Jump to content

iliko1990

წევრი
  • Posts

    1585
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    11

Everything posted by iliko1990

  1. Pad 2-ის გაყიდვა უკვე დიდი ხანია დაიწყო.მოწყობილობა თავად სტივ ჯობსმა წარმოადგინა. როგორც მან აღნიშნა, ყველამ ძალიან ბევრი იმუშავა, რათა პლანშეტის მეორე თაობა გამოსულიყო ღირსეული და მას უბრალოდ არ სურდა ამ მოვლენის გამოტოვება.მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ ის გავიდა უვადო შვებულებაში, ჯანმრთელობის გაუარესების გამო. უნდა ითქვას, რომ ანონსი შოკისმომრგველი აღმოჩნდა Apple-ის პირდაპირი კონკურენტებისთვის, და მათ შორის, Samsung-ისათვის, რომლებიც განცვიფრებულნი დარჩნენ მოწყობილობის სისქით, წონით და მით უმეტეს, ფასით.რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ხანდახან Apple-იც, რომლის თანამშრომლები არიან სრული რეკორდსმენები საიდუმლოებების გაუმჟღავნებლობის ხელშეკრულებების ხელმოწერებით, ვერ ახერხებს თავისი მოწყობილობების შენახვას ოფიციალურ ანონსამდე. iPad 2-მა ფაქტობრივად გაიმეორა iPhone 4-ის ბედი, და მასზე წინასწარ ცნობილი იყო ყველაფერი. ერთადერთი სხვაობა გახლდათ ის, რომ ამჯერად ის არავის არ დაავიწყდა ბარში, და Gizmodo-ს რედაქტორს ის არ გამოუსყიდია. ასეა თუ ისე, პრეზენტაციაზე ჯობსმა გააკეთა ყველაფერი, რათა მოვლენა მაინც ყოფილიყო ხმაურიანი, კერძოდ მან განაცხადა, რომ iPad 2 არც კომპიუტერია, არც გაჯეტი, არამედ – postPC device. ტექნიკური მახასიათებლები: პროცესორი – Apple A5, Dual Core, 1 GHz; ოპერატიული მეხსიერება – 512 მბ; მუდმივი მეხსიერება – 16/32/64 გბ; მობილური კავშირი – GSM/GPRS/EDGE, HSDPA (7.2 მბიტ/წმ-მდე), HSUPA (2 მბიტ/წმ-მდე), CDMA EV-DO Rev. A; ეკრანი – სენსორული IPS, დიაგონალი 9.7”, გარჩევადობა 1024×768, 16 მლნ. ფერი, ოლეოფობური საფარი; ინტერფეისები – Wi-Fi 802.11 b/g, Bluetooth 2.1 (+EDR), GPS/A-GPS; კამერა – ფრონტალური VGA და უკანა HD; სხვა – აქსელერომეტრი, სამღერძიანი გიროსკოპი, ციფრული კომპასი, განათების სენსორი; აკუმულატორი – Li-ion-ური, ჩაშენებული; გაბარიტები – 241.2 х 185.7 х 8.8 მმ; წონა – 601–613 გრამი. ფასი – $499–829 აშშ-ში. ეკრანის გარჩევადობა, ისევე როგორც დიაგონალი არ შეცვლილა, უცვლელი დარჩა ასევე მატრიცის ტექნოლოგია და სენსორი. თუმცა არანაირ ეჭვს არ იწვევს ის, რომ მომდევნო თაობაში გარჩევადობა გაიზრდება 1280-მდე (სიმაღლეში). ოპერატიული მეხსიერება გაიზარდა, რაც ორბირთვიან პროცესორთან და გაუმჯობესებულ მრავალამოცანიანობასთან ერთად ფაქტობრივად აორმაგებს წარმადობას ორიგინალურ iPad-თან და iPhone 4-თან შედარებით. რაც დაადასტურეს კიდეც Endadget-ის მიერ ჩატარებულმა ტესტებმა. კამერები უფრო დამატებითი აქსესუარია, ვიდრე ძირითადი, რაზეც მეტყველებს მათი ხარისხი. iPhone 4-ს ვერანაირად ვერ შეედრება. არსებობს მოსაზრება, რომ ეს იგივე კამერებია, რაც მეოთხე თაობის iPod touch-ში. უკანა კამერა იღებს სურათებს 1 მპ გარჩევადობით, ხოლო ფრონტალური – 0.3 მპ. ხარისხი, როგორც უკვე ვახსენეთ, საშუალოა. ვიდეოს გადაღების შემთხვევაში შთაბეჭდილებები უფრო დადებითია, მაგრამ მაინც. თუმცა ორივე კამერის ხარისხი სრულიად საკმარისი Skype-ით ან FaceTime-ით ურთიერთობისათვის. გაუმჯობესებული დინამიკი ასევე საკმაოდ საეჭვო სიახლეა. პრინციპში უკვე პირველ iPad-ს გააჩნდა საკმაოდ კარგი დინამიკი. რა თქმა უნდა, მუსიკის მოსმენისთვის ის არ გამოდგებოდა, მაგრამ თამაშებისთვის და YouTube რგოლისთვის სავსებით საკმარისი იყო. ახალი დინამიკი უფრო მსხვილია, უფრო ხმამაღლა ჟღერს, ცოტა უფრო ხარისხიანია… მაგრამ საბოლოოდ ფიზიკის კანონები თავისას იღებენ. და მთლიანობაში ბგერა შეიძლება შეფასდეს როგორც დამაკამაყოფილებელი. ყველაზე შთამბეჭდავ სიახლედ გადაიქცა წონის და სისქის შემცირების ფაქტი. რაც iPad 2-ს ფაქტობრივად ერთ რიგში აყენებს მომრავლებულ ელექტრონულ წიგნებთან. პირველი iPad-ი იყო ცოტა მძიმე და ერთ ხელში დიდ ხანს მაინც და მაინც ვერ დაიჭერდით. ახალი iPad-ი კი მინიმალურ კონფიგურაციაში იწონის სულ რაღაც 601 გრამს. ესეც ჯერ კიდევ ნორმაზე ცოტა მეტია, მაგრამ მთლიანობაში უკვე კარგია. კიდევ ერთ სასიამოვნო სიახლეს წარმოადგენს iPad 2 ტელევიზორთან შეერთების შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ამისათვის დაგჭირდებათ გადამყვანი (იყიდება ცალკე და ღირს $39). აღსანიშნავია, რომ გაზრდილი წარმადობის მიუხედავად, ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობა არ შემცირდა და დარჩა იგივე სრული 10 საათის დონეზე. უნდა ითქვას, რომ ამ ნიშნულის მისაღწევად სრულიად არ არის საჭირო ენერგო მოხმარების დაყვანა მინიმუმზე, უმავთულო ინტერფეისების გათიშვა, ეკრანის სიკაშკაშის დაწევა და ა.შ. iPad 2 უზრუნველყოფს 10–საათიან მუშაობას ჩვეულებრივ რეჟიმში. გარდა ამისა ვახსენებდით, რომ ეკრანი ამიერიდან განასხვავებს დაჭერის სიძლიერეს (რასაც აქტიურად იყენებენ სხვადასხვაგვარი მუსიკალური და გრაფიკული პროგრამები), რომ უკანა სახურავი ბრტყელია, რომ პლანშეტი ხელმისაწვდომი იქნება ორ ფერში: ტრადიციულ შავში და პრინციპში არა ნაკლებ ტრადიციულ თეთრში. ცალკე იყიდება გენიალური დასაკეცი გარეკანი მაგნიტებზე, რომელმაც ამავდრულად შეიძლება შეასრულოს საყრდენის როლიც.
  2. სენსორული დისპლეები დღეისათვის აბსოლუტურად განსხვავებულ მოწყობილობებში გამოიყენება; თითქოსდა ტექნოლოგიურ ასპექტში უახლოეს მომავალში არაფერი პრინციპიალურად ახალი არ უნდა გამოჩნდეს, რადგანაც ამჟამინდელი ტაჩ-პანელები ყველა მოთხოვნას პასუხობს და სრულიად აკმაყოფილებს მომხმარებელს. მიუხედავად ამისა, ტეხასის უნივერსიტეტის A&M ახალგაზრდა სპეციალისტებმა ალტერნატიული ტექნოლოგია წარმოადგინეს — ინფრაწითელი მულტისენსორული პანელი, რომელიც ოფიციალურად ვანკუვერში კონფერენციაზე CHI (Computer Human Interaction) იქნება წარმოდგენილი. ჯონათან მელერი (Jonathan Moeller), პროექტის ერთ-ერთი მონაწილე უნივერსიტეტთან A&M არსებული ლაბორატორიიდან Interface Ecology Lab, სენსორული ეკრანი აღწერა როგორც ჩარჩო, რომელიც ათასობით ინფრაწითელ სხივს გამოასხივებს, და სენსორები, რომლებიც მათ კვეთას უთვალთვალებს. მიიღება რაღაც ოპტიკური სინათლის ველის მსგავსი. პერიმეტრის გარშემო განთავსებული 256 ინფრაწითელი სენსორი მიღებულ მონაცემებს პირდაპირ კომპიუტერს გადასცემენ. შედეგად, ასეთი ჩარჩოს ნებისმიერ ეკრანზე დაყენებით (გამონაკლისის გარეშე), იგი შეიძლება მულტისენსორულად აქციოთ. გამოგონებას ტრადიციულ სენსორულ პანელებთან შედარებით რამოდენიმე უპირატესობა აქვს. პირველ რიგში, ოპტიკური სენსორული პანელი ნებისმიერი საგნის შეხებაზე რეაგირებს, მათ შორის თითებისაც და სტილუსისაც. მეორე, ჩარჩოს მუშაობა ეკრანის გარეშეც შეუძლია, მიიღება რაღაც ვირტუალური სიბრტყის მსგავსი, რომლის დახმარებითაც მომხმარებელი კომპიუტერს სივრცით ჟესტურ ბრძანებებს გადასცემს. წყარო:gizmowatch.com
  3. +1 ხო ეგ მგონი გადახურების ბრალია და რაც შეეხება ფენების ერორს,არ უყენია ფენი და როგორ იპოვის? ცპუ-ზ სურათები დადე სადაც გრადუსები ჩანს,თან ისე რომ დაგრუზული იყოს გპუ.ფურმარკი გაატარე და დასქრინე მერე.რამდენზე ავა ტემპერატურა ვნახოთ და იმის მიხედვით გამოვიტანთ დასკვნებს
  4. ხო დააყენე ეგ დრაივერი აუცილებლად რომ პრობლემები არ შეგექმნას.
  5. კი აუცილებელია
  6. +1 რა შუაშია სევენის ბრალია?ეგ სისულელეს უფრო ჰგავს ვიდრე სიმართლეს. არანაირად არ შეესაბამება სიმართლეს ის რომ ხპ თამაშებისთვისაა. მართალია 7 ულტიმეიტი ხპზე ცოტა მეტად გრუზავს სისტემას,მაგრამ ხაზის გადასმა ზედმეტია
  7. +1 აპარატული პრობლემების ტოპიკსჰი უნდა გაგეხსნა თემა. შემდეგში გაითვალისწინე თორე დაიწორნები(ეს რჩევაა)
  8. ვესტ მასე ძაან შორს ვერ წავალთ ცოტა დააკელი ფსონს :D
  9. კარგი მაშინ ველი მადლობას (ვხუმრობ რათქმაუნდა )
  10. ბლასტერ ვიცი რაზეც ამბობ მაგრამ სამწუხაროდ სახელი არ მახსოვს.თუ გადავაწყდი დავდებ ლინკს.მოვძებლი ფაილ.გეზე
  11. http://www.theregister.co.uk/2000/12/11/intel_plans_1500_10ghz_pc/ აბა ეს გადაიკითხე. მგონი ჯობია ეგ სულ ამოვიღო,რას იტყვი?
  12. ეგ კი ვიცი კარლო მაგრამ ფაქტია რო სხვა ვერსიაა ჩაწერილი.არც მედია ფლეიერი აქ და რაღაც რაღაცები აკლია კიდევ. ხო რავიცი ჯერჯერობით გადავიფიქრე და თუ მოვიფიქრებ მერე დავწერ და ცოტას დამეხმარეთ. მანამდე კი დავხურავ ტოპიკს. closed
  13. +1 თემას კარგი ნამუშევარია ნიკი :thumbsup:
  14. http://geotorrents.com/Hitman_Ultimate_Collection_RUS_RePack_от_R_G_Механики-s-60973.ts აქედან გადმოწერე.1 სიდერი აქ
  15. არა რატო XZ საბა.ვიდეოს მემორიმ იცის მასე.ან შეიძლება გადახურების ბრალიც იყოს. პ.ს ოცცტ-ში ან ფურმარკში გატესტე და ნახე აბა არტეფაქტები თუ ექნება
  16. მაშინ შეიძლება კაბელის ბრალი იყოს,რითაც უკავშირდება ვიდეო მონიტორს,ან თავად მონიტორის უნდა გაიტესტოს გა გამორიცხო ცალკ-ცალკე ისე როგორც საბამ გითხრა სხვა ვიდეოზე გატესტე(ანუ სხვა ვიდეო ჩასვი შენ კეისში),ან ინტეგრირებულზე ცადე.ამით გაიგებ ვიდეოს ბრალია თუ არა თუ ინტეგრირებულზეც იგივე გააკეთა,მაშინ მონიტორი უნდა გაისინჯოს ან კაბელი
  17. გარკვევით დაწერე შეიძლება ვიდეოს აქ პრობლემა და კვება არაფერ შუაშია. რომელი ვიდეო გაქ და რომელი კვება და რამდენ ვატიანია?
  18. ხო, მალე ფუჭდება საბა გამოდგომაზეა რა
  19. +1 მეც(ცოტა არ იყოს სახალისოცაა )
  20. ხო რახამ თემებზე ჩამოვარდა საუბარი ბარემ აქვე დავწერ იქნება ატვირთოთ რამე თემა ან თვითონ თემის ლინკი დადოთ რამე კარგი თემის თუ მოიცლით მემგონი სხვებიც კმაყოფილები დარჩებიაბ(თუ არა მე მაინც )
  21. +1 პ.ს მაგას მასე ვერ განსაზღვრი.გააჩნია რომელი საიტიდან იწერ და ასევე რა ინტერნეტი გაქ(მაგას აქ უმთავრესი მნიშვნელობა) როგორც ზევით აღნიშნეს
  22. http://downloadnew.org/drivers/other-drivers-tools/exp-non-dma-dvd-and-dvdcdrw-combo-drives-with-dvd-rom-card-driver-50e-download-374416.html აბა აქედან გადმოწერე და დააყენე ეს დრავერი. თუ ეშველება დაპოსტე
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.