Jump to content

anzori88

VIP
  • Posts

    962
  • Joined

  • Last visited

Everything posted by anzori88

  1. ეს ნამდვილი ამბავია, რეკლამას იღებდნენ და უცებ დათვმა დაგლიჯა ეს ქალი. ქალი მოკვდა. ვერ ვიღადავე ამ გიფზე.
  2. დასვენების დღე ძლივს მეღირსა და დავუთმე ჩემი მანაქნის დისკების აღდგენა/შეღებვას. ბევრ ადგილას იყო გაფუჭებული, ბორდიურზე ნახახუნები, განსაკუთრებით რეზინასთან დისკების კიდეებში. მოკლედ დავშალე, "ბალგარკით" დავამუშავე კიდეები, შუა ნაწილები ებოქსიტით, მანქანის შპაკლით. შემდეგ დავშკურკე და დავგრუნტე. 100% მზადაა შესაღებად. დღეს ვეღარ მოვასწარი შეღებვა და ლაქის დასხმა. ხვალ ან ზეგ დავასრულებ.
  3. რევიუებში 770-ს 8.3 ქულა აქვს, 780-ს 9. პირადად ჩემთვის დიდი არაფერი სხვაობა არაა ეგ. ვფიქრობ ვერც ერთ თამაშში ვერ დავინახავ რეალურ სხვაობას ამ ორ ბარათს შორის. მე მოვიცდიდი.
  4. ისე ამ ოლიმპიადის გაუშლელ რგოლზე ბევრი ღადაობს, მაგრამ რეალურად ამ ფაქტს შეეწირა ამ რგოლების გახსნაზე პასუხისმგებელი პირი. იმ დღესვე იპოვეს თავის ნომერში მოკლული, დანით აქვს მრავალი ჭრილობა მიყენებული. უცხოელი ჟურნალისტია, რომელიც შეესწრო მკვლელობის მომენტს, მკველებიც ნახა (სამი მოგლეჯილი ტიპი) და პოლიციაშიც განაცხადა, მაგრამ იქვე ჩაიფარცხა ეგ ამბავი. ესე წერენ უცხოურ პრესაში.
  5. youtube-ზე ნახვებშ იხდის, 5 მილიონი ნახვა 15 000 დოლარია, შესაბამისად მინიმუმ 30 ესეთ ტელეფონს იყიდის მეც წავითამაშე და რთულია, 3-ს ვერ გავცდი.
  6. ეგეთ მოსაფსმელში არავის არ უყვარს ვიღაცის გვერდით დგომ, ერთის გამოტოვებით დგებიან როგორც წესი. ის ტროლი ისე დადგა, რომ ყველა პონტში ვიღაცის გვერდით დგები. ))
  7. მე სამუშაო იარაღები გამოვიწერე და 110 ვოლტზე. ვიყიდე გადამყვანი (20სმ 20სმ-ზე) და იმაში ვაერთებ ნებისერ 110 ვოლტიან მოწყობილობას. 80 ლარი დამიჯდა.
  8. როგორც ვნახე ლენოვოს 1გბ აქვს ოპერატიული. მაინტერესებს თუ შეიძლება გაზრდა 2-მდე? ანუ აქვს თავისუფალი სლოტი? და ფასი ბოლოა?
  9. https://www.youtube.com/watch?v=uYTVE28LTbM მაგარი რამეა რა. აქ გვეღირსება ნეტა ამ საუკუნეში?
  10. მე ბევრი რამ გამომიწერია, უმეტესობა ჩამოსულა, ზოგი რამდნეიმე რამ არა ან დაუგვიანია ძლიან. თუ დროულად მისწერ, რომ დათქმულ ვადაში არ მოვიდა გიბრუნებენთანხას. მე დამიბრუნეს ყველა ჯერზე. ანუ ჯამში სანდო გამოდის.
  11. ბიძაჩემმა დაითრია ზუსტად ეგეთი მერსედესი, გერმანული. 3.2 V6, 2004 წლიანი. მაგარი რამეა. მეც მინდა
  12. Compabilty mode-ში ჩაურთე Windows XP sp2 an sp3 და წაიღებს. თუ Don't send ერორს ამოაგდებს ხოლმე, სანამ ჩართავ ინტერნეტი გათიშე, მერე ჩართე ქაუნთერი და მერე ისევ ჩართე ინტერნეტი და აღარ ამოაგდებს როცა ეგრე იზავ.
  13. მე მაქვს სულ ახალი მაღაზიიდან, ეკრანის დამცავიც ჯერ კიდევ ზედ აქვს. გარანტია აქვს ერთი წელი. ორიონ ტექლოჯიში ვიყიდე სამი დღის წინ. აქვს ორ ბირთვიანი 1.2GHz პროცესორი, 8 გბ თავისი მეხსიერება და + ჩიპის ჩადება შეიძლება 32 გბ-მდე. ეკრანის ზომაა 10.1 ინჩი. აყენია 4.2.2 ქარხნული ანდროიდი, ყველა საჭირო პროგრამა, ქართული კლავიატურა და ა.შ. (თააშებით გადაჭედილი არ არის. ელემენტი 5-6 საათი ძლებს უპრობლემოდ. აქვს WiFi, 3G. მოყვება ყუთი, დამტენი, ყურსასმენი, USB > MicroUSB გადამყვანი. ფასი იქნება 290 ლარი (მაღაზიაში 399 ლარი ადევს.). ამ ფასად რა თქმა უნდა სამსუნგი და ასუსი არაა, ჩინურია. გავატარე ტესტებზე და HTC one X+ შედეგებს დებს ჰარდის სიძლიერით. ფული მჭირდება სასწრაფოდ.
  14. რამე კარგი პროგა არ იცით პდფ ფაილებთან სამუშაოდ? ანუ მინდა შემეძლოს ტექსტების მონიშვნა (გაფერადება ფლომასტერის პონტში) გვერდებზე ადვილად გადასვლა, და მოკლედ წიგნებთან და ა.შ. (პდფ ფაილებთან) სამუშაოდ რომ მოსახერხებელი იყოს. ფასიანებიც დადეთ და ნუ თუ უფასოც არის კარგი ისიც. თუ გატეხილებს ვერ ნახავთ იქნებ სახელი მაინც დაწეროთ და მე მოვძებნი.
  15. სალამი. მოსულა რომ Play Store-ზე სხვამ მიყიდოს აპლიკაცია, გამომიგზავნოს და მე ჩემ დევისში დავაყენო? თუ უშუალოდ ჩემი დევისით უნდა ვიყიდო ჩემი ექაუნთით?
  16. ცოლს ვუყიდე ჯეოსელში. გააჩნია რისთვის გინდა. ბრენდი ვიცი რომ ნორმალურია, ჩინური ბრენდია, მაგრამ უხარისხოს ნამდვილად ვერ ვუწოდებ. ჯამში არაუშავს ტელეფონია, მიღება კარგი აქვს, ინტერნეტიც, თაჩსქრინიც ნორმალურია, რაც წერია სისტემა უპროლემოდ უბერავს, რადიო კარგად მუშაოვს. ყურსასმენები მოყვება არც ისე კარგი, მაგრამ შეცვლა არაა პრობლემა, 3.5 ჯეკზეა.
      • 1
      • Upvote
  17. პირველ რიგში კიდევ 1 დოლარი უნდა შეგეგდო და რამდენიმე საათში ან დღეში ჩამოჭრიდა. წესით მეილზე უნდა მოგსვლოდა შეტყობინება რომ თანხა დააკლდა. ანუ სისტემა ამოწმებს რამდენჯერმე პერიოდულად და თუ გაქვს თანხა დანარჩენს მერე მოჭრის. თანხა სავარაუდოდ არ მოგეჭრებოდა, უბრალოდ დაიბლოკა და ერთ ან ორ თვეში უნდა დაგიბრუნდეს. ბანკზეა დამოკიდებული ეს პროცედურა. მიწერე საიტსაც აუცილებლად. არ არიან მატყუარები, მე სულ მაგათგან ვიწერ და არც ერთხელ არ მქონია პრობლემა. მისწერე ჰელფიდან და უთხარი რაც მოხდა და მოგწერენ დეტალებს. თუ გააუქმეს შეკვეთა, მოგწერონ მეილზე. მერე ეს მოწერილი წაიღე დაბეჭდე და წაიღე ბანკში და ამის საფუძველზე შენ ტანხას ბლოკს მოხსნიან 10-14 დღის ვადაში და დაგიბრუნდება თანხა
  18. გამოწერა და ფულის გადახდა რომ მინდოდეს აქაც რია 20-25 ლარებში. მირჩევნია მე თვითონ გავაკეთო. პაიალნიკი მეხერხება. ანუ კარგი კონტაქტი უნდა ჰქონდეს და ეგაა? ფერების საქმე როგორაა? უსბ-ს კაბელი არ გამიჭრია რომ ვნახო შიგნით რა ხდება და იქაც რამე სიურპრიზებია ფერებზე?
  19. გამარჯობა. მაქვს ლეპტოპი რომელიც ძააალიან ცხელდება. გავწმინდე მაგრამ მაინც ეგრეა. თან მიხლებზე როდესაც მიდგას ან ბავშვი საწოლში თამაშობს, ფაქტიურად არსაიდან არ უბერავს ჰაერი და საკმაოდ ცხელდება. ამ დროს თავისთავად ჭედვას იწყებს, თან ინტეგრირებულ ვიდეოზეა. მოკლედ მიგდია ერთი ორი ქულერი სახლში და ვიფიქრე გავაკეთო დასადგამი და ეს ორი ქულერი დავამაგრო. პირველი კითხვა: მაქვს გაფუჭებული 8800 ვიდეო და მაგის ქულერი გამოდგება? მეორე კითხვა: მეორე ქულერი კეისის ქულერია, მაზერზე რომ ერთდება და ეგ როგორ გადავაკეთო ისე რომ USB პორტით დავუკავშირო ლეპტოპს? არ მინდა, რომ ადაპტორზე დავსვა. მესამე კითხვა: რამდენი ვოლტი მოდის უსბ პორტში და როგორ გაიგო რამდენი ვოლტი უნდა ქეისის ქულერს და რამდენი ვიდეოს ქულერს? მეოთხე კითხვა: შესაძლებელია, რომ ორი ქულერი (ან ორივე კეისის (თუ ვიშოვე), ან ერთი კეისი და მეორე ვიდეოსი) დავსვა ერთ უსბ პორტზე? თქვენი იმედი მაქვს. არ მინდა დავწვა ლეპტოპი, ქულერი ან უსბ პორტი. NEIRON არ დაიზარო და გამარკვიე შენც რა, გეცოდინება ეს დეტალები. წინასწარ მადლობა ყველას.
  20. ისე i3 რომ არ ავაწყო, ანუ ახალ სოკეტზე არ იყოს, ძველი გამოდგება რამეში? თუ აზრი აღარ აქვს 775-ს? ვთქვათ ქუადი ან რამე რო დავითრიო, მაგრამ დდრ2 არ მინდა ოპერები. დდრ3 იაფიც ღირს ბევრად და უკეთესია. აღარ ვიცი რა ვქნა. OgaiB სამომხმარებლო რომელ ბანკში? მე თიბისიში მერიცხება ხელფასი. პირობები რა აქვთ? პროცენტი არაა თუ რიტ სჯობს საკრედიოს? არ მაქვს ბანკებთან მჭიდრო შეხება და არ ვიცი. ბარემ კონკრეტულად თანხებში რამდენს გამოვალ სისტემას მონიტორის, კლავიატურის, მაუსის გარეშე? 500, 600, 700, 800 თუ რამდენი? ისეთი კომპი რაც წინა პოსტებში მიწერია???
  21. ბიუჯეტი არ მაქვს ესე გამოყოფილი, საკრედიტო ბარათით უნდა ვიყიდო (განვადება მინდა, მაგრამ ნახმარებს ვინ მომცემს განვადებით, ამიტომ საკრედიტო და ნელ-ნელა დავფარავ, თუმცა პროცენტი აქვს სასწაული), ამიტომ რაც იქნება იქნება, უნდა ვიყიდო რამე. მეცოდება ბავშვი, რომ არ დავსვა და მე ვიჯდე. ამიტომ ვინუჟდენი ვარ ვიყიდო რამე. დამიწერეთ კონფიგი, ამ ნახმარი ნაწილებით რა დაჯდება და რასაც გავწვდები ვიყიდი. i5 კარგი ვარიანტია ნამდვილად 130 ლარად. მაგაზე რა მაზერი დამჭირდება, რა ფასიანზე წავა? სამომავლოდ არაფერი არ მინდა. არ შევცვლი მონიტორს (თუ არ დაიწვა ). უბრალოდ არც ისე იმნდა გტ220 ჩავდგა და ბრაუზერის თამაშები ვითამაშო. ბატელფილდი, cod და ა.შ. რომ წიღოს საშუალოზე მაინც, ნფს-იც არ გვავიწყდება. იმედია მიხვდით დაახლოებით რაც მინდა. გაიხარეთ. ეგრევე პოსტები დამხვდა
  22. გამარჯობა. მოკლედ ბავშვი გაიზარდა და ერთი კომპი აღარ გვყოფნის მინდა ჩემი ლეპტოპი დავუთმო (ლეპტოპი, რომელსაც ეკრანი გაუტეხა და გამოვცვალე, კლავიატურაზე ორი ღილაკი მოაძრო, შნური გაწყვიტა და გადაბმულია და ა.შ.) მოკლედ მას ადგება ბრაუზერის თამაშებისთვის, მე კი მინდა რამე დესკტოპი ავაწყო რაც შეიძლება იაფად, მაგრამ არ მინდა რაც შეიძლება უბრალო თორე დავითრევდი 775-ზე. საკმაოდ ჩამოვრჩი კომპიუტერულ სიახლეებს და ვერ ვერკვევი კარგად ფასებში და სიძლიერეში. მინდა რომ ისე თუ ასე რაღაც თამაშები მათამაშოს, მაგრამ არა უმაღლეს გრაფიკაზე და მაღალ რეზოლუციებზე. მაქვს 17-ანი მონიტორი, კლავიატურას და მაუსსაც ვიშოვი. დინამიკები არ მინდა. მინდა მხოლოდ პროცესორი. მინიმალური i3 ბაზაზე (1155 და 1156 სოკეტები ვნახე, მაგრამ ვერ მივხვი რა სხვაობაა, რომელი სჯობს და რატომ), ოპრატიული დდრ3 არც ისე ძვირია და ალბათ 4-6 გბ. hdd 500-იც მეყოფა, მაზერი უბრალო, კვება ისეთი რომ არც გამყიდოს და არც სულს ღაფავდეს. როგორც დავაკვირდი ფორუმზე აქაც და ჩვენ მეზობლებთანაც ხშირად იჩითება კარგი ვარიანტები (აი AVENGER ყიდიდა ვიდეოებს საკაიფო ფასებში). მოკლედ დამეხმარეთ, გამარკვიეთ რა სჯობს ვიყიდო ამ ყველაფრის გათვალისწინებით და იაფად. რა სჯობს რომ ახალი ვიყიდო და რა არ არის პრობლემა რომ ნახმარი დავითრიო. შეიძლება ნელ-ნელა ვიყიდო როცა კარგი ვარიანტები გამოჩნდება. მინდა ნორმალური კომპიუტერი, რომ მიქონდეს 17-იან ეკრანზე ახალი NFS, ფეხბურთი, ონლაინ შუთერებიც საშუალოზე მაინც და ა.შ. თქვენი იმედი მაქვს რომ არ დაიზარებთ და საუკეთესოს მირჩევთ. სამსახურის გამო ვერ ვიცლი, რომ კარგად ჩავუჯდე და მოვძებნო და გავერკვიო და ა.შ. წინასწარ მადლობა ყველას ვინც არ დაიზარებთ.
  23. ჰოდა ჩემ ტენდას Wifi ჰქონდა პრობლემა, კაბელზე უპრობლემოდ უბერავდა
  24. გაუმარჯოს. Tenda სამსახურში მქონდა ორ ანტენიანი, ხშირად ჰქონდა ჩავარდნები, დაბალი სიჩქარე და ა.შ. სამჯერ შევაცვლევინე მაღაზიას, საგარანტიოს პონტში მე ვთქვი აპარატურის ბრალი იყო. სამივეჯერ იგივე ქნა. რას ვიფიქრებდი, რომ სამივე ეგეთი იყო. მეოთხე დავიტოვე და ვამუშავე და იგივე სიტუაცია, დამტანჯა მოკლედ. წავედი და ნახმარი cisco ვიყიდე, მუშაობს იდეალურად. მემგონი გამოდგომაზეა ეგ ტენდა. სახლში D-link DIR300 მაქვს და ძალიან კმაყოფილი ვარ, 120 კვადრატზე ერთ ანტენიანია და იმენა ყველა ოთახში იმ სიჩქარით იწერს რაც პროვაიდერისგან მაქვს, არანაირი ჩავარდნები და ა.შ. პაროლი დავადე და ეგაა. აქ ვიყიდე PowerVano-სგან. მე არ გირჩევდი ტენდას. დ-ლინკ კარგია და cisco ჯობია
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.