თქვენი არ ვიცი და მე კი დამტანჯა ამ აიფონმა :დ
ძალიან ელემენტარული ოპერაციები არის უაზროდ გართულებული.
კომპიდან ტელეში მინდოდა ფოტოების გადატანა და iCloud Libraryის გამო ჯერ აიქლაუდზე უნდა ამეტვირთა ფოტოები და მერე იქიდან გადმომეწერა ტელეფონში, ის უფასო 5გბ კიდე თუ გავსებული გაქ კარგად მეყოლეო ეფლმა, მაგასაც ვერ იზავ. გავთიშე აიქლაუდის ბიბლიოთეკა ძლივს როგორღაც გავაკეთე სინქრონიზაცია, მაგრამ ვიდეოები არ გადმოიტანა საქაღალდიდან, ზოგი ფოტოს წაშლა მინდოდა და იმ ალბომში არ მაშლევინებს ფოტოებს, მოკლედ ეს ერთი შეხედვით მარტივი მოსაგვარებელი ამბავი პრობლემა გამიხადა ამ ტელეფონმა.