-
Posts
7783 -
Joined
-
Days Won
90
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Type-X
-
MaKaRoV გააჩნია შენ რომელი პროგრამით აკეთებ მაგას. Weight მოუმატე.
-
[media=] New Analog Gauges in LFS (Alpha) აქ მოკლედ ავხსნი, თუ როგორ უნდა დააყენოთ თამაშში მსგავსი სახის სპიდომეტრი და ტახომეტრი. ამისათვის უნდა შეხვიდეთ ზემოთ მოცემულ ლინკზე და გადმოწეროთ ორი ფაილი. ver 0.12 და შემდეგ 0.17. გადაიტანეთ თამაშის მთავარ ფოლდერში ყველა მოცემული ფაილი. ჯერ ვერსია 0.12 - ის და შემდეგ 0.17 - ის. ამის შემდეგ დააწკაპუნეთ მაუსის მარჯვენა ღილაკით LFS.exe ფაილზე და Send to - ს საშუალებით Desktop - ზე გადაიტანეთ იარლიყი. გახსენით ის და მარჯვნივ ერთი ადგილის გამოტოვებით მიუწერეთ /insim=29999. საბოლოო ჯამში ესე უნდა გამოიყურებოდეს C:LFSLFS.exe /insim=29999 და OK ( მთავარია, რომ ერთი ადგილი გამოტოვოთ ). ჩართეთ თამაში ამ იარლიყის საშუალებით. ნახავთ, რომ თამაშის ჩართვისთანავე დაიწერება მსგავსი წარწერები. ამის შემდეგ სპიდომეტრი და ტახომეტრი გამოჩნდება. მათი გადაადგილება შეგიძლიათ Ctrl + კლავიატურის ისრების საშუალებით. სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის გახსენით ფაილი Readme AnaGauges სადაც ნახავთ დაწვრილებით ინფორმაციას. აქ კი მოცემულია გაკვეთილი PDF ფორმატში, თუ როგორ უნდა გააკეთოთ წარწერები მანქანის შუშაზე. გადმოსაწერად გადადით ამ ლინკზე : http://www.mediafire...cjhe7cymw38lscq
-
რამოდენიმე დღეა რაც ეს პროექტი დავიწყე და იმედია მალე მივიყვან ბოლომდე. Live For Speed Texture Improvements პირველი ბეტა ვერსია შეგიძლიათ გადაწეროთ აქედან : http://www.mediafire...mlfmttc2a6a6kvh
-
#Skinhead ილოს კი K24 - ს არა. ყველას ვიცნობ თითქმის ვინც ადრე დაიწყო LFS - ის თამაში. პირველი დრიფტის ჯგუფიდან IroNEagLeS™ - იდან მოყოლებული. http://www.myvideo.ge/?video_id=605240
-
eXtreme-Hunter პირიქით, უნდა ჩაურთო, გათიშული გაქვს.
-
#Skinhead პაროლი 8 სიმბოლოზე ნაკლები არ უნდა იყოს. ესე აკეთებდი ? პაროლი თუ მაგაზე ნაკლები იქნება არ გაიხსნება. Windows 8 - ზე ალბათ დაჭირდებოდა გადატვირთვა.
-
eXtreme-Hunter კი როგორ არ ხდება ეგეთი რამე. როცა ადგილს ირჩევ და კამერის ციფრს ( 10 ციფრიდან კამერა რომელზე უნდა დააყენო ) თეთრდება ეს ციფრი. უფრო გასაგებად რომ ავხსნა ვთქვათ კამერის დაყენება გადაწყვიტე ციფრ 1 - ზე. აჭერ კლავიატურაზე Shift + 1 და ციფრი 1 თეთრდება ( მანამდე ნაცრისფერი ). მოკლედ სამი ფერია სულ. თავიდან როცა ჩართავ თამაშს და დააჭერ Shift + U - ს არცერთი კამერა არ იქნება დაყენებული და ყველა ნომერი იქნება ნაცრისფრად. კამერის დაყენების მერე ( თუნდაც ერთ ციფრზე ) ფერი იცვლება - თეთრდება ის ციფრი რომელზეც აყენებ კამერას. ბოლოს მესამე ვარიანტია, როცა დაყენებული კამერიდან მეორე კამერაზე აგდადიხარ და იქ აყენებ კამერას. მაგალითად : დააყენე 1 - ზე ( აირჩიე უკვე ერთი ადგილი ) და გინდა დააყენო სხვაგან, ვთქვათ ციფრ 2 - ზე. როცა 2 - ზე დააყენებ კამერას დაინახავ რომ ციფრი ერთი რომელზეც დააყენე პირველი კამერა გაშავდება. სულ ბოლოს როცა გაავსებ 10 - ვე ციფრს კამერებით, ყველა გაშავდება გარდა ერთისა. ის ერთი იქნება თეთრი, რომელც იმ კონკრეტულ დროს გექნება არჩეული. მე მაგისთვის მაქვს ეს თემა გახსნილი რომ ხალხს გავაცნო ამ თამაშის შესაძლებლობები და შეცლებისდაგვარად დავაინტერესო. რაც უფრო ბევრჯერ შემაწუხებ მით უფრო კარგი იქნება, მე სწორედ მაგიტომ ვარ აქ რომ შემაწუხო და მკითხო რაც გაინტერესებს. რაც შეეხება ავტოსიმულატორებს 2013 და 2014 წელი ყველაზე წარმატებული იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ. ბევრი კარგი ძველი სიმულატორი განახლდება და დაიხვეწება ( მართალია ესეთი რამ იშვიათად ხდება, მაგრამ მაინც ). კონკრეტულად LFS - ს რაც შეეხება, უკვე არის მნიშვნელოვანი სიახლეები. ერთ 3 თვეში ახალ ტექსტურებს უნდა ველოდოთ, რომლებიც მართლა კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის თამაშს. ესეც ერთ- ერთი მაგალითი : MakuArt Laboratorium დიდი ხანია ეს პიროვნება მუშაობს და აკეთებს ტექსტურებს ყველა ტრასისთვის და იმდია რეალიზიც მალე იქნება. ამას დაემატება ENB - ს გრაფიკის მოდიც თამაშისთვის. წინასწარ ვერ ვიტყვი როგორი იქნება, მაგრამ საინტერესო პროექტია. რაც შეეხება სკინებს, ამ ზაფხულს ცოტას ვზარმაცობ და ვერ მოვრჩი ამ სატატიას. თუ რამეში გამოგადგება შეგიძლია გადახედო : სკინების გაკეთების გაკვეთილი #Skinhead Windows 7 64 bit ვერსია გიყენია ლაბათ და მაგიტომ გაქვს ეგ პრობლემა. თუ ესეა ამ ვიდეოს უყურე და ისე გააკეთე ზუსტად. როგორ ჩავრთოთ LIVE FOR SPEED 64bit Windows-ზე
-
LFS - ის მოდელირების ისტორია. The History of Live for Speed Modding
-
#Skinhead რამის გაკეთებას აპირებდი ? მარტო Headcover -ია. თუ გინდა გადაწერე Headcover Honda K-SERIES
-
eXtreme-Hunter ვიდეობს დამონტაჟება არ ვიცი და უცბად გავაკეთე. ნახე თუ გამოგადგება. http://www.youtube.com/watch?v=9e9GhgDVkpk&feature=channel&list=UL
-
გამარჯობათ. ძალიან ბევრ ვიდეო გაკვეთილში ნაჩვენებია დარენდერების დროს სხვადასხვა კოდაკების არჩევა. ერთ-ერთი ხშირად გამოყენებადი კოდაკია DivX - ი. ჩემთან კოდაკების ჩამონათვალში კი ეს საერთოდ არ არის. ვიდეოში ნათქვამია, რომ ამის დასაყენებლად პროგრამაში უნდა დააყენოთ K-LiteCodecPack - ი. გადმოვწერე გუშინ ბოლო ვერსია, მაგრამ AVI ფორმატს DivX - ი არ დაემატა ჩამონათვალში. აქედან გადმოვწერე : http://filehippo.com...ite_mega_codec/ შეგიძლიათ მითხრათ რომელი პროგრამა უნდა დავაყენო და საიდან უნდა გადმოვწერო? აი ესე რო გამოჩნდეს ჩამონათვაალში.
-
დარენდერების პრობლემამ დამღალა უკვე. თითქმის ყველა პროგრამაში მაქვს ეს შემთხვევა. ხარისხი მუდამ ფუჭდება ან ვიდეო ჭედავს ძალიან.
- 12 replies
-
- ეს ჩემის მო*ნული
- Adobe After Effects CS4
- (and 1 more)
-
MaKaRoV FPS - ის შეზღუდვა უნდა მოხსნა და მეტზეც ავა. Yes - ის მაგივრად დააყენე NO.
-
#Skinhead არა.
-
MaKaRoV ულამაზოდ ჩანს შენი სურათები. არ ვარგა. Shift + F დააჭირე და ისე გადაიღე, სუფთა სქრინები.
-
eXtreme-Hunter 0.6B ვერსიაზე შვება ეგრე ? გრაფიკას უნდა დააკლო, სხვა გზა არაა. ჩემთან 12 - ია FPS - ი. სანამ არ დავაკლებ 32 Bit - იდან 16 Bit - ზე არ ეშველება არაფერი. ამის მერე სავარაუდოდ 80 FPS გექნება ვიდეოს ჩაწერის დროს. არის მეორე გზაც და ამისთვის ეს ფუნქციები უნდა გაუთიშო თამაშში. Full-scene antialiasing Texture filtering / AF გრაფიკა ძალიან გაუარესედება და ჯობია ისევ 16 ბიტზე დააყენო (ამ დროსაც შეცვლება ბოლის ეფექტი და გამოსახულება ოდნავ). Making LFS movies #2 (new tutorial) 9 fps in FRAPS when recording In Game Recording, (fraps, ZD soft game recorder etc..)
-
სკინების გაკეთების ახსნა დამწყებებისთვის : The Bible Of Skinning [The big skinning tutorial]
-
მთელ ეკრანზე Fullscreen - ზე არ ეშვება თამაში გადმოწერის შემდეგ თამაშის მთავარ ფოლდერში ნახავთ რეზოლუციის შესაცვლელ პროგრამას, სახელად MWM_Resolution_Changer. აქ თოლიით ( პწიჩკით ) აღნიშნავთ Fullscreen - ს. Paintjobs How to make Paintjobs & Decals Legal Street Racing Tutorial How To Create Paintjob HD Street Legal Racing: Redline Street Legal Racing Redline ( ასევე ცნობილი როგორც Street Legal 2 ) არის რეისინგის თამაში, რომელიც შექმნილია Invictus მიერ, მაგრამ თვითონ თამაში გაავრცელა Activision Value - მა. თამაში Windows - ის პლატფორმისთვის გამოვიდა 2003 წლის ივლისში. Game Play ( თამაშის სიუჟეტი ) თამაშის არსია მოთამაშემ დაამარცხოს თითოეული კლუბი და შევიდეს Race of Champions - ში, სადაც თქვენ შეგეძლებათ მოიგოთ ბონუსის მანქანა. მოთამაშეებს ექნებათ race - ი ( შეჯიბრი - რბოლა ) სხვა ავტომობიელბთან ქუჩებში დღის განმავლობაში, რადგან მოიპოვონ პრესტიჟი ( respect - პატივისცემა ) ან ფული, რადგან მოდიფიკაცია გაუკეთონ საკუთარ ავტომობილს. ეს დღის სინათლეზე მიმდინარე რბოლები არიან მსგავსი, ქუჩის რეისინგის, როგორიცაა Need For Speed: Underground 2 - ში. ღამის განმავლობაში, მოთამაშეებს აგრეთვე შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ drag race - ში, სხვა მრბოლელის წინააღმდეგ, ან უბრალოდ უყუროთ სვის რეისს. ამ თამაშის კიდევ ერთი თვისება არის დარტყმის შედეგად დაზიანებული დეტალების შეკეთება. დაზიანება შეიძლება მოხდეს ავტომობილის ბევრ დეტალზე, მათ შორის მანქანის ძრავზე, ბამპერებზე, კარებებზე, ფანჯრებზე, სახურავზე და სხვა ნაწილებზე. სხვა ტამაშებისგან განსხვავებით ამ ზიანის შეკეთება შეიძლება. მანქანაში ვერ დაბრუნდება რეისიდან ხელუხლებელი და დაუზიანებელი. თუ რაიმე დეტალი დაზიანდება, ეს ზიანი შენარჩუნებული იქნება მანამდე, სანამ ის არ შეკეთდება ავტოფარეხში. Cars ( მანქანები ) თამმაშში არსებული მანქანები ძალიან გვანან რეალობაში არსებულ ავტომობილებს, რომლებსაც თამაში აქვთ სპეციფიური ფიქსირებული სახელები. მაგალითად : კომპანია Mitsubishi - ის მანქანას თამაშში ჰქვია Shimutsibu, Subaru - ს სახელია Ishima, Chevrolet Camaro - ს MC, BMW - ს Baiern - ი, Nissan - ის კი Emer - ი. თამაშის ვერსიაზეა დამოკიდებული 2 ცალი საპრიზო ავტომობილის არსებობა : Prime DLH 500 ( რომელიც ნიშნავს Shelby GT500 - ს ) ვერსია 2.3.0 LE - ში, ხოლო "Furrano GTS" კი ითვლება, როგორც Ferrari Enzo. მოთამაშეებს შეუძლიათ შეიძინონ მანქანები გამოყენებული ( მეორეადი ) ავტომობილების დილერთან ან ახლი ავომობილების დილერთან ( მაღაზიაში ). თავდაპირველად მოთამაშეებს აქვთ მხოლოდ საკმარისი თანხა, იმისათვის რომ იყიდონ გამოყენებული ავტომობილი და შემდეგ შეაკეთონ ის თუ ეს მოცემული ფული საკმარისია და შეკეთება ჯდება იაფი. გარდა ამისა, მოთამაშეებს შეუძლიათ შეცვალონ ( მოდიფიკაცია გაუკეთონ ) ავტომობილის ნებისმიერ ნაწილს და ამის გასაკეთებლად გამოიყენონ ლამაზი და დინამიური ავტოფარეხის სისტემა. როგორც მანქანები, ასევე ნაწილებიც არის გამოგონილი და თამაშის საშუალებით მიეწოდება დეველოპერებს SL Tuners. კერძოდ კი, ბევრი ძრავის კომპნენტები არიან ძალიან მოდიფიცირებულები, მათ შორის intake, exhausts, camshafts, crankshafts, engine blocks, intake manifolds, cylinder heads, turbochargers და ა.შ. შესაძლებელია ამ ნაწილების შეზავება და დამთხვევა, რათა შეიქმნას უნიკალური ძრავები. ასევე როდესაც cheat codes - ჩეთის კოდებს შეიყვანს მოთამაშე თამაშში, მაშინ გაიგებს ამ ფრაზას "You Lose". Modifications ( მოდიფიკაცია ) არსებობს ბევრი თამაშის გულშემატკივართა ვებ გვერდები, სადაც მოთამაშეებს შეუძლიათ საიტიდან ჩამოტვირთონ დამატებითი მანქანები, ნაწილები და სხვა თამაშის ცვლილებები. Gamespot - Street Legal Racing Redline
-
Ghost* Logitech momo - ს 130 ლარიდან - 160 ლარამდე იყიდი. ოღონდ ნახმარს. დამწყებისთვის ნორმალურია.
-
ეს გაკვეთილი მათთვის ვისაც აინტერესებდა, როგორ უნდა ეთამაშა მაუსით rFactor - ი. Don't have G27 for rFactor gaming? Check this out! ეხლა კი გადავალ რამოდენიმე შესანიშნავ ტრასაზე. HARUGAHARA Download Here : http://www.mediafire.com/?e4j3zqzyjzj VER 5 Download Here : http://www.mediafire...tk5yzcl6t132ux7 VER 6 (ზოგიერთ PC - ზე შიძლება თამაში დაიქრაშოს). Nagao Touge Download Here : Nagao Touge Ver. 1.0 AKAGI Downhill Download Here : AKAGI Downhill MeihanSportLand Download Here : MeihanSportLand SHOMARU PASS 1.0 Download Here : SHOMARU PASS 1.0 Kanagawa - http://www.mediafire...4rbobek8ao8l0bb RK Akina&Suzuka - http://www.mediafire...1ocue1v7aodcos9 ზოგიერთი კარგი ტრასის ლინკი მაქვს კიდევ და დავდებ :)
-
eXtreme-Hunter დავამატებ რაც გამომრჩა. 0.6B ვერსიაში Free mod შეცვლილია. დამატებულია ბევრი ახალი ფუნქცია : Z28-ში მაქსიმუმი ფიგურების რაოდენობა იყ 512-ი, აქ კი 800-მდეა გაზრდილი. თუ პირველად იყენებ თამაშში Shift + U - ს ფუნქციას, ღილაკის დაჭერისას შეიძლება არ გამოჩნდეს არაფერი, ამიტომ აჭერ კალვიატურაზე Space-სს. ჩამონათვალი გამოჩნდება. გადახვალ მაუსით ჩანართზე More. რის შემდეგაც ის გათეთრდება, (რაც იმას ნიშნავს, რომ მოცემული ფანჯარა გააქტიურებულია). აქ შეხვდები ესეთ ახალ ფუნქციას, როგორიცაა 8 ცალი კამერის დაყენება ნებისმიერ ადგილზე. ამის გაკეთება ძალიან მარტივია, უბრალოდ მაუსით ირჩევ სასურველ ადგილს და კლავიატურაზე აწვები Shift + Number მაგალითად : 1 Shift + 1. ამის შემდეგ შეიცვლი კამერის ადგილმდებარეობას და აირჩევ მეორე ადგილს. აქაც ანალოგიურად Shift + 2 და დააყენებ კამერას. ამის შემდეგ შეგეძლება კამერიდან კამერაზე გადახვიდე V ღილაკის საშუალებით. გაითვალისწინე, რომ კამერების არჩევის თანმიმდევრობას არ აქვს მნიშვნელობა. შეგიძლია Shift + 6 დააყენო ჯერ, და მერე Shift + 1 და ასე შემდეგ. თუ რომელიმე კამერის შეცვლა მოგინდება, ისევ არიჩევ ადგილს და რომელ კამერის ადგილასაც გინდა რომ დაყენდეს იმ ნომერს აირჩევ. კამერიდან კამერაზე გადასვლის დროს, კი შეგიძლია დააჩქარო მოძრაობა შეგიძლია შეანელო. ამისთვის Move Speed-ს და დაბლა მოჩემულ ფუნქცეიბ გამოიყენებ. რაც ყველაზე მთავარი გამომრჩა ესაა Shift + F - ის ღილაკი. როცა ყველაფერს დააყენებ ჯერ დააწვები Space - სს (ამით გააქრობ Shift + U - ს წარწერებს) შემდეგ კი Shift + F - ს დააჭერ, რადგან გააქროს ყველა წარწერა, ტრასის მონახაზი, მანქანის სპიდომეტრი, დრო და ა.შ. არ გეგონოს რომ Shift + U - ს ფუნქციიდან გამოხვედი. არა შენ ამით უბრალოდ გააქრე ნაწერები და ისევ იმ ფუნქციაში რჩები. ამას ბევრი მოთამაშე იყენებს სურათის ან ვიდეოს გადაღების დროს. როცა ყველაფერს მორჩები, ისევ დააწვები Shift + F და შემდეგ Space - სს. სულ ეს იყო, იმედია გამოგადგება. ესეც პატარა ოფიციალური შპარგალკა, თითოეული ღილაკის დანიშნულებაზე : Keyboard commands and shortcuts - version S2
