ამერიკული კომპანია "იაჰუ", რომელიც ინტერნეტში პოპულარობით რიგით მეორე საძიებო სისტემის მფლობელია, აცხადებს, რომ შეერთებული შტატების ხელისუფლება მას საკმაოდ მსხვილი ჯარიმის დაკისრებით ემუქრებოდა იმ შემთხვევაში, თუ კომპანია მომხმარებლების შესახებ ინფორმაციას არ გადასცემდა.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი იყო ჯარიმაზე, რომელიც დღეში 250 ათასი დოლარის დაკისრებას გულისხმობდა.
აღნიშნული საქმის დეტალები მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ფედერალურმა მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება გრიფით საიდუმლო მოეხნათ გარკვეული საქმეების ნაწილზე.
როგორც "იაჰუს" წარმომადგენელმა განაცხადა, აღნიშნული ფაქტი ხაზს უსვამს იმის, რომ აუცილებელია ბრძოლა ხელისუფლების ყოველი ახალი ნაბიჯის წინააღმდეგ, რომელიც მოსახლეობის თვალთვალს უკავშირდება.
http://1tv.ge/news-view/76086