-
Posts
1430 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
1
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by system 32
-
გაუმარჯოს! მოკლედ ორი კითხვა გამიჩნდა რაა და ვერ მივიღე ვერსად ამომწურავი პასუხი რაა დავიწყეთ: 1. ძველი მაზერის(რომლებსაც არ აქვს ინტეგრირებული ვიდეო) ბიოსებში, შევამჩნიე ასეთი პუნქტი AGP Aperture Size და აქ თითქმის ყველგან დეფაულტად წერია 64MB, და რას ნიშნავს საერთოდ ეს AGP Aperture Size, ან რის მიხედვით ყენდება ეს? ერთმა მითხრა ეგ არის შინის გამტარობა წამშიო და ხელი არ ახლო თორე შეიძლება მაზერიც და ვიდეოც დაწვაო და რამდენად მართალია? 2. ჩემს კომპიუტერზე AIDA64-ით PCI Devices-ში შევიხედე და დამხვდა ასეთი სურათი http://a.pix.ge/h/edxzt.jpg , აქ ხომ არის ძირითადად ჩიპსეტის კომპონენტები და სალტის ტიპში რატომ უწერიათ PCI? მე ისე ვიცი რომ მხოლოდ დამატებითი(ქსელის კონტროლერი, სატა კონტროლერი და ა.შ.) კონტროლერები არიან მიბმულები PCI/PCIe არხებზე, და ამ ჩიპსეტის კომპონენტებს რაღა უნდათ ამ სალტეებზე? ესენი ხომ ინფოს ჩერეზ ჩრდილოეთ ხიდით გადასცემენ პროცესორს(SB>>NB>>CPU??). ან თუ მართლა ამ სალტეზე მუშაობენ ეს მოწყობილობები მაშინ საიდან სად გადასცემენ ინფოს ამ სალტით?? ან რას და რას აკავშირებს ეს სალტეები? ნუ ეს EN8500GT და ეს Realtek RTL8168B/8111B PCI-E Gigabit Ethernet Adapter კიდევ მესმის რომ დამატებითი კონტროლერია და იმიტომ უწერიათ სალტის ტიპში PCI/PCIe, მაგრამ ამ ჩიპსეტის კომპონენტებში უკვე დავიბენი რაა. იქნებ დეტალურად ამიხსნათ რაა
-
როგორ და ამოიღე სლოტიდან რამდენიც არის მერე სლოტებს(ანუ სადაც ჩარჭობილი იყო) სული შეუბერე ან მტვერსასრუტი გადაატარე ფრთხილად მერე თვითონ ოპერებს ფეხები გაუწმინდე თაბახის ფურცლით, მერე ისევ ჩაარჭე კარგად(თუ კარგად არ არის არ ჩაირთვება) და ჩართე და ნახე რაა :)
-
უი უი უი მემტესტი გაატარე რამენაირად მოახერხე, იმ დღეს მქონდა ზუსტად მასეთი შემთხვევა და მემტესტი რომ გავატარე 2000-მდე შეცდომა ამოყარა, მერე ოპერები ამოვიღე გავწმინდე და ისევ ჩავრთე და გასწორდა რაა ნახე აბა :)
-
ვიდეოს დრაივერს რომ დააყენებ თავისიტ გასწორდება რეზოლუცია დეფაულტზე რამდენიც საჭიროა და რაც შეეხება ჰერცებს, რაც შეიძლება მეტი დააყენე, ეგ არის ანუ წამში რამდენჯერ უნდა გააკეთოს ეკრანმა განახლება, და რაც უფრო მეტს მიუთითებ(და რამდენიც ვიდეოკარტას და მონიტორს აქვს) მით უფრო კარგი ჩვენება და სწრაფი განახლება ექნება, და თვალებსაც ნაკლებად გატკენს, 60 ჰერცზე ცუდი ციმციმი იცის ხოლმე აი 85-ზე უკვე კარგია ეს ჰერცების პრინციპი ელსიდი მონიტორებზე არ ვრცელდება იქ თუ გინდა 50 დააყენე თვალებს არ გატკენს და რაც შეეხება ეკრანის ერთი მხრიდან მკრთალ და მეორე მხრიდან მუქ გამოსახულებას, ეგ მგონი უფრო ეკრანის ტექნიკური დაზიანება უნდა იყოს, ან შეიძლება ბოლო ვერსიის ვიდეოკარტის დრაივერმა უშველოს, მაგრამ ეგ ნაკლებად მგონია.
-
ეკრანი და კაბელი შეამოწმე :)
-
ბიოსის ბოლო ვერსია გადაწერე შენი მაზერის მწარმოებლის საიტიდან და განაახლე ჩვეულებრივ, ისე თუ დაწერ რა მაზერი გაქვს კარგი იქნება.
-
ბიოსი განაახლე აბა
-
ხმის კოდეკი უბერავს ალბათ(DAC ჩიპი) ანუ ეგ Soundmax-ის ჩიპი :)
-
როგორ მოაგვარე ეგ პრობლემა იქნებ დაწერო უი ეხლა წავიკითხე ის პოსტი ბოლომე :D
-
კი წავა მაგრამ 8GB/S-ის მაგივრად 4GB/S-ზე იმუშავებს დიდად არამგონია იგრძნო ეგ :)
-
ისე ოპერატიულებისთვის MEMTEST 86+ -იც რომ გაატარო კარგი იქნება რომ სრულად დატესტო ოპერატიულები, ეს პროგრამა არის Hiren's BootCD-ში და ვინდოუსის გარეშეც შეგიძლია დატესტო, ანუ ჩამტვირთავი დისკია რაა, თუ რამე ვერ გაიგე დაწერე და აგიხსნი :)
-
სევენის დისკი შეამოწმე მუშაა თუ არა შეიძლება გაფუჭებულია, და XP-ს რაც შეეხება სატა ვინჩესტერია და იმიტომ ვერ ხედავს ინსტალერი სატა კონტროლერს, ამიტომ შედი ბიოსში და სატა რეჟიმი გადაიყვანე PATA/IDE-ზე ან გათიშე AHCI/RAID. თუ ვერ იპოვე ბიოსში შესაბამისი პუნქტი მაშინ შედი მაგ მაზერის მწარმოებლის საიტზე და გადმოწერე სატა კონტროლერის დრაივერები და ან ჩააინტეგრირე ვინდის დისკში ან რაიმე ძველი ფლოპით გაუშვი ინსტალაციისას F6-ით. :)
-
ყველაზე ეფექტურია kaspersky virus removal tool, kaspersky-ს საიტიდან რომ გადმოწერო განახლებული ბაზებით და Safe Mode-ში რომ გაუშვა :)
-
მერე რა იქნებ რაღაც შეეშალა და მეორე პარტიციიდან გადაყვა ვირუსები ან ფლეშკაზე ქონდა და ისევ გადაყვა :)
-
გადაამოწმე ნორმალურად არის თუ არა გააქტიურებული ვინდოუსი, ბიოსი დეფაულტზე ჩამოყარე, გადმოწერე ბოლო განახლებები, შეამოწმე სისტემური საათი და დაასკანე ვირუსებზე Kaspersky virus removal tool-ით Safe Mode-დან და მემტესიტც გაატარე
-
ეგ იმას ნიშნავს რომ შენი მაზერის ბიოსს არ აქვს შენი პროცესორის ბოლომდე აღსაქმელი მიკრო კოდი, ამიტომ შედი შენი მაზერის მწარმოებლის საიტზე, აირჩიე პროცესორების სია რომელსაც მაზერი მხარს უჭერს და იქვე იპოვე შენი პროცესორის მოდელი და გვერდზე გამოგიტანს ამ შესაბამისი ბიოსის ვერსიას გადმოსაწერად წარმატებები :)
-
ATA 133-ს 80 პინიანი ჩვეულებრივი კაბელი რომ დაუყენო ვინტს ვერ დაინახავს? ან რამე პრობლემა შეიქმნება?
-
ხო მაგრამ Ultra DMA 133-ზე ჩვეულებრივი 80 პინიანი ასუსის კაბელებიც უპრობლემოდ მიდის, რამდენიც დამიყენებია სრულად აღიქვა :)
-
სად ყოფილა ძაღლის თავი დამარხული :D (ალბათ ) :D
-
როგორ და Hiren's BootCD-თი უნდა ჩაიტვირთო DOS-ის რეჯიმში სამუშაო პროგრამებით და ისე უნდა გაანულო MBR.
-
თუ არ ჩართო სისტემა როგორ უნდა დაფლეშოს ბიოსი?
-
აქ ალბათ შეგეშალა და 66 უნდა დაგეწერა Ultra DMA 33/66/100/133 ესენია თუ არ ვცდები ინფოს გატარების რეჟიმები IDE შლეიფზე, და მაგის მერე უკვე სატა სატა ტექნოლოგია ვინჩესტერისთვის უაზროდ მეჩვენება.
-
Nvidia-ს უფრო ვიცნობ და მაგაზე ვარ გაზრდილი , ამიტომ ჩემი ხმა მას :)
-
მაგ ფლეშზე ჩართული გექნება დაცვა ანუ Read Only, ზოგ ფლეშკას აქვს მაგის ღილაკის პონტში რაღაცა, მაგრამ ზოგს არ აქვს და უმეტეს შემთხვევაში MBR-ის განულება შველის Hiren's BootCD-დან, ოღონდ მანამდე ვინტები უნდა გამოაძრო კომპს, თორემ შეიძლება მთელი ინფო დაკარგო :)
-
+1 მაზერს მეტალი "ამოკლებს" :)
