დანიურმა კომპანია Chill მა შექმნა ინოვაციური ნივთი , Wireless Bluetooth კავშირზე დამყარებული KB-1BT მიკრო კლავიატურა რომლის ზომაც შესაბამისად საკმაოდ მცირეა,მასზე მოთავსებულია 71 ღილაკი ანუ ყველა ის ღილაკი რაც სტანდარტული კომპიუტერის კლავიატურაზე ,მის მარჯვენა მხარეს კი სენსორული მაუსი.
ამ მიკრო კლავიატურის მთავარი ღირსება გახლავთ ის რომ მისი გამოყენება შესაძლებელია არამარტო ჩვეულებრივ PC სისტემებთან არამედ : iPad, iPhone, Android, Symbian, Windows Mobile და Playstation-3 სისტემებზეც კი ,ამისათვის კი განსხვავებულია მისი USB მაკავშირებლები ზომებში.
მისი მეშვეობით ამა თუ იმ სისტემის მართვა შესაძლებელია მაქსიმუმ 10 მეტრიდან.მის ღილაკებს გააჩნიათ backlit ნათება რაც მოსახერხებელს ხდის მის გამოყენებას სიბნელეში.
მას აქვს Li-Polymer ტიპის ბატარეა რისი მეშვებითაც მიკრო კლავიატურის გამოყენება დატენვის გარეშე შესაძლებელია 30 დღის განმავლობაში
მისი გამოყენება შესაძლებელია მულტიმედიური,ბიზნეს თუ სხვა საქმიანობისათვის.
თუმცა აქვე გეტყვით იმასაც რომ Chill არაა პირველი კომოპანია ვინც შექმნა აღნიშნული სახის ნივთი !
აღნიშნული ინოვაციური მიკრო კლავიატურა გაყიდვაშია ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში.