სალამი ფორუმელებო. მოკლედ, ასეთი პრობლემა მაქვს. Windows 10 ახალი დაყენებული მაქვს, რამდენიმე წუთის მუშაობის შემდეგ ოდნავ დატვირთვისას ეკრანი ითიშება ენერგია მიეწოდება, მაგრამ ვიდეოსიგნალი არა. ვიდეოკარტის ამოღება ვცადე და ინტეგრირებულით ჩართვა მაგრამ ბიოსამდეც ვერ მიდის კომპი ეგრე. ვიდეოკარტა როგორც კი ჩავდე ჩვეულებრივ ჩაიტვირთა. ეკრანის ჩაქრობისას გარკვეულ მომენტში კლავიატურა არ მუშაობს, შემდეგ რესტარდება და იწყებს მუშაობას მაგრამ გამოსახულება მაინც არ გამოაქვს. აშკარად აპარატურული პრობლემაა და რომელი ნაწილია გამოსაცვლელი შეგიძლიათ მითხრათ ?