გადასახადი ბევრი თუ არ გინდა მოგივიდეს, მაღალი მქკ-ს (მარგი ქმედების კოეფიციენტი - ანუ მიღებული ენერგიის რა ნაწილს გარდაქმნის სასარგებლო, კომპიუტერისთვის გამოსაყენებელ ენერგიად) მქონე კვება უნდა იყიდო, რომელსაც ექნება 80+ კოეფიციენტი, რომელიც თავის მხრივ იყოფა რამდენიმედ: ჩვეულებრივი 80+, 80+ Bronze, Silver, Gold და Platinum. ჩვეულებრივს და Bronze-ს შორის არაა დიდი განსხვავება წარმადობაში (მაქსიმუმ2-3%) და ფასშიც არაა დიდად განსხვავებული. აი, დანარჩენები შედარებით ძვირი ღირს. კომპის ATX ყუთზე მოყოლილი კვების მქკ ძირითადად 65%-ს ვერ ცდება და 12 ვოლტზეც დაბალი სიმძლავრე აქვს (საერთო სიმძლავრის 50-60% უმეტესად).
რაც შეეხება ფასებს, ძალიან ცვალებადია და იაფიცაა ნახმარი კვების ბლოკების ბაზარი. მე ჩემს ძმაკაცს ნახმარი, მაგრამ მაგარი მუშა და მოვლილი Coolmax-ის 700 ვატიანი 80+ კვება ebay-ზე 17 დოლარად ვაყიდიე...