Jump to content

მათე

მოდერატორი
  • Posts

    15271
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    128

Everything posted by მათე

  1. არა აზრი ისა აქ რომ ულიმიტო წვდომა აქვს მაგ დროს და როგორც გვაჩვენეს დანაშაულიც გახსნა და ტერორიზმის ფაქტიც აღკვეთა. უბრალოდ ასეთ რამეს რომ ქმნი და იმ 1:30 -თ პოტენციურ დამნაშავეს აძლევ წვდომას ეგაა უაზრობა. ეგ სისტემა მოქოქილი უნდა იყოს და დამოუკიდებლად იძიებდეს. მაგ ყველაფერს რაც ამ ტიპმა ქნა ისედაც იზამდა და სწორად გამოიძიებდა. მეტიც დაგეგმვის დონეზეც შეძლებდა მაგეების დაფიქსირებას რომ მიეშვათ და ეკონტროლებინა ეგ ყველა მონაცემები ყველა კომპანიაში. ეგ ნაწილი იყო მაგ ფილმში უაზრობა.
  2. რომ მეგულებოდეს გეტყოდი. მეეჭვება ECC უფრო სწრაფი ნახო. ფიზიკურად ვერც იქნება ECC კონსამერ RAM-ზე სწრაფი იგივე მონაცემებიც, რადგან მეტ საქმეს აკეთებს. უბრალოდ იმას ვამბობ რომ მიმუშავია მსგავს სამეცნიერო მონაცემების დამუშავებაზე სადაც დღეები, კვირები და თვეც მიდიოდა გამოთვლები და მსგავსი საქმისთვის როგორც წესი ECC-ს იყენებენ. ინტელის ბრალია კონსამერ სეგმენტში რომ დაიკარგა ECC თორემ AMD არაოფიციალურად ასაფორტებს ECC-ს რაც ძალიან კარგია.
  3. აქ რაც ჩამოთვალე არა ECC მემორისკენ არც კი უნდა იხედებოდე...
  4. ეგაა დეველოპერები რომ გაზარმაცდნენ და ტიპებმა js ჩატენეს დესკტოპ აპებშიც. არადა სოფტი რომ დახვეწილი იყოს ყველაფერი გაცილებით სწრაფი და ოპტიმიზირებული იქნებოდა. ფოე ფოე რაღაცები ბევრია დამატებული უაზროდ. ისე ონლაინ ვერსიას რატომ არ იყენებ რად გინდა დესკტოპ აპი. გახსენი ტაბი ბრაუზერში აპინე და ეგაა.
  5. Marshal Tufton დავითრიე გერმანიაში და ჩანთით ჩამომიტანეს უყუთოდ და განბაჟება არ მოუწია. ყოველი შემთხვევისთვის გადააგდე მაგ cpu-ს ყუთი და არამგონია მაგაზე პრობლემა შეგექმნას. კი ძაან გემრიელად გამოიყურება ეგ მინი პცები. გადახედე ნეტში შეიძლება ეგ უფრო გაწყობდეს შენი სოფტისთვის მაგის igpu-ს რომ ამოდენა VRAM აქვს. რამიც რომ სწრაფია ეგეც შეიძლება გეხმარებოდეს. რისერჩი გინდა მოკლედ შენი სოფტის მიხედვით. ასაწონ დასაწონია დადებითი და უარყოფითი მხარეები.
  6. ეხლა რომ ვფიქრობ რამე mini PC რომ ნახო ამის მსგავსი უკეთესი გამოსავალი იქნება ვიდრე ნაწილები ცალ-ცალკე იყიდო. ისე გაძვირდა ნაწილები მეეჭვება აწყობილმა კომპმა იგივე ამას აჯობოს https://www.amazon.com/AIFUT-LPDDR5X-Performance-Training-Rendering/dp/B0FJQDRZFZ/ref=sr_1_4?crid=1HS0O5QPDK1X4&dib=eyJ2IjoiMSJ9.v9GCMbTZGdErSnt3c1LKH3VrLkC3_Tpiao_d0oTGf4pXuAeUVlNPxyVruvG29NuDdUZePxXBFIXVNJdkOJrIgXaG7mY_DXMOk-JTrbGIaoXZBPCC-vJ2lOFnbZJKbJyT1XeqJ3HN52PKizsNmTL_-ac8NPB7CC2CTAX33S_WXE71jApf25qT8IQHH_qocslDQEDct7kjS_Y9DXuZT-a-jZ51KblamYj6Duo3_9ZhQaA.RavJ6wYqwdVimPyA0WMlBD-dfAUbab0-ckFoun8SV-g&dib_tag=se&keywords=amd+strix+halo+mini+pc&qid=1770050895&sprefix=amd+halo+mini%2Caps%2C273&sr=8-4 თუ განბაჟება არ გიწევს გერმანიიდან 5.7K ლარი კია ამის ფასი 128 RAM იმდენი ღირს ამას თან 8000 MHZ უყენია და მითუმეტეს gpu-ზეც შეუძლია მაგის გამოყენება და 4070-ს დონისააო კი ამბობენ. ეფლის მინი კომპებიც ძალიან კარგად გამოიყურებიან ამ ფასების ფონზე.
  7. მე 2015-ში ნაყიდი Crucial BX 100 მაქვს MLC ჩიპებზეა. არ გაჩერებულა რაც ვიყიდე 1000 კომპზე გადამხტარია ბოლო წლები 24/7 ჩართულია სახლის სერვერში მიდევს.
  8. ვიდეოში ვერ დაგეთანხმები გიო. 17-ს არ აქვს მაგრამ 17 pro და pro max-ს ისეთი ხარისხით შეუძლიათ გადაღება რომ ვერცერთი მობილურის შიდა მეხსიერება ვერ უმკლავდება და არ გააქტიურებინებს მაგ სეთინგს თუ გარე SSD არ მიუერთე type C პორტზე. რაც შეუძლია ისიც ძალიან მაღალი ხარისხისაა. კი ბატონო pixel-ები კანფეტებია მაგ მხრივ. 8 თვე- 1 წელში ჩალის ფასებში ვყიდულობდი მუდამ მაგათ. მეორე მხრიდან რომ შეხედო აიფონის პლიუსიცაა. ყიდულობ ახალს (აქაც საქართველოში იგივე ფასებია დაჟე ზოგ ევროპულ ქვეყანაზე ნაკლები მაღაზიაში აიფონებზე) და 1-2 წლის მერე გამოცვლა თუ გინდა კაი ფასში გაყიდი დაამატებ და ისევ ახალს იყიდი.
  9. მე თუ მეკითხები გიო ანდროიდზე არ მქონდა ეგ პრობლემები. ios-ზე მაქვს. ანუ ეგ ფუნქციები საერთოდ არ აქვს ისე როგორც ანდროიდს. ტექსტის ედიტირება, დაკოპირება და ჩაპეისტება, ნომრის ედიტირების არ ქონა. ზოგადად ეფლის კლავიატურა overall არის ძალიან საზიზღრობა. რაც iphone ვიყიდე ტექსტის აკრეფისას ძალიან ბევრ შეცდომას ვუშვებ და ნერვები მეშლებოდა უკვე. მერე ვნახე ეს slow mo გადაუღო ტიპმა რომ სწორ ღილაკს აჭერს, მაღლა ხტება კიდეც სწორი ღილაკი, მაგრამ სხვა ღილაკი აიკრიფა. ჩემი აზრით gboard საუკუნეებით უსწრებს apple-ს კიბორდს. და ცუდი ისაა რომ კიბორდს თუ შეცვლი ბევრ რამეზე წვდომა არ აქვს სხვა ქიბორდებს. ios-ს შეზღუდვაა. გადახედეთ მაგ რედიტის და იუტუბის კომენტარებსაც I've used iPhone when I was young then Android, then I gave the iPhone another chance recently. The copying and highlighting drove me crazy, I basically couldn't use this phone, had to switch back, although I liked most of the rest.. მარტო მე კი არ ვწერ ზოგადად ცნობილია რომ ჰაილაითი, კოპირება, ედიტირება უსაზიზღრესია ios-ზე.
  10. აშკარად ios-ზე ხარ მიჩვეული და არა ანდროიდზე და იმიტომ ვერ ატყობ ვერაფერს. რამდენიმეკვირიანი მოხმარებისა და დაკვირვების შემდეგ შემიძლია ცალსახად ვთქვა რომ ios 10 წლით მაინც ჩამორჩება android-ს მოხმარების კომფორტისთვის. სისტემის ჩაკეტილობაზე არაფერს ვამბობ, ეგ ცხადია და core-ში უდევს ios-ს. მაგას ვერაფერი ეშველება თუ ძირეულად არ შეცვალეს სისტემა.
  11. 20%-ში კი. დანარჩენში? გააჩნია წინა ანიმაცია საიდან გაიხსნა. დაბლიდან თუ გაიხსნა მაშინ უკან დაბრუნება ზემოდან ქვემოთაა და არა მარცხნიდან. ძალიან ბევრგან კი არც მარცხნიდან არც მაღლიდან არ მუშაობს იმენა X-ს უნდა დააჭირო მარცხენა ზედა შორ კუთხეში მარჯვენა ხელისთვის. რანაერად მუშაობს როგორც პიქსელებზე? პიქსელების და ნექსუსების მეტი არაფერი მქონია სანამ Iphone 17 pro ვიყიდე. ეგ სვაიპი კიდევ როგორც კი შექმნეს იმ დღიდან მოყოლებული მაგას ვიყენებ. ის რაც წინა გვერდზე ჩამოვთვალე ეგენი თუ წვრილმანებია აბა რისთვის იყენებ ტელეფონს მხოლოდ ვიდეოების ასასქროლად? დავიჯერო ნომრის აკრეფისასაც არ დაგიშვია შეცდომა ან რაღაცის დაკოპირება ან ტექსტის ჩასწორება არ დაგჭირვებია? კიდევ გამახსენდა საზიზღრობა. ბრაუზერში url-ს ჩასწორება თუ მოგინდა აიფონზე good luck
  12. ვერ დაგეთანხმები. ძალიან ბევრი ბაგები აქვს ამ ახალ ios-ს და ანიმაციები არაა smooth. 120hz-ა და ჰოუმ პეიჯზეც კი ლაგები აქვს მომენტებში გადასვლა გადმოსვლაზე. მაგაზე მარტო მე არ ვწერ სავსეა ნეტი. 60hz-ზე იმენა 30 fps-ვით მუშAობს. ცდილობს ეფლი მაგის გამოსწორებას. ეს ახალი liquid glass არის სრული კატასტროფა. პერფორმანსი უნდა ოხრად და სულ ტყუილად. უარესია ვიზუალურად ვიდრე ჩვეულებრივი ინტერფეისი. იმიტომ დაამატა ეფლმა 26.2-ში ცოტა ნაკლებად გამჭვირვალე რომ ყოფილიყო. თვალებს აჭრელებს ადგილებში. დახვეწის რა მოგახსენო აგერ მცირე ჩამონათვალს გავაკეთებ. 1 კლავიატურას (ინგლისური, ქართული) არ აქვს number row 2 copy paste არის უბანძესი, კურსორის ადგილზე ჩასმა არ აქვს როგორც ანდროიდზე რომ დააჭერ და ჩაჯდება. სხვა კლავას security-ს სახელით არ აქვს წვდომა რაღაცებზე და არც აქვს აზრი გამოყენებას. 3 ტელეფონის ნომერს რომ კრეფ თუ შეგეშალა ციფრი სადმე შუაში უნდა წაშალო იქამდე მთლიანად და ახლიდან აკრიფო, ჩასწორება არ აქვს 4 back button არ აქვს. მარტო ამის გამო აი ისეთი საზიზღარი მოსახმარია ტელეფონი რომ არ ვიცი. ზოგან ზემოდან უნდა ჩამოუსვა, ზოგან მარცხნიდან, ზოგან არც აქვს X უნდა დააწვე უკიდურეს მარცხენა ზედა კუთხეში. თან ეს აპებში კი არა მარტო, შიგ სეთინგებშიც. ანუ იმდენად დაუხვეწავები არიან რომ თვითონ სტოკ ios-შიც კი არაა ერთნაერად უკან დაბრუნების ღილაკი. 5 ალარმს რომ დააყენებ არ გიწერს რამდენი დარჩა ალარმამდე (ეს ყოფილა რაც ყოფილა pixel-ზე სულ ვუყურებდი და ძაან მაგარი ფუნქციაა) 6 ავტოროტეიტი არავის უყვარს, მე მუდამ გამორთული მაქვს. აი filmix-ზე მაგალითად ჩართე ფილმი და გადიდება გინდა არ ხსნის ეკრანს ავტომატურად საიტი როგორც youtube შვება მაშინ უნდა დახარო შენით, მაგრამ წამოწოლილზე გვერდულად თუ გიჭირავს ტელეფონი ანუ ვერტიკალურად უნდა დაბლოკო როტეიტი, დაბლოკავ და ეგრევე ვერტიკალდება რადგან ios-ს არ აქვს ეგ ფუნქცია, რაც nokia-ს ქონდა 17+ წლის წინ და ანდროიდს აქვს უკვე ალბათ 10 წელია. Pixel-ზე ავტოროტეიტ გამორთულზე დავხრიდი ეკრანს, კუთხეში გაჩნდებოდა ღIლაკი დავაჭერდი დაიხრებოდა და ვსო ვუყურებდი. მერე გავასწორებდი ტელეს და ისევ იმავე ღილაკს ვაწვებოდი და ვსო. 7 მობილური ბევრ windows-ს ლეპტოპს ჯობია პერფორმანსით. სასწაული ჩიპი უდევს. ეხლა ეფლი ამის წინა მოდელის ჩიპს უპირებს თავის მაკბუკში ჩადოს. Single thread ლამის 4k geekbench M4-ს დონისაა, ხოდა რატომ ვწერ. ეკრანს უერთდება და რამე dex-ს მაგვარი არ აქვს. 26.2-მდე იყო ios-ში ბაგი რისი ექსპლოიტითაც რამდენიმე ფაილს ასწორებდნენ და სისტემას ეგონა ipad და ააქტიურებდა მაგ ფუნქციას (ანუ სოფტვეარ ლიმიტაციაა ყველა ამის კოდი არის უკვე მანდ). ეს მონაცემები ძალიან ბევრ მომხმარებელს სულ კისრამდე ეყოფოდა. კიდევ არის მაგრამ ახლა არ მახსენდება. კარგი რაც აქვს ჰარდი სასწაულია, ვიდეო გადაღება TOP N1-ა სმარტებში, ფოტოებში ეს და pixel ები ვიტყოდი ერთ დონეზეა. Battery life ამ ზომის ელემენტით უსასწაულესია (esim 17 pro მაქვს ოდნავ დიდი ელემენტი აქვს აქაურ 17 pro-ებთან შედარებით), სწრაფად იტენება, wireless charger-ზე მაგნიტები ძაან მაგარია და ასევე 25 W იანი დატენვა მანდაც საკმაოდ კარგია. Software support top notch. საფორთს ვგულისხმობ თორემ აგერ ჩამოვთვალე თვითონ ფუნქციონალურად რა ბანძიცაა ios.
  13. დანასტროიკებით ნამდვილად ანდროიდზეც ბოლო წლები არაფერს ვანასტროიკებდი, პირიქით დეფოლტი რაც იყო ეგ მერჩივნა. აი მოუხერხებელი კი ნამდვილად არის. ისეთი ელემენტარული რაღაცები არ აქვს რომ აშკარად ios-ს დეველოპერები გარტყმაში არ არიან როგორია დღეს ანდროიდი რომ მოიპარონ იდეები.
  14. განახლება უნდოდა ალბათ. ან მასე შვება ხოლმე ან სულ ვერ ხსნის ვიდეოს. როცა ურევს 99% განახლება უნდა.
  15. დაიკიდე სანამ მუშაობას არ შეწყვეტს, რომ შეწყვეტს იგივენაერად დააყენე ახალი ვერსიის იუტუბი. მენეჯერ აპი რომაა იმაში აქვს განახლება, მაგრამ იუტუბის ვერსია ხელით უნდა გადმოწერო და ახლიდან დაპაჩო. რაც მქონდა წლების მანძილზე სულ 3-ჯერ მაქვს გაკეთებული. ადრე vanced ერქვა და ის მისით შვებოდა მერე ეგ გათიშეს და revanced მაგიტომ ქვია. მობილურის ბრაუზერში youtube-ს როგორ იყენებთ? მე ვერ ვგუობ.
  16. Youtube revanced ნახე. ანდროიდზე რომ ვიყავი მაგის გარეშე არ შემეძლო. მისით გიწერს რომელი ვერსია უნდა და apk pure-დან გადმოწერ მაგ ვერსიის youtube-ს დაპაჩავს მისით და ეგაა. წინასწარ დაპაჩულები მგონი არ ვარგა რაღაც გაფრთხილება ედოთ ადრე მაგათ თქვენით ქენითო ჩვენ არ ვშვებითო. ფუნქციონალს უმატებს თან ჩაკეცვაც შეგეძლება, ეკრანი რომ დაბლოკო არ გათიშავს ხმას და ა.შ. Iphone-ზე რაც გადავედი უბრალოდ პრემიუმი ვიყიდე და ესეც იგივეს აკეთებს ურეკლამოდ.
  17. ჰო ანტუტუ ძაან არასწორია სულ იცვლება ვერსიებს შორის და პლატფორმებს შორის არ დარდება. CPU/GPU რეალური წარმადობა გიკბენჩით უფრო ჩანს პლატფორმებს შორის. იგივე ვერსია დაადარე და უფრო მიხვდები გასწორდა თუ არა.
  18. 11 ე ვერსიაზე ასე დადო ჩემმა 10 ზე 380k ნაკლებს დებდა
  19. ვა მართლა გაფრენილი ქონია წინებზე რა ქულებიც დადე. დაარეზეტე თუ მისით მოიფიქრა? EDIT: ანტუტუს ვერსიაა სხვა წინა 10.5.1-ზე გქონდა ამას იმას ვერ დაადრი ასე პირდაპირ.
  20. ცელოფნის ეკრანს მოუხერხონ რამე. ეგ კრიზი იმხელა პრობლემა არაა როგორც ის რომ მაგ ეკრანს ფაქტობრივად ყველაფერი კაწრავს. ისე ეფლიც და სამსუნგიც აპირებენო შედარებით განიერი ფოლდის გამოშვებას. ეგ აქამდე უნდა ექნათ. ეხლა რაცაა კვადრატული ეკრანით ფოლდები არაფერი დიდ სხვაობას არ იძლება დიდ სმარტებთან შედარებით ვიდეოების ყურებისას. მთელი მუღამი კიდევ ეგაა. 2 აპს არამგონია ვინმე ხსნიდეს მაშინ როცა ერთი სვაიპით შეგიძლია გადახვიდე გადმოხვიდე აპებს შორის. ეგ WM-ს გავს. Linux-ზე და mac-ზე არის window manager-ები. მაგას ვიყენებ წლებია უკვე. ფანჯრები საერთოდ აღარ არსებობს და პირდაპირ გადადიხარ გადმოდიხარ პროგრამებს შორის ან ერთ ფანჯარაზე რამდენიმეს ალაგებს მისით ისე რომ სრული ეკრანი დააკავოს.
  21. ეფლის პროდუქცია გახდება მაგარი მოთხოვნადი. მაგათი რამის ფასები ეხლა უკვე დაბალი გამოდის თუ ფასს არ მოუმატეს. ამოდენა კომპანიას კი ექნებოდა გათვლა რომ ასე წამში არ გაუძვიროს მომწოდებელმა. მაგათი ARM-ს ჩიპები კიდევ საკმაოდ მძლავრები და ოპტიმიზირებულებია სისტემა linux-ვით ვერაა მაგრამ ვინდას კი ჯობია. ამოდენა რამის და სსდ ების ფასების ფონზე მაგარი არჩევანი აქვთ მაგათ.
  22. მშვიდობაში. მაგ ფასში მართლაც კარგი მონაცემები აქვს. რომელი ვერსიის ფირმვეარი აყენია? მაგ მონიკებზე 1.0.06 და 1.0.07-ზე რაღაც პრობლემები ქონია red tint-ს ზოგ შემთხვევებში. როგორც წერენ 1.0.08 ზე არ აქვსო. ადრე ვფიქრობდი მაგის ყიდვას, მაგრამ აღარ იყო გაყიდვაში. მერე 240 hz-იანი lenovo legion ავიღე.
  23. განახლების მერე პერფორმანსი მოემატა ჯპუც გავატარე მაგასაც დავსკრინავ ბარემ 11 ინჩიან ipad pro ს რომელსაც M2 ჩიპი უდევს ყველაფერში აჯობა მულტიკორიან ჯპუიანად. ელემენტი სასწაული აქვს. მოკლედ ახალ დარეზეტებულზე, ან ახალ დააფდეითებულზე 2-3 კვირის მერე აღწევს ელემენტი პიკს. თავიდან რაღაცებს ჩალიჩობს ხოლმე.
  24. Debian-ზე ვარ გადასული, რადგან კომპზე proxmox დავაყენე და ეს VM-ა usb + igpu passthrough-ებით. AMD-ს gpu-ს ცნობილი პრობლემების გამო ვერ ვარესტარტებ VM-ს ჰოსტის რესტარტის გარეშე. მანდ კიდევ სხვა VM_ებიც მაქვს უამრავი docker სერვისებით. ამიტომ გადავედი დებიანზე აფდეითები კერნელზე იშვიათია აქ და შესაბამისად რებუთი არ უნდა. VM-ში არც ვანახლებ ხოლმე კერნელს. ჯამში 2-3 თვეში 1-ხელ მიწევს ხოლმე რებუთი. 1 KWH-იანი power station დავითრიე რომ არ გამეთიშოს, რომელიც მთელ ჩემ კომპებს და მონიტორს ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში 9 სთმდე ყოფნის.
  25. ამ გაგრილებებზე იმაზე მეტი ხომ არ იხარჯება ჯამში ვიდრე მაზერიც რომ გამოგეცვალა და უკეთესი AMD-ს cpu აგეღო გეიმინგისთვის. მაგის ნახევარი ენერგომოხმარება არ ჭირდებათ. დენის ხარჯებსაც თუ მიათვლი მგონია საკმაოდ იაფი ჯდება ჯამში.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.