მინდა გითხრათ, რომ ეს ადვილად მისაღები გადაწყვეტილება არ ყოფილა. ვეცდები, აგიხსნათ რასაც ვგრძნობ და იმედია, ხალხი გამიგებს. ძალიან ვწუხვარ, უკანასკნელ კვირებში მომხდარის გამო. კლუბთან ყოველთვის მოკლევადიან კონტრაქტებს ვაფორმებდი, რაც იმით იყო განპირობებული, რომ “ბარსაში” დიდი მოთხოვნაა. ფეხბურთელობისას, აქ ვთამაშობდი და ვიცი, ეს რა გრძნობაა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ აქ გატარებული 4 წელი დაუვიწყარი და მარადიული იქნებოდა. არ მინდა, ისეთი კონტრაქტი გავაფორმო, რომელიც ჩემთვის მიუღებელ გადაწყვეტილებებს მაიძულებს. შემოდგომაზე, კლუბის დირექტორებს ვუთხარი, რომ ჩემი ბარსელონური კარიერა დასასრულს უახლოვდებოდა. ეს გადაწყვეტილება ფეხბურთელთათვის არ მითქვამს, რადგან არ მინდოდა, ისინი დამეკომპლექსებინა. ახლა, როცა ორი უმნიშვნელოვანესი ტიტულისთვის ბრძოლას გამოვეთიშეთ, შესაფერისი მომენტია განცხადების გასაკეთებლად. აქ გატარებული წლები დამღლელი იყო. ახალი მწვრთნელი გუნდს იმას მისცემს, რასაც მე ვერ შევძლებდი”.. პეპ გუარდიოლა ;(