Jump to content

iliko1990

წევრი
  • Posts

    1585
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    11

Everything posted by iliko1990

  1. გაიხარე ძმა მადლობა.უახლოეს მომავალში ჩავასწორებ სტატიას
  2. ხო ძვირი თუ იქნება და თანაც ისეთი რომ მემგონი ვერ მოვახერხებთ დასუნვასაც კი,მაგრამ როგორც ზემოთ ავღნიშნე იმედია მაცოცხლებელი ძალა :D
  3. მადლობა სოსო დახმარებისთვის
  4. კი რავიცი გადასარევი არაა მაგრამ ნორმალურია
  5. ნორმალური მონტორია მეც მასეთი მაქ 19'-იანი
  6. არა ჯერ ვერ ვქაჩავ პ.ს მადლობა
  7. ხო მართალი ხარ მიშა მაგრამ იმედით ცოცხლობს კაცი
  8. მეცნიერებმა პლასტიკის სრულიად ახალი სახეობა შექმნეს, რომელსაც მობილურ ინდუსტრიაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია. ახალი მასალის მთავარი თავისებურება მექანიკური დაზიანებებისას საკუთარი სტრუქტურის აღდგენის შესაძლებლობაა. პროდუქტი კეიზის სარეზერვო დასავლეთ უნივერსიტეტის (კლივლენდი, ოჰაიო) მეცნიერთა და აგრეთვე აშშ-სა და შვეიცარიის სხვა მკვლევარების ერთობლივი ნამუშევარია. პოლიმერს მაღალი ინტენსიობის ულტრაიისფერი გამოსხივების ქვეშ ნაფხაჭნებისა და სხვა დაზიანებების “შეხორცება” შეუძლია. «ჩვენს მიერ შექმნილ პოლიმერს, შეიძლება ითქვას, ნაპოლეონის კომპლექსი აქვს. მისი მოლეკულები შედარებით მცირე ზომის არიან, მაგრამ დიდი მოლეკულების უპირატესობებს იყენებენ, როგორც სუსტ მოლეკულათშორის კავშირებს», – ამბობს პროფესორი სტიუარტ როუენი, კვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ტექნოლოგიას, რომელიც მეცნიერებმა პოლიმერის შექმნისას გამოიყენეს, სუპრამოლეკულარული აწყობა ეწოდება. იგი ქიმიის იმავე სახელწოდების განყოფილებაზეა დაფუძნებული, რომელიც მოლეკულათშორის (არა კოვალენტურ) ურთიერთქმედებბას მოლეკულებისგან რთული სტრუქტურების შესაქმნელად იყენებს. ტრადიციული პოლიმერებისგან განსხვავებით, რომლებიც დიდი ატომური წონის მქონე გრძელი მოლეკულარული ჯაჭვისგან შედგება, სუპერმოლეკულარული აწყობის შედეგად მიღებულ მოლეკულებს ნაკლები ზომები და წონა აქვთ, რისი წყალობითაც განსხვავებული თვისებები აქვთ. მოცემულ შემთხვევაში მეცნიერებმა ლითონების იონების მოლეკულარული წებოს სახით გამოყენების მიღწევა შესძლეს, რომელიც განსაზღვრული ზემოქმედებისას სტრუქტურის დაზიანებებს აღმოფხვრის. მკვლევარებმა მთელი რიგი კვლევები ჩაატარეს, რომელთა განმავლობაშიც მასალა უპრობლემოდ აღიდგენდა გარეგნობას ერთი და იგივე ადგილის რამოდენიმეჯერ დაზიანების შემდგომაც კი. მეცნიერების მიერ შექმნილ ნივთიერებას უზარმაზარი კომერციული პოტენციალი აქვს. პირველ რიგში ეს მობილური მოწყობილობების ბაზარს ეხება, რომლებიც სწრაფად კარგავან სავაჭრო სახეს სწორედ ნაკაწრებისა და სხვა დაზიანებების გამო. მკვლევარების სამუშაო ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ახლა ისინი სხვადასხვა მასალების გამოცდას ახორციელებენ, რათა მექანიკური თვისებებისა და აღდგენის უნარის ყველაზე ოპტიმალურ შეხამებას მიაღწიონ. წყარო:cellular-news
  9. ფიქრობთ, რომ თქვენი სახლის 100-მეგაბიტიანი ქსელში წვდომა სწრაფია? ორმა დამოუკიდებელმა კვლევითმა ჯგუფმა, რომლებმაც ცოტა ხნის წინათ 100-ტერაბიტიანი ზღვარი დალაშქრეს, ნამდვილად საწინააღმდეგოში არიან დარწმუნებულნი. უბრალოდ, ნათელი რომ იყოს, 100 ტერაბიტი – ეს არის სამი თვე HD-ვიდეო ან 250 ორმხრივი Blu-ray დისკი. ეს ყველაფერი კი ერთი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით. კვლევითი ჯგუფების მეთოდები რამდენადმე განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ჯგუფმა პრისტონის ლაბორატორიებიდან NEC განაცხადა 101,7 ტერაბიტ/წმ გადაცემის შესახებ 165-კილომეტრიანი კაბელის დახმარებით. ამის მიღწევა შესაძლებელი გახდა, ერთი მიმღების მიერ დაფიქსირებული 370 ცალკეული ლაზერის სინათლის იმპულსების «შეტენით». თითოეული ლაზერი ინფრაწითელი სპექტრის საკუთარ მცირე ნაწილს სწავლობდა, ამასთან თითოეული იმპულსი სხვადასხვა პოლარობის, ფაზის და სიხშირის სინათლისგან შედგებოდა. იაპონიის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ნაციონალური ინსტიტუტის ჯგუფმა სხვაგვარი მიდგომა გამოიყენა. მათ შექმნეს შვიდი გულარის მქონე ბოჭკო, რომლის შვიდიდან თითოეულ არხზე მონაცემები 15.6 ტერაბიტ/წმ სიჩქარით გადიან, რაც ჯამში 109.2 ტერაბიტ/წმ-ს იძლევა. აღსანიშნავია, რომ მონაცემთა ზემაღალსიჩქარიანი გადაცემის ორივე წარმოდგენილი მეთოდი ძალიან რთულია რეალიზებისთვის, ამიტომ სავსებით სავარაუდოა, რომ პირველ ხანებში ასეთი გადაწყვეტები გამოყენებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ მსხვილ დატა-ცენტრებში. ამას გარდა, ასეთი სიჩქარეები ჯერჯერობით ზედმეტია – მაგალითისთვის, ნიუ-იორკი – ვაშინგტონი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული მაგისტრალი, სულ რამოდენიმე ტერაბიტ/წმ-ით ოპერირებს. წყარო:newscientist.com
  10. კარგი იქნება რომელიმე მოდერი თუ ჩაამატებს ცოტას და მიკიპედიაში გადაიტანს. დიდად მადლობელი დავრჩები. მე რო შემეძლოს არ შეგაწუხებდით,მაგრამ... :rolleyes:
  11. ფოტონური მიკროსისტემების ფრაუნჰოფერის ინსტიტუტის (Fraunhofer Institute for Photonic Microsystems) მეცნიერებმა მინიატურული სისტემის პროტოტიპი წარმოადგინეს, რომელიც დამატებითი რეალობის მოწყობილობებთან ურთიერთქმედებისთვისაა განკუთვნილი. მას «ხედვის მიმართულების განმსაზღვრელი მექანიზმიანი ორმიმართულებიანი OLED-მიკროდისპლეი» უწოდეს – ვერაფერს იტყვი, ლაკონურია. მოწყობილობა გარეგნულად მაღალტექნოლოგიურ მონოკლს მოგვაგონებს შიგნით მოთავსებული OLED-ეკრანით, რომელიც თვალზე მოხვედრილ სინათლის ნაკადს ციფრულ ინფორმაციას ადებს. იმისათვის, რომ მომხმარებლის ხედვის მიმართულება განისაზღვროს, სისტემას ფოტოდეტექტორები და სპეციალურად შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა აქვს – დამატებითი რეალობის მართვა თვალის გუგის მოძრაობის დახმარებითაა შესაძლებელი. ინსტიტუტში ვარაუდობენ, რომ მოწყობილობის გამოყენება შესაძლებელი იქნება ფილმების სანახავად სირბილისას. თუმცა, ალბათ კიდევ ათასობით ვარიანტი გამოჩნდება მისი გამოყენებისა სხვადასხვა სფეროში, თანაც გაცილებით უსაფრთხო, ვიდრე მკვლევართა შემოთავაზებაა. თქვენ რას გააკეთებდით ამ ჰაი-ტეკ გაჯეტით? წყარო:Fraunhofer IPMS
  12. რენსელერის პოლიტექნიკური ინსტიტუტის (Rensselaer Polytechnic Institute) მეცნიერებმა შუქდიოდების წარმოების ახალი ტექნოლოგია შექმნეს, რომელიც მოცემული წარმოებისთვის დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. ახალი მეთოდით მიღებულ დიოდებს შუქის ნაკადის გაცილებით უფრო მაღალი მაჩვენებლები აქვთ, ვიდრე დღეისათვის არსებულ ყველა დანარჩენს. ამ ტექნოლოგიას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს შუქდიოდიანი ტელევიზორებისა და დისპლეების წარმოებისთვის. როგორც ცნობილია, შუქდიოდიანი დისპლეები სამი სახეობის დიოდებისგან იქმნება – წითელი, ლურჯი და მწვანე. ტექნოლოგია მხოლოდ მწვანე დიოდებს ეხება, რომლებიც ყველაზე პრობლემურნი არიან. «აქამდე კაცობრიობას ხარისხიანი და იაფფასიანი წითელი და ლურჯი შუქდიოდების წარმოების ტექნოლოგიები ჰქონდათ, ახლა კი ჩვენი კვლევის წყალობით, ასეთი გადაწყვეტა მწვანეებისთვისაც არის. ეს ახალი თაობის ნახევრადგამტარული დისპლეების წარმოებაში გზას გახსნის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მაჩვენებლებით მათი დამზადებისთვის», – ამბობს ერთ-ერთი მეცნიერი. შუქდიოდების მიერ გამოცემული შუქის სიხშირე მათ წარმოებაში გამოყენებულ მასალაზეა დამოკიდებული. მწვანე შუქდიოდებისთვის ეს გალიუმის ნიტრიდია, რომელიც საფირის კრისტალზე თხელ ფენად დაიტანება. მეცნიერთა თქმით, ახალი ტექნოლოგია გაცილებით ეფექტურად მანათობელი თეთრი შუქდიოდების დამზადების შესაძლებლობასაც იძლევა, რომლებიც ფართოდ გამოიყენება განათების უზრუნველსაყოფად. წყარო:tgdaily.com
  13. არა ფასი არ ვიცი ნამდვილას.სულ ესაა რაც მოვიძიე
  14. ხო გასაგებია,გავითვალისწინებ რჩევებს მადლობელი ვარ ყველაფრისთვის
  15. Toshiba-მ ელექტრონიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მეხსიერების კარტა გამოუშვა. დამგროვებლის სახელია Write Once, ეს SD-კარტა პრაქტიკულად არაფრით გამოირჩევა დანარჩენებისგან — გარდა იმისა, რომ მასზე ინფორმაციის ჩაწერა მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა ჩაწერილი მონაცემი მისი ვარგისიანობის ბოლომდე ინახება, ისევე, როგორც ერთჯერად ლაზერულ დისკებზე CD/DVD/Blu-ray. კარტაზე ჩაწერილი ფაილების არც წაშლა, არც რედაქტირება არ შეიძლება; ვერც მის გადაფორმატებას შესძლებთ. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია იგი კარდ-რიდერს მიუერთოთ ა მობილურ მოწყობილობაზე სლოტში მოათავსოთ, რათა ფაილები ჩაწეროთ. აქვს აგრეთვე გადამრთველიც, რომელიც შემთხვევითი სახით მონაცემთა ჩაწერის შესაძლებლობას არ მოგცემთ. Toshiba დარწმუნებულია, რომ ასეთი დამგროვებელი სასარგებლო იქნება სამთავრობო დაწესებულებებსა და კორპორატიულ სამყაროში. ამ მომენტისათვის კარტები Write Once გაყიდვაში მხოლოდ იაპონიაშია თავისუფალი ფასით, ისინი მხოლოდ 1 გბაიტიანი ვერსიით გამოდიან. მწარმოებელი ცდილობს გაარკვიოს, რამდენად მოთხოვნადი იქნება მსგავსი პროდუქტი. არ არის გამორიცხული, რომ მომავალში ასეთ კარტებზე კინო და მუსიკა გაიყიდოს. წყარო:ubergizmo.com
  16. მაგარი პასი გააკეტა გიბსონმა მაგრამ... :rolleyes:
  17. მაგარი სტატიაა სოსო მადლობა სიახლისთვის
  18. რას მოხევ ხოლმე ტო :lollol:
  19. მიდი ნეირონ აპინე და გაუშვი. თავის ქებაში და ტრაბაში არ ჩამომართვათ ,მაგრამ კარგი სტატია გამოვიდა ცოტა კი ვიწვალე მაგრამ ღირდა ამად
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.