Jump to content

Type-X

მოდერატორი
  • Posts

    7783
  • Joined

  • Days Won

    90

Everything posted by Type-X

  1. #Skinhead ეს უკვე Google - ია აშკარად.
  2. Razer მივხვდი ისე, თემა 100 გვერდს რომ მიაღწევს გავაკეთოთ გამოკითხვა ( ან რამე ამდაგვარი ) ვისი სქრინები იქნება საუკეთესო. #Skinhead კონსოლის სურათებია ? ძალიან მაგარია...
  3. Razer ესენი ყველა png ფორმატებია და მემგონი ისე არ აფუჭებს ხარისხს როგორც JPG. ვერ დაგეთანხმები საუკეთესო ხარისხზე და სქრინებზე წინა გვერდებზე freeman_010 - ს კარგი Shift 2 - ის რამოდენიმე სქრინი ედო. მაგალითად.
  4. მე ეს მაქვს გადმოწერილი http://www.simsim.ge/games.php?id=667 და არ ვიცი ამას აქვს თუ არა ეგ ფაჩი. მოკლედ მოვძებნი მაგას, მაგრამ 2008 წლის ვერსიაა მგონი ეგ gold edition - ი.
  5. #Skinhead არა. ჩვეულებრივი ვერსია მაქვს გადმოწერილი. არის ისეთი თამაში სადაც მოდები უკვე დამატებულია ? ან ახალი ფაჩი აყენია ?
  6. Test Drive Unlimited - ის პირველ ნაწილზე თემა არაა, და ამიტომ აქ ვიკითხავ. გადმოვწერე 22B - ის მოდი და გადავიტანე თამაშის ფოლდერში. თამაშს როცა ვრთავ და მაგ მანქანის არჩევას ვიწყებ, მაშინვე იბაგება თამაში და მაგდებს. რამე ხომ არ უნდა დავაყენო დამატებით ?
  7. eXtreme-Hunter ზოგ მანქანას მოყვება ხოლმე, მაგრამ ეგეთი შემთხვევები იშვიათია. მაგალითად ამ საიტზე იდება ისეთ მოდები, რომლებსაც დისკები მოყვება ხოლმე : "Lucas-mods. დისკები მხოლოდ XRG და XFG - ზე იცვლება. XRG - ზე პირდაპირ იცვლება უპრობლემოდ. ამისთვის მხოლოდ XRG Rims Manager 0.6B v5.0 გჭირდება. driftmods.net - ს დაემატა ახალი განყოფილება დისკების და შეგიძლია აქ ნახო Wheels/Rims სხვა დისკები თუ Rims Manager - ის არცერთი არ მოგეწონება. XRG - ის ყველა დისკს შეგიძლია ზომა შეუცვალო LFS 0.6B Pro Tweak v1.4 ამ პროგრამით. XRT - ზე შეგიძლია მხოლოდ დისკების გადიდება. შეცვლით ვერ შეცვლი. სხვა მანქანებიზეც შეგიძლია დისკების გადიდება, მაგრამ არ უხდება და იშვიათად ვიყენებ.
  8. ჩემი ძველი სკინი ვიპოვე, რომელიც ადრე გავაკეთე თუ ვინმეს გინდათ გადაწერეთ აქედან : RocKST@R TeaM Skin For XFR
  9. eXtreme-Hunter აქ ნახე ინსტრუქცია და მიყევი : rFactor 2, SimRaising Jomardi - ის აქვს ყველაფერი დაწვრილებით ახსნილი.
  10. კიდევ რამოდენიმე გაკვეთილი : How to Make HQ paintjobs How to Take HQ screenshots Analogue Gauge How to add songs
  11. #Skinhead გრაფიკა მაგას არ უვარგა PC - ზე და მართვაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. ე. ი. არკადები უფრო მოგწონს ვიდრე სიმები.
  12. გამარჯობათ ეს მოდი TDU 2 - ზე არის ? Subaru Impreza WRX STI 22B
  13. GT-R მაგას არ აქვს მნიშვენლობა, რომელი წლიდან დაიწყე თამაში, მთავარია მოგწონდეს და მისი განსხვავება დაიანახო სხვა თამაშებთან შედარებით. LFS - ის თამაში ბევრმა დაიწყო ჩემზე ადრე და დღეს თითქმის ყველა შეეშვა. თავიდან მეგონა, რომ ჩემზე ბევრად მეტი იცოდნენ, მაგრამ ვცდებოდი. თუ მოინდომებ 1 წელიწადშიც ისე კარგად შეისწავლი თამაშს, რომ ბევრს გააოცებ. მთავარია მონდომება და ჩაღრმავება. ასე რომ 2004 წლიდან დაიწყებ თუ 2011 - დან მნიშვნელობა არ აქვს. 2003 წლის მერე თამაში არ განახლებულა და მაგ პერიოდისთვის იდეალური ვარიანტი იყო გასართობად. გეიმფლეი მშვენიერი აქვს ამ თამაშს და სხვა ყველაფერიც, თუ მის რეალიზის თარიღს გავითვალისწინებთ. იმიტომ არ უშველა ფაჩების გადაწერამ, რადგან უმრავლესობა თვითონ მოთამაშეების გაკეთებულია. დეველოპერბს რომ ოდნავ მაინც შეევლოთ ხელი და ეზრუნათ თამაშზე ბევრად უკეთესი იქნებოდა. ესეც საკვირველია, რომ ამდენ წლებს გაუძლო SLRR - მა და დღემდე აქტუალური დარჩა. ეს ENB - ს მოდი კი GTA დან არის გადმოტანილი ბევრ თამაშში. მათ შორის SLRR, LFS, rFactor და ა.შ. NFS - ი ვერ იქნება ნამდვილად, იმიტომ რომ მცირე ბიუჯეტიანი თამაშია და EA Games - ისგან განსხვავებით ამათ დეველოპერებს ფული თავზე არ გადასიდით. ამ თამაშს NFS - ის არცერთ სერიას არ შევადარებ. რაც ამ პატარა კომაპნიამ 2003 წელს გააკეთა და რა ფუნქციებიც ჩადო თამაშში, EA - ს დღემდე არ დასიზმრებია. ამიტომ არც შევადარებ ერთმანეთს. გრაფიკა კი ჩემთვის პირველ პლანზე არასდროს არ იდგა კომპიუტერულ თამაშებში. ჩემთვის ძირითადი რეალიზმია და თითქმის ყველა თამაშში ამას ვეძებ. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი შესაძლებლობების მრავალფეროვნებაა, რაც SLRR - ის ნამდვილად არ აკლია. მანქანები, ნაწილები, ტრასები და ა. შ. რაც შეეხება ENB - ს სერიებს ყველაზე მეტად ეს 2 ცალი მომეწონა : ENB Series Settings for SLRR V7 + New ENB Series Settings for SLRR V3 Welcome !
  14. GT-R რაღაც მეეჭვება, ეგრე იყოს... ეხლა რაც დავდე ბაგებთან არანაირ კავშირში არაა.
  15. დღეს მინდა აგიხსნათ, ორი ძალიან საინტერესო ფუნქცია. პირველი ეს არის ძრავის დამატება და მეორე ძრავის შემობრუნება. მოდი დავიწყოთ. 1) ამის გასაკეთებლად გჭირდებათ პროგრამა SLRReditor2. გადმოსაწერი ლინკი რომლიც ზემოთ დევს, მოყვება ეს პროგრამა бонус ფოლდერში. შედით ამ ფოლდერში და ამოაარქივეთ ფაილი SLRReditor21. ჩართეთ ფაილი SLRReditor2.exe. დააჭირეთ სურათზე მოცემულ ღილაკს Choose SLRR directory და აქ აირჩიეთ SLRR მთავარი ფოლდერი და ფაილი StreetLegal_Redline.exe შემდეგ კი OK. გამოჩნდება მანქანების ჩამონათვალი მარცხენა მხარეს. აიჩიეთ სასურველი მანქანა რომელშიც გინდათ სხვა ძრავის ჩადგმა. მე მაგალითად ავიღე Honda CRX. ავირჩიოთ ის და დავაჭიროთ Edit Engine Bocks. განოჩნდება ჩამონათვალი მარცხენა მხარეს. რომელი ძრავის სახელებიც მონიშნულია თოლიით ( პწიჩკით ) მხოლოდ იმ ძრავების ჩაადგმაა შესაძლებელი Honda CRX - ში. თუ გინდათ, რომ სხვა რომელიმე ძრავი ჩადგათ, ამისთვის ჩამონათვალში აირჩევთ სასურველს და გვერდზე მოუნიშნავთ თოლიას ( მაგალითისთვის მე ავირჩიე ნისანის ძრავები და მოვნიშნე ) და Save. ამის შემდეგ დახურეთ პროგრამა და ჩართეთ თამაში აირჩიეთ Honda CRX - ი და ჩადგით მასში ნისსანის ძრავა 2) ხშირად ხდება მსგავი სახის პრობლემა, როდესაც არჩეული ძრავი მანქანაში დგება საპირისპირო მხარეს. ჰორიზონტალურად და არა ვერტიკალურად, როგორც ჩვენ გვიდა. ამისათვის გავხსნათ პროგრამა SLRReditor21 ( აქაც ვაკეთებთ ყველაფერს იგივენაირად რაც პირველ ახსნაში გავაკეთეთ ) და ავირჩიოთ ის მანქანა, რომელშიც ძრავი ესე ჯდება. მაგალითისთვის განვიხილავთ Mazda MX-5 - ს. აირჩიეთ მანქანა ჩამონათვალში და გადადით Edit Slots - ში. Side To Side - ში იქნება ჩაწერილი - 90 თავიდანვე. წაშალეთ ეს ციფრი და ჩაწერეთ 0. შემდეგ ჩამოშალეთ ჩამონათვალი და აირჩიეთ slot 401 Engine. ბოლოს დაასეივეთ და გამორთეთ პროგრამა. ჩართეთ თამაში და ნახეთ შედეგი. ძრავი ვერტიკალურად ჩადგება მანქანაში.
  16. #Skinhead დიდი ხანია, რაც აღარ მითამაშია ონლაინში. pereulok - ის სერვერებზე თამაშობს რამოდენიმე ქართველი, მე როგორც ვიცი.
  17. eXtreme-Hunter მანქანის კლასს მნიშვენლობა არ აქვს. ყევლა სკინი LFS / Dara / Skins ამ ფოლდერში უნდა გადაიტანო. სკინი და template სხვადასხვა რამეა. template - ს სპეციალურად აყოლებენ მანქანის, რომ შემდეგ შენთვინოთ გააკეთო მანქანის სკინი. მაგ : აი ეს არის მანქანის Wireframe Template.
  18. eXtreme-Hunter წინა გვერდზე დავდე სტატიის ლინკი, მაგრამ ჯერ - ჯერობით დაუმთავრებელია ნახე იქნებ რამეში გამოგადგეს. ზოგ მანქანას მოყება, ზოგს არა. ორიგინალი მანქანების Default სკინები შეგიძლია აქედან გადმოწერო : LFS DEFAULT SKINS OF ALL CAR ზოგიერთ მოდს skin template მოყვება ფოტოშოფის ფორმატში PDF - ში. ეგ უკვე ავტორზეა დამოკიდებული მოაყოლებს საკუთარ მოდს, skin template - ს თუ არა.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.