არსებობს ჭორები, რის მიხედვითაც AMD აპირებს შეცვალოს Athlon,Phenom და Sempron ბრენდის დასახელებები, როგორც ეს ATi-მ ქნა.
XbitLabs-ის ცნობების მიხედვით, მათ აქვთ ნანახი დოკუმენტი, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი, რომ AMD აპირებს დაჰყოს თავისი მომავალი Llano და Zambezi პროცესორების ხაზები სხვადასხვა კლასებად, რომელსაც ადგენს FX-series, A-series და E-series Athlon,Phenom და Sempron-ის ნაცვლად.
XbitLabs ამბობს, რომ Zambezi პროცესორები რომლებიც აგებული იქნება Bulldozer-ის არქიტექტურაზე , რომელსაც აქვს 4 ან 8 ბირთვი, შევლენ FX-series-ში და გაიყიდება როგორც AMD Vision Black და AMD Vision Ultimate ნაწილებად.
Dual და Quad Llano ჩიპები, მეორე მხრივ, გახდება A-series პროცესორი და გაიყიდება როგორც AMD Vision ისე AMD Vision Premium ნაწილებად.
და დარჩა E სერია, რომელიც შევა ბაზარზე როგორც 1 და 2 ბირთვიანი პროცესორები, რომელიც დაფუძნებულია AMD-ს Zacate არქიტექტურაზე.
AMD-ს წარმომადგენლები არ ადასტურებენ ცვლილებას, მაგრამ არც უარყოფენ მას.