კომპანიამ Acer ახალი კომპიუტერ-მონობლოკი გამოუშვა, რომელიც ამ ხაზში პირველია 3D-ეკრანით აღჭურვილი. 23-დიუმიანი დისპლეის Acer Aspire Z5763 გარჩევადობაა 1920×1080 წერტილი, იგი ტექნოლოგიის NVIDIA 3D Vision4 ბაზაზე მუშაობს შესაბამისად, აქ გათვალისწინებულია ჩაშენებული ემიტერი აქტიური ჩამკეტი სათვალეებისთვის. ვერსიის მიხედვით კომპიუტერი დაკომპლექტებულია პროცესორით Intel Core i5-2400, i5-2500 ან i7-2600, აგრეთვე გრაფიკით Intel HD, NVIDIA GeForce GT440 ან GeForce GT435M.
დანარჩენ ტექნიკურ მახასიათებლებში შედის ოფციონალური ჰიბრიდული ანალოგურ-ციფრული ტვ-ტიუნერი, ჩაშენებული დინამიკები 5 ვტ-ზე და 2-მეგაპიქსელიანი ვებ-კამერა. კომპიუტერი ოფციონალური უსადენო მოდულებითაა Wi-Fi b/g/n, Bluetooth 2.1+EDR დაკომპლექტებული, აქვს გიგაბიტიანი ქსელური ინტერფეისი, რვა პორტი USB 2.0, მულტიფორმატიანი კარდრიდერი, სარჭები PS/2 კლავიატურისა და თაგვისთვის, სარჭი VGA აგრეთვე შესასვლელები და გამოსასვლელები აუდიოსთვის.
მომხმარებელს თავაზობენ ხისტ დისკს ტევადობით 2 ტბაიტამდე, 16 გბაიტამდე ოპერატიულ მეხსიერებას DDR3 და Blu-ray. არის წინასწარ ჩაწერილი პროგრამა AirControl, რომელიც ვებ-კამერით კომპიუტერის მართვის შესაძლებლობას იძლევა, სივრცითი ჟესტური ბრძანებების გაცემით. მონობლოკი Acer Aspire Z5763 გაყიდვაში მაისის შუა რიცხვებში 1650 აშშ დოლარიდან გამოჩნდება.