ვიდეო ბარათების მწარმოებელმა გიგანტმა კომპანია NVIDIA მ წარმოადგინა ახალი ,ამჟამა მსოფლიოში უსწრაფესი და უძლიერესი მობილური ვიდეო ბარათი რომელიც განკუთვნილია ნოუთბუქებისა და სხვა მობილური მოწყობილობებისთვის ( მაგ: All In One PC ისთვის ) ,საუბარია ახალ NVIDIA GeForce GTX 580M ზე ,იგი თავისი ძალით აღემატება აქამდე არსებულ ყველა ვიდეო ბარათს რომლებიც მობილურ მოწყობილობებში ( ნოუთბუიქებსა და სხვა ) იყო მოთავსებული .ალბათ გახსოვთ რომ რამოდენიმე კვირის წინ Nvidia მ წარმოადგინა GTX 570M რომელიც ასევე ითვლებოდა უძლიერეს მობილურ ვიდეო ბარათად,თუმცა დღეს უკვე ასე აღარაა და GTX 580M მას 20% ით ჯობნის.
ახალი GTX 580M მოთავსებული იქნება Alienware MX სერიის ნოუთბუქებშიც,როგორც მწარმოებლები ამბობ ემ ვიდეო ბარათის მეშვეობით აღნიშნული ნოუთბუქის მფლობელებს თამაშ Call of Duty: Black Ops ში ექნებათ 100 მდე Frame ანუ FPS უმაღლეს გრაფიკაზე Full HD ეკრანზე ,რაც გეიმინგისთვის იდეალურია !
ეს ვიდეო ბარათი აღჭურვილია რამოდენიმე უახლესი და საჭირო ტექნოლოგიით მათ შორის Nvidia Optimus ით რომლის მშვეობითაც ხდება ნოუთბუქის ენერგიის დაზოგვა როგორც თამაშისას ისე ჩვეულებრივ რეჟიმში.
გარდა ამისა იგი რა თქმა უნდა აღჭურვილია ტექნოლოგიებით როგორიცაა: Direct X11 , CUDA , Open GL , PhysX , 3D და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს 2-Way SLI ით.
ვიდეო ბარათს აქვს 384 CUDA პროცესორი , 256-bit ინტერფესის მქონე GDDR5 მეხსიერება ( სხვადასხვა მოცულობებით ) ,96GB/წამი გამტარობა.
მისი პროცესორის სიხშირეა 1240 MHz , ხოლო მეხსიერების 1500 MHz.
ეს კი ტესტი რომ დავრწმუნდეთ მის ძალაში !