Jump to content

iliko1990

წევრი
  • Posts

    1585
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    11

Everything posted by iliko1990

  1. კარგი იქნება რომელიმე მოდერი თუ ჩაამატებს ცოტას და მიკიპედიაში გადაიტანს. დიდად მადლობელი დავრჩები. მე რო შემეძლოს არ შეგაწუხებდით,მაგრამ... :rolleyes:
  2. ფოტონური მიკროსისტემების ფრაუნჰოფერის ინსტიტუტის (Fraunhofer Institute for Photonic Microsystems) მეცნიერებმა მინიატურული სისტემის პროტოტიპი წარმოადგინეს, რომელიც დამატებითი რეალობის მოწყობილობებთან ურთიერთქმედებისთვისაა განკუთვნილი. მას «ხედვის მიმართულების განმსაზღვრელი მექანიზმიანი ორმიმართულებიანი OLED-მიკროდისპლეი» უწოდეს – ვერაფერს იტყვი, ლაკონურია. მოწყობილობა გარეგნულად მაღალტექნოლოგიურ მონოკლს მოგვაგონებს შიგნით მოთავსებული OLED-ეკრანით, რომელიც თვალზე მოხვედრილ სინათლის ნაკადს ციფრულ ინფორმაციას ადებს. იმისათვის, რომ მომხმარებლის ხედვის მიმართულება განისაზღვროს, სისტემას ფოტოდეტექტორები და სპეციალურად შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა აქვს – დამატებითი რეალობის მართვა თვალის გუგის მოძრაობის დახმარებითაა შესაძლებელი. ინსტიტუტში ვარაუდობენ, რომ მოწყობილობის გამოყენება შესაძლებელი იქნება ფილმების სანახავად სირბილისას. თუმცა, ალბათ კიდევ ათასობით ვარიანტი გამოჩნდება მისი გამოყენებისა სხვადასხვა სფეროში, თანაც გაცილებით უსაფრთხო, ვიდრე მკვლევართა შემოთავაზებაა. თქვენ რას გააკეთებდით ამ ჰაი-ტეკ გაჯეტით? წყარო:Fraunhofer IPMS
  3. რენსელერის პოლიტექნიკური ინსტიტუტის (Rensselaer Polytechnic Institute) მეცნიერებმა შუქდიოდების წარმოების ახალი ტექნოლოგია შექმნეს, რომელიც მოცემული წარმოებისთვის დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. ახალი მეთოდით მიღებულ დიოდებს შუქის ნაკადის გაცილებით უფრო მაღალი მაჩვენებლები აქვთ, ვიდრე დღეისათვის არსებულ ყველა დანარჩენს. ამ ტექნოლოგიას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს შუქდიოდიანი ტელევიზორებისა და დისპლეების წარმოებისთვის. როგორც ცნობილია, შუქდიოდიანი დისპლეები სამი სახეობის დიოდებისგან იქმნება – წითელი, ლურჯი და მწვანე. ტექნოლოგია მხოლოდ მწვანე დიოდებს ეხება, რომლებიც ყველაზე პრობლემურნი არიან. «აქამდე კაცობრიობას ხარისხიანი და იაფფასიანი წითელი და ლურჯი შუქდიოდების წარმოების ტექნოლოგიები ჰქონდათ, ახლა კი ჩვენი კვლევის წყალობით, ასეთი გადაწყვეტა მწვანეებისთვისაც არის. ეს ახალი თაობის ნახევრადგამტარული დისპლეების წარმოებაში გზას გახსნის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მაჩვენებლებით მათი დამზადებისთვის», – ამბობს ერთ-ერთი მეცნიერი. შუქდიოდების მიერ გამოცემული შუქის სიხშირე მათ წარმოებაში გამოყენებულ მასალაზეა დამოკიდებული. მწვანე შუქდიოდებისთვის ეს გალიუმის ნიტრიდია, რომელიც საფირის კრისტალზე თხელ ფენად დაიტანება. მეცნიერთა თქმით, ახალი ტექნოლოგია გაცილებით ეფექტურად მანათობელი თეთრი შუქდიოდების დამზადების შესაძლებლობასაც იძლევა, რომლებიც ფართოდ გამოიყენება განათების უზრუნველსაყოფად. წყარო:tgdaily.com
  4. არა ფასი არ ვიცი ნამდვილას.სულ ესაა რაც მოვიძიე
  5. ხო გასაგებია,გავითვალისწინებ რჩევებს მადლობელი ვარ ყველაფრისთვის
  6. Toshiba-მ ელექტრონიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მეხსიერების კარტა გამოუშვა. დამგროვებლის სახელია Write Once, ეს SD-კარტა პრაქტიკულად არაფრით გამოირჩევა დანარჩენებისგან — გარდა იმისა, რომ მასზე ინფორმაციის ჩაწერა მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა ჩაწერილი მონაცემი მისი ვარგისიანობის ბოლომდე ინახება, ისევე, როგორც ერთჯერად ლაზერულ დისკებზე CD/DVD/Blu-ray. კარტაზე ჩაწერილი ფაილების არც წაშლა, არც რედაქტირება არ შეიძლება; ვერც მის გადაფორმატებას შესძლებთ. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია იგი კარდ-რიდერს მიუერთოთ ა მობილურ მოწყობილობაზე სლოტში მოათავსოთ, რათა ფაილები ჩაწეროთ. აქვს აგრეთვე გადამრთველიც, რომელიც შემთხვევითი სახით მონაცემთა ჩაწერის შესაძლებლობას არ მოგცემთ. Toshiba დარწმუნებულია, რომ ასეთი დამგროვებელი სასარგებლო იქნება სამთავრობო დაწესებულებებსა და კორპორატიულ სამყაროში. ამ მომენტისათვის კარტები Write Once გაყიდვაში მხოლოდ იაპონიაშია თავისუფალი ფასით, ისინი მხოლოდ 1 გბაიტიანი ვერსიით გამოდიან. მწარმოებელი ცდილობს გაარკვიოს, რამდენად მოთხოვნადი იქნება მსგავსი პროდუქტი. არ არის გამორიცხული, რომ მომავალში ასეთ კარტებზე კინო და მუსიკა გაიყიდოს. წყარო:ubergizmo.com
  7. მაგარი პასი გააკეტა გიბსონმა მაგრამ... :rolleyes:
  8. მაგარი სტატიაა სოსო მადლობა სიახლისთვის
  9. რას მოხევ ხოლმე ტო :lollol:
  10. მიდი ნეირონ აპინე და გაუშვი. თავის ქებაში და ტრაბაში არ ჩამომართვათ ,მაგრამ კარგი სტატია გამოვიდა ცოტა კი ვიწვალე მაგრამ ღირდა ამად
  11. +1 ძაან კარგი თამაშია, მართლაც,გუშინდელს კი მართლა ჯობია სხვა რო არაფერი ვთქვათ ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები :lollol: :lollol:
  12. ნანო... (ბერძნ. nanos - ჯუჯა), რთული თავსართი იმ წილობითი ერთეულების საწარმოებლად, რომლებიც სიდიდით საწყისი ერთეულების ერთი მემილიარდედი ნაწილის ტოლია. აღნიშვნები: ქართული ნ., საერთაშორისო n. მაგ., 1 ნმ (ნანომეტრი)=10-9მ. ტერმინი ნანოტექნოლოგია 1974 წელს შემოიტანა იაპონელმა პროფესორმა ნორიო ტანიგუჩიმ, იგი ეწოდება ატომებისა და მოლეკულების შეკავშირებისა და მოწესრიგების გზით 1 დან 100 ნმ-მდე ხელსაწყოების, მასალებისა და სისტემების შექმნას. ნანოტექნოლოგია-ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერებისა და ტექნიკის დისციპლინათშორისი სფერო, რომელიც საგნების ატომურ და მოლეკულურ დონეზე მანიპულირების მეთოდებსა და ხერხებს შეისწავლის. ზოგადად ნანოტექნოლოგია იკვლევს სტრუქტურებს, რომელთა ზომა 100 ნანომეტრს არ აღემატება და მოიცავს მასალებისა და მოწყობილობების შემუშავებას ამ ზომის ფარგლებში. ნანოტექნოლოგია უკიდურესად მრავალფეროვანია და მოიცავს, როგორც არსებული მოწყობილობების ახლებურად აწყობის საშუალებებს, ისე სრულიად ახალი მასალების შექმნას ნანოშკალის დონეზე. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ნივთიერების ნანონაწილაკებს აქვთ განსაკუთრებული კატალიზატორული და ადსორბციული(შეწოვა) თვისებები. სხვებს განსაკუთრებული ოპტიკური თვისებები, მათი უთხელესი ფენებით მზადდება მზის ბატარეები. დაბალი ეფექტურობის მიუხედავდ, ასეთი ენერგიის წყაროს დამზადება უფრო იაფია და ის შეიძლება იყოს ელასტიურიც. ნანონაწილაკები ურთიერთქმედებენ ასეთივე ზომის ბუნებრივ ნაწილაკებთან - ცილებთან, ნუკლეინურ მჟავებთან და სხვა. კარგად გასუფთავებულ ნანონაწილაკებს შეუძლიათ თვითმოწყობა გარკვეულ სტრუქტურებად. ასეთი სტრუქტურა შეიცავს მკაცრად ორიენტირებულ ნანონაწილაკებს, რაც მას განსაკუთრებულ თვისებებს სძენს. ნანოებიექტები იყოფიან 3 ძირითად კლასად: სამ განზომილებიანი ნაწილაკები, მათ იღებენ გამტარის მაღალი ამპერაჟის დენით აფეთქებით, პლაზმური სინთეზით და სხვა. ორ განზომილებიანი ობიექტები - აფსკი, რომელიც მოლეკულური ფენების დალექვით მიიღება, იონური დალექვა და სხვა. ერთ განზომილებიანი ობიექტები - ვისკერები, მათი მიღება ხდება მოლეკულების დალექვით სპეციალურ ცილინდრულ მიკროფორებში. არსებობენ აგრეთვე ნანოკომპოზიტები - ისინი ნივთიერების რაიმე სახის მატრიცებში შეყვანით მიიღება. ამჟამად ფართო გამოყენება ჰპოვა მიკროლითოგრაფიამ, ის საშუალებას იძლევა მატრიცების ზედაპირზე მივიღოთ 50 ნანომეტრის ზომის ნივთიერებათა ერთმანეთისგან გამოყოფილი ნაწილაკები, ეს მეთოდი ძირითადათ ელექტროტექნიკაში გამოიყენება. სხვა ცნობილი მეთოდები კი მეცნიერული კვლევებისთვისაა განკუთვნილი. განსაკუთრებულად აღსანიშნავია იონურ მოლეკულური დალექვა, ამ ხერხით შესაძლებელი გახდა რეალური მონო ფენების მიღება - მასში ერთ ფენადაა განლაგებული რაიმე ნივთიერების მოლეკულები, ატომები ან უჯრედები. განსაკუთრებულ კლასს მიეკუთვნებიან როგორც ხელოვნური ასევე ბუნებრივი წარმოშობის ორგანული ნანონაწილაკებიც. მასალები, შექმნილი ნანოტექნოლოგიის საფუძველზე, მათი შემადგენელის მიკროსკოპული ზომებიდან გამომდინარე უნიკალური თვისებებით: ნახშირბადის ნანომილები -წაგრძელებული ცილინდრული სტრუქტურები ერთიდან ათეულობით ნანომეტრი ზომით და რამდენიმე სანტიმეტრის სიგრძით. ისინი შედგებიან ერთი ან რამდენიმე, ერთმანეთში ჩახვეული ჰექსაგონალური გრაფიტების სიბრტყეებისგან(გრაფენი), დაბოლოებული ნახევრად სფერული თავებით. ფულერენები-მოლეკულური ნაერთები, რომლებიც ნახშირბადის ალოტროპული ფორმების კლასს ეკუთვნიან(ალმასი, კარბინი და გრაფიტი), ფორმით ამობურცული, შეკრული მრავალკუთხედები, შემდგარნი ლუწი რიცხვის, სამად კოორდინირებული ნახშირბადის ატომებისგან. ფულერენები (C60 - C70) ფორმირდებიან პლანეტარულ ნისლეულებში და ვარსკვლავთშორის სივრცეში მიგრირებენ. კოსმოსური ტელესკოპი სპიცერის მიერ მიღებული სპექტრი სუფთაა და ემთხვევა ლაბორატორიაში მიღებული ფულერენის სპექტრს. ამასთან ერთად, ორი ტიპის ფულერენი შეადგენს 3%-ს ამ ვარსკვლავის გარშემო არსებული ნახშირბადისა. საინტერესოა ნახშირბადის რა რაოდენობაა ასეთი მოლეკულის სახით მთელს სამყაროში, ეს მოლეკულა ხომ ძალიან გამძლეა გარემო პირობების მიმართ. გრაფენი-ნახშირბადის ატომების მონო ფენა(ერთი ფენა), მიიღეს 2004 წელს მანჩესტერის უნივერსიტეტში(The University Of Manchester). მისი გამოყენება შესაძლებელია აზოტის ორჟანგის დეტექტორად, რომელიც ამ ნივთიერების ერთეულ მოლეკულებსაც კი აფიქსირებს. ეს ნახევრად ლითონი ძალიან აქტიურია ოთახის ტემპერატურაზე, ის განიხილება პერსპექტიულ მასალად, რომელიც შეცვლის სილიციუმს ინტეგრალურ მიკროსქემებში. ნანოკრისტალები — ერთეული ერთგვაროვანი კრისტალი, აქვს უწყვეტი კრისტალური მესერი, ახასიათებს ანიზოტროპული თვისებები. სილიციუმის ასეთი კრისტალი შეუცვლელი ელემენტია თანამედროვე ელექტროტექნიკაში. აეროგელი - მასალა, რომელიც წარმოადგენს გელს, მასში თხევადი ფაზა მთლიანად შეცვლილია გაზურით. ასეთ მასალას აქვს რეკორდულად დაბალი სიმკვრივე და უნიკალური თვისებები: სიმყარე, გამჭვირვალობა, სითბომედეგობა, უკიდურესად დაბალი თბოგამტარობა. გავრცელებულია ამორფული სილიციუმის დიოქსიდის,თიხამიწების და ასევე ქრომისა და კალას ოქსიდების საფუძველზე შექმნილი აეროგელები. 1990 წელს მიღებულ იქნა გელები ნახშირბადის საფუძველზეც. ნანოაკუმულატორები-2005 წლის დასაწყისში კომპანიამ სახელად Altair Nanotechnologies(ა.შ.შ.) გამოაცხადა, რომ შექმნა ინოვაციური ნანოტექნოლოგური მასალა, ლითიუმ-იონური აკუმულატორებისთვის. აკუმულატორები Li4Ti5O12-ით იტენება 10-15 წუთში. თვითმწმენდი ზედაპირები დაფუძნებული ლოტოსის ეფექტზე. ეს არის ზედაპირის უკიდურესად ძნელად დასველების თვისება, რომელიც ახასიათებს ლოტოსის ფოთოლებს და ზოგიერთი სხვა მცენარეების ფოთლებსაც. ასეთ ზედაპირზე მოძრაობის დროს წყლის წვეთები არ ასველებენ მას და თან იყოლებენ ამავე ზედაპირზე მოხვედრილ მტვრის ნაწილაკებს. ნანონაწილაკებს აქვთ ერთი თვისება, რომელიც ხელს უშლის მათ გამოყენებას. ნაწილაკებს შეუძლიათ წარმოქმნან აგლომერატები, ანუ ეწებებიან ერთმანეთს. იმისათვის, რომ ნანონაწილაკები მომავლის ტექნოლოგიების უმნიშვნელოვანეს ნაწილად იქცეს საჭიროა ამ პრობლემის გადაჭრა. ერთ-ერთი გზაა დისპერსანტების გამოყენება - ასეთებია ამონიუმის ციტრატი(წყალხსნარი), იმიდაზოლინი, წყალში უხსნადი სპირტები. მათ დაუმატებენ არეებში, რომლებიც ნანონაწილაკებს შეიცავენ. ნანოტექნოლოგიის ისტორია პირველი დაკვირვებები და ზომა-გაზომვა nano-ნაწილაკების მიღებულ იქნა პირველი ათწლეულის მე -20 საუკუნეში.ისინი ძირითადად ასოცირდება Richard Adolf Zsigmondy-თან,რომელმაც დეტალურად შეისწავლა ოქროს sol-ები და სხვა ნანომეტრიები ზომებით 10 nm და უფრო ნაკლები.მან გამოსცა წიგნი 1914 წელს. ის იყენებდა ულტრამიკროსკოპს(ultramicroscope-არის გასანათბელი მოწყობილობა,რომელსაც იყენებენ პატარა ნაწილაკების დასანახად) ,იმიტომ რომ ამ მოწყობილობაში წვრილი მუქი ნაწილაკების დასანახვა უფრო კარგი საშუალებაა,ვიდრე ღია ტალღის სიგრძე. სიგმონდი აგრეთვე პირველი იყო,რომელიც იყენებდა ტერმინს ( nanometer ) ზუსტად,მისთვის დამახასიათებელი ზომებით.მან განსაზღვრა ეს,როგორც 1/1,000,000 მილიმეტრის.(მილიმეტრი-(ამერიკული მართლწერა: millimeter,სიმბოლო MM), არის ერთეული სიგრძის საძომ სისტემაში,რომელიც ტოლია 1000 მეტრის.) .მან შექმნა პირველი სისტემის კლასიფიკაციის საფუძველზე ნაწილაკების ზომის nanometer დიაპაზონი. არსებობს ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენების დროს მე-20 საუკუნისთვის დამახასიათებელი ნანომეტრული და მასთან დაკავშირებული მოვლენები.1920 წელს Irving Langmuir-სა და Katharine B. Blodgett-ს გააცნო კონცეფცია monolayer(monolayer- არის ერთი მჭიდროდ შეკრული ფენა ატომების,მოლეკულების ან უჯრედების).ლონგმურმა მიიღო ნობელის პრემია ქიმიაში მისი ნამუშევრისთვის. " მოლეკულური ნანოტექნოლოგია " მოლეკულური ნანოტექნოლოგია,ზოგჯერ მას უწოდებენ მოლეკულის წარმოებას,აღწერს ნანოსისტემების ტექნოლოგიას,ფუნქციონირებს მოლეკულური მასშტაბით.მოლეკულური ნანოტექნოლოგია განსაკუთრებით ასოცირდება მოლეკულურ assembler-თან,მანქანა,რომელსაც შეუძლია აწარმოოს სასურველი სტრუქტურა ან ნოწყობილობა atom-by-atom მექანოსინთეზის პრინციპის გამოყენებით.( Mechanosynthesis-არის რაიმე ქიმიური სინთეზი,სადაც მუშაობის შედეგები განისაზღვრება მექანიკური შედეგების გამოყენებით . ტერმინი "ნანოტექნოლოგია" ითვალისწინებდა მომავალში მოლეკულური სისტემის მქონე ტექნიკის შექმნას. ფუნქციონალური მიდგომები . მოლეკულური მასშტაბის ელექტრონიკა ესწრაფვის განავითაროს მოლეკულების სასარგებლო და საინტერესო ელექტრონული თვისებები.ეს შეიძლება გამოყენებულ იქნას,როგორც ერთ მოლეკულად ნანოელექტრონულ მოწყობილობებში. . სინთეტიკური ქომიური მეთოდები აგრეთვე შეიძლება გამოყენებული იქნას სინთეტიური მოლეკულური ძრავების შესაქმნელას,როგორიცაა nanocar-ი.( nanocar-ი არის მოლეკულა,რომელიც შექმნილია Rice University-ში ჯგუფის მიერ ჯეომს ტურის თაოსნობით) http://en.wikipedia.org/wiki/Nanocar იარაღები და ტექნიკა არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი თანამედროვე განვითარება.atomic force microscope და Scanning Tunneling Microscope არის ორი ადრეული მეთოდი სკალირების,რომელიც დაიწყო ნანოტექნოლოგიაში.არსებობს სხვა მეთოდიც სკანირების გამოძეიბის მიკროსკოპით.ყველა ეს იდეა წარმოშობილი იყო მარვინ მინსკის მიერ 1961 წელს და სკალირების აკუსტიკური მიკროსკოპის იდეა წარმოშობილი იქნა კელვინ ქუოითის მიერ 1970 წელს.ის ქმნის ნანოსკალის სტრუქტურის ნახვის შესაძლებლობას.ეს ტიპი სკანირებისა აგრეთვე შეიძლება გამოყენებულ იქნას ნანოსტრუქტურის მანიპულირტებისთვის. გზა ვაკუმური ლამფებიდან მიკროჩიპებამდე მიკროჩიპის კაფსულა 1969 წელს ფირმა "intel"-მა შექმნა პირველი მიკროპროცესორი-ჩიპი,რომელზეც მუშაობდა მთელი გამოთვლები.ამან არა მარტო გაამარტივა კომპიუტერის კონსტრუქცია,არამედ მისი შემდგომი მინიატურიზაცია და შემდგომ პერსონალური კომპიუტერის შექმნა გამოიწვია.(apple-ი,1976 წ. ს.ჯობსი და ს.უოზნიაკი)პერსონალური კომპიუტერის ბაზაზე მალე გიგანტი "IBM"-იც გამოჩნდა.აღსანიშნავია,რომ ფირმამ მოულოდნელად შეზღუდა თავისი მონოფოლია და კონკურენტებისთვის არ გაასაიდუმლოვა თავისი კომპიუტერის მოწყობილობები.პირიქით,მისი არქიტექტურა და ბლოკები ყველასთვის ღია და ხელმისაწვდომი იყო.ნებისმიერ მწარმოებელს,პრაქტიკულად მუქთა ლიცენზიით შეეძლო ეწარმოებინა ამ კომპიუტერის ბლოკები.სწორედ ამან გამოიწვია,ე.წ IBM-თავსებადი,აწყობილი კომპიუტერებისა და მისი ბლოკების მასობრივი წარმოება აზიის ქვეყნებში.ამით კომპიუტერი მთელ მსოფლიოს მოედო და IBM-ის კომპიუტერის არქიტექტურა მსოფლიოს სტანდარტად იქცა. კომპიუტერიზაციის ტალღამ დიდი ხანია მოაღწია საქართველომდეც და ჩვენი საძოგადოების ყველა სასკობრივი ფენის წარმომადგენელი ფართოდ მოიხმარს საინფორმაციო ტექნოლოგიების მიღწევებს ყოფა-ცხოვრებაში. კომპიუტერის მუშაობა,მასში იმფორმაციის დამუშავება მიკროელექტრონული ინტეგრალური სქემების საშუალებით ხდება.მიკროელექტრონული ტექნოლოგია მოიცავს იმ სქემების შექმნას,რომლებიც უზრუნველყოფენ ინფორმაციის კომპიუტერში შეყვანას,დამახსოვრებას,მიმოცვლას,გადაცემას და ასახვას. მიკროელექტრონულ სქემებში მცირე ზომის მიღწევების ცვლილებამ ერთგვარი უშეღავათო შეჯიბრების სახე მიიღო.სწორედ ეს ტენდენცია იგრძნო კომპანია "ინტელის" ერთერთმა დამფუძვნებელმა გ.მურმა 1965 წელს,როცა გამოსცა დღეს უკვე აღიარებული ემპირული კანონი:მიკროსქემაში ტრანზისტორთა რიცხვი ორმაგდება ყოველ 18 თვეში.ეს კანონი პრაქტიკულად გულისხმობს ყოველ წელიწადნახევარში რტანზისტორთა ზომების მესამედით შემცირებას(მიღებულია,რომ ტრანზისტორთა ზომების 30%-ით შემცირება იწვევს მათი რიცხვის გაორმაგებას და 50%-ით სიჩქარის ზრდას).მაგალითად:1971 წელს პროცესორი 4004 შეიცავდა 2000 რტანზისტორს, ზომების შემცირების ეს ტენდენციები განსაკუთრებით კარგად აისახა მეხსიერების სქემებსა და ელემენტებზე,რომელთა ფასი მუდმივად იზრდება,ტევადობა კი მცირდება. საყურადღებოა ის ფაქტი,რომ 990-იან წლებში შეინიშნებოდა მურის კანონის მცირედი შეფერხება რაც კარგად ჩანს დიაგრამაზეც: ამ ფაქტმა ისეთი შეშფოთება გამოიწვია მწარმოებლებში,რომ თითქოს მისი კანონი ბუნების კანონი ყოფილიყოს და მის არ შესრულებას გლობალური კატასტროფის გამოწვევა შეეძლოს. სულ მალე კი არათუ აღდგა მურის კანინი, არამედ წრფივი დამოკიდებულების ექსპონენციალურით შეცვლაზეც ალაპარაკდნენ. ნანოტექნოლოგები,როგორც მომავლის მეცნიერების საფუძველი როგორც უკვე ავღნიშნეთ,ტერმინი ნანოტექნოლოგია იაპონელი პროფესორის ნორიო ტანიგუჩის დამსახურებით გახდა ცნობილი 1974 წელს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ უახლოეს მომავალში ნანონაწილებით შექმნილი ტექნოლოგიები შეცვლიან სამყაროს, საზოგადოებას, კაცობრიობის ცხოვრების წესს. ანოტექნოლოგიით დამზადებული სისტემებით დაინტერესებულია როგორც საბუნებისმეტყველო და სიცოცხლისშემსწავლელი, ისე საინფორმაციო, ფარმაცევტული და საინჟინრო მეცნიერებები. აქედან გამომდინარე, ნანოტექნოლოგია, როგორც უაღრესად მულტიდისციპლინარული გამოყენებითი სფეროს მეცნიერება ზემოთ ჩამოთვლილ ყველა მიმართულებას მოიცავს. ნანომედიცინის მიმართულებითაა მოსალოდნელი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგების მიღება. ბიოლოგიური დაავადებათა გამომწვევი ობიექტები ნანოზომებით ხასიათდებიან. დღეს მათთან ბრძოლა სწორედ მათი თანაზომადი და კიდევ უფრო მცირე ნანონაწილაკებით, ნანორობოტებითა და ნანოხელსაწყოებით მიმდინარეობს, რაც მკურნალობის მეთოდების ეფექტურობას მნიშვნელოვნად ზრდის. 2009 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში მიენიჭა სამ ამერიკელ მეცნიერს, რომლებმაც ნანონაწილაკებით მარკირების მეთოდით აღმოაჩინეს ქრომოსომთა დაყოფისას მათ განაპირა რეგიონებში დეფექტების გაჩენა, შესაბამისად, სიბერის გამოწვევისა და მასთან ე.წ. ტელომერებით ბრძოლის ეფექტი. ეს აღმოჩენა, რომელიც ნანოტექნოლოგური მასალების გამოყენებით გაკეთდა, სავარაუდოდ, სულ მალე შეძლებს სიბერის გადავადებას.დღეს უკვე რეალობად იქცა სამკურნალო პრეპარატების მოლეკულების ჩანერგვა ისეთ ნანონაწილაკში, რომელიც სისხლს გაჰყვება და დაუკავშირდება მხოლოდ წინასწარდეგეგმილ ორგანოს, მაგალითად, ღვიძლს ან თირკმელს. ამრიგად, შესაძლებელი ხდება წამლის სელექციური მიტანა დაავადებულ ორგანოში, რაც მნიშვნელოვნად ზრდის პრეპარატის ეფექტურობას.შექმნილია ძვლის და კანის შემცვლელი ხელოვნური ნანომასალები. ცნობილია, რომ ადამიანის გაცვეთილი ხრტილი აღარ აღსდგება, რაც ბევრი ადამიანის, მათ შორის სპორტსმენის ინვალიდობას იწვევს. წელს გაცხადდა, რომ შეიქმნა ბიოაქტიური ნანომასალა, რომელიც ხრტილის აღდგენასა და სახსრის განკურნებას იწვევს. არის ნანომედიცინის ბევრი სხვა მიღწევაც, რომელთა რიცხვი სულ უფრო იზრდება. რაც შეეხება კიბოს პრობლემის დაძლევას ნანოტექნოლოგიური მეთოდებით, ამ მიმართულებით ბევრი რამაა მიღწეული, მაგრამ ბევრი ისევ კვლევის პროცესშია. უმთავრესი აქ მაინც ადრეული დიაგნოსტიკაა, რაც მკურნალობას აიოლებს. უკვე დამზადებულია ე.წ. ერთ ჩიპზე დამზადებული ქიმიური ლაბორატორიები, რომელთა ზომები კვადრატული მილიმეტრებით განისაზღვრება. ასეთი ჩიპები სისხლისა თუ დნმ-ის ანალიზისთვის უმცირეს წვეთებს მოიხმარენ. მათი საშუალებით შეიძლება დნმ-ის სწრაფი ანალიზი, მასში მომხდარი მუტაციებისა და შესაბამისად, დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა. სწორედ კიბოს დროული გამოვლენა და სწრაფი, შედარებით იოლი მეთოდებით მკურნალობაა ბევრი განვითარებული ქვეყნის კიბოსთან ბრძოლის მთავარი სტრატეგია. მის ხერხემალს სწორედ ნანოტექნოლოგიური მასალები და ზემგრძნობიარე ნანოხელსაწყოები წარმოადგენენ. ხოლო რაც შეეხება კიბოს მკურნალობას, უკანასკნელ ხანს ერთ-ერთ პროგრესულ მეთოდად მიჩნეულია სისხლში სპეციალური მაგნიტური ნანონაწილაკების შეშვება, რომლებიც მხოლოდ კიბოთი დაავადებულ უჯრედებთან გროვდებიან. გარედან რეზონანსული მაღალსიხშირიანი ველის მოდებისას მხოლოდ ეს ნანონაწილაკები ითვისებენ ველის ენერგიას, ხურდებიან და მეზობელი კიბოიანი უჯრედების განადგურებას და შესაბამისად, კიბოს განკურნებას იწვევენ.
  13. დისკი ხო არ დევს შიგ,ან ხომ არ აწვალე? რევრაითერზე "კნოპკა" რო აქ რითაც დისკი გამოდის მაგის ზევით აქ პატარა "დირკა" წერტილის მაგვარი.ნემსი შეყავი და ცადე იქნებ გამოვიდეს.ეგ შველის ხოლმე თუ სხვა რამე არ ჭირს ან ძალით არ გაჭედე
  14. კარგი სტატიაა გიგა,ყოჩაღ წარმატებები
  15. შეიზლება მემორი ჩიპი აქ დაზიანებული და მასე იმიტომ შვრება occt gpu:memtest გაატარე: http://www.ocbase.com/perestroika_en/index.php?Download .აქედან გადმოწერე უეჭველი ამოყრის არტეფაქტებს
  16. უნიფიცირებული კომუნიკაციის სისტემა აერთიანებს სატელეფონო კავშირს, აუდიო კონფერენციას, ელექტრონულ და ხმოვან ფოსტას, ფაქსს, ვიდეო კონფერენციის სისტემას, მყისიერი ტექსტური შეტყობინებების სერვისს, ხელმისაწვდომობის სტატუსის მაჩვენებელ სისტემას (Presence), კალენდარს, კონტაქტების სერვისებს, მობილური კავშირის საშუალებებს და ბიზნეს პროცესების მართვის გარკვეულ აპლიკაციებს. UC სისტემა საშუალებას იძლევა ყველა ეს ზემოთჩამოთვლილი დამოუკიდებელი სისტემები კომუნიკაციის ერთიან, ინტეგრირებულ სისტემად გაერთიანდეს. ტექნოლოგიების ინტეგრაციის ასეთი მიდგომა ორგანიზაციის კლიენტებთან, პარტნიორებთან, თანამშრომლებთან და კორპორატიულ რესურსებთან მუდმივი კავშირის შესაძლებლობას იძლევა ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერი მოწყობილობიდან. განსხვავებით ცალკე მდგომი სისტემებისგან, უნიფიცირებული კომუნიკაციის სისტემას დამატებით შეუძლია გაამარტივოს დაკავშირება და გაზარდოს ეფექტიანობა, კავშირის მომენტისთვის ყველაზე უფრო ხელმისაწვდომი ტექნოლოგიის გამოყენების გზით; უფრო ეფექტურად გამოიყენოს თანამშრომლების დრო სამუშაოს მეტად ხარისხიანი კოორდინაციის შედეგად, რასაც განაპირობებს მათი განრიგისა თუ ხელმისაწვდომობის ცოდნა და მყისიერი კავშირის შესაძლებლობა; შეამციროს კომუნიკაციების ღირებულება ისეთი მეთოდებით, როგორებიცაა ტრანსპორტირების ღირებულების შემცირება, საკომუნიკაციო სისტემების კომპონენტების რაოდენობის შემცირება, საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მომსახურების ღირებულების შემცირება და ა.შ. თანამედროვე UC სისტემებს საფუძვლად უდევს ინდუსტრიულ სტანდარტებზე ბაზირებული არქიტექტურა, რაც უზრუნველყოფს სისტემის მოქნილობასა და ინვესტიციების დაცულობას სამომავლო განახლებებისა და ფუნქციონალური შესაძლებლობების ზრდის შემთხვევაში. გთავაზობთ UC სისტემის შემადგენელი ძირითადი ელემენტების მოკლე აღწერას. კომპანიის შიდა სატელეფონო სისტემა მოიცავს აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის იმ ძირითად ნაკრებს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის შიგნით სატელეფონო სისტემის მოწყობას. ამ სისტემაში ერთიანდება ანალოგური, ციფრული და IP ტიპის სატელეფონო სადგურები და ხორციელდება ქალაქის სადგურთან კავშირი ასევე სხვადასხვა ტიპის არხებით. ბიზნესის მოთხოვნიდან გამომდინარე, კორპორატიულ ტელეფონიაში შესაძლებელია სარგებლობა მრავალფეროვანი ფუნქციონალით. მათგან გამოყენებაში ყველაზე მეტად პოპულარულია უნიფიცირებული მესიჯინგი, რომლის შემადგენელი ნაწილებია: ხმოვანი ფოსტა - იძლევა საშუალებას აბონენტის არ ყოფნის შემთხვევაში დავტოვოთ ხმოვანი შეტყობინება მის პერსონალურ საფოსტო ყუთში. შეტყობინების მიღებას აბონენტი შეძლებს როგორც კორპორატიული ქსელის სხვა ტელეფონიდან, ასევე პერსონალური კომპიუტერის, ტაბლეტის, PDA-ისა თუ სხვა მობილური მოწყობილობის მეშვეობით; ინტერაქტიული ხმოვანი მენიუ - უზრუნველყოფს შემომავალი ზარების წინასწარ განსაზღვრული პრინციპებით დამუშავებას. მენიუში ნავიგაცია საშუალებას იძლევა ოპერატორის ჩარევის გარეშე მოხდეს სასურველი ინფორმაციის მიღება, იქნება ეს საბანკო ანგარიშზე არსებული თანხა, თუ შეკვეთილი პროდუქციის მოწოდების ვადები; ელექტრონულ ფოსტასთან და ფაქსთან ინტეგრაცია, რაც უზრუნველყოფს ხმით, ელექტრონული ფოსტით და ფაქსით მიღებული შეტყობინებების ერთიან მენეჯმენტს. კონტაქტ ცენტრი თანამედროვე კომუნიკაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მისი მეშვეობით ხორციელდება როგორც ზარების ავტომატური განაწილება, ასევე წინასწარგანსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად მათზე განსხვავებული სერვისების მინიჭება. თუმცა, ტრადიციული ქოლ-ცენტრებისგან განსხვავებით, კონტაქტ ცენტრში წარმოებს არა მარტო ზარების გადანაწილების კოლექტიური მომსახურება, არამედ ისეთი კომუნიკაციებიც როგორებიცაა: ფაქსი, ელექტრონული ფოსტა, მყისიერი შეტყობინებები, თუ ვიდეო კომუნიკაცია. თანამედროვე, ინტელექტუალური სისტემების საშუალებით შესაძლებელი ხდება კონტაქტ ცენტრის მომსახურება მინიმალური რაოდენობის ოპერატორებით. ხოლო მოქნილი რეპორტინგისა და ანალიტიკის მეშვეობით, კომპანიები ადვილად ახერხებენ ოპერატორების მუშაობის ეფექტურობისა და შედეგად, კლიენტურის მომსახურების ხარისხის ზრდას. ხარისხის კონტროლის მიზნით, ასევე ფართოდ გავრცელებულია ზარების სრული ან შერჩევითი ჩაწერა. ჩაწერილი საუბრების ბაზა ორგანიზაციებს აძლევს შესაძლებლობას გამოიყენონ იგი ანალიზის, სამხილისა თუ სხვა სასურველი მიზნისათვის. ინტერნეტის პოპულარული ტექსტური შეტყობინებების სისტემებიდან ყველასთვის ცნობილი სტატუსის მაჩვენებელი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება კორპორატიულ კომუნიკაციებში. თანამშრომლის ხელმისაწვდომობის სტატუსის შესახებ ინფორმაციის ქონა კომუნიკაციის ეფექტურობის ხარისხს მნიშვნელოვნად ზრდის. სტატუსის ცოდნა ხელს უწყობს დაკავშირების ოპტიმალური მეთოდის არჩევას, ხოლო მისი ინტეგრაცია უნიფიცირებული კომუნიკაციის სისტემის სხვა კომპონენტებთან – არჩევანის გაკეთების ავტომატიზირებას და შედეგად დაკავშირების ოპერატიულობის გაზრდას. უნიფიცირებული კომუნიკაციის სისტემის უმნიშვნელოვანესი კომპონენტის, მყისიერი შეტყობინების სისტემის ინტეგრაცია ისეთ ქვესისტემებთან, როგორებიცაა: კალენდარი, ელექტრონული ფოსტა თუ კონტაქტების ბაზა, შესაძლებელობას იძლევა მოხდეს ინფორმაციის მომენტალური გაცვლა, რაც დიდწილად ამაღლებს კოლექტიური მუშაობის ხარისხს. ხოლო თანამედროვე სისტემებში ჩაშენებული ვიდეო კომუნიკაციის შესაძლებლობები, კომუნიკაციების ეფექტურობის მაქსიმალურ ზრდას უწყობს ხელს. ვებ კონფერენციის სისტემები საშუალებას იძლევა ჩატარდეს ვიდეო და აუდიო კომუნიკაცია ერთდროულად დოკუმენტების და პრეზენტაციების წარდგენით. ეს საშუალება აქტიურად გამოიყენება დაშორებულ ოფისებს შორის თათბირების ჩატარებისას, ასევე, დისტანციური ტრენინგისთვის. თანამედროვე ქსელები მაღალი ხარისხის ვიდეო კავშირის დამყარების საშუალებას იძლევა, რაც შესაძლებელს ხდის დამყარდეს მაღალი გარჩევადობის (HD) ვიდეო კომუნიკაცია. როდესაც გადაწყვეტილების მიღების ოპერატიულობა უაღრესად მნიშვნელოვანია, როდესაც ორგანიზაციის თანამშრომლები გეოგრაფიულად ერთმანეთისგან დაშორებით იმყოფებიან და როდესაც საოპერაციო თვითღირებულების მინიმიზაცია კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ვიდეოკონფერენციის სისტემა ერთადერთი სწორი პასუხია აღნიშნულ გამოწვევებზე. ტელეპრეზენზისა და HD ვიდეო კომუნიკაციების თანამედროვე ტექნოლოგიები გეოგრაფიულად სხვადასხვა ადგილზე მყოფი არაერთი მონაწილისგან შემდგარი შეხვედრის ოპერატიულად ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. ხოლო ის უამრავი დაზოგილი ფული, რომელიც გადაფრენებზე და სამივლინებო საჭიროებებზე დაიხარჯებოდა, დანახარჯების შემცირებასა და მოგების ზრდას უწყობს ხელს. ვიდეო კავშირის, კოლაბორაციისა და კონფერენციის სისტემები ძირეულ ცვლილებებს ახდენენ როგორც განათლებისა და ჯანდაცვის დარგებში, ასევე თითქმის ყველა ტიპის ბიზნესისა თუ სახელმწიფო ორგანიზაციების მუშაობის ეფექტიანობის ზრდაში. ორგანიზაციების თანამშრომლებს შეუძლიათ ფაქტიურად ყველანაირი კორპორატიული კავშირით: ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით, ვიდეო კავშირით, ერთობლივი კალენდარითა თუ სხვა ბიზნეს სისტემებით სარგებლობა, მიუხედავად იმისა, იმყოფებიან თუ არა ისინი თავიანთ სამუშაო ადგილზე. სპეციალური პროგრამული საშუალებებით დღეს უკვე შესაძლებელია მობილური ტელეფონის (სმარტფონის, ტაბლეტის) მუდმივი ჩართულობა კორპორატიულ საკომუნიკაციო ქსელში. შესაბამისად, Wi-Fi შიდა დაფარვის ზონაში ყოფნისას მობილური მოწყობილობა კორპორატიული ქსელის გავლით მიიღებს და განახორციელებს ზარებს ოფისის სატელეფონო ნომრის გამოყენებით, დაუკავშირდება კორპორატიულ ფოსტას და ისარგებლებს სხვა UC სერვისებით, ხოლო Wi-Fi დაფარვის ზონიდან გასვლის შემთხვევაში, მიმდინარე ზარები წყვეტის გარეშე გადაერთვება შესაბამისი მობილური ოპერატორის ქსელზე. კავშირის ასეთი მობილურობა შესამჩნევად ზრდის თანამშრომელთა მუშაობის ეფექტიანობის ხარისხს. უნიფიცირებული კომუნიკაციის სისტემებს აქვს ორგანიზაციის მონაცემთა ბაზებთან, CRM სისტემებთან და სხვა პროგრამულ აპლიკაციებთან ინტეგრაციის შესაძლებლობა. უფრო მეტიც, თანამედროვე ინტელექტუალური UC სისტემები ვებ-სერვისების მეშვეობით ინტეგრირდებიან კომპანიის ბიზნეს პროცესებთან, რაც ამ უკანასკნელთა ავტომატიზაციის დამატებით შესაძლებლობებს იძლევა უნიფიცირებული კომუნიკაციის სისტემების რესურსების ეფექტიანად გამოყენების გზით. Cisco-ს მიერ 2008 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხული კომპანიების უმეტესობა ყველაზე აქტიურად იყენებს ვებ კონფერენციებს, მეორე ადგილზე დგას ვიდეო კონფერენცია და მესამეზე კონტაქტ ცენტრები. იმავე კვლევამ უჩვენა, რომ რაც უფრო მეტ უნიფიცირებული კომუნიკაციის სისტემას იყენებს კომპანია, მით უფრო მეტია თანხის დაზოგვა. თავიდან კომპანიები ნერგავდნენ უნიფიცირებული კომუნიკაციის სისტემებს ხარჯების დაზოგვისთვის, მაგრამ თანდათან იზრდება სისტემების დანერგვა თანამშრომლობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით. უნიფიცირებული კომუნიკაციის ისეთი სისტემების დანერგვა, როგორიცაა კონტაქტ ცენტრი, “პრეზენსი” და მობილურობა, მნიშვნელოვნად უადვილებს კლიენტებს კომპანიის თანამშრომლებთან დაკავშირებას, რაც ამცირებს დაკავშირების დროს და მომსახურების ხარისხს. წყარო: navigator.ge მადლობთ ყურადღებისთვის
      • 1
      • Upvote
  17. აი ლინკი: http://www.onlinetvplayer.com/download/ მუშა პროგრამაა.მეც ეს დავაყენე და გავტესტე
  18. ლას-ვეგასში გამოფენაზე CES 2011 დაანონსებულ პლანშეტებს შორის ბავშვებისთვის განკუთვნილი პორტატული მოწყობილობისთვისაც მოიძებნა ადგილი. MSI Kid Pad პროტოტიპის სტადიაზე იმყოფება, ამიტომ მის საბოლოო ტექნიკურ მახასიათებლებზე საუბარი ჯერჯერობით ადრეა, ისევე, როგორც ოპერაციულ სისტემაზე. ამ დროისათვის პროტოტიპი აღჭურვილია 10” ეკრანით, აქვს ოპერაციული სისტემა Windows (ვერსია უცნობია) და მუშაობს პროცესორზე Atom Z540, რომელიც სავარაუდოდ ფინალურ ვერსიაში აღარ იქნება. კორპუსის ზედა ნაწილში ჩანს ორი USB პორტი და 3,5-მმ აუდიოსარჭი. MSI ამტკიცებს, რომ Kid Pad-ს 8 საათის განმავლობაში დატენვის გარეშე შეუძლია მუშაობა. პორტატული კომპიუტერის წონა ბავშვისთვის ცოტა ბევრია — დაახლოებით 900 გრამი. პლანშეტის კორპუსი ოვალური ფორმისაა და დარტყმებისა და დავარდნისგანაა დაცული. Kid Pad-ის სატარებლად დიზაინრებმა სპეციალური ფუტლიარ-სახელური მოიფიქრეს, რომელიც კორპუსის მიმართ 120 გრადუსით ტრიალდება.
  19. Motorola-მ CES 2011-ის გამოფენაზე, რომელიც ჩატარდა ლას-ვეგასში (6–9 იანვარი, ნევადა, აშშ) წარმოადგინა სმარტფონი Droid Bionic, რომელიც განკუთვნილია ფიჭური ოპერატორის Verizon Wireless-ის აბონენტთათვის. Motorola Droid Bionic –– ამერიკული ვენდორის პირველი სმარტფონი, რომელსაც აქვს მეოთხე თაობის ფიჭური ქსელის LTE სტანდარტის მხარდაჭერა; გარდა ამისა მოდელი მუშაობს CDMA EV-DO ქსელებში. მოწყობილობას გააჩნია nVidia Tegra-ს მეორე თაბის ჩიპი გიგაჰერციანი ორბირთვიანი ცენტრალური პროცესორით. მოწყობილობა ფუნქციონირებს Android 2.2 ვერსიის მართვის ქვეშ. სამრტფონს აქვს 8-მეგაპიქსელიანი კამერა ავტოფოკუსით, შუქდიოდური გაელვებით და HD-ვიდეოს ჩაწერის ფუნქცია 720p ფორმატში (მოწყობილობას შეუძლია ვიდეოს გაშვება 1080p ფორმატში), წინა კამერა, რომელიც განკუთნილია ვიდეოზარებისთვის, HDMI პორტი, 3,5 მმ ბუდე ყურსასმენის შესაერთებლად, GPS ნავიგაციის თანამგზავრული სისტემის მიმღები, Wi-Fi (IEEE 802.11b/g/n), Bluetooth 2.1+EDR, 16 გბ ჩაშენებული მეხსიერება და სლოტი MicroSD/MicroSDHC ფორმატის ბარათებისთვის. სიახლეს აქვს 4,3-დიუმიანი სენსორული TFT-ეკრანი წერტილოვანი გარჩევადობით 540×960. მოწყობილობის ზომებია: 125,9×66,9×13,3 მმ, წონა–– 158 გრ (ელემენტი 1 930 მა/სთ). Motorola Droid Bionic-ის გაყიდვაშ გამოსვლის თარიღი უცნობია. გამოყენებულია Motorola-ს მასალები. წყარო: http://hi-tech.ge მადლობთ ყურადღებისთვის
      • 1
      • Upvote
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.