აკაკის პოემაში საფარ-ბეგის გამოჩენა იმთავითვე ფატალურ მინიშნებას შეიცავს: კოშმარულ ღამეში ოჯახურ იდილიაში შემოჭრილი სტუმარი არაერთგვაროვან განცდებს აღძრავს. საერთოდაც, პოემის კომპოზიციური წყობა მკითხველის განცდებით ერთგვარ მანიპულირებას გულისხმობს: ერთი მოულოდნელი სურათი ცვლის მეორეს და პოემის უკანასკნელ სტრიქონამდე თხრობის ექსპრესია სულ უფრო მაღალ რეგისტრს აღწევს. აკაკი ხაზგასმით მიანიშნებს, რომ საფარის რეპუტაცია უნაკლოა: უშიშარი, უდრეკი, თავმომწონე, თავდადებული, ანუ ისეთი, როგორიც უნდა იყოს ნამდვილი რაინდი, მაგრამ მასშიც ისეთივე ვნება იღვიძებს, როგორიც ილიას პერსონაჟში და საფარი მისთვის წინააღმდეგობის გაწევას ვერ ახერხებს.
დანაშაული ჩადენილია. მართალია, საფარისათვის ეს არ არის გასართობი ეპიზოდი, როგორც ილიას ან ე. ნინოშვილის პერსონაჟებისათვის, მაგრამ მისი სულიერი სამყარო არც ისე არის შეძრული მომხდარით, რომ დაძინება ვერ შეძლოს. მან თავიც დაიმშვიდა, რომ თუ ქალი არ გაამხელდა, მისი საქციელი დაუსჯელი დარჩებოდა. საფარ-ბეგის ძიძიშვილს გაცილებით მაღალი ზნეობა და მეტი სულიერება აღმოაჩნდა. აკაკი არ მისდევს ილიას მიერ შექმნილ მოდელს და საკუთარი ფილოსოფიურ-მხატვრული კონცეფციიდან გამომდინარე პრობლემის სრულიად განსხვავებულ გადაწყვეტას გვთავაზობს: ბათუს სასჯელი ზნეობის სფეროში გადააქვს და ამ გადაწყვეტილების შედეგიც მაშინვე იჩენს თავს: ბათუს მაღალზნეობრიობამ გაცილებით მტკივნეულად შეძრა საფარი, ვიდრე ამას ფიზიკური ანგარისწორებით შეძლებდა. ამის შესახებ უკვე აღინიშნა სალიტერატურო კრიტიკაში [ბაქრაძე, 2004; ასათიანი, 1980] და აქ სიტყვას აღარ გავაგრძელებთ, უბრალოდ შევნიშნავთ, რომ ზნეობრივ ასპექტში გადატანილი სასჯელი უაღრესად ეფექტური აღმოჩნდა: ჯერ ბათუს, შემდეგ კი ჰაჯი-უსუბის მორალურმა სრულქმნილებამ ცოდვილ საფარ-ბეგში მონანიების სურვილი აღძრა, რაც თავისთავად სულიერი კათარზისის დასაბამია. ამის გათვალისწინებით, მსხვერპლის მიუხედავად, აკაკის პოემის პათოსი მთლიანად ოპტიმისტურია, რამდენადაც ჭეშმარიტი მონანიება სულიერ აღორძინებას, განახლებას გულისხმობს.
ეს გამოგადგება რამეში? მიხო პახმელიაზეა და მაროს გასძახებს - მოდი გადამაჯექიო...
- ადგომით შენ არ გიდგება და კრუხი ხო არა ვარ კვერცხებზე რო დავჯდეო?! :rofl2: :rofl2: :rofl2: :rofl2: