-
Posts
269 -
Joined
-
Last visited
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Fisher
-
ეს თემა ერთ დროს იყო ,,აქტუალური,, ეხლა ყველას ახალი დიზაინი აქვს :)
-
რჩევა მინდა ბიზნესის დაწყებასთან დაკავშირებით :D :D
Fisher replied to AVENGER's topic in ზოგადი დისკუსიები
კი პროსტო მერე მოვწვი აქ რო არ უნდა დამეწერა მოკლედ თუ გინდა გააკეთე თუ გინდა ისე დადე, მე არ ვხმარობ მაინც და შენი იყოს თუ წაიღებ :) -
რჩევა მინდა ბიზნესის დაწყებასთან დაკავშირებით :D :D
Fisher replied to AVENGER's topic in ზოგადი დისკუსიები
მგონი 9800 GT მიგდია სახლში, რო გამოვცვალე ხურდებოდა, ხოდა მე მაინც არ ვხმარობ, თუ გინდა შემხვდი და ჩაგახუტებ :) -
პლიუს ერთი ძმა
-
ჰმ, მეკიდე მარტო ჩაქუჩი მეგონა აქამდე მწარე გაოფდა თემა, თან მეც მოვრჩი, შეუძლია მოდერს დახუროს :)
-
რატო მებოდიშები ვერ მივხვდი? მართალია, ძალიან საინტერესო რაღაცეები იწერება კი არა, ბევრი რამ აქ გავიგე, მაგრამ GO რა შუაშია მაინც ვერ მივხვდი, ან მერე რა რო არ იყო, ეხლა ხო არის :)
-
კი, overclockers ფორუმი, სადაც საინტერესო სტატიები მზის დაბნელების სიხშირით იწერება გაპიარება არ აწყენდა (ლოლს). თან პიარ მენეჯერიც არ გვყავს და თუ გეხერხება ეგ საქმე და გინდა, ვიტყვი შენზეც :D
-
მადლობა ბექა, ANuB1S, ავიყვანე kloud :)
-
პირველ რიგში გასაგებია, მე ამის ახსნა არ მჭირდება, ვორდპრესზე ვმუშაობ უკვე რამდენი ხანია და სურვილიც არ მქონია ხელით დამეწერა, თან ხელით დაწერილის დროს რამე შეცდომა რო გაიპაროს ან ისევ თავიდან იქნება გასაკეთებელი, ან დიდი დრო უნდა ხარვეზის პოვნას, ვორდპრესზე კი მოვა აფდეითი და ხარვეზები ავტომატურად სწორდება, ვიცი ეგ ყველაფერი მე, მაგრამ რა ვუყო ეგრე უნდათ მაგათ, მე კი არ ვწყვიტავ მეორე, თუ მე რაც მინდა მაგაზე არ დაწერთ თემას რატო მიოფებთ? გასაგებია, რომ გესმით ეგ საქმე, მაგრამ ეხლა მე ეგ ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს
-
არა მადლობა, მე პირადად ვორდპრესი ვიცი, მაგრამ კაპრიზნი ხალხია ეგენი, მაინცდამაინც ხელით დაწერილი უნდათ მადლობა მაინც ყურადღებისთვის
-
მოკლედ, სასწრაფოდ მჭირდება PHP-ს მასტერი. ერთ-ერთი კომპანიაა, რომელსაც ჩინათეიდან ჩამოაქ მსხვილი ტექნიკა, china2georgia, ჰოდა საიტი არააქვთ (ლოლ), დამირეკეს მე, მაგრამ მე არ ვიცი ეს PHP, ასე რომ ვინმე თუ ხართ აქ PHP-ს მცოდნე, ან თუ იცნობთ ვინმეს მისამართი გამაგებინეთ. ნუ მე მერე ადმინად წავალ დიდი არაფერი არაა გასაკეთებელი ერთი შეხედვით, პროსტა ინფო და გალერეა. აი ამის მსგავსი: თანხებზე და მსგავს დეტალებზე პირადში. დიდი მადლობა წინასწარ :)
-
ბარსას ფანებს გაუსწორდებათ ეს ვიდეო
-
25 წლის ამერიკელმა პროგრამისტმა, ტრევორ ეკხარტმა (Trevor Eckhart) სმარტფონების უამრავ მოდელში აღმოაჩინა ფარული პროგრამა Carrier IQ, რომელიც დეტალურ ინფორმაციას აგროვებს აპარატსა და მასზე შესრულებულ მოქმედებებზე. Carrier IQ – ეს არის სპეციალური ქვეპროგრამა, რომელიც იწერს საძიებო მოთხოვნებს, ტექსტური შეტყობინებების შინაარსს, GPS კოორდინატებს, ტელეფონის ნომრებს, კლავიატურიდან აკრეფილ სიტყვებს და ა.შ. ამასთან უტილიტე მჭიდროდ არის ინტეგრირებული კომუნიკატორის პროგრამულ უზრუნველყოფასთან და მისი გამორთვა შეუძლებელია. ჯაშუშური პროგრამა «ჩაკერილია» მილიონობით ფიჭურ აპარატში. მათ შორის Nokia–სა და RIM–ის ჭკვიან ტელეფონებში, ასევე Android–ის ძალიან ბევრ სმარტფონში. Carrier IQ–ს შემქმნელები ჯაშუშურ განზრახვებს კატეგორიულად უარყოფენ. თუ მათ დავუჯერებთ, უტილიტე განკუთვნილია ფიჭური აპარატების სწრაფქმედების ანალიზისთვისა და შესაძლო პრობლემების გამოვლენისთვის – მაგალითად, კავშირის მოულოდნელად დაკარგვა. როგორც ცნობილი გახდა Carrier IQ–ს აყენებენ თავად სმარფონების მწარმოებლები ან მობილური ოპერატორები. მიზეზი: ხარვეზების მოგვერების ეფექტური საშუალება. თუმცა თუ დავაკვირდებით Carrier IQ–ს შექმნის მიზეზი მაინცდამაინც დამაჯერებლად არ ჟღერს. ამერიკელი სენატორი ალ ფრანკენი (Al Franken) ღია წერილში მწარმოებლებისგან დეტალურ ახსნა განმარტებებს მოითხოვს. «თუ Carrier IQ მომხმარებლის მითითების გარეშე აგროვებს ინფორმაციას ისე, როგორც ამას აცხადებს მკვლევარი ტრევორ ეკხარტი, ეს შეიძლება ფედერალური კანონის დარღვევად ჩაითვალოს», – წერს ბატონი ფრანკინი. Carrier IQ–ს შემქმნელებმა ყველა დასმულ შეკითხვას 14 დეკემბრამდე უნდა გასცენ პასუხი. ვაჰ, მგონი არასწორ განყოფილებაში დავწერე, მოდერ გადაიტანე სადაც საჭიროა რა კაცურად :)
-
ცოტა ხნის წინ აქ გავხსენი პოსტი თუ როგორ დაგეყენებინათ youtube-ს ახალი დიზაინი, ზოგს მოეწონა ზოგმა ეს რა ჯანდაბაა ძველი დამობრუნეთო. მოკლედ ამჯერად გთავაზობთ თუ როგორ დავაყენოთ გუგლის ახალი დიზაინი, პლუს ვიდეო, სადაც ნახავთ თუ რას აყენებთ. სულ არის ოთხი ეტაპი: 1. ვხსნით გუგლის საიტს 2. ვაჭერთ Ctrl + Shift + J (Google Chrome) ან Ctrl+Shift+K (Firefox) და შევდივართ Developer Tools-ში 3. ვწერთ document.cookie="PREF=ID=03fd476a699d6487:U=88e8716486ff1e5d:FF=0:LD=en:CR=2:TM=1322688084:LM=1322688085:S=McEsyvcXKMiVfGds; path=/; domain=.google.ge"; window.location.reload(); 4. ვაჭერთ ენთერს და Profit! აჰა ვიდეოც და პრეტენზიები არ იყოს
-
- 1
-
-
მალადცომ შენ, გილოცავ! აი ჩემი ხუთწუთიანი დასვენება კი საღამოს შვიდ საათამდე გაგრძელდა :D
-
ბლია, პონჩიკზე გაუშვეს არსენალის დაცვა http://www.youtube.com/watch?v=az4glGL_Wxo
-
კიდე ერთი ჩვენიანი სოლიდარობას გიცხადებთ აქამდე არსენალი მეგონა ნორმალური გუნდი და არ არის ვითომ? :D
-
როგორ შევქმნათ სათვალთვალო რობოტი ვიდეო კამერით
Fisher replied to Fisher's topic in Hi-tech & General Technology
შენ ოღონდ იბეიდან გამოწერე რაც მანდ მითითებულია და რაზეა ბაზარი გაიხარე რადგან ეს არ წარმოადგენს ვინმეს ინტელექტუალურ საკუთრებას და ნებისმიერო მოყვარულს შეუძლია შექმნას, მგონი კი -
ერთი ათასად :thumbsup:
-
როგორ შევქმნათ სათვალთვალო რობოტი ვიდეო კამერით
Fisher replied to Fisher's topic in Hi-tech & General Technology
რადიუსი დამოკიდებულია რადიო გადამცემზე, ამ შემთხვევაში 50 (+-10) მეტრი -
როგორ შევქმნათ სათვალთვალო რობოტი ვიდეო კამერით
Fisher replied to Fisher's topic in Hi-tech & General Technology
როცა დრო მექნება გმადლობთ დადებითი შეფასებისთვის :rolleyes: -
უკვე დიდი ხანია რაც ქართული ტექნოლოგიური საიტების აქტიური მომხმარებელი გავხდი, მაგრამ ჯერჯერობით ვერსად ვნახე სტატია სადაც დეტალურად იყოს ახსნილი თუ როგორ შევქმნათ რობოტი საკუთარი ხელებით, რობოტი რომელსაც ექნება შასი, კამერა და მართვა bluetooth-ჯოისტიკის საშუალებით. შეიძლება ითქვას, რომ რატომ უნდა ავაწყო რობოტი მაშინ, როცა შევუკვეთავ და ჩამომივა? პირველ რიგში, ეს მაინცდამაინც საინტერესო არ არის, თავად პროცესი, რობოტის შექმნა საკუთარი ხელებით უდიდეს სიამოვნებას მიანიჭებს ნებისმიერს. მორე, შეუკვეთო რობოტი, რომელიც თქვენს მოთხოვნებს სრულიად დააკმაყოფილებს ძალიან რთული თუ საერთოდ შესაძლებელია და მესამე სახლის პირობებში შექმნილი რობოტი შედარებით იაფია, ვიდრე ნაყიდი. მოკლედ თუ თქვენც ერთხელ მაინც გიფიქრიათ მსგავსი რამ და ჭანჭიკები და კლუჩები თქვენი ახლო მეგობარია, მაშინ მოიმარჯვეთ სანიშნეები, $#^#(|დები რაც შეიძლება მარტივ და გლეხურ ენაზე ავხსნა ყოველი დეტალი. მაშ ასე, მთლიანი პროცესი დავყოთ სამ ნაწილად: 1. რობოტის ნაწილები 2. საბორტო მიკროკონტროლერის პროგრამირება 3. პერსონალური კომპიუტერიდან მართვის პროგრამირება როგორც ვიცით, რობოტს არ შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, ანუ ჩვენ უნდა გადავცეთ ვიდეოსიგნალი იმისთვის, რომ მან შეძლოს ნებისმიერი მოძრაობის განხორციელება. საქმის ამ ეტაპამდე მიყვანა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, უბრალოდ საჭიროა დავამატოთ სენსორი და დავწეროთ ლოგიკა საბორტო კომპიუტერისათვის. პლატფორმა გათვლილია ამაზე. ჩვენ დაგვჭირდება: რობოტის შასისთვის 1. ორძრავიანი კოლოფი რედუქტორით — Tamiya Twin Motor Gearbox (TAM70097) 2. ხრახნები და კოჭები — Tamiya Track and Wheel Set (TAM70100) 3. პლატფორმა და სამაგრი — Tamiya Universal Plate Set (2) (TAM70157) საბორტო ელექტრონიკა Arduino Duemillanove/ Freeduino 2009 — ჩვენი რობოტის ტვინი რადგან ამაზონზე ვერ ვნახე Atmega168-ის ბაზაზე შექმნილი ჩვენი რობოტის ტვინი, გალინკული მაქ Atmega328P-ზე, თუმცა თუ თქვენ არ აპირებთ ძალიან სრულყოფილი ლოგიკის დაწერას, ან Arduino-ის გამოყენებას სხვა ექსპერიმენტებისთვის, სადაც 16 კბ ფლეშ მეხსიერება შეიძლება არ გეყოთ, მაშინ Atmega168-იც გეყოფათ (თან უფრო იაფია). 2. ძალური მოდული Motor Shield V2 ან V3 (900 р), ძრავის სამართავად. მე V3-ს გირჩევთ, ის ბევრად მოქნილია. 3. Sensor shield V4 — სენსორების ამამუშავებელი მოხერხებული მოდული. 4. SmartBluetooth საჭიროა პერსონალური კომპიუტერთან ან ნოუთბუქთან დასაკავშირებლად. 5. Bluetooth dongle — თუ დავაპირებთ პერსონალურიდან მართვას და მასში არ არის Bluetooth-ინტერფეისი, მაშინ აუცილებლად უნდა ვიყიდოთ. 6. ასევე აუცილებელი აპარატის კვება. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი АА ბატარეა, რომელიც დაახლოებით ასე გამოიყურება «RPMS & AA» ან კრონის ტიპის 9v ბატარეა. თუმცა მე მაინც გირჩევთ ბევრად მოხერხებულ LiPoly აკუმულატორებს: აწყობის პროცესი მოკლედ ვიღებთ Tamiya 70100-ს და М3х10 ჭანჭიკების გამოყენებით მოხერხებულად ვამაგრებთ Tamiya universal plate set-ის პლატფორმაზე. შემდეგ ვიწყებთ Tamiya Twin Motor Gearbox-ის (TAM70097) აწყობას. ჩვენ გვაქ "კარობკის" აწყობის ორნაირი გადაცემათა ფარდობები. 58:1 ძალიან სწრაფად დარბის, თუმცა დაბალ სიჩქარეზე ძლივს მიეთრევა, ხოლო როგორც კი დავტვირთავთ პლატფორმას შეიძლება საერთოდ მოკვდეს. ამიტომ მე გირჩევთ 201:1–ს, ასე ჩვენი «ტანკი» ვერ ირბენს თუმცა ივლის შეუფერხებლად, თუმცა მექანიზმის ხმაური ოდნავ მაღალი იქნება. შემდეგ, ექვს შასს ვსვამთ ექვს ღერძზე. ამის შემდეგ გადამყვანებით ვაერთებთ ძრავს კვების წყაროსთან. შემდგომ ვამაგრებთ მეორე პლატფორმას ელექტრონიკის დასამაგრებლად. პრინციპში შეიძლება ერთსართულიანიც გავაკეთოთ, თუმცა მანდ თავისუფალი ადგილი ძალიან ცოტა რჩება, აქედან გამომდინარე მოერე პლატფორმა ბევრად მოხერხებულია. მეორე სართულზე М3х10 ჭანჭიკების გამოყენებით ვამაგრებთ Arduino/Freeduino–ს. მანდვე ვამაგრებთ MotorShield. პლატფორმის ხვრელების გავლით, ძრავიდან გამოგვყავს მავთულები და ვამაგრებთ М3 და М4 პორტებზე — გვერდითა კბილანები, შუა გამოუყენებელი რჩება (ის მოსიარულე ძრავებისთვის არის განკუთვნილი). ძრავის ჩართვის პოლარულობას ჯერჯერობით დიდი მნიშვნელობა არ გააჩნია, ასე რომ არევის არ შეგეშინდეთ. ბოლოს, Bluetooth მოდული მიამაგრეთ გვერდითა პანელზე და საბოლოო ჯამში უნდა გამოგივიდეთ აი ასეთი ბუტერბროდი: Arduino USB პორტით დაამაგრეთ პლატფორმის კიდეზე, იმისთვის, რომ მერე მოხერხებულად შეაერთოთ კაბელი და დააპროგრამოთ რობოტიდან მოუხსნელად. ვიდეოსისტემა: იმისათვის, რომ გავისეირნოთ ჩვენი რობოტით აუცილებლად დაგვჭირდება ვიდეოკამერა, რადიოგადამცემი (ტრანსმიტერი) და მიმღები (რესივერი) ვარიანტი საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა ყოველ შემთხვევაში მე გირჩევთ 1.2 გ.ჰ.ც-ზე მომუშავე მოწყობილობას და არა 2.4 გ.ჰ.ც, რადგან თავიდან ავიცილოთ bluetooth მოდულის ხარვეზები და WiFi, რომელიც უკანასკნელ სიხშირეზე მუშაობს. აი მაგალითად ასეთი კომპლექტი: ყველა ასეთ CMOS კამერების გამოსახულებას მაინცდა მაინც გადასარევი გამოსახულება არააქ, აქედან გამომდინარე შეგიძლიათ შეუკვეთოთ აი ასეთი: გარდა ამისა უნდა გვქონდეს სამაგრები: როგორც სურათზე წარწერა გვეუბნება სერვო კომპლექტში არ შედის, აქედან გამომდინარე მისი ცალკე შეძენა მოგვიწევს. დაგვჭირდება ორი ცალი, თუმცა უმჯობესია შევიძინოთ მესამეც თუ რომელიმე გაფუჭდა. ცენტრალური აკუმულატორი რადგან 9 ვოლტიანია, ჩვენი კამერა კი 11.1–ს მოითხოვს, დაგვჭირდება დამატებითი ელემენტი შეგვიძლია რესივერი პირდაპირ ტელევიზორს მივაერთოთ, თუმცა ვმართოთ კომპიუტერიდან, მაგრამ ტელევიზორიდან ყურება მაინცდამაინც მოხერხებული არ არის, ამიტომ დაგვჭირდება ვიდეოგამოსახულების ციფრირების მოწყობილობა. ჩვენდა სასიხარულოდ ის ძალიან კომპაქტურია, იკვებება USB პორტიდან, ყველა კაბელი და სოფტი კომპლექტში შედის: ... და ბოლოს, როგორც ყველა ელექტრო მოწყობილობას აქაც დაგვჭირდება გამომრთველი მოკლედ ნელნელა დასასრულს უახლოვდება ჩვენი სტატია. მე $#^#(|ადე რაც შეიძლება დაწვრილებით აღმეწერა ჩვენი რობოტის აწყობის სქემა. შეიძლება რაღაც დეტალი გამომრჩა, მაგრამ იმედია კომენტარების სახით შეავსებთ დანაკლისს. გარდა ამისა გამოვიყენე სხვადასხვა ინტერნეტ მაღაზია, თუმცა შეიძლება ეს ნაწილები ერთ რომელიმეშიც ყოფილიყო, თუმცა ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია, თუ სად შეიძენთ და რა ფასად, რადგან ყველგან სხვადასხვანაირი ფასებია. სასიამოვნო აწყობის პროცესს გისურვებთ! ;)
- 21 replies
-
- 16
-
-
მაგრამ ვნახეთ ვინც გამოვიდა :babu:
-
:facepalm: :facepalm: ხარაშო რადან დაკონკრეტება გჭირდება და ისე ვერ ხვდები, აგიხსნი: მე ვთქვი ,,თუ იტალიის ჩემპიონატშიც საუკეთესო იქნება,, მაშინ მსოფლიოშის ერთ-ერთი საუკეთესო იქნება, რადგან სერია ა-ს დაცვა ყველაზე ხისტია მსოფლიოში, განსაკუთრებით მაშინ როცა თვრამეტი გუნდი იყო და ოთხი გადადიოდა სერია ბე-ში, 88 წლამდე ხო ვაბშე თექვსმეტი იყო; ამას პლიუს მე არ მითქვამს, რომ ეს აუცილებელი პირობაა, ანუ მანდ თუ დააკვირდი არ წერია ,,თუ იტალიის ჩემპიონატში იქნება საუკეთესო, მხოლოდ მაშინ...,, ან რამე მსგავსი დაბოლოება, რა თქმა უნდა შეიძლება სერია ა-ში არ ითამაშო და ისე იყო ვარსკვლავი, ამას პატარა ბავშვიც მიხვდება. ეგ ჩამონათვალი კიდე იმიტომ გავაკეთე, რომ თავად ახსენე ამათ არ უთამაშიათო, მე უბრალოდ შეცდომა ჩაგისწორე და ბოლოს, კრიშტიანუ რონალდუ ჩემთვის ვერასდროს ვერ გახდება მარადონა და ყოველთვის ტრაკში პერო გაყრილი პორტუგალიელი დარჩება, ეს უბრალოდ ლირიული გადახვევა ^_^
