ნაჰლემი და სენდი უკვე ორივე ძველია დღევანდელ სკაილეიქთან შედარებით. 5.0 ზე 24/7 ზე რამდენად იმუშავებს არ ვიცი მაგრამ 4.5 ზე თითქმის ყველა ჩიპი დადგება ნორმალური გაგრილებით. I7 920 კიდე 4.0 ზე ყველა ვარიანტში იმუშავებს აგრეთვე ნორმალური გაგრილებით და 290x ის ჩათვლით გამოწურავს კარტებს თამაშებში, რადგან მთლად ეგეთი სუსტიც არ არის 920. ეხლა მეც 1366 მაქვს და აქედან მხოლოდ 2011 ან 2011ვ3 ზე თუ გადავალ. 3770k მქონდა 4.5 ზე 24/7ზე და 4.8 ბენჩებისთვის ავწიე , ამის შედეგებიც დევს საიტზე და ეხლა რაც მაქვს იმასთან შედარებით სუსტია , თავად შევადარე. თამაშებში კატასტროფა სხვაობასაც ვერ ვგრძნობ. 1155 ს ის უპირატესობა აქვს რომ რაღაცეები დაიხვეწა მანდ და უფრო მაღალსიხშირიანი ოპერები შეგიძლია ამუშაო. ddr4 ისგან განსხვავებით ddr3 ზე აზრი არ აქვს თამაშებში 1600 იანი ოპერები გაქვს თუ 2400 იანი. ამას ვამბობ იმიტომ რომ 3770k ზე ჯერ 1600 იანები მეყენა და მერე 2400 იანები დავაყენე. თამაშებში სხვაობა იყო 0 ისევე როგორც 3.5 სა და 4.5 სიხშირეს შორის. კიდევ ერთი დეტალი, ეხლა რაც მაქვს ეს მაზერ-პროცესორი ისეთ ფასად მაქვს ნაყიდი რომ მაგ თანხით 3570k + z87 ის საკაიფო პლატა ან მოგივა ან არა. 4.4 ზე 24/7 ზე სტაბილურად დგება და 72 გრადუსს არ ცდება ტესტში. ეს კიდე ვალიდაცია http://valid.x86.fr/hs4a5s