კომპანია MSI-მ ფიციალურად დააანონსა MSI GT783 სათამაშო (გეიმერული) ნოუთბუქი.ის თავისუფლად გაუწევს კონკურენციას საშუალო დონის დესკტოპ კომპიუტერს.იგი იქნება აღჭურვილი Intel Core i7 ოთხ ბირთვიანი პროცეოსით ,რომლის სიხშირე 2.0ghz და კეში 6mb იქნება.ოპერატიული მეხსიერება 32gb იანი,ddr3 ტიპის.ვიდეო დაფა: GeForce GTX 580M ,2gb DDR5 ტიპის მეხსიერებით იქნება აღჭურვილი.
MSI GT783 ის ერთ-ერთი უპირატესობა მისი 17,3 დიუმიანი ეკრანია,რომლის მაქსიმალური გაფართოება შეადგენს 1920 x 1080 პიქსელს.ვინჩესტერის მოცულობა შეადგენს 1,5 ТБ (7200 об/мин).ასევე აღსანიშნავია ის ფაქი რომ მას ექნება Blu-ray/DVD Super Multi,HD ვებ-კამერა,პორტები:USB 3.0(2ცალი), HDMI და D-Sub.
ინფორმაციის გადასაცემად ქსელში შეგვიძლია ავამოქმედოთ:Gigabit Ethernet, Wi-Fi (802.11 b/g/n) და Bluetooth 3.0+HS.ნოუთბუქი ასევე გამოირჩევა ხარისხიანი ხმით Dynaudio და საკმაოდ ლამაზი SteelSeries კლავიატურით რომელიც მრავალფეროვნად ნათდება.
ნოუთბუქი მუშაობს ОС Windows 7 ზე და იწონის 3,9 კგ-ს.
წყარო: www.overclockers.ua