Jump to content

მათე

მოდერატორი
  • Posts

    15278
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    128

Everything posted by მათე

  1. secure boot გათიშე legacy-ზე უნდა გეყენოს თუ აქვს საშალება კომპს და ისე დააყენო დუალ boot. ეხლა რო გადაგყავს legacy-ზე არაფერს განახებს ხო?
  2. კი ძველია. ძალით კლავენ ამ სისტემას თორე 10-ს სტაბილურობაშიც და სისწრაფეშიც ჯობია. აგერ ურეკელმაც ბოლო ვერსია მიყენიაო დებრენდიგი აქვს თანაც გაკეთებული და 45 წამი უნდა ჩართვას და ჩემი ბრენდიანი 640 29 წამში ჩართულია 8.1-ზე... 10 დაუსრულებელია ჯერ კიდევ. WP 8.1-ს ბატარეის მოხმარება მომეწონა დალშე არაფერი არ აქვს ისეთი რო გადაყვე. მენიუ უკვე მომბეზრდა და ფონსაც ვერ ვაყენებ lol ეგ დაგრუზვაც 10-ში საიდან მოვიდა არ საჭიროებს დიდ ფიქრს. რაც desktop-ზე ქნეს იგივე ქნეს მობილურებშიც ალბათ. გამოტენეს კი იცი რითიც. ერთ-ერთი დიდი მინუსი რაცაა ძალიან ბევრი რაღაც აქვს დეფოლტად ჩართული რაც რაღაც ინფოს ექაჩება მაქსიმალურად ტელედან. ვაფშე ყველაფერი გამოვრთე რაც ვნახე. გამოირთო თუ არა რეალურად ხ.ზ. P.S. Screen on time როგორ ვნახო?
  3. მდაა. არა რა 10-ზე განახლება ნამდვილად არ ღირს. ამ ვიდეოს თუ დავუჯერებთ ლამის ყველაფერში 8.1-მა აჯობა თან ჩემთან ღილაკზე დაჭერიდან 29 წამში ტელე ჩართულია. wifi-ც და ქსელიც დაქონექთებულია ეგრევე როგორც კი მენიუ ჩნდება. ბატარეაზეც ყველა იმას წერს შედარებით მალე ჯდებაო 10-ზეო და ბევრი 8.1-ზე აბრუნებს. მე კი ამის ბატარეა მომეწონა. ძალიან დიდხანს ძლებს. LOL ლამის ერთი საათი ვიჯექი ბრაუზერში youtube-ში და 9 % მოიკლო მარტო. ეხლა 20 წუთი ვითამაშე Asphalt 8 airborn და ზუსტად 5% მოაკლდა. 36 იყო 31 დარჩა. ეს პირველი დატენვაა ჯერ არ დამჯდარა ჩემ ხელში და ცოტა კიდე მოიხოდება ელემენტი რამდენიმე ციკლის შემდეგ. გამოდის რომ de-branding რო გავუკეთო და 8.1 სუფთა დავაყენო 22-23 წამში ჩაირთვება ბოლომდე ხო? ნამდვილად ღირს. აუ აპები მაინც იყოს ამ სისტემაზე. LOL სოფტის კომპანიას საკუთარ მოწყობილობაზე სოფტის პრობლემა აქვს. ესეთი არ მინახავს. მარტო MS თუ შეძლებდა ამას.
  4. რომელი ვერსია დააყენე დებრენდინგის მერე? ვისაც 10 გაქვთ 640-ზე უცებ შეგიძლიათ ნახოთ გამორთულზე ჩართვის ღილაკზე დაჭერიდან ზუსტად რამდენ წამში ირთვება WP 10 640-ზე.
  5. რაღაცები მართლაც ურევს ხოლმე დიდი ხნის მანძილზე მაგ რომში და არ იფიქსება, მაგრამ სისწრაფით ძალიან სწრაფი რომია და მაგას ვერ დაუკარგავ ნაღდად. 4-ზეც დაიდო 7-ს ROM http://forum.xda-developers.com/nexus-4/orig-development/wip-aosp-7-0-nougat-t3448444
  6. მაინც შევიყვანე ეგ კოდი. რაღაცა კომბინაცია ვნახე და მომთხოვა კოდი და შევიყვანე. ეხლა რა მაინტერესებს 10 მოსულია წესით ამ ვერსიებზეც და განახლება მეუბნება რო ბოლო ვერსია გიყენიაო. არადა 8.1 update 2 აყენია. ჩალიჩი არ მინდა ოფიციალურად რატო არ მოდის უბრალოდ ძალზედ უცნაურია.
  7. დებრენდიგის მერე რამდენი თავისუფალი ადგილი ქონდა სმარტს?
  8. კაროჩე რო ჩამოვიდა და ჩავრთე არაფერი მოუთხოვია. კოდი რა. და მეთქი კარტა რო არ დევს მაგიტომ. დღეს გავაგზავნე მოთხოვნა unlock-ზე ეხლა მომივიდა კოდი ანლოქისთვის. ჩავდე ჩემი კარტა ჩავრთე და ჩაირთო და magti დაეწერა. რა პონტია ანლოქია უკვე გაკეთებული თუ რა ხდება?
  9. 640-ს თემა ვერ ვნახე და რადგან 8.1 აყენია აქ დავწერ. ჩამოვიდა ჩემი 640-ც როგორც იქნა. დღეს ვაწვალებ ცელოფნები არ ამიხევია უბრალოდ ჩავრთე. შესაძლოა გავყიდო და მაგიტომ. დავტენე ბოლომდე და ეხლა დავსვა უნდა. unlock-ზე გავაგზავნე მოთხოვნა და 2 დღე უნდა პასუხს. ნუ ჯერ რაც ვნახე პლიუსები: 1 მონაცემების მიუხედავად სწრაფია. თუმცა აქვე დავსძენდი რომ შესაძლოა ანიმაციები მატყუებენ... 2 ოპტიმიზირებულია აშკარად 1 GB RAM-ზეც კარგად მუშაობს და ასევე ბატარეაც საკაიფოდ უქაჩავს ჯერ-ჯერობით რაც ვნახე (ნუ ეს ისედაც ვიცოდი რო ასე იქნებოდა). 3 ვიდზე საკაიფოა. მაგრამ თავისუფლად შეეძლოთ გაეკეთებინათ გაცილებით მცირე ბეზელებით. 4 FM radio მინუსები: 1 Windows 8.1 update 2 აყენია. 8 GB აქ ტელეფონს და თავისუფალი იყო თავიდან 3.9 GB მერე ბრაუზერში შევედი 4 ვიდეოს ვუყურე და 1 ფოტო გადავიღე და თავისუფალია 3.26 GB WTF MS? 2 ჩემს Nexus 4-ზე Sailfish OS-ს დაყენების მერე მიმაჩნია რომ Android-ს, iOS-ს და WP-ს არ გააჩნიათ Multitasking! რაც აქვთ ეგ ნამდვილად არაა Multitasking! browser ვერ ჩამიკეცია ისე რო youtube-ს ვიდეო არ გაითიშოს რა ჯანდაბაა. 3 Live tile-ბიც უაზროდ აქვს. პროსტა იცვლებიან უაზროდ და არაფრის გაკეთება არ შეგიძლია. Sailfish OS-ს live tile-ბის პონტში აქვს გაშვებული აპები და თანაც მათთან მუშაობაც შეგიძლია ანუ რაღაც ფუნქციების პირდაპირ live tile-ბიდან გამოყენება. ასევე ინფორმაციის პროგრამის გაუხსნელად მათგან მიღება. მაგალითად music player. მისი თაილიდან მაგ OS-ში სიმღერების გადართვა გადმორთვა დაპაუზებაა შესაძლებელი. ან browser-ში ახალი tab-ს გახსნა. ამაშიც ჯობია Sailfish OS WP-ს. 4 ჟესტები არ მომწონს. მარტო ჟესტებით ვერ იხმარ ტელეფონს რაც ცუდია, ისევე როგორც iOS-ზე და Android-ზე. 21 საუკუნეა ამხელა თაჩ ეკრანებით, რომელზეც შეგიძლია გააცურ გამოაცურო თითები, ვიღას უნდა კნოპკები იკავებდნენ ადგილს ეკრანზე ტყუილად. 5 აპლიკაციები WP-სთვის: google-მა ეს ამომიგდო
  10. ხო რთული იქნება. ის 24 პინიანი კონექტორიც კაი გამძლე უნდა იყოს. 4 კარტა რო ჩადო ერთად ეგეთი რა გამოდის 1200 W მარტო ვიდეოებისთვის უნდა გაატაროს? ან დაგვაბოლებენ ტექნიკურად და იმ კაბელებს რასაც ვიდეოკარტებს ვუერთებთ შევუერთებთ მაზერს და ეგ იქნება ვნახოთ რა გამოვა მაქედან.
  11. კაი ამბავი მაქვს. PCI e gen 4-ს slot-დან 300 W ენერგიის მიწოდება შეეძლებაო, რაც ნებისმიერ ახალი თაობის ვიდეოკარტას უნდა ეყოს წეით და ძველებსაც ბევრს. კარგია კვების ბლოკიდან ზედმეტი კონექტორები არ იქნება საჭირო. http://www.tomshardware.com/news/pcie-4.0-power-speed-express,32525.html
  12. Limbo-ს გაგრძელებაა ხო? limbo დახურული მაქ მარა ეს მარტო windows-ზეა არა? იმედია გამოვა სხვა სისტემაზეც ან mac-ზე ან linux-ზე რო ვითამაშო.
  13. iphone 6-ს და iphone 6 plus-ს აღმოაჩნდა ქარხნული დეფექტი რომლის გამოც 1000-ობით მათგანი ხვდება სერვის ცენტრებში. დაზიანებული ტელეფონების რაოდენობის მიხედვით ვარაუდობენ რომ მალე ეფლს სასამართლოში უჩივლებენ, რის შემდეგაც მათ მოუწევთ რაღაც დათმობებზე წასვლა და ამ პრობლემის მოგვარება უფასოდ. სამწუხაროდ დღეს apple არაფერს ამბობს, ფაქტობრივად მათი პასუხია ‘Would you like to buy a new iPhone?' ესეც ვიდეო არსებული პრობლემის შესახებ საუბრობს ეს წყარო: http://ifixit.org/blog/8309/iphone-6-plus-gray-flicker-touch-death/]http://ifixit.org/blog/8309/iphone-6-plus-...er-touch-death/
  14. kikiti ეკრანი ფიზიკურად თუ დაზიანებულია მაშინ სკრინზე არ უნდა ჩანდეს, სხვა რაღაცაშია მანდ საქმე. აბა safe mode-ში ნახე ეგ წერტილი თუ იქნება.
  15. მოიცა კაცო სულ დავიბენი ეხლა. ეს არ იკითხა? "ფეიჯ ფაილები როგორ გადავიტანო ოპერებზე." ააა სხვა კუთხიდან შევხედე ეხლა ამ კითხვას. წავშლი წინა პოსტს LOL მე მეგონა ფიიკურად გადაქონდა RAM-ში RAMdisk-ში რა
  16. windows-ზე არის safari? მეგონა შეწყდა გამოშვება MAC OS X-ს ბოლო ვერსია 10.11.6 browser-ც ბოლო უნდა იყოს წესით. linux-ზე opera-ში არ შემინიშნავს.
  17. ჩემთან Safari-ში მაინც პირველ გვერდზე მაგდებს ხოლმე როგორც კი თემაში შევდივარ და არა ბოლო წაუკითხავ პოსტზე.
  18. iPhone-ს, WP-ს, Blackberry-სა და სხვების მარკეტ შეარი საგრძნობლად დაეცა 2016 წელს ხოლო Android-ს გაიზარდა. როგორც ჩანს მაგ სმარტების ყიდვას ხალხი არჩევს android-ს სმარტებს უფრო და უფრო. საერთო ჯამში Android-ს მოემატა 4% როცა IOS-მა დაკარგა 1.7% Windows Phone-მა დაკარგა 1.9%. Blackberry OS-მა დაკარგა 0.2% და დარჩა 0.1%. სხვებმა დაკარგეს 0.2% და დარჩათ 0.2%. კაია, უფრო და უფრო მეტი ხალხი გამოდის სიბნელიდან სინათლეზე
  19. WIndows 10 AU-მ მწყობრიდან გამოიყვანა მილიონობით webcamer, მათ შორის ისეთი ცნობილი მოდელიც როგორიცაა logitech C920 როგორც ამბობენ WIndows AU-ს გადაუგდია ორი მნიშვნელოვანი ვიდეოს კომპრესიის ფორმატი H.264 და MJPEG-ს კოდეკები. USB ვებკამერები რომლებიც ცდილობენ ამ კოდეკების გამოყენებას იფრიზებიან. ასევე სოფტიც ურევს. USB ვებკამერებზე დაშვებული მხოლოდ ეს YUY2 encoding. ასე რომ არ გაგიკვირდეთ თუ თქვენი webcamer არ მუშაობს ეს windows-ს ბრალია. წყარო: https://www.thurrott.com/windows/windows-10/76719/microsoft-broken-millions-webcams-windows-10-anniversary-update http://www.theverge.com/2016/8/19/12562780/microsoft-windows-10-anniversary-update-webcam-freezing
  20. ადრე დავდე აქ ინფო რომ MS-სგან მოხდა leak secure boot-ს golden key-ების რაც ჰაკერებს საშუალებას აძლევს გვერდი აუარონ მას. ეს კი იმას ნიშნავს რომ თეორიულად ნებისმიერ WP სმარტებსა თუ Windows RT პლანშეტებზე ეხლა უკვე შესაძლებელია სხვა ოპერაციული სისტემის დაყენება. ერთ-ერთმა ასეთმა ჰაკერმა მოახერხა lumia 525-ზე android marshmallow-ს დაყენება. მისი თქმით მას აქვს exploit რომელიც მას საშუალებას აძლევს ნებისმიერი SD S4-ს SOC-ს მქონე ტელეფონზე გააკეთოს ეს. ვნახოთ მომავალში რამდენ WP-ს დაიპყრობს ანდროიდი.
  21. ძაან კაი ამბები მაქვს ჯამში discrete graphics card-ებში AMD-ს ბაზრის წილი გაიზარდა 4.8%-თ და გახდა 34.2% desktop discrete graphics card-ებში AMD-ს წილი გაიზარდა 7.3 %-თ და გხდა 29.9% ძაან მაგარია და ეს ჯერ top კარტები არ გამოუშვია!!! თანაც ამბობენ vega-ს გამოუშვებსო. მოკლედ AMD-ს ნაბიჯებმა გაამართლა. http://www.hardocp.com/news/2016/08/19/amd_gains_48_market_share_in_q1_2016#.V7ibN2Ukzsm
  22. https://forum.ge/?act=ST&f=32&t=34881694&st=0#entry48624089 თემა მიაქვთ და წყაროს არ აფიქსირებენ
  23. კარგად გადარჩენილხარ, უსაზიზღრესი ელემენტი აქვს G3-ს რაც G2-ს მერე გაგაგიჟებდა. მაგარი ელემენტი ქონდა G2-ს.
  24. MIT-ში აღმოჩენა გაუკეთებიათ რაც საშუალებას აძლევს იგივე ფიზიკური ზომის ელემენტში ორჯერ მეტი ენერგია იყოს. ძალიან კარგი ამბავია, ოღონდ სამწუხარო ისაა რომ პირველი არაა. აქამდეც ბევრჯერ იყო მსგავსი ინფო მაგრამ კაციშვილს არ უნახავს რეალურ ცხოვრებაში რასაც მანდ წერენ ხოლმე. http://www.androidauthority.com/mit-battery-breakthrough-doubles-life-710969/
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.