მათე
მოდერატორი-
Posts
15264 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
128
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by მათე
-
lol single thread ჩემს კომპზე მაღალი აქვს საკმაოდ 2700-მდე აქ ჩემსას. iPhone 17 pro ეს ეხლა გავატარე. ელემენტში უკეთესი მოლოდინი მქონდა რაღაცა მგონია რომ მალე ჯდებასავით.
-
არაინტუიტიური ისაა რომ გამორთვის ღილაკი არ რთავს ტელეფონს. სადღაც კუთხეში რომ შეტენიან მცირე ზომის კნოპკას არ ნიშნავს ინტუიტიურობას. ეს უკანა ღილაკი იმენა მტანჯავს. ანდროიდზე გინდა მარჯვნიდან გინდა მარცხნიდან გამოსკროლავ წავა უკან. ზედა მენიუს გახსნა ისეთი საკაიფოა pixel 5-ზე სადაც თითი ისედაც დევს ჩამოუსვამ ჩამოდის აქ უნდა შესწვდე ეკრანს. მაგარი გაბანძებულია ჭედვის მხრივაც აიფონი, რამდენიმენეჯერ მოუვიდა უკვე მესინჯერში ვაჭერ მიწერა მინდა კლავიატურას ხსნის და ეკრანი ისევ სიაზეა გაჭედილი. ესეთი pixel 5-ზე არასოდეს მომსვლია. სეთაფზეც მიწერია რამდენჯერმე მომიწია 0-დან დაწყება. 60 hz-ზე ჩამოწევ და იმენა საზიზღრად მოძრაობს, არადა ყველაზე smooth იყო 60 hz-ზე აიფონი. ის pixel 5 გაცილებით სმუზია 60 hz-ზე ვიდრე ეს. 100% ამის გამო დაამატეს 120 hz base მოდელზეც კი რადგან ძაან გაუსაზიზღრებიათ მაგაშიც და ცუდად გამოჩნდებოდა. მგონია ამ ახალი გლეს კვერცხობის ბრალია. ვისი იდეა იყო ამოდენა გამოთვლები უნდა ამის გამჭვირვალეობას. იმის ნაცვლად სადა მარტივი და სწრაფი იყოს აფუჭებენ. აგიჭრელებს თვალებს ისეთი ინტერფეისია. თუ სადმე ქონდა გავთიშე რაც შევძელი. მთლიანად დაკარგული და გამქრალია თუ რამე wow ეფექტი ქონდა. ჩემმა დამ მის დროს iphone 6s რომ იყიდა მომეწონა, ძაან სმუზ იყო მენიუებში დასრიალებდა და თვითონ ტელეფონიც ძალიან კარგად გამოიყურებოდა. ეხლა იმენა სტანდარტული არაფრით გამორჩეული ტელეფონია. ელემენტი აქვთ ოპტიმიზირებული და ეხლა დავრწმუნდი რომ უფრო ჰარდის ხარჯზე ვიდრე სოფტის. copy paste რომ არის ეგეც რა საზიზღრადაა გაკეთებული ვერც კი ავხსნი. 9-ჯერ უნდა დააჭირო მონიშნოს მერე ჩასმაზე უნდა იწვალო. ანდრო 100 თავით დახვეწილია მსგავს რაღაცებში. Google-ს უდიდესი სამუშაო ჩაუტარებია და ახლა რომ ვუყურებ ვატყობ რამდენად მარტივი გამოსაყენებელი ყოფილა იგივე pixel 5 ამასთან შედარებით. რასაც დავაკვირდი stand by რეჟიმში ნამეტანი ბევრი მიაქვს. არადა 4G-ზე გადავრთე და Location-ს სერვისი გავთიშე. ამის მარტივად გასათიშად action button-ზე დავაყენე მაგის მენიუ რომ უცებ შევიდე გამოვრთო. ხო კიდევ კოდები რომ მოდის ხოლმე აპებში მისით არ ავსებს. საკუთარი პასვორდ მენეჯერი მაქვს bitwarden აპით ვიყენებ vaultwarden არც ეგ ავსებს. ფუი იმენა რომელი წელია რა პრობლემები ქონიათ ტიპებს და კაციშვილი ხმას არ იღებს youtube-რებს რომ გადახედო. მილიონებს იხდის ალბათ ხმა რომ არ ამოიღონ. ელემენტარული მოსერჩეთ esim vs non esim ელემენტების შედარება ლამის არცერთ დიდ ცნობილ არხზე არ დევს, არადა როგორი მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. მოკლედ ძაალიან ძნელი მოსახმარია. EDIT: პაროლების მენეჯერი სეთინგებში ქონია და გადავრთე ბიტვარდენზე იყენებს ეხლა ისევე როგორც მისას ეგ გამოირციხა.
-
მართლა? რომელმა გენიოსმა მოიფიქრა ნეტავ ფოტოში კი დაეწივნენ და სამივე ერთადაა პიქსელი სამსუნგი და აიფონი. მაგრამ ვიდეოში ჯერ აქვს აიფონს უპირატესობა. ელემენტზე ყველაზე ნაკლებს აიფონები მოიხმარენ. თუ სხვა ტელე ჯობია ე.ი. ბევრად დიდი ელემენტი უყენია სხვა შანსი არ აქვთ ენერგომოხმარების გამო. ნაით მოუდში პიქსელები იყვნენ ლოდერები ეხლა არ ვიცი როგორაა. ფასში იცოცხლე ყველა მიერეკება
-
გაფანატებულს სხვა რა გზა აქვს რასაც ეფლი გამოუშვებს ის მოეწონება. ეფლის ჰარდი ვისაც ჰარდის ესმის ყველას მოეწონება. ვგულისხმობ იმას რომ საუკეთესო ნაწილებს დებენ და საუკეთესო პერფორმანსს გაძლევენ. აგერ მგონი პირველი წელი იქნება ეხლა რომ სინგლ თრედში ქუალკომი მიუახლოვდა საგრძნობლად. კამერებიც ასევე. აი სოფტით კი სასწაულად გბოჭავს ამ ჰარდის გამოყენებაში. პიქსელზე იმას ვგულისხმობ რომ პერფორმანსი ამ ეფლისა და მაგ ქუალკომის ჩიპის ნახევარი აქვს, სავარაუდოდ ფასი ნახევარზე კიდე ნაკლები თვითონ SOC-ს და გუგლი ტელეს ამათ დონეზე აფასებს. build quality არ აქვს არც ეფლის და არც სამსუნგის დონეზე. სოფტი გასაგებია დახვეწილია, ოპტიმიზაციას ეფლისას ვერ ეწევა, სამაგიეროდ სხვაში ბევრად ჯობია. მაგ დაჭერების, გახურების, battery life-სა და სხვა პრობლემებს ზუსტად ეგ ექსინოსის ჩიპი იწვევს. უბრალოდ არ ვარგა და მაგას ვერაფერი ეშველება. მეგონა 2-3 წელში მოეგებოდნენ გონს და ესენი კიდევ და კიდევ უფრო ჩამორჩენას აგრძელებენ. ნუ მაგათი მოგება მობილურებიდან არაფერი არაა გუგლის სხვა შემოსავალს თუ შევადარებთ ხოლო ეფლის შემთხვევაში ნახევარზე მეტია მგონი. ამიტომ არაფერ ყურადღებას არ აქცევს გუგლი მის ტელეფონებს. ერთი რასაც აიოსზე ამბობენ ხშირად ინტუიტიურიაო და იოლი მოსახმარიაო. ეგ არის ყველაზე დიდი ტყუილი! ბევრად იოლი და ინტუიტიურია ანდროიდი. ამას იმიტომ კი არ ვამბობ რომ მიჩვეული ვარ უბრალოდ ლოგიკურად რა როგორც უნდა იყოს არაა. აი ელემენტარული ტელეფონი ვერ გადავერსტარტე ისე რომ არ დამეგუგლა. თურმე რომ გამორთო ამისთვის ვოლუმ + გამორთვის ღილაკებს ერთდროულად უნდა დააჭირო
-
კი რამდენიმეჯერ დარეზეტება მოუწია სანამ სეთაფი მოვრჩი ბოლომდე. თავის კლავას number row არ აქვს ასოებთან ერთად ხოდა gboard დავაყენე ამას სეთინგებში აქვს მაგრამ მაინც არ აჩვენებს. სამაგიეროდ ქართული კლავა არ აქვს gboard-ს. იმენა ჯართი ყოფილა ძმაო ეს აიფონი უფროსწორად ios ჰარდი სერიოზული აქვს. რაღაც პატარა კომპანიის ნაწვალებ სოფტს გავს ამათი საცოდავი ios ეს არ აქ ის არ აქ სულ ელემენტარულები თან. მაგრამ ჩემი ეხლანდელი ტელეს მოხმარება კომუნიკაციით, რუკებით, ძალიან ცოტა ვიდეოების ყურებით შემოიფარგლება ამიტომ ვერ შემზღუდავს იდეაში ესეც. რამდენიმე წლის წინ წარმოდგენაც კი ძნელი იქნებოდა აიფონს გავკარებოდი. ამათი OS დღეს რა დღეშია და რამდენიმე წლის წინ მთლად უბედურება იქნებოდა მე სულ nexus/pixel-ები მქონდა. მეტი სხვა ტელეფონი პირადი მოხმარებისთვის არ მქონია მაგრამ რაც ეს ნაგვობა შემოაგდო გუგლმა 6-დან მოყოლებული არ ვეკარები. თან ფასებს პრემიუმებს ადებენ.
-
დავითრიე 17 პრო და უკვე ვნანობ. ტრანსფერი გავუშვი ანდროიდიდან და დენს ართმევდა და გაითიშა სანამ მორჩა. ხოდა დაიწყო რეზეტი და იმენა 30 წუთი არეზეტებდა. რა უბედურებაა windows xp ხომ არაა 39 წუთს რომ წერდა ხოლმე მეილს ვქმნიდი დაკავებულიაო და ჩასწორება მინდოდა თავში და არ აქვს ეგ ფუნქცია მთლიანად უნდა წაშალო ტექსტი. ეხლა ესიმის აქტივაციაზე გაიჭედა 10 წუთია ტრიალებს მგონი ისევ თავიდან მიწევს რეზეტი. 17 თაობა გამოუშვეს და ესეთი ელემენტარულები არ აქვთ ტიპებს მოგვარებული (( იუტუბს ისევ ვერ კეცავენ ვერც რეკლამებს ბლოკავენ 2 ცალი უნდა მეყიდა ჩემი და ჩემი დისთვის და ვიცოდი შეიძლება არ მომეწონოს ამიტომ ჯერ ერთი ვიყიდე და მგონია ისევ ანდროიდზე ავარჩევ რამეს. ამ გუგლს რა ვუთხარი ნაგვად რომ აქცია ეს პიქსელები. ტელე ვერ ავარჩიე იმენა. EDIT: back button-ც არ ქონიათ რომელიც ყველგან და ყოველთვის მუშაობს როგორც ანდროიდზე.
-
იქნებ ეს დაგეხმაროს გადაწყვეტილების მიღებაში )) 1200 MHZ-თ ნელი RAM-თ ნახე რამდენად ასწრებს მაინც AMD მაგ ინტელს. X3d gaming-ში must have-ა და amd-ები ბევრად ენერგოეფექტურები არიან 220W vs 95W და მაინც 20-40%-თ სწრაფი იყო AMD, ანუ გრილიც იქნება თავისთავად ამოდენა ენერგომოხმარების სხვაობის გამო. სოფტით უკეთაა ოპტიმიზირებული იმიტომ რომ დღემდე ნორმალურად ვერ მუშაობს იმ ინტელის სუსტი ბირთვები. 24 core რომ უწერია იმ ინტელს რეალურად 8 აქვს მხოლოდ ძლიერი დანარჩენი სუსტია 16. არც avx512 აქვს, მაგ სუსტი ბირთვების გამო და პლიუს დიდი ენერგიის მოხმარების გამო რაც ინტელმა ვერ გამოასწორა და ამოიღეს თავიანთი პროცესორებიდან. სოფტში სადაც ეგ გამოიყენება კიდევ უფრო დიდია სხვაობა. ერთადერთი ოთახის გათბობა თუ გინდა ინტელი ჯობია
-
AMD-ზე ააწყე რაღადროს intel-ა ისე ჩამორჩა ((
-
რომ დაგუგლავ ეგრევე მაგათ ყრის. GPT-საც რომ კითხო ეგეც გეტყვის. reddit-ს კომენტარებშიც ნახე https://www.reddit.com/r/Monitors/comments/1lsho2s/is_the_dell_u2725qe_really_the_best_option_for_4k/ https://www.reddit.com/r/Monitors/comments/1j5nmbl/decided_to_return_my_dell_u2725qe_backlight_bleed/ ესეც ამბობს ამ მოდელზე აქვსო. კომენტარებშიც წერენ. https://www.youtube.com/watch?v=qkY24OhAJ0g აქაც წერია სხვებსაც ქონდა იგივე პრობლემაო https://www.dell.com/community/en/conversations/monitors/u2725qe-coil-whine/685a37a316a3d04bdeebe2f9
-
g-sync უწერია მარტო და freesync იმუშავებს მაგაზე ხომ არ იცი? ეს კი მომეწონა მაგრამ დავსერჩე და ქოილ ვაინის პრობლემა ქონია https://ultra.ge/monitorebi/monitori:_Dell_UltraSharp_U2725QE_27quot;_4K_UHD_120Hz_5ms_HDMI_2xDP_USB_210-BQTL?filter=2294 არადა იდეალური მონიტორი ჩანს. რამე სხვა ხომ არ გეგულება აქ მაღაზიებში კარგი მოდელი უფრო სამუშაოდ?
-
@George ამ მონიტორმაც დალია სული. განათება ციმციმებს. ხვალ უნდა წავიღო საგარანტიოზე. ამაზე მიდგას ეხლა თვალი https://pcshop.ge/shop/dell-alienware-aw2725q-27-ips-4k-black/ რამდენიმე თვე მაინც ხომ იმუშავებს ამათი ეს ბრაკი პროდუქცია და მერე საგარანტიოზე მივუტან უკან. მუშა კარგი მონიტორის ყიდვის იმედი რათქმაუნდა აღარ მაქვს. თუ რამე მონიტორი ვიყიდე 100% ვიცი რომ ბრაკია აქაურ მაღაზიებში. აგერ ეს მეხუთე მონიტორია ამ თემაში რაც დავადოკუმენტირე რომ ბრაკი იყო 4-ვე და ეს მეხუთე.
-
იოლად რომ დეფორმირდება ალუმინი, მაგიტომ აყენებს ნაკლებ ზიანს ეკრანს. ენერგიის ნაწილი ალუმინის დეფორმაციაში იხარჯება. თანაც უფრო მსუბუქია და ეგ ძალაც ნაკლებია თავიდანვე. იგივე პრინციპია რაც თანამედროვე მანქანებში. იჭეჭყება მანქანა რათა ადამიანები გადარჩნენ და დარტყმის ძალა არ გადავიდეს მათზე სრულად. ტიტანის ან stainless steel-ს კორპუსიანი ტელეფონის დავარდნისას დარტყმის ძალა გადავა შუშაზე და ინტერნალ კომპონენტებზე. ხალხს კი უხარია რომ ნაკაწრიც არ ეტყობათ, მაგრამ მეტი შანსია შუშა გატყდეს და ტელეფონი დაზიანდეს სხვა მხრივ. მაგიტომაც გაუძლო ვიდეოშიც ალუმინის კორპუსიანმა და დაასრულა დაბზარული შუშებით, ხოლო მეორე გადაიხსნა და ეკრანიც დაზიანდა შიგნიდან. მანდ უნიბოდი რომაა რათქმაუნდა ეგეც დაეხმარა 17-ს.
-
დავარდნისთვის რათქმაუნდა რბილი უკეთესი იქნება. მეტ დარტყმის ძალას შთანთქავს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ამ დროს ზიანდება ვიზუალურად და ბევრად უფრო ნახმარის ვიდი ექნება. მითუმეტეს რომ კუთხეებში ის საღებავიც ძვრება.
-
ის winapps პროექტი არ გამოგადგა?
-
კი ოპტიმიზაცია რათქმაუნდა მაგარი აქვთ. თუმცა იღორეს 17-ში ელემენტის ზომაზე. უფრო სუსტი ჩიპის გამო მეტს გაძლებდა პროზე და მაგიტომ ჩადგეს ძალით პატარა ბეიზ მოდელში. ჩინურ ხლამებში რომ 6000-7000-იანი ელემენტები დევს კიდევ მაგარი უაზრობა გამოდგა. რაღაც ვერაა მაგ ახალი ბატარეების ტექნოლოგიებში ნორმაში, აშკარად ბევრად ნაკლებს ძლებს ვიდრე ახლანდელი ტექნოლოგიები. iphone-მა იმ ახალ xiaomi 17 pro max-საც აჯობა 7500 იანი ელემენტით, როცა იგივე მოცულობის ელემენტით სამსუნგს ნამდვილად ვერ აჯობებდა. სამსუნგი ყველაზე ახლოს დგას ელემენტის ხანგრძლივობით ეფლთან. მაგათაც მაგარი ოპტიმიზაციები აქვთ ეტყობა, ლამის ყველაფერს მისით ამზადებენ და ანდროიდის კოდზეც აქვთ წვდომა და კარგად არგებენ. ვეღარ გადავწყვიტე რა ტელეფონი ავიღო იმენა გუგლის ჩასვრა მაგრად ნერვებს მიშლის. რა ჯანდაბად უნდოდათ ეს ნაგავი ექსინოსი. თან მაგაში იმდენ ეკონომიას აკეთებენ და მაინც იმხელა ფასად ყიდიან რაც სნეპით დაჯდებოდა. ღორობის პიკშია Google Apple-თან ვერც პერფორმანსით და ვერც build quality-თ ახლოსაც ვერ მიდის.
-
windows 11 დატესტეს ამდს ახალ პროცესორებზე და შეადარეს უბუნტუს. https://www.phoronix.com/review/windows-linux-amd-9950x-9950x3d როგორც მოსალოდნელი იყო windows 11 აღმოჩნდა 11-13% თ ნელი ვიდრე ერთ-ერთი ყველაზე ნელი linux-ს დისტრო :D
-
Qualcomm Snapdragon X - სიახლეები
მათე replied to Magdalena's topic in ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
კაპიკია ამათი ფასი სანამ linux-ს საფორტი არ ექნებათ out of the box. ვის რაში ჭირდება windows on arm მაგაზე ცუდი სისტემა არ არსებობს. დეველოპერებზე მაინც გათვალონ და დაუჭირონ მხარი linux-ს. წლიდან წლამდე ტიპები მილიონებს ხარჯავენ და ბოლოს ჩააფლავებენ ხოლმე სულ ტყუილად. X86-ზე ყველაფერი მუშაობს, ამათზე არა. AMD-ს შემოთავაზებები აღარ ჩამოუვარდება battery life-თ და სიგრილით arm-ს შემოთავაზებებს. საფორთით ცა და დედამიწაა. რატომ უნდა იყიდონე ეს როცა არცერთი პლიუსი არ აქვს ალტერნატივებთან, მითუმეტეს რომ ფასს იმხელას ადებენ გადამკვდარი ფანიც არ გაეკარება ამათ ლეპტოპებს. -
კი მეც ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი "აიფოუნით" მაგრამ გუგლზე ძალიან გაბრაზებული ვარ. სულ გუგლის სმარტები მქონდა ოდითგანვე galaxy nexus და მას მერე წარმოიდგინე. N6-ში დაიწყეს არევა როცა უაზროდ დაადეს პრემიუმ ფასი. 5x კვდებოდა, OG-ზე კამერის ფოკუსირების პრობლემები მქონდა, P3-ზე ეკრანის (ულტრა ვაიდ სელფი ძაან მაგარი რამე იყო), P4-ზეც ეკრანი ძვრებოდა, მამაჩემის P4a-საც ეკრანი აძვრა, P5a იგივე სიკვდილით მოკვდა რითიც 5x კვდებოდა აგერ მიდევს საექსპერიმენტოდ ვინახავ დრო რომ მექნება რებოლინგი მინდა ვცადო ჩემი ხელით P5-ზეც ეკრანი ამიძვრა, თუმცა overall იმენა ყველაზე მეტად მევასება. ზომა/წონა, კამერები რომ არაა გამობურცული, ანაბეჭდის სენსორის განლაგება, ფიჩერები განსაკუთრებით reverse wireless charging. მგონი ყველაზე დიდი ხანი ეგ მოდელი მაქვს. აი რაც ექსინოსზე გადავიდნენ არც კი გავკარებივარ ჯერ იმდენი პრობლემები იყო თავიდან, ეხლა 2 თაობით არიან ჩამორჩენილი. AI-თ ქაჩავენ გასაგებია, თუმცა არც სამსუნგს უჭირს მაინც და მაინც. ყველგან ეკონომიას აკეთებენ და იგივე pixel 10 iphone 17-ზე 100$ თ მეტი რომ ღირს გუგლის ღორობის მეტი არაფრის ბრალი არაა. აიფონს ამ წუთას base 17 მოდელს ვფიქრობ გუგლზე გაბრაზებულზე, თუმცა სამუშაოზე მაგრად გამომადგება. რაზეც ვმუშაობ დიდი პროექტია და აპი მხოლოდ აიფონზე გვაქვს და ძაან ვწვალობ ეფლის არცერთი დივაისი რომ არ მაქვს რაზეც მაგას გავუშვებდი. მობ დეველოპერი არ ვარ ბექში ვარ, თუმცა მჭირდება აპი. საცდელად+სამუშაოდ დავითრევ ალბათ უბრალო 17-ს, ვნახო ერთი 2008-დან 17 წლის მანძილზე რისი გაკეთება შეძლეს. ისე კი წარმოდგენა არ მაქვს რომელი ანდროიდი ავიღო. P5-ს მსგავსი თუ იქნება, განსაკუთრებით ის, რომ კამერა არ ექნება გამობურცული ავიღებდი. აი გამობურცულ კამერაზე მეტად არაფერი მეჯავრება ტელეფონებში.
-
უნიბოდი რომ უნდოდათ იმიტომ აიღეს სავარაუდოდ ალუმინი. ტიტანის მასე დამუშავება გაცილებით ძვირი დაუჯდებოდათ. გაგრილება რომ სდომოდათ წყლის გაგრილებას ნორმალურად გააკეთებდნენ. ტესტებში რაც ვნახე სტაბილურობის ტესტი რომაა დიდი არაფერი სხვაობა არაა 16-ებთან. ისე კი ალუმინი ტიტანზე გაცილებით უკეთესი რომაა მაგ საქმისთვის ცხადია, მაგაზე ეფლი ვერ დაიბოლება.
-
შეეძლოთ ამისგან თავის არიდება, ყოფილა მაგის სტანდარტები როგორ გააკეთო ისე კუთხეები მომრგვალებული რომ ასეთი არ მომხდარიყო, მაგრამ ეფლმა დაიკიდა და ხალხს ნაჩხაპნებიანი ტელეფონები ხვდებად out of the box. ძალიან მარტივად იჩხაპნება განსაკუთრებით იმ კუთხეებში კამერის ირგვლივ. ეს პრობლემა მხოლოდ pro და pro max მოდელებს აქვთ.
-
ელემენტში საგრძნობი სხვაობაა 17 pro-სა და ამათ შორის. თუ ვიყიდი მხოლოდ ამერიკულს 4252 კარგი ზომაა აიფონზე. პირველი აიფონი იქნება, საერთოდ გუგლის იქით პირველი ტელეფონი იქნება ეხლა რასაც ვიყიდი, ჯერ კიდევ ვერ გადამიწყვეტია.
-
უკვე წამოვიდა შეფასებები და მაგრად აძაგებენ ახალ აიფონებს ალუმინის კორპუსის გამო. ნუ ცხადია რბილი მეტალია და ყოველი დავარდნა ისახება მასზე. იოლად იკაწრება. კუთხეები ექერცლება მარტივად და ა.შ. ვერცხლისფერის აღებაა საუკეთესო გამოსავალი, თუმცა ეგ მხოლოდ ლაით ნაკაწრებზე იმოქმედებს, რომ ძნელი შესამჩნევი იყოს. გაღუნვა გამოღუნვისგან ეგ ვერ დაიცავს რათქმაუნდა. ისე დაშლის ვიდეოებს რომ ვუყურე ეგ vapor chamber სულ ტყუილად უდევს. პროცესორთან შეხება არ აქვს ფაქტობრივად, უფრო ელემენტს აგრილებს რასაც ვუყურებ ვახ არადა 17 pro-ს დავითრევთქო და ეფლი თუ build quality პრობლემებით იქნებოდა ნაღდად არ მეგონა. ამ pixel-ების უბანძესი build quality-თ დავიღალე უკვე. სულ google-ს ტელეფონები მქონდა და რაც იმ ნაგავ ექსინოსზე გადავიდნენ ახლოსაც არ გავკარებივარ. ტელეფონს რომ ვერ აარჩევ მაგარი დროა მოსული რა. ეს ტაფა ტელეფონები მომკალი და არ მინდა. 17 pro ან უფრო პატარა იდეალურია ჩემთვის. სამსუნგი არ მევასება თვითონ ფირმა ნოკიას დროიდან მოყოლებული.
-
Air ძაან ბანძი გამოდგა. Pro ჩიპი უდევს და non pro 17-ზე სუსტია. თვითონვე საუბრობდნენ ალუმინს იმიტომ დავუბრუნდით რომ 20-ჯერ უკეთესია გაგრილებისთვისო ტიტანთან შედარებით და vapor chamber-ც დავუმატეთო pro-ებსო. ამ დროსვე წარადგინეს გაგრილების არ მქონე თხელი ტელეფონი ტიტანის კორპუსით. უაზრო ფასი აქვს ის ელემენტიც რომ მოყვება უკან დასამაგრებელი. ბარემ დაამატებ და pro max-ს იყიდი სხვაობა 50$ გამოდის lol აი უბრალო 17 კი ძალიან ძალიან მაგარი ჩანს მითუმეტეს pixel 10-ზე 100$-თ იაფია. ნუ გუგლის pixel რომ სრული ნაგავია და 500$-ზე მეტი არ უნდა ღირდეს ეგ ცალკე თემაა, მაგრამ ამ ფასად უბრალო 17-ს რაც აქვს გადასარევი შემოთავაზებაა.
-
17 pro-ს ამერიკული ვარიანტის ელემენტის ტესტებს ველოდები და შეიძლება პირველი iphone-ც დავითრიო ჩემთვის. pixel 5 მომიძველდა უკვე. მაგის მერე კიდევ ნორმალური ტელეფონი არ გამოუშვია გუგლს. სასაცილოა ახალი pixel-ები და მეტი არაფერი. სრული ნაგავი, მითუმეტეს მაგ ფასად რასაც ითხოვს გუგლი მაგ ნაგავში. უკვე ყელამდეა იმენა. ფასის გამო და მაინც რომ კარგი მონაცემები იყო და სოფტი სუფთა სულ მაგათ ტელეფონებს ვყიდულობდი galaxy nexus-დან მოყოლებული. ეს უკვე დაცინვაა. 2 წლის წინა წარმადობის cpu/gpu + ელემენტი ნაგავი. განსაკუთრებული აღარაფერი. კამერაშიც და სოფტშიც გადაასწრეს უკვე ერთი ფოტოები ქონდათ მაგარი და ვიდეო არც არასოდეს უვარგოდათ ვიდეოში apple იყო სულ მეფე. ეხლა ფოტოშიც ვეღარ ჯობნიან იგივე apple-ს ან samsung-ს. აღარც ულიმიტო google photo. ერთ უბრალო overpriced mid range ტელეფონად აქციეს რომელშიც samsung-ს და apple-ს ოდენა ფასებს ითხოვენ
-
მონიტორები - სიახლეები / განხილვა / დახმარება
მათე replied to GIBSON's topic in ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
საკმაო სხვაობა კია 2k-სთან მაგ სკალინგით. გიორგის პოსტიც არ ჩანს, აქ გიორგის პოსტის ზედა პოსტის ნაწილიც ჩანს
