Jump to content

Shopen

მოდერატორი
  • Posts

    16928
  • Joined

  • Days Won

    77

Everything posted by Shopen

  1. არაცერთი არ მომწონს ისე კი მაგ ორში Z2 Samsung-იც და HTC_იც დაჩაგრა სონიმ ახალი ფლაგმანით უაზრობაა რეალურად არც ვიყიდდი არცერთს Nexus 4,Moto X ჩემი საყვარელი დევაისებია Moto X ძალიან მაგარი დევაისია გამონაკლისია ყველაფრით, არ ჰგავს სხვა სმარტებს ამ ორის შემდეგ LG G2,HTC ONE HTC თავისი ულტრაპიქსელებით და სხვა კამერის feature-ებით ცდილობს ყურადღების მიქცევას მხოლოდ,დიზაინი აშკარად უფრო ცუდი აქვს ვიდრე წინა მოდელს
  2. მადლობა ნიუსისთვის)) რაც შეეხება სმარტს არ მომეწონა მისი დიზაინი პირველი ბევრად სჯობს და ყველაზე მაგარი იქნებოდა 5 დიუამიანი დისპლეი რო ჰქონოდა იმავე ზომის კორპუსში.
  3. WTF905 გადახედე პირველ პოსტს ხო მიწერია კონკრეტულად რა სჭირს? ფორმატრიების პრობლემაა? hp hormat tool ამითი სცადე დაფორმატება? ამ სოფტითაც სცადე
  4. სელერს გააჩნია ცუდი საფორთი აქვსო + გვიან ჩამოდის ნივთები
  5. არის ქასთომ gapps-ებიც ბოლო თემაში მაქვს ერთ-ერთი ნახსენები(მარკეტი აქვს და რამდენიმე გუგლის აპლიკაცია მხოლოდ) რაღაც ურევს წესით პირიქით უნდა იყოს კიტკეტში უფრო ბევრს უნდა იღებდეს ყველანაერად სხვასხვა იუზერ ინტერფეისების სიმცირეს ანდროიდი არ უჩივის საბედნიეროდ ამიტომაც დიდი არჩევანი გაქვს მე MIUI-ს დავაყენებ ხვალ XT912-ზე ალბათ მომენატრა დღეს შემომებრიქა ისევ და ხვალ ვეჩალიჩები კარგი ინტერფეისი აქვს მაგისი ლანჩერიც არის
  6. http://forum.xda-developers.com/showthread.php?t=2615380 რაღაც კი არის მაგრამ არ ვიცი მუშაა თუ არა, custom დააყენე ხო მაგაზე ბევრი იქნება +სტაბილური მე პირადად არ მომწონს დიდად G2-ს UI რო ვნახე პერფორმანსშიც ექნება სხვაობა ბენჩი გაატარე და შემდეგ ქასთომ რომზე
  7. კი გამოვა უფასოა მაგაზე კოდის მოხსნა არ იყიდო რო რამე კოდი პირველ რიგში დარუთე შემდეგ დააყენე Custom recovery ბოლოს custom rom 2.3 ვერსიაზე რატო ხარ)) http://forum.xda-developers.com/htc-desire-hd/development აგერ რომები არის http://forum.xda-developers.com/showthread.php?t=943726 ესეც SIM Unlock კი ირუთება S IV მაგალითად კიტკეტზეც მაგრამ უფრო ნაკლებად ძირითადა ქასთომ რომები უყენიათ კიტ კეტის(ჯერ-ჯერობით სანამ ოფიციალური გამოვა მის დევაისზე) ქასთომ რომზე კი უკვე ავტომატურად დარუთული უნდა გქონდეს ამიტო აღარ უწევთ დარუთვა
  8. აირჩევ და ჩაწერ ორივეს ბევრი სოფტია მაგრამ ყველაზე მოსახერხებელი და კარგი ეს არისო ბევრი წერს დაბუთვისას აირჩევ რომელი დაბუთო არ მაქვს ეხლა USB Flash რო დავტესტო შემდეგ დავწერ ისტრუქციას multibootable usb flash-ზე
  9. არ იხურება 8.1-ზე ვნახე ეხლაც reader და არ იხურება იკეცება
  10. ეგ შენ უნდა ჩამოაყალიბო შენ ეხლა გინდა გაკეთება გაქვს უბრალოდ სურვილი და მეტი არაფერი მაგას კი ბევრად უფრო მეტი სჭირდება პირველ რიგში ცოდნა საიდან უნდა ჩამოიტანო და რა უნდა ჩამოიტანო თუ არ იცი რომელი ბრენდების კვების ბლოკები არის კარგი მაშინ რად გინდა? ჯერ ეგ უნდა გაარკვიო შემდეგ მოდელები შემდეგ საიდან ეგეც შენით დაიარე ონლაინ მაღაზიები ცნობილი newegg,ebay,amazon,bhphotovideo... სადაც უფრო იაფად ნახავ იქედან ჩამოიტანე ოფის რაც შეეხება არ გინდა დაწერ საკონტაქტო ნომერს დაგიკავშირდებიან და სადღაც შეხვდებით ან სახლში შენთან ან სხვაგან სახლში შენ რატო უნდა მიუტანო ის ყიდულობს და ის მოვა რო რამე
  11. არა არ უნდა იხურებოდეს 8/8.1-ში მასე არის background-ში არის გაშვებული მარცხენა ზედა კუთხეში თუკი მიიტან მაუს ჩაირთვება და გააგრძელებს თუნდაც რიდერზე სადაც იყო სრულად გამორთვა task manager0იდან არის შესაძლებელი მხოლოდ
  12. 15 წლის და 10K საქმეში ჩადება მაინც სარისკოა თანაც მაგდენი არც გინდა ამ საქმისთვის ჯერ-ჯერობით ჩამოიტანე რამდენიმე PSU,ქულერი,თერმოპასტა რათქმაუდნა კარგი ბრენდების შეაგდე ფორუმზე და მარკეტზე, გააკეთე საიტი დარანკე საიტი მე პირადადაც ხშირად მომიძებნია გუგლით კონპონენტები PC_ის შემდეგ შეხედავ სიტუაციას როგორ იქნება ასევე GPU-ებიც კარგია მაგრამ ეგ ბევრს ჩამოაქვს და მაშინ ფასიც შესაბამისად დაბალი უნდა ჰქოდნეს
  13. PSU/CPU ესენი ჩამოიტანე მაღაზიებში არ იყიდება ნომრალური კვების ბლოკები პროცესორები ზედმეტად ძვირი ღირს AMD მოსინჯე კიდე ახალი APU-ები
  14. სხვა უტილიტები ნახე თუ ხედავს კონტროლერს და VID/PID_ს წაიკითხე პირველი პოსტი გადმოიწერე USBFlashInfo ნახე კონტროლერი შედმეგ კი http://flashboot.ru/files/ აქ ნახავ სოფტს(F3 შემდეგ დააკოპირე კონტროლერის ნომერი)
  15. სულ ეს არის WP-ს აფდეითზე? რევოლუციას ელოდნენ მე კი ვერაფერი ვერ ვნახე ახალი და გასაოცარი მითუმეტეს ისეთი რამ რაც სხვა სმარტფონებს არ აქვთ ახალი დეკოდერის საფორთი,კამერის Fიჩერები XAP APPX-ით შეიცვალა დაამატეს VPN,Swype კლავიატურა(ქართველები ქართულ კალვას ელოდებიან) ეს ყველაფერი ანდროიდ კიდე 4.0/4.1.2 დან აქვს ეს შედარებისთვის ისე ხმოვანი ასისტენტი დიდი ხანია აქვს კონკურენტებს, cortana დახვეწილი ნაშა აღმოჩნდა განსაკუთრებთ Siri-სთან შედარებით ის სტარტი ცუდი არ ჩანს უბრალოდ ლაივ თაილები მეშინია სუსტ კომპებზე პერფორმანსზე როგორ იმოქმედებს თუიდნაცც სტარტის გახსნისას საბოლოოდ კი კარგი ჰიბრიდი გამოვა ეგ სტარტი მინი სარფეისს ველოდი დიდი ხანია მაგაზე არის ჭორები მაგრამ არ აჩვენეს ახალი ლუმიას დევაისებიც არი რა icon-ის საერთაშორისო ვერსიაც ცუდი არაა
  16. VPN სერვიცი შველის კი სიჩქარე რათქმაუნდა უფრო დაბალი იქნება (ჯერ აშშ-ს სერვერს უკავშირდება შემდეგ ლოკალურს) რა ტაბიც გაქვს გახსნილი იმ მეთოდით ხელით VPN რო გაუწერო არ უშველა?
  17. kakha77777 ISO იმიჯს თუკი აყენებ თავიდან გინდა აქტივაცია თუკი უბრალოდ აფდეით პაკეტია მაშინ არ გჭირდება, ამ შემთხვევაში როდესაც იმიჯს აყენებ თავიდან დაგჭირდება აქტივაცია
  18. firmware http://se-zone.ru/flash/c902.htm how to http://forum.se-zone.ru/viewtopic.php?t=337
  19. კომპანია გუგლი სწრაფად გაცდა საძიებო სისტემას და გახდა ერთ-ერთი გიგანტი კომპანია, მისი პროდუქცია გარდა ვებ-სერვისისა არის ასევე სმარტფონებში,პლანშეტებში,“ჭკვიან საათებში“ და ტელევიზორებშიც კი, არც ის არის უცნობი ფაქტი რომ გუგლი აგროვებს ყველანაერ ინფორმაციას დაწყებული საძიებო ფრაზების ლოგებიდან პაროლებითა და მეილებით დამთავრებული რომლებიც მათ ბაზაში წლობით ინახება რათქმაუნდა ბევრისთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს რადგანაც ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი არ აქვს ვებ-რესურსში რომ ინკოგნიტო გახადოს მაგრამ არის კატეგორია რომელიც პრივატულობას წინა პლანზე აყენებს ან თუნდაც პრინციპულად არ სურს მის პირადში ვინმემ „იძრომიალოს“ თუკი თქვენ ამ კატეგორიას მიეკუთვნებით და გაქვთ Adnroid დევაისი მაშინ ეს პატარა guide სწორედ თქვენთვისაა თუკი პირველად ნახსენებს განეკუთვნებით იმედია ახალს გაიგებთ(თუნდაც GAPPS,ინტეგრირებული app-ების წაშლაზე და სხვა) შესავალი ყველასთვის ცნობილია რომ Android-ზე დაფუძნებული მოწყობილობა შედგება არამხოლოდ AOSP-სგან შემდგარი კომპონენტებისგან ასევე გუგლის სხვა მნიშვნელოვანი app-ებისგან როგორებიც არის Hangouts,Maps,Gmail და სხვა(dialer,კიტკეტში დამატებული კამერის app-ები...). ამ ყველა აპლიკაციის არათუ კოდი არამედ არც ახსნა/პრინციპი არ არის თუ როგორ მუშაობს ისინი, ბევრი მათგანი იმისთვის არის რომ მოგროვებული ინფორმაცია გადააგზავნოს გუგლის სერვერზე მაგალითად აპლიკაცია GoogleBackupTranstport განკუთვნილია ჩაწერილი app-ების,პაროლების და სხვა ინფორმაციის სინქრონიზაციის პასუხზე, GoogleContactsSynchAdapter სინქრონიზაციას ახდენს კონტაქტების,ChromebookmarksSynchAdapter ეს კი ბუქმარკებისა და ძიების ისტორიის სინქრონიზაცია ევალება. ზოგადად სინქრონიზაციაში ცუდი არაფერი არ არის პირიქით ძალიან კარგი მექანიზმია რომლითაც ახალ დაყენებულ სისტემას წუთებში დატვიკავთ და ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას დააბრუნებთ რაც ადრე გქონდათ(ან factor reset-ის გაკეთების შემდეგ დაკარგულის) უბრალოდ პრობლემა იმაშია რომ ეს აკნინებს ჩვენს კონფიდენციალურობას(რომელიც როგორც ჩანს არც ისე მაღალ დონეზეა[რაც სნოუდენმაც გვიჩვენა]) როგორც სხვა დანარჩენი კომპანიები რომლებიც ამოფარებულები არიან და ამბობენ „ჩვენ არ ვართ ბოროტები, ფუმფულა მეცენატები ვართ“[dafuq] ამ ყველაფრის შემდეგ იქნებ არ გვინდა ჩვენ გუგლი და თავისი app-ები? ავიღოთ უბრალოდ Android რომელიც არ იქნები მიჯაჭვული google-ს!(ამისთვის კი მადლობა open source-ს და ნუ გუგლს რა ;დ). რა არის Google APPS(GAPPS) ბოლო ვერსიაში KitKat-ში ქასთომ რომი საშუალოდ 200Mb-ს იწონის ამასთან ერთად თუკი დაგიყენებიათ Custom rom ასევე მოგიწევდათ დამატებითი არქივის დაფლეშვა GAPPS სახელით რომელიც დაახლოებით 150-170Mb არის სწორედ ამის დაყენების შემდეგ მივიღებთ სრულფასოვან სისტემას როგორიც Nexus დევაისებზე არის, მასში იქნება ინტეგრირებული Google Now რომლის წაშლაც არ ხდება,Google Play, Google Books და სხვა მრავალი აპლიკაცია. სწორედ ეს არის GAPPS(გუგლის აპლიკაციები) რომლებიც როგორც ზევით ავღნიშნე დახურული სოფტებია და მისი შეცვლა არ შეიძლება(ამიტომაც არის ამოღებული ის CyanogenMod-ის რომებში), როგორც წესი Android-ზე რომ გამოუშვა დევაისი რომელსაც ექნება ბორტზე gapps საჭიროა მწარმოებელმა გააგზავნოს სერთიფიცირებაზე გუგლში რომელიც შეაფასებს ხარისხს და წარმადობას რის შემდეგადაც მოხდება მოწყობილობის წარმოება(ნუ ეს ჩინურ non-brand მოწყობილობებს არ ეხება მათ საერთოდ არ აქვთ კავშირი Google-სთან) სწორედ ასე ხდება google apps სმარტფონში რომელიც ან უკვე ხვდება მომხმარებელს ან თვითონ აყენებს, შემდეგ წერს პაროლს, მეილს და იწყება სინქრონიზაცია. რომ გავარკვიოთ როგორ ხდება ეს ყველაფერი ამოვაარქივოთ ჩვენი gapps არქივი და ვნახოთ /system/app და /system/priv-app ჩაწერისას ეს ფაილები ზუსტად იმავე დირექტორიაში გადადის სმარტფონში, მეორე კატალოგი არის KitKat-ისთვის მათი ნახვა კი მხოლოდ მფლობელს(ადმინისტრატორს) შეუძლია ხოლო სხვა იუზერებისთვის კი დამალულია(გაეცანით ) /system/app დირექტორიაში იპოვით ბევრ გუგლის აპლიკაციას სხვადასხვა სახელით Chrome.apk,Gmail2.apk და სხვა. ყველა მათგანი სხვადასხვა გზით იღებს ინფორმაციას რაც სრულიად ნორმალურია(დიახ, გუგლმა უნდა იცოდეს რომ შენ კითხულობ პაულო კოელიოს მატი აპლიკაციის მეშვეობით!), შედარებით უფრო საფრთხეს წარმოადგენს GoogleContactsSynchAdapter.apk რომლის მისიაა გააგზავნოს სერვერზე კონტაქტების სია, ვიწერთ ამ app-ის სახელს ბლოკნოტში და ვაგრძელებთ. /system/priv-app/ კატალოგის უმეტესი აპლიკაციების ნაწილი არის ფრეიმვორკები და სერვისები რომლებიც უზრონველყოს ამ ყველა მექანიზმის და სინქრონიზაციის ჩართვა: • GoogleBackupTransport.apk - ევალება დაინსტალირებული აპლიკაციების შესახებ ინფორმაციის,Wi-Fi პაროლებისა და სხვა ტვიკების სინქრონიზაცია. • GoogleLoginService.apk - დევაისს აკავშირებს გუგლის ექაუნთთან. • GooglePartnerSetup.apk – 3dr party აპლიკაციებს საშუალებას აძლევს მიიღოს წვდომა გუგლის სერვისებთან. • GoogleServiceFramework.apk - ფრეიმვორკი სხვადასხვა ფუნქციონალურობით. • Phonesky.apk – Play Store(რაც არ უნდა გასაკვირი იყოს). • PrebuiltGmsCore.apk – Google Services, როგორც ჩანს ეს არის gapps-ის კერნელი. • Velvet.apk – Google-ს საძიებო სისტემა რომელიც შედგება Google Now-ისგან და ჰოუმ სქრინზე მყოფი ვიჯეტისგან. ეს არის ის აპლიკაციები რომლებიც იღებს ინფორმაციას, ეხლა კი გავუმკლავდეთ ამ ყველაფერს. • #მეთოდი N1-> ვრთავთ პარამეტრებიდან(Setting-ებიდან) ყველაზე უბრალო და მარტივი გზაა, ეს მეთოდი გამოადგებათ მათ ვისაც არ აქვთ დარუთული სმარტფონი/პლანშეტი, არ აქვთ ჩაწერილი ქასთომ რომი და ქასთომ რექავერი. ამის გაკეთება ყველა სტოკ რომზეა შესაძლებელი ექაუნთთან წვდომის გარეშე მაგრამ ეს მეთოდი ეფექტურობით ვერ გამოირჩევა რადგანაც სრულიად ვერ გამორთავს gapps ეს. ძირითადი ლოკაცია სადაც სინქრონიზაციის პარამეტრებია: Setting ->Accaunt ->Google -> [email protected] აქ შეიძლება გამორთოთ კონტაქტების სინქრონიზაცია,Gmail,Play Music, App cache, Google Keep და სხვა. ამ ყველაფრის გაკეთება მარტივია >საჭიროა უბრალოდ მოაშოროთ „თოლია“ შემდეგ გადავდივართ Backup&Restore კატეგორიაში(privacy>backup & restore შეიძლება ასე იყოს) აქ კი ვაშორებთ თოლიას Automatic Restore-ს და Back up my data-ს. ამის გარდა სხვა ბევრი აპლიკაცია არის gapps-ში უმრავლესობა ამ გზით რაც შეიძლება გამოირთოს არის Google-ს ექაუნთის პარამეტრებში, სასურველია გამორთოთ GPS მიმღებზე ადგილმდებარეობის ისტორიის შენახვა ასევე გამორთოთ Google Now. თუკი თქვენ საერთოდ არ იყენებთ გუგლის ექაუნთს(არამგონია იყვნენ ამ კატეგორიის ადამიანები[ან ძალიან ცოტა თუ იქნება]) და უბრალოდ გაქვთ გავლილი ავტორიზაცია უმჯობესია წაშალოთ Setting -> Accaunt -> Google -> [email protected] -> „Menu“ ღილაკი -> Delete Accaunt. • #მეთოდი N2-> ოფიციალური ROM-ის გასუფთავება იმ შემთხვევაში როდესაც სტოკ რომი(ოფიციალური/“ქარხნული“ სისტემა) გიყენიათ და ამასთან ერთად დევაისი დარუთული გაქვთ შეიძლება Google Apps-ის მოშორება მარტივად - წაშლა მისი მოწყობილობიდან. როგორც ზევით დავწერეთ ისინი ინახება /system/app და /system/priv-app დირექტორიებში. მაგალითად კიტკეტში Google-აპლიკაციები ასე გამოიყურება: • Books.apk – Google-ს წიგნები; • CalendarGoogle.apk – Google კალენდარი; • Chrome.apk – Google Chrome; • CloudPrint.apk - ღრუბლობანი ბეჭდვის სისტემა; • Drive.apk – Google Drive; • GenieWidget.apk - სიახლეების და ამინდის ვიჯეტი; • Gmail2.apk – Gmail; • GoogleContactSynchAdapter.apk - კონტაქტების სინქრონიზაცია; • GoogleEars.apk – Google Ears(Shazam-ის ანალოგი); • GoogleHome.apk – home screen ინტეგრირებული Google Now-ით; • GoogleTTS.apk - მეტყველების სინთეზის სისტემა; • Hangouts.apk – Google Hangouts; • Keep.apk – Google Keep; • LatinImeGoogle.apk - კლავიატურა ჟესტური წერის მხარდაჭერით; • Magazines.apk – Google ჟურნალები; • Maps.apk – Google-ს რუკები; • Music2.apk – Google მუსიკა; • PlayGames.apk – Google Play Games; • PlusOne.apk – Google+; • QuickOffice.apk – Quick Office; • Street.apk – Google Street; • Videos.apk – Google-ს ფილმები; • Youtube.apk – Youtube /System/priv-app-ში ასევე ასევე ინახება ისეთი ფაილები როგორებიცაა: • CalendarProvider.apk - ინახავს კალენდარის ინფორმაციას; • GoogleFeedback.apk - აგზავნის ანგარიშს Google Play-ს გამოყენების შესახებ; • SetupWizard.apk - პირველი ჩართვისას პარამეტრების დაყენების უტილიტი თუ შეიძლება ასე ვუწოდით; • Wallet.apk – Google საფულე; ესეც არ არის სრული ჩამონათვალი ამასთან ერთად Google Apps დამოკიდებულია რამდენიმე ფრეიმვორკზე რომლებიც მდებარეობს /system/framework-ში ეს ფაილებია com.google.android.maps.jar , com.google.android.media.effects.jar და com.google.widevine.software.drm.jar. კიდევ არის ბიბლიოთეკები /system/lib კატალოგში რომელსაც იხილავთ სურათზე მათი წაშლა არ არის აუცილებელი უბრალოდ შეგიძლიათ როგორც ზედმეტი ნაგავი თავიდან მოიშოროთ. თუკი პრობლემა შეგექმნებათ გაუკეთეთ დევაის factor reset გადმოიწერეთ თქვენი მოდელისთვის და ანდორიდის ვერსიისთვის შესაბამისი gapps( www.goo.im საიტიდან) და დაფლეშეთ რექავერიდან. • #მეთოდი N3-> Custom rom Gapps-ის გარეშე ამ მეთოდის განხორციელება შეიძლება მაშინ როდესაც დევაისი დარუთულია და გაქვთ დაყენებული ქასთომ რექავერი(CWM ან TWRP), ამ შემთხვევაში სმარტფონში/პლანშეტში იქნება სუფთა გუგლის გარეშე Android OS, მას არ ექნება Google Play და სხვა გუგლის სერვისები(გიღირთ თუ არა ეგ სხვა საკითხია კონფიდენციალობისთვის ამის გაკეთება) მაგრამ ესეც არ წარმაოდგენს პრობლემას და ამასთან დაკავშირებით ქვემოთ წაიკითხავთ. • #მეთოდი N4-> Google Play და სხვა არაფერი ვინც აქტიურად იყენებს გუგლის აპლიკაციების მარკეტს მაშინ ცოტა შემაფერხებელი იქნება მესამე მეთოდი სადაც გუგლ ფლეი ამოღებული არის ამ მეთოდით კი შეგვიძლია ჩავწეროთ ეს უკანასკნელი სხვა გუგლის app-ები კი მოვიშოროთ რაც ბუნებირვია დაზოგავს ჩვენს ოპერატიულ მეხსიერებასაც. მარტივია ვაყენებთ თქვენს მიერ არჩეულ Custom ROM-ს შემდეგ კი gapps-ის მოდიფიცირებულ პაკეტს სადაც იქნება მხოლოდ Google Play ერთ-ერთია BaNkS Gapps( www.goo.gl/7wLv5 )სადაც ფაილის სახელზე არის „თვე-რიცხვი_Gapps_core_4.4.2_signed.zip“ ეს მუშაობს ყველა სმარტფონზე აქვს ART რანთაიმის საფორთი და მასში მოთავსებულია მხოლოდ ძირითადი ფაილები გუგლის აპლიკაციების. დამატებითი ინფორმაცია • 3dr-party მარკეტები მეორე და მესამე მეთოდებში ვემშვიდობებით გუგლის აპლიკაციებს მათ შორის Google Play-საც ამიტომაც ჩვენ უნდა ვიპოვოთ სხვა გზა აპლიკაციების გადმოსაწერად რომ არ ვიყოთ მიჯაჭვული კომპიუტერს და USB კაბელს. ამ მომენტში არის სამი ძირითადი შემცვლელი/ალტერნატიული Google Play ესენია: Amazon AppStore, Yandex.Store და 1Mobile market რომლებსაც აქვთ თავიანთი დადებითი და უარყოფით მხარეები: • Amazon AppStore - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მარკეტი ფლეი სთორის შემდეგ სადაც 75 000-მდე აპლიკაციაა (შესადარებლად GP-ში დაახლოებით 800 000 არის) რომლებიც როგორც IOS ოპერაციულ სისტემაში კერძოდ iTunes-ში ხელით მოწმდება თითოეული app. აპლიკაციის ყიდვა შესაძლებელია როგორცპლასტიკური ბარათით ასევე ამაზონის მონეტებით(Amazon Coins). ერთ-ერთი საინტერესო მხარე ამ მარკეტის არის ის რომ ყოველ დღე ერთი რომელიღაც ფასიანი აპლიკაცია უფასოდ არის. • Yandex.Store - მაღაზია ცნობილი რუსული ვებ-კომპანიისა სადაც განთავსებულაი 85 000 -მდე აპლიკაცია რომლებიც მოწმდება Kaspersky-ს ანტივირუსით. • 1Mobile Market - ერთ-ერთი უმსხვილესი Android მარკეტი სადაც დაახლოებით 500 000-მდე აპლიკაციაა განთავსებული, არ საჭიროებს რეგისტრაციას და ანონიმურობა დაცულია. აპლიკაციები სამივე მარკეტში განთავსებულია თვითონ დეველოპერების მიერ ამიტომაც არანერ პრობლემას არ წარმოადგენს და ეს სამი მარკეტი ერთმანეთში კონფლიქტში არ შედის, შეიძლება ერთი მარკეტიდან დაინსტალირებული აპლიკაციის განახლება მაგალითად მეორე მარკეტის მეშვეობით. • ვცვლით საძიებო სისტემას სინქრონიზაციის გამორთვის შემდეგადაც კი ჰოუმ სქრინზე რჩება ჩაშენებული გუგლის საძიებო გრაფა. ზოგიერთი მწარმოებლის(Samsung-ზე მაგალითად) სტოკ რომზე ეს უბრალო ვიჯეტია და მისი წაშლაც მარტივია ხოლო „სუფთა“ ანდროიდში ის ინტეგრირებულია მისი გამორთვა შეიძლება > Setting > Applications > all > Google Search > Disable ან უნდა დააყენოთ launcher,გამორთვის შემდეგ შეგიძლიათ მარკეტიდან გადმოწიეროთ აპლიკაცია DuckDuckGo და მისი ვიჯეტი დაამატოთ home Screen-ზე. • Open Source მარკეტი სტატიაში აღწერილი მეთოდებისა და მარკეტების გარდა ქსელში შეიძლება იპოვოთ კიდევ ერთი კარგი მარკეტი რომელიც ჩამოთვლილებს სჯობს ეს არის F-Droid (www.f-droid.org) ის სრულიად ანონიმურია და მასში არის მხოლოდ თავისუფალი სოფტები ლიცენზიებიტ გავრცელებული FSF ფონდის მიერ. აპლიკაციების რაოდენობა f-droid-ში შეადგენს მხოლოდ და მხოლოდ ათასს მაგრამ სამაგიეროდ არცერთერთი მათგანი არ შეიცავს ბექდორს და სხვა მავნე „არსებას“ დასკვნა კომპანია Google-სთვის Android თავისი აპლიკაციების ნაკრების გარეშე ფაქტიურად გამოუსადეგარია ამიტომაც არაა გასაკვირი თუ რატომ მალავს ასე და ტოვებს ჩაკეტილს ამ აპლიკაციებს მაგრამ ამ სტატიით ნაჩვენებიარომ gapps-ის გარეშეც შესაძლებელია android ისე რომ იყოს მოსახერხებელი სინრქონიზაციისა და სხვა მექანიზმების გარეშეც. არჩევანი თქვენზეა. Thread: “Хакер” 03/182/2014[64x-mobile] Translated By Shopen OverClocekrs.Ge
  20. თემა იხურება გადახედეთ ხოლმე!
  21. კი როგორ არა გუშინაც დავრეკე და ხვალ ან ზდგ ამოვლენო მაგრამ არ ჩანან ხვალ თუ არ ამოვიდნენ კიდე დავრეკავ იმათ მაინც ვერ გააგებინებ შეუგნებლები არიან კაბელს ცალკე ყიდიან ვაფშე მგონი ეგენი რას გაიგებ ბლინ ეხლა მაგათ ელოდე კაბელს როდის მოიტანენ, ალტერნატივა მაინც იყოს @
  22. ესეიგი რა ხდება ოპერატორმა გააკეთონო შემდეგ მიზეზის მიხედვით მოვაგვარებთო ესენი არამგონია ამოვიდნენ ჯერ დღეს დავწერთო კაბელზეო განცხადებასო მაგრამ ეგ როდია იქნება კაბელი რო ჩამოვა xZ დავრეკავ კიდე ერთხელ კარგი და ვეტყვი არშეიძლება ამათი გვერხის ავლით გაკეთება? სხვა ქალაქიდან რო ჩამოვიდნენ მაგალითად ან რავი... მაგ გარკვევას რამდენი ხანი დაჭირდება?
  23. ე.ი ინტერნეტი არ მაქვს ეს #$%ები ვისაც აქ ევალება გაკეთება არ აკეთებს კაბელი მოიტანეო როდესაც თვითონ უნდა გააკეთონ ეგ კაბელიც (ცენტრალური რომელიც არის [პროსტა მეაქვს მხოლოდ ინეტი მაგ კაბელით]) რა უნდა გავაკეთო? თბილისისან არამგონია გომოგზავნონ ამათმა კიდე ან შენ იყიდე და მოიტანეო ან 1-2 თვე დაელოდე კაბელსო(ვინუჟდენში ვარ გაქტიურად ;/) ბლინ 3დღეა ინტერნეტი არ მაქვს
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.