კომპანია Colorful მა რომელიც საკმაოდ ცნობილი ფირმაა აზიაში გამოუშვა ახალი iGame სერიის ვიდეო ბარათი GTX 460 რომელსაც საკმაოდ ლამაზი დიზაინი და შეფუთვა აქვს ,მისი ქულერების ხმაურიანობა მინიმუმადეა დაყვანილი რაც გეიმერებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს აძლევს ,აღნიშნული ვიდეო ბარათი ჩინეთში გახდა საუკეთესო თავისი დიზაინის გამო.
ამ ვიდეოკარტის მეხსიერება შედგება მსოფლიოში პირველი 256MB-იანი Hynix-ის 6Gbps სიჩქარის GDDR5 ჩიპებისგან, რომლებიც გამოყენებულია HD6970-ში საბოლოო ჯამში მას აქვს 2GB მეხსიერება. DVI და mini HDMI პორტები მოოქროვილია ელექტრომაგნიტური ინტერფერნეციის ხმაურის შესამცირებლად და დჟანგვისგან დასაცავად,PCB (შიდა მხარე) ზე მოთავსებულია 2 BIOS ჩიპი ,ამ ვიდეო ბარათს აქვს მუშაობის 2 რეჟიმი : Normal და Turbo ,პირველ ანუ ნორმალურ რეჟიმში მისი სიხშირეებია 675/1350/3608MHz ხოლო ტურბო ანუ აჩქარებულ რეჟიმში 890/1780/4000MHz.აღნიშნულ პროდუქტს ასევე აქვს 2 DVI და 1 mini HDMI პორტი,იგი მოთავსებულია ულამაზეს კეისში.აღნიშნული ვიდეო ბარათი მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობით გამოვა.