Jump to content

Fisher

წევრი
  • Posts

    269
  • Joined

  • Last visited

Everything posted by Fisher

  1. ხრია ხრია ხრია ესენი როგორ გამომრჩა? რა შუაშია ეგ ჩამონათვალი? :givi: ალბათ დიდი ხანი არ არის რაც ფეხბურთს უყურებ და არ იცი თორემ ანრის უთამაშია იუვენტუსში, ბერკამპს ინტერში, რივალდოს კიდე მილანში და კიდე ბოლოს და ბოლოს შვიდი წელი მარადონა ყავდა სერია ა-ს ასე რომ ინატროს ჩემი აზრით ცოტა ხმამაღალი ნათქვამია :keh:
  2. თავდამსხმელი ჩემი აზრით მაშინ არის ტოპ კალათაში, თუ იტალიის ჩემპიონატშიც საუკეთესო იქნება სად რონალდო და სად რონალდუ თუ ცენზურაში არ ჩამითვლით :gigi:
  3. ბარსა არც მე არ მევასება, განსაკუთრებით 2005-06 წლის ფინალის შემდეგ, მაგრამ ბრავო ამის ავტორის ფანტაზიას :rofl2:
  4. არ გრცხვენია? მაგას როგორ ვიკადრებ კი არადა, მე არსენალის ფანი ვარ :D :D
  5. კი წაუგიათ სამარცხვინოდ რეალთან 8–2, პროსტო ძალიან დიდი ხნსი წინ <_<
  6. FC Barcelona ვნახე შენი ვიდეოები (გადახვევით) ჰოდა აბა ეს მინახე შენ ან მოდი ერთად გავაკეთოთ ჭი-ტააა სუდია ფითარასტ!
  7. არსენალის გაჩემპიონება სურვილი უფროა ვიდრე რეალობა, მაგრამ ბავშვობიდან მაგ გუნდის ფანი ვარ :s050: ვნახავ ეხლავე
  8. არსენალი უეჭველი და მეორე ის ვისაც გაუმართლებს და მანამდე არ შეხვდება მეზარბაზნეებს :xelebi: :xelebi:
  9. ცადე და არ ქნა თუ რაშია საქმე? :D
  10. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ YouTube-ზე ახალი დიზაინი გამოჩნდა, თუმცა სიკეთის კორპორაციამ ტრადიციას არ უღალატა და სიახლის დაყენება მხოლოდ ,,რჩეულებს,, შეეძლოთ. მაგრამ თუ თქვენ გსურთ ახალია დიზაინის დაყენება მოგიწევთ ხუთი ეტაპის გავლა: 1) გავხსნათ YouTube 2) Google Chrome–ში დავაჭიროთ Ctrl + Shift + J ან Ctrl+Shift+K Firefox–ის მომხმარებლებისთვის (Developer Tools–ის გასახსნელად) 3) შევიდეთ Console–ში ჩავწეროთ javascript:document.cookie="VISITOR_INFO1_LIVE=ST1Ti53r4fU"; და დავაჭიროთ ენთერს 4) გადავტვირთოთ გვერდი 5) Profit
  11. დღეისათვის ძალიან საინტერესო ამბები ხდება მობილური OS-ის სამყაროში. მაგალითად, კორპორაცია Microsoft თავისი Windows Phone 7-ით ცდილობს როგორმე გზა გაიკვლიოს და ოდნავ მაინც მიუახლოვდეს ამ ბაზრის მონსტრებს. დღეისათვის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ WP7 სმარტფონად თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს HTC Mozart, რომელიც ტექნიკური მახასიათებლებით თითქმის მთლიანად იმეორებს Android-გაჯეტის, HTC Desire-ის მონაცემებს, აქიდან გამომდინარე ალბათ ლოგიკურია ამ ორი მოწყობილობის ერთმანეთთან შედარება:
  12. აი ეგრე შეკაცო, დავიტანჯი ერთი სხვას მეუბნება მეორე სხვას . მადლობა ;)
  13. რა საჭიროა ამდენი ,,-სავით,, ,,მეორეს მხრივ,, ,ასევე,, მოკლედ ამიხსენით შემიძლია თუ არა ჩემი დაწერილი სტატიის აქ დადება და თუ შემიძლია წყაროდ სადაც პირველად დავწერე ეგ მივუთითო?? ან უფრო თავისუფალი ენით დავწერო ვიდრე საიტებზე ვწერ და წყარო ვაბშე არ მივუთითო???
  14. აწი აღარ დავაკოპირებხოლმე პირდაპირ, იქ ცოტა ჟურნალისტური ენაა საჭირო და აქ ცოტა ჩემებურად დავწერხოლმე ;)
  15. კომპანია Gartner–მა მიმდინარე წლის მესამე კვარტალის სმარტფონების მსოფლიო ბაზრის კველევის რეზულტატები წარმოადგინა. სამი თვის განმავლობაში სულ 440,5 მ.ლ.ნ. სმარტფონი და მობილური ტელეფონი გაიყიდა, რაც 2010 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 5,6%–ით მეტია, როცა ბაზრის მოცულობა 417,1 მ.ლ.ნ. ერთეულს არ აღემატებოდა. 105,4 მ.ლ.ნ. გაყიდული «ყურმილით» ბაზარზე ლიდერობას Nokia არავის უთმობს, თუმცა არც ამჯერად დარღვეულა ტრადიცია და კომპანიის წილი 28,2–დან 23,9%–მდე ჩამოვიდა. მეორე ადგილზე სამხრეთ კორეული მწარმოებელი, Samsung იმყოფება, რომელმაც 78,6 მ.ლ.ნ. სმარტფონის/ტელეფონის რეალიზება მოახერხა და ბაზრის 17,8% დაიკავა. შეგახსენებთ, რომ ერთი წლით ადრე ეს მაჩვენებელი 17,2%–ს შეადგენდა. შემდეგ მოდის LG Electronics, მან სამი თვის განმავლობაში 21,0 მ.ლ.ნ. აპარატი გაყიდა, შესაბამისად ნაცვლად 6,6 პროცენტისა, დღეისათვის მხოლოდ 4,8%–ს ფლობს. მეოთხე და მეხუთე პოზიციებზე Apple და ZTE იმყოფებიან, რომლებიც 17,3 და 14,1 მ.ლ.ნ. გაყიდული მოწყობილობით ბაზრის 3,9 და 3,2%–ს აკონტროლებენ. ზრდა — 0,7 და 0,3%, შესაბამისად. Gartner–ის ანალიტიკოსები ასევე აღნიშნავენ, რომ, ერთი წლის განმავლობაში, მოთხოვნა სმარტფონებზე 42%–ით გაიზარდა — 115 მ.ლ.ნ. ერთეული. 24 მ.ლ.ნ. გაყიდული კომუნიკატორით, ლიდერთა დავაში, Samsung უმსხვილესი მწარმოებლის სტატუსს არავის უთმობს; მეორეზეა «ვაშლების» კომპანია, რომელმაც სამი თვის განმავლობაში 17 მ.ლ.ნ. «ჭკვიანი ტელეფონის» რეალიზება მოახერხა. უდიდესი პოპულარობით სარგებლობენ Android-მოწყობილობები: მათი წილი მესამე კვარტალში სულ გაყიდული სმარტფონებიდან 52,5%–ს შეადგენს (ერთი წლით ადრე — 25,3%). შემდეგ მოდიან Symbian–აპარატები (16,9%), iOS (15,0%), BlackBerry OS (11,0%), Bada (2,2%) და Windows (1,5%). უცხოური: gartner ქართული: GO ქართული ჩემია
  16. რა მაინტერესებს, აი სმარტფონების ოპერაციული სისტემების ბაზრის კვარტალური მოცულობა, გაყიდვების ოდენობა, სტატისტიკა... ასეთი შინაარსის პოსტები რო დავდო მოჟნა? ანუ ბიზნეს თემა გამოდის რა :ugly_confused2:
  17. გუგლი ჯიგარია ))
  18. სალამი ანდროიდის ყველა მოყვარულს და მომხმარებელს,ასევე იმათ ვინც ეხლა კითხულობს ამ პოსტს. მაგარი დამეზარა ამ ვიდეოს გაქართულება, თან არც დრო მქონია, ჰოდა KedDroid — ეს არის ყველაზე აქტუალური თამაშებისა და პროგრამების ყოველკვირეული კრებული, სადაც შესულია როგორც ახალი ასევე უკვე ცნობილი აპპსები. დღეს განხილული თემებია: 1) Jobs; 2) Blip.me; 3) Cartoon Wars; 4) PES 2012; 5) Screencast.
  19. კი, კონცეფტი აშკარად ძალიან მაგარია, მაგრამ ეს ვიდეო იმ განუხორციელებელ პროექტს მაგონებს დრეკადი ტელეფონის შექმნა რო სურდათ :gigi: ეხ ნოკია ნიკია :keh2:
  20. და კიდევ ერთი მარტივი გზა, რომელიც თითქმის ყველა ვიდეო პორტალიდან ვიდეოების გადმოწერის საშუალებას მოქცემს, თან გადმოწერილ ვიდეოს ხარისხს არ დაუკარგავს. აი დაყენების ახსნაც http://www.youtube.com/watch?v=u-680j9vkgw
  21. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ Intel, დღეისათვის, ტექნოლოგიური თვალსაზრიზით, მსოფლიოში უმსხვილესი ქარხნების მფლობელია. რითი განსხვავდებიან ისინი ქუთაისის საავტომობილო ქარხნისგან? მოდი ერთად ვნახოთ. ეს სტატია, პირველ რიგში დაეხმარება იმ ადამიანებს, რომელთაც სურთ გახსნან საკუთარი ქარხანა, პროცესორების საწარმოებლად — თუ მსგავსი იდეა, თუნდაც ერთხელ, გაგჩენიათ, მაშინ კომფორტულად მოკალათდით თქვენს სავარძელზე და მოინიშნეთ საინტერესო ცნობები თქვენს სანიშნეებში ყველასათვის ნათელია, რომ ქარხნების გარეშე მწარმოებლობა შეუძლებელია. დღეისათვის Intel-ს 4 ქარხანა გააჩნია, რომელთაც შეუძლიათ 32 ნანომეტრული პროცესორების წარმოება: D1D და D1C ორეგონის შტატში, Fab 32 არიზონას შტატში და Fab 11X ნიუ-მეხიკოში. ქარხნების მოწყობილობა Intel-ის თითოეული ქარხნის სიმაღლე, რომლებიც აწარმოებენ პროცესორებს 300 მილიმეტრიან კრემნიუმის ფირფიტებზე, 21 მეტრს შესადგენს, ხოლო ფართობი — 100 ათას კვადრატულ მეტრს. ქარხნის შენობა შეიძლება 4 ძირითად სექტორად დაიყოს: სავენტილაციო სისტემების დონე მიკროპროცესორი მილიონობით ტრანზისტორისგან შედგება — ყველაზე პატარა მტვრის ნაწილაკს, რომელიც მოხვდება კრემნიუმის ფირფიტაზე, ათასობით ტრანზისტორის განადგირება შეუძლია. ამიტომ აუცილებელია, რომ ყველა ოთახი სტერილურად სუფთა იყოს. სავენტილაციო სისტემის დონე შენობის ზედა ნაწილზეა განთავსებული — სპეციალური სისტემები, ჰაერის 100%-ით გაფილტვრას, ტემპერატურის რეგულირებასა და ტენიანობის კონტროლს უზრუნველყოფენ. ე.წ. «სუფთა ოთახები» იყოფა კლასებად: ოთახები, რომლებშიც მტვრის რაოდენობის მოცულობა ერთეულებამდეა დაყვანილი და ოთახები, რომლებიც საოპერაციო დარბაზთან შედარებით 1000-ჯერ სუფთაა. სუფთა ოთახებში, ვიბრაციის ჩასახშობად, გამოყენებულია სპეციალური ვიბროსაწინააღმდეგო საძირკველი. «სუფთა ოთახების» დონე მისი მოცულობა რამდენიმე საფეხბურთო მოედნის ფართობს აღემატება — აქ ამზადებენ მიკროპროცესორებს. სპეციალური ავტომატიზირებული სისტემა ფირფიტების ერთი საწარმოო სადგურიდან მეორეზე გადატანას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, მუშაობისთვის აუცილებელი პირობაა მომსახურე პერსონალის «სისუფთავე»— სპეციალისტებს აცვიათ სპეციალური კოსტიუმები, რომლებიც ფირფიტებს მტვრის ნაწილაკებისგან, თმებისგან და კანის ნაწილებისგან იცავენ. ასეთ კოსტიუმს «Bunny suit» ეწოდება — მის ჩასაცმელად 30-დან 40 წუთამდეა საჭირო. ქვედა დონე აქ ქარხნის მუშაობისთვის აუცილებელი სისტემებია განთავსებული (ტუმბოები, ტრანსფორმატორები და სხვ.) დიდი მილების (არხები) საშუალებით სხვადასხვა ტექნიკური აირები, სითხეები და დამუშავებული ჰაერი გამოიყოფა. ამ განყოფილების თანამშრომლის სპეცტანსაცმელს შეადგენს: ჩაფხუტი, დამცავი სათვალე, ხელთათმანი და სპეციალური ფეხსაცმელი. საინჟინრო დონე ეს დონე ქვედა დონის გაგრძელებას წარმოადგენს. აქ მდებარეობს ელექტრო პანელები, რომლებიც ქარხნისთვის საჭირო ელექტრი ენერგიას გამოიმუშავებენ; მილსადენები და საჰაერო მილები, ასევე კონდიციონერები და კომპრესორები. ასეთი სიმძლავრის ქარხნის ასაშენებლად საჭიროა, დაახლოებით, სამი წელი და $5 მლრდ. თუ ამ ციფრებმა თქვენში გაოცება ვერ გამოიწვია, მაშინ აი კიდევ მიახლოებითი სტატისტიკა: — 19 000 ტონაზე მეტი ფოლადი — 112 000 კუბური მეტრზე მეტი ბეტონი — 900 კმ-ზე მეტი სადენი კომპანიის ერთ-ერთი ქარხნის მშენებლობის პროცესი: Intel Copy Exactly ნახევარგამტარების მწარმოებელი კომპანიების აღჭურვილობა და მუშაობის პროცესი განსხვავდება იმით, თუ რა მასალა გამოიყენება კონკრეტული პროდუქციის დასამზადებლად. პილოტ წარმოებიდან სერიულზე გადასვლისას, ხშირად ჩნდება გაუთვალისწინებელი სიტუაციები და მსგავსი შეფერხებები, რომლებიც ტექნოლოგიური პროცესების ადაფტირებისა და დახვეწის აუცილებლობით არის გამოწვეული. გარდა ამისა, სერიული წარმოებით გამოწვეულ შეფერხებას კიდევ ერთ დაბრკოლებასთან შეუძლია მიგვიყვანოს — ტექპროცესის დანიშნულების პარამეტრების ცვლილება. კომპანია Intel-ს ასეთ სიტუაციებთან საკუთარი მიდგომა გააჩნია, რომელსაც Copy Exactly ჰქვია. ამ ტექნოლოგიის არსი: ლაბორატორიული პირობების აბსოლიტური კოპირება, ნებისმიერ, ასაშენებელ ქარხანაში. მუშავდება ყველა დეტალი — არა მხოლოდ შენობა (კონსტრუქცია, აღჭურვილობა, მილსედენების სისტემა, ოთახების ადგილმდებარეობა, კედლების შეფერილობა), არამედ შესასვლელ-გამოსასვლელი სისტემების პარამეტრები (რომლებიც 500-ზე მეტი აქვს), ასაშენებელი ნედლეულის მიმწოდებელი და პერსონალის მომზადების მეთოდიც კი. ეს ყველაფერი, სამშენებლო კომპანიას მთელი დატვირთვით მუშაობის საშუალებას აძლევს, თუმცა ეს არ არის მთავარი პლიუსი. ასეთი მიდგომის წყალობით ქარხანა უფრო მოქნილი ხდება — ფირფიტების მწარმოებელი ერთ-ერთი ქარხნის მწყობრიდან გამოსვლის ან რეორგანიზაციის შემთხვევაში, შესაძლებელია მათი მეორე ქარხანაში სწრაფი და უსაფრთხო გადატანა. მსგავსი მიდგომა ყველა კონკურენტმა კომპანიამ დადებითად შეაფასა, თუმცა, რატომღაც არცერთი არ იყენებს მას. მოგზაურობა Intel-ის სამყაროში: წყარო http://hi-tech.ge/2010/12/06/intel-fab/
  22. ფასს გააჩნია რამდენს გადაიხდი. აბა ეს ნახე http://www.samsung.com/us/video/tvs/UN40D5500RFXZA
      • 2
      • Downvote
      • Upvote
  23. მადლობა ლომსა! ^_^
  24. ვიდეო გამომრჩენია )) http://www.youtube.com/watch?v=lrHT_3cG_UI
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.