devices and cables · DisplayPort 1.2 – compatible with existing DisplayPort displays, devices, and cables · Connect DVI, HDMI, and VGA displays via adapters · Power (based on USB power delivery) · Up to 100W system charging · 15W to bus-powered devices · Thunderbolt™ Networking · 10Gb Ethernet connection between computers
  8. ჩემთანაც არ ირთვება, მაგრამ აბა სცადეთ შეტყობინების გაგზავნა, მიდის ჩვეულებრივად ადრესატთან, ახლაც "ბზრიალებს" მარა მუშაობს
  9. ესეიგი ტყუილად ფულის გადაყრის მაგივრად შეგიძლია იყიდო 32 ინჩიანი 720p 60hz LED TV, რომელიც ყელში ამოუვა კონსოლებს...
  10. ბევრი ვეძებე თუ ცოტა ვეძებე მაქსიმალური რეზოლუცია არის 2K (1444p) 144 ჰერცზე და სხვას აქვს თუ არა არ ვიცი, მაგრამ http://www.asus.com/Monitors/ROG_SWIFT_PG278Q/ ამ მოდელს აქვს 1ms-ზე. ისე 4K-ც არის, მაგრამ 144 ჰერცზე 1ms არ აქვთ, 4 ან 5 HDMI არ აქვს მონიტორს და არც სპიკერები, პირდაპირ გათვლილია მხოლოდ PC-სთვის და არანაირად კონსოლებისთვის...
  11. ახლა დავაკვირდი პირიქით უთქვამს. 144 ჰერცის მისაღებად dual-link DVI არის საჭირო, მე მაპატიეთ აწ უკვე განათლებული ვარ
  12. ბარემ მაგალითებს დავწერ... 8bits/color 1920x1080p/60fps 1 second: 373,25 MB / 356,0 MiB (შესაძლებელია ყველა პორტით სარგებლობა) 30 seconds: 11,20 GB / 10,4 GiB 1920x1080p/120fps 1 second: 746,50 MB / 711 MiB (შესაძლებელია ყველა პორტით სარგებლობა)30 seconds: 22.39 GB / 10,4 GiB ______________________________________________________________________ 2560x1440p/60fps 1 second: 663,55 MB / 632,8 MiB (შესაძლებელია ყველა პორტით სარგებლობა) 30 seconds: 19,91 GB 18,5 GiB 2560x1440p/120fps 1 second: 1,33 GB / 1,2 GiB (VGA-ს გარდა ყველა სხვა საშუალება გამოიყენება)30 seconds: 19,91 GB 18,5 GiB 2560x1440p/240fps 1 second: 2.65 GB / 1,2 GiB (VGA-სა და HDMI-ს გარდა ყველა სხვა საშუალება გამოიყენება)30 seconds: 19,91 GB 18,5 GiB ______________________________________________________________________ 3840x2160p/60fps (4K) 1 second: 1,49 GB / 1,4 GiB (VGA-ს გარდა ყველა სხვა საშუალება გამოიყენება) 30 seconds: 44,79 GB / 41,7 GiB 3840x2160p/120fps (4K) 1 second: 2,99 GB / 2,8 GiB (VGA-სა და HDMI-ს გარდა ყველა სხვა საშუალება გამოიყენება)30 seconds: 89,58 GB / 83,4 GiB ______________________________________________________________________ 5120x2880/60fps (5K) 1 second: 2,65 GB / 2,5 GiB (5K რეზოლუციაზე 60 კადრ/წამსა და ზემოთ HDMI-თ და VGA-თი ვერ ვისარგებლებთ)
  13. რანაირად შემეშალა. ერორს აგდებს რაღაცას ვეღარ ვაედიტებ, მოდერმა შეასწოროს თუარ შეწუხდება
  14. ახლა მოვრჩი ამაზე თემას. HDMI 1.4-ს 4K@30hz ხოლო 2.0ს 60 ჰერცზე აქვს ლიმიტი... FULL HD-ზე არანაირი ლიმი არ აქვს 2.0-ს და არც პრობლემატურია 144 ჰერცზე. ამის მიუხედავად DisplayPort ან Thunderbolt 3 საუკეთესო ვარიანტია 1080p-ზე თუნდაც 240 ჰერცზე
  15. გამარჯობა! პ.ს მოდერს ვთხოვ, თუ შესაბამის განყოფილებაში არ არის თემა, ეს პრობლემა აღმოფხვრას... ბევრი ვეძებე თუ ცოტა, ბოლოს ვერ აღმოვაჩინე შესაბამისი სტატია და გადავწყვიტე მეთვითონ გამეხსნა. დღეს ბაზარზე გამოტანილ პროდუქციას - PC მონიტორებსა თუ TV-ს გააჩნიათ კონექტორი, რომლითაც უკავშირდება სისტემას, დეკოდერსა თუ სხვა, რათა გამოსახულება გვიჩვენოს. სწორედ ამ კონექტორების რამდენიმე ტიპზე ვისაუბრებთ, რომლებიცაა HDMI (high definition media interface (ვხვდებით 1.4 და 2.0 ვერსიას), DVI (digital video interactive), VGA (video graphic array) და DisplayPort (მარტივად, გამოსახულების პორტი). თანამედროვე ტელევიზორებში თითქმის ყველგან ვხვდებით HDMI support connector-ს, რომლითაც ისინი დეკოდერს ან პერსონალური კომპიუტერის სისტემურ ბლოკს უკავშირდებიან და სწორედ ეს ტიპია TV-ში გავრცელებული. ამას ემატება სხვა მოწყობილობებიც, რომლებიც სწორედ ხსენებულ პორტს იყენებენ, მაგრამ არანაკლებ ინტერაქტიულია სხვანიც, მიუხედავად ამისა ყველას აქვს თავისი პლიუსიც და მინუსიც... (VGA, HDMI, DVI, DisplayPort ფოტოზე არ არის) სანამ დავიწყებდეთ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ VGA პორტი გადასცემს ანალოგურ სიგნალს ყველა სხვა კონექტორისგან განსხვავებით, რომლებიც ციფრულ სიგნალს ავრცელებენ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ერთ რეზოლუციაზე, მაგალითად 1920x1080/60hz-ზე ვიდეო გამოსახულება HDMI-ს იდენტური აქვს, რაც DVI-სა და DisplayPort-ს, რასაც ვერ ვიტყვით VGA-ზე, რომელიც "old school" არის და ნამდვილად ჩამორჩება შთამომავალს. HDMI ყველა კომპიუტერის მონიტორსა თუ ტელევიზორს აქვთ HDMI პორტი. ადვილია გამოსაყენებლად, არის პატარა და მოსახერხებელი, და ყველაზე დადებითი თვისება ისაა, რომ მას გადააქვს აუდიო სიგნალიც. თუ სისტემური ბლოკის TV-ზე შეერთებას გადაწყვეტთ, კარგი ვარიანტი იქნება თუ მას გამოიყენებთ. ხსენებულ პორტს აქვს მინუსებიც, ასე რომ ყოველთვის კარგი ვარიანტი არ არის. მაგალითისთვის, თუ ჩვენ გამოვიყენებთ v1.4 კონექტორს, მისი მაქსიმალური გაფართოებაა 3,820x2,160 და გადასცემს 30 კადრს წამში, ხოლო 2.0-ს პლიუსია გადასცეს 60 კადრი წამში 4K რეზოლუციაზე. ასე, რომ თუ თქვენი TV არ არის ულტრა გაფართოების შეგიძლიათ ის გამოიყენოთ. ხოლო 4K/120fps (frames per second - კადრი/წამში)-ზე შემდეგ აღჭურვილობებზე ვისაუბროთ. HDMI 2 (2.0)-ს სისწრაფეა 18GBit/s ~ 2.25 გეგაბაიტი წამში. 1x4K მონიტორის 60 ჰერცზე მუშაობისას სწორედ ხსენებულია რეკომენდირებული. 2x4K კი Thunderbolt 3-ის საქმეა... DisplayPort DisplayPort არის კომპიუტერის დაკავშირების ფორმატი. მხოლოდ ერთადერთ ტელევიზორს ვხვდებით, რომელსაც აქვს DisplayPort support და მას პანასონიკი უშვებს. ის გამოსადეგია 2160p-ზე 60 კადრის წამში გატარებისას, თუ ვიყენებთ 1.2 პორტს, რომელსაც აქვს Multi-Stream Transport ფუნქცია. თუ გადავწყვეტთ, მისი დახმარებით PC-ს TV-ზე დაკავშირებას, მიზეზი არ გვექნება, რომ ის არ გამოვიყენოთ. აღსანიშნავია, რომ მასაც გააჩნია აუდიო სიგნალის გადაცემის უნარი. მას გააჩნია 32.4GBit/s bandwidth სისწრაფე ~ 4 გიგაბაიტი წამში. შეუძლია 5K გამოსახულების მიღება (5120x2880) 120 ჰერცზე. ხოლო 8K (7680x4320) გამოსახულების 60 ჰერცზე, 4:2:0 ფორმატში. 8K გამოსახულების მიღება DisplayPort-ით მხოლოდ ტელევიზორზეა შესაძლებელი, მაგრამ მაინც არ მოგვცემს საწადელ შედეგს. 8K-ს ანუ 2x4K-ს კვლავაც ავღნიშნავ, რომ Thunderbolt 3 უმკლავდება DVI ვიდეო სიგნალი DVI-სა და HDMI-ზე აფსოლიტურად ერთი და იგივეა. მისი მაქსიმალური რეზოლუცია განპირორებულია იმაზე თუ რა შეუძლია მოწყობილობას. თუ ჩვენს ტელევიზორს აქვს FULL HD გაფართოების უნარი, შეგვიძლია მაქსიმალური კადრით წამში (რაც წყაროდანვეა. მაგალითად ვიდეო 30 კადრით წამში, კონექტორით გადავა ტელევიზორში 30 კადრით/წამში და ვერ შეძლებს ტელევიზორი მის 60 კადრ/წამზე გადაკონვერტირებას) მოვახერხოთ ტრანსლირება. ზოგ კონექტორს ჰქვია single-link, ზოგს dual-link. განსხვავება იმაშია, რომ single-link კონექტორის ლიმიტი 1080p არის, dual-link-ს კი შეუძლია მაღალი რეზოლუციის ტრანსლირებაც. ნაკლი ისაა, რომ მას არ შეუძლია აუდიო სიგნალის გადაცემა. ასე, რომ ჯერ ერთი PC-ს ტელევიზორზე "შეერთებისას" საუკეთესო ვარიანტია HDMI, თუ რაღა თქმა უნდა ჩვენს ტელევიზორს დინამიკები არ აქვს გაფუჭებული, რადგან DisplayPort მხოლოდ ერთ ტელევიზორს აქვს და არამგონია ის რომელიმეს გქონდეთ და მეორე გვრჩება ერთი ვარიანტი და ეს HDMI არის... ასევე ვხვდებით ე.წ გადამყვანებს, რომელთა output DVI არის input კი HDMI ან პირიქით. ზოგ DisplayPort-ს შეუძლია გადავიდეს DVI ან HDMI სიგნალზე, მაგრამ ყველას არა... რაც შეეხება PC-ს და მის PC მონიტორზე შეერთებას. 1. ფერთა გამა, HDMI-ზე სცდება RGB სპექტრს, რომელიც DVI-ს არ გააჩნია (https://en.wikipedia.org/wiki/Digital_Visual_Interface#D დან გამომდინარე) 2. DVI-ს არ გააჩნია აუდიო სიგნალი. თუ დინამიკები არ გვაქვს, ხოლო ჩვენს მონიტორს სპიკერები აქვს, ერთ-ერთი კარგი ვარიანტი HDMI იქნებოდა. 3. HDMI გადასცემს იგივე რეზოლუციის სიგნალს რასაც DVI. მაგრამ თუ 4K@60fps გვინდა მივიღოთ, ამას DVI ვერ შეძლებს, მაგრამ ვერც HDMI თუ 2.0 ვერსია არ არის ასევე შესაძლებელია შევხვდეთ Thunderbolt 3-სა და USB v3.1-ს აღჭურვილობით გამოსახულების გამონატას, რაც ცალკე თემას იმსახურებს და მალე შემოგთავაზებთ... წყარო: CNET
  16. ლინუსის რევიუს ვუყურე პირიქით თქვა თუ 144 ჰერციანი მონიტორი გაქვს HDMI გჭირდებათო
  17. რეპაკი დაზიანებულია. სხვა რეპაკი გადმოწერე მაგ თამაშის და ვინდოუსიც რო გადაგეყენებინა კარგი იქნებოდა, 10-მდე განაახლე უკვე გამოვიდა. directX-ც განაახლე vcredist-ებიც დააინსტალირე და თუ რაიმე პრობლემა შეექმნა თამაშს ესეიგი იმის ბრალია და არა ვინდოუსის
  18. 1. შედი შემდეგ ფოლდერში \Steam\userdata\SteamID\209000\remote folder (ნუ სადაც სთიმი გაქვს დაყენებული) 2. შენი save game-ს propertie ჩართე და გადადი Previous Version ტაბში. მაგალითად სეივ გეიმი იქნება ესეთი სახელით spsave_v2_0.sgd 3. Apply და შეინახე მერე დესკტოპზე ან სადმე სადაც გინდა 4. \Steam\userdata\SteamID\209000\remote folder ამ ფოლდერიდან ძველი spsave_v2_0.sgd წაშალე ან გადაიტანე დროებით სადმე იქ რო აღარ იყოს 5. დესკტოპიდან previous version .sgd ჩააგდე მერე ისევ steam-ის ფოლდერში და სცადე
  19. აღარ მჯერა და მაინც DVI თუ HDMI?
  20. მონიტორებზე თემა ვერ ვიპოვე არ არის ? დავიჯერო არ უნდა იყოს ერთი თემა სადაც მონიტორებზე ვისაუბრებთ? ხოდა აქ ვიკითხავ მაშინ, ერთი და იგივე რეზოლუციაზე მაგალითად FULL HD-ზე DVI-თ შეერთება ჯობია თუ HDMI?
  21. ჯერ არასრულყოფილია, მარტო პრემიერ ლიგის ლოგოებია მგონი გამოსწორებული მაგაში
  22. rutracker-ის პაჩში 90% ტრანსფერებიც არის განხორციელებული და ყველა ფორმა და ლიგის თუ გუნდის სახელი შესწორებულია, ერთი რაც არ არის ბუნდესლიგა არ არის დამატებული. სანამ ახალი game version გამოვა პაჩთან ერთად რუთრექერი საუკეთესოა. მე სულ ფიფას ვთამაშობ, მაგრამ ეს ნაწილი მაგრად მომეწონა რაღაც
  23. კრაკი შეცვალე აბა ვახ, ახლა წავიკითხე http://steamcommunity.com/app/209000/discussions/0/648811126602848757/ მგონი სამუდამო შეცდომაა ეს შემქმნელების ხსენებულ პაჩზე...
  24. https://piratebay.to/torrent/1340008/NBA 2K14-RELOADED/
  25. რა ვიდეო დაფაც გიწერია წაიღებს
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.